TITUS
Old Georgian Hagiographical Texts, vol. I
Part No. 130
Previous part

Chapter: 29  
Line of ed.: 23        კ^თ. არამედ აწ კუალად ნეშტი იგი პირველი განვაახლოთ. რამეთუ
Line of ed.: 24     
რაჟამს-იგი განდიდნა სახელი ნეტარისა მამისა გრიგოლისი და მიიწია ქართლად
Line of ed.: 25     
და ესმა სანატრელსა დედასა მისსა დიდებულებაჲ ძისა თჳსისაჲ, რამეთუ
Line of ed.: 26     
იყო იგი ცოცხალ და მიწევნულ მოხუცებულებასა, მას ჟამსა განმხიარულდა
Line of ed.: 27     
სულითა და განძლიერდა ჴორცითა და მადლი შეწირა ქრისტესა, რომელმან
Line of ed.: 28     
კეთილი სახარებაჲ ასმინა ძისა მისისაჲ, ყოლად კეთილისაჲ, ჴორციელად
Line of ed.: 29     
საქადულისაჲ და სულისა მისისა გჳრგჳნოსან მყოფელისაჲ, რამეთუ იგი
Line of ed.: 30     
ხოლო მარტოჲ ესუა შვილად და თჳნიერ მისისა შობისა მამაკაცი არღარა
Line of ed.: 31     
იცოდა, არამედ სიწმიდით დადგრომილ იყო ლოცვასა შინა და მარხვასა და
Line of ed.: 32     
მარადის შიშსა ღმრთისასა.

Line of ed.: 33        
ხოლო გული მისი იგლოვდა ძისა თჳსისა განშორებისათჳს, არამედ სიხარულისა
Line of ed.: 34     
ჴმამან განამტკიცა, და მიცვალებულთა მისთათჳს, რომელ გულის-
Line of ed.: 35     
კლებაჲ Ms. page: J_187v  აქუნდა, დაავიწყდა ამით ნუგეშინის-ცემითა. და მსწრაფლ
Line of ed.: 36     
ხოლო წარმოვიდა საჴედრითა, და თანა-იყვნეს მსახურნი მისნი, მამანი და
Line of ed.: 37     
დედანი.

Line of ed.: 38        
და მოიწია დედისა ფებრონიაჲსსა მერეს, ხოლო მან სიხარულით შეიწყნარა
Line of ed.: 39     
და მსწრაფლ ხოლო აუწყა წიგნითა ნეტარსა გრიგოლს. ხოლო წმიდაჲ
Line of ed.: 40     
იგი, ძჱ უბიწოჲ, მალიად მივიდა დედისა წინაშე მორწმუნისა და თაყუანის-სცა
Line of ed.: 41     
მას და ქრისტჱსმიერი კურთხევაჲ და მშჳდობაჲ მისცა. ხოლო
Line of ed.: 42     
იგი სიხარულითა მოეგება ძესა თჳსსა, ამბორს-უყოფდა და ეტყოდა: "შვილო
Line of ed.: 43     
ჩემო ტკბილო, გიხილე, რომლისათჳს-ცა მსუროდა, რამეთუ ხილვითა შენითა
Page of ed.: 278   Line of ed.: 1     
განმეშორნეს ყოველნი იგი პირველნი ტკივილნი". და მრავალ-ფერითა სიტყჳთა
Line of ed.: 2     
განგრძობილად იყო უბნობაჲ მათი.

Line of ed.: 3        
ხოლო ნეტარმან მამამან გრიგოლ ჰრქუა: "შენდობა იყავნ ჩემდა შენ
Line of ed.: 4     
მიერ, დედაო ჩემო, არამედ არა ნებითა ჩემითა განგეშორე, გარნა ნებასა
Line of ed.: 5     
ღმრთისასა ესრეთ სათნო უჩნდა, ვითარცა აწ იქმნა. ხოლო შენ ცხორებასა
Line of ed.: 6     
ამას წუთსა არაჲ გაკლდა ჴორციელად და სულიერად, ვიდრე აქამომდე,
Line of ed.: 7     
არამედ აწ თანა-მაც მოღუაწებაჲ შენი სულიერად და ჴორციელად მცნებისაებრ
Line of ed.: 8     
უფლისა, რომელსა ბრძანებს პატივისათჳს მშობელთაჲსა; და სიბრძნესა
Line of ed.: 9     
წერილ არს: "შვილო, მიაგე მშობელთა შენთა, რაჲ-იგი მოგაგეს, რამეთუ
Line of ed.: 10     
თჳნიერ მათსა შენ-მცა არა იყავ",* და Ms. page: J_188r  კუალად იტყჳს: "საგმობელ არს,
Line of ed.: 11     
რომელმან შეურაცხ-ყოს მამაჲ თჳსი, და წყეულ არს უფლისაგან, რომელმან
Line of ed.: 12     
განაწყოს გული დედასა"*, რამეთუ "კურთხევამან მამისამან და დედისამან
Line of ed.: 13     
დაამტკიცნის სახლნი უკუნისამდე, ხოლო წყევამან მათმან აღჰფხურნის სრულიად"*.
Line of ed.: 14     
და პავლე ესრეთ-ვე მრავალგზის ამცნებს მშობელთა პატივის-ცემასა
Line of ed.: 15     
ყოველთა, და აწ ესე სიტყუანი და მსგავსნი ამათნი გუესმიან ღმრთივ სულიერთაგან
Line of ed.: 16     
წიგნთა სასწავლელად მორწმუნეთა. ხოლო მე მადლითა ღმრთისაჲთა
Line of ed.: 17     
კურთხევაჲ შენი დავიმკჳდრო, ვითარცა შვილმან მშობლისა მოყუარემან
Line of ed.: 18     
მორჩილებით მსგავსად ძალისა, ნებისაებრ გულისა შენისა".

Line of ed.: 19        
და ფრიად ნუგეშინის-სცა მას ნეტარმან მან ღმრთისა კაცმან და აღაშენა
Line of ed.: 20     
ფრიად სანატრელი იგი მოხუცებული. და მან პირველად აკურთხა
Line of ed.: 21     
ღმერთი და მერმე ძე იგი თჳსი, და თანა-მოსრულნი იგი სახლეულნი თჳსნი
Line of ed.: 22     
შეჰვედრა და თქუა: "ჩემდა მსგავსად ესენი გვედიან, შვილო, რომელთა
Line of ed.: 23     
გულს-მოდგინედ მსახურებაჲ ჩემი თავს-იდვეს". ხოლო წმიდამან მან ჰრქუა:
Line of ed.: 24     
მოციქული იტყჳს: "უკუეთუ ვინმე თჳსთა და უფროჲს სახლეულთა არა
Line of ed.: 25     
იღუწიდეს, ეგევითარსა მას სარწმუნოებაჲ უვარ-უყოფიეს და არს იგი ურწმუნოთა
Line of ed.: 26     
უძჳრეს*", ხოლო მე თანა-მაც, დედაო, ბრძანებისა შენისა სმენაჲ
Line of ed.: 27     
და ზრუნვაჲ ყოველთა ამათ შენთა საურავთაჲ". და ვითარცა ჯერ-იყო, დაიურვნა
Line of ed.: 28     
ყოველნი კეთილად.

Line of ed.: 29        
მაშინ ნეტარმან Ms. page: J_188v  დედამან ფებრონია ჰრქუა მოხუცებულსა მას სარწმუნოსა:
Line of ed.: 30     
"ღმრთის-მოყუარეო დედაო, შვილისა შენისა და ძმისა ჩემისა გრიგოლის
Line of ed.: 31     
თანა მე ვარ აწ შვილი შენი. და არა დაგაკლდეს ჩუენგან მსახურებაჲ
Line of ed.: 32     
ყოლად-ვე, რამეთუ გხედავ შენ ვითარცა ანნა წინაწარმეტყუელსა, რომელი
Line of ed.: 33     
არა განეშორებოდა ტაძრისაგან უფლისა დღე და ღამე ლოცვითა და მარხვითა.
Line of ed.: 34     
ეგრე-ცა შენ მცნებათა ღმრთისათა დამტკიცებული ჰგიე მარადის და
Line of ed.: 35     
ნაყოფისაგან საცნაურ არს სიკეთე ხისაჲ". ხოლო იგი სიხარულითა ჰმადლობდა
Line of ed.: 36     
ქრისტესა და წმიდათა მათ.

Line of ed.: 37        
მაშინ ნეტარმან გრიგოლ ჯერისაებრ განაგო ცხორებაჲ დედისა თჳსისაჲ
Line of ed.: 38     
და მისთანათაჲ მათ. და მსახურსა ვის-მე დედაკაცსა დედისა თჳს[ისა]სა
Line of ed.: 39     
ქმარი უსუა, და ბასილი, მამაჲ ხანცთელი, მისგან იშვა, რომელი-ცა ფრიადთა
Line of ed.: 40     
წელიწადთა წინამძღურობდა ხანცთას კეთილად ვიდრე სიკუდიდმდე და
Line of ed.: 41     
მისლვად მისსა წინაშე უფლისა. არამედ შემდგომად ჟამთა მრავალთა სანატრელი
Line of ed.: 42     
მშობელი მამისა გრიგოლისი გარდაიცვალა მერეს შინა და მივიდა
Line of ed.: 43     
უფლისა, რომლისა-ცა სუროდა.

Next part



This text is part of the TITUS edition of Old Georgian Hagiographical Texts, vol. I.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 12.12.2008. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.