TITUS
Old Georgian Hagiographical Texts, vol. I
Part No. 134
Previous part

Chapter: 33  
Ms. page: J_192r 
Line of ed.: 33        ლ^გ. ხოლო ნეტარი მამაჲ ჩუენი გრიგოლ ორთა მათ მისთა შენებულთა
Line of ed.: 34     
მონასტერთა შინა, ხანცთას და შატბერდს, იქცეოდა მარადის და
Line of ed.: 35     
მოძღურებისა მისისა სწავლითა აღავსებდა გულსა მოწაფეთა თჳსთასა. რამეთუ
Line of ed.: 36     
არა ხოლო თუ წიგნთა საღმრთოთა ოდენ სიბრძნის-მეტყუელებდა ყოვლით
Line of ed.: 37     
კერძო, არამედ წმიდისა კათოლიკე ეკლესიისა საქადაგებელსა გალობასა
Line of ed.: 38     
სრულიად წელიწდისა განგებითა მოძღუარი იყო განუკითხველად, და ყოველთა
Line of ed.: 39     
დღესასწაულთა განგებაჲ კეთილად იცოდა, რამეთუ, რომელი-ცა დაესწავა,
Line of ed.: 40     
დაუვიწყებელად აჴსოვდა. და აქუნდა ჴმისა ნებიერობაჲ და ტკბილობისა
Line of ed.: 41     
შუენიერებაჲ, ხოლო განსაკჳრვებელ იყო ჴსოვნებაჲ მის".

Page of ed.: 282  
Line of ed.: 1        
რამეთუ აწ არს ხანცთას ჴელითა მისითა დაწერილი სულისა მიერ წმიდისა
Line of ed.: 2     
საწელიწდოჲ იადგარი, რომლისა სიტყუანი ფრიად კეთილ არიან.
Line of ed.: 3     
ხოლო ახლისა შჯულისა დაბეჭდულნი წიგნნი ზეპირით იცნოდნა და მრავალნი
Line of ed.: 4     
წიგნნი ძუელისა-ცა შჯულისანი. არამედ დაუბეჭდველნი წმიდათა მოძღუართა
Line of ed.: 5     
თქუმულნი აურაცხელნი წარმოითქუმოდეს უწიგნოდ ენითა მისითა
Line of ed.: 6     
უმეტეს ზეშთა ბუნებისა ჩუენისა, რამეთუ ძალი ღმრთისაჲ სადა-ცა დაადგრეს,
Line of ed.: 7     
ყოველსა-ვე აღასრულებს უფროჲს ბუნებისა და ცნობისა კაცობრივისა. და
Line of ed.: 8     
ადამისდა-ცა პირველ მცნებისა შეურაცხებადმდე ყოველი დამორჩილებულ
Line of ed.: 9     
იყო. ხოლო ამათ მცნებათა უბიწოდ დამარხვითა ყოველი-ვე კეთილად განემარჯუებოდა.
Line of ed.: 10     
Ms. page: J_192v  და ამის მიერ არა ხოლო თუ მონასტერნი მისნი განმტკიცნებოდეს,
Line of ed.: 11     
არამედ სიბრძნისა მისისა მდინარეთაგან ირწყვოდეს ყოველნი
Line of ed.: 12     
უდაბნონი კლარჯეთისანი.

Line of ed.: 13        
და მრავალგზის მოვიდიან წმიდანი იგი მამანი, წინამძღუარნი მონასტერთანი,
Line of ed.: 14     
მრავალთათჳს მიზეზთა და სიბრძნითა მისითა პოვიან განსუენებაჲ
Line of ed.: 15     
ყოველსა ზედა საქმესა.

Next part



This text is part of the TITUS edition of Old Georgian Hagiographical Texts, vol. I.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 12.12.2008. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.