TITUS
Kartlis Cxovreba
Part No. 30
Previous part

Text: L.Mr._Vita_Nin.  
Part: I  
Page of ed.: 72  
Line of ed.: 1  
ლეონტი მროველი
Line of ed.: 2  
[ნაწილი მეორე: ნინოს მიერ ქართლის მოქცევა]


Line of ed.: 3  
მოქცევა მირიან მეფისა და მის თანა ყოვლისა ქართლისა წმიდისა
Line of ed.: 4  
და ნეტარისა დედისა ჩუენისა ნინო მოციქულისა მიერ


Line of ed.: 5        პირველად ვაჴსენოთ ცხოვრება / წმიდისა და ნეტარისა დედისა ჩუენისა და ყოვლისა
Line of ed.: 6     
ქართლისა განმანათლებელისა ნინო მოციქულისა, რომელი-ესე თჳთ მან-ვე
Line of ed.: 7     
ნეტარმან მოგჳთხრა ჟამსა აღსრულებისა მისისასა, რომელი აღწერა მორწმუნემან
Line of ed.: 8     
დედოფალმან სალომე უჯარმელმან, ძის ცოლმან მირიან მეფისამან, ასულმან თრდატ
Line of ed.: 9     
სომეხთა მეფისამან.

Line of ed.: 10        
და იყო მათ ჟამთა შინა, ოდეს წმიდა გიორგი კაბადუკელი იწამა ქრისტესთჳს,
Line of ed.: 11     
იყო კაბადუკიათ ქალაქით კაცი ვინ-მე, მთავართა შესაბამი მონა ღმრთისა, სახელით
Line of ed.: 12     
ზაბილონ, და ესე წარვიდა ჰრომედ წინაშე მეფისა მსახურებად / და ნიჭისა მოღებად
Line of ed.: 13     
მისგან. და მათ-ვე დღეთა შინა კაცი ვინ-მე იყო კოლასტრას შინა, და ეს/ხნეს მას ორ
Line of ed.: 14     
შვილ, ძე და ასული: და სახელი ძისა მისისა იობენალი, ხოლო ასულისა სოსანა.
Line of ed.: 15     
და აღესრულნეს მეუღლენი იგი, და დარჩეს და-ძმანი იგი ობლად, და აღდგეს და
Line of ed.: 16     
წარვიდეს იგინი .ქალაქად წმიდად იერუსალემად. და იმედ ყვეს იმედი იგი ყოველთა
Line of ed.: 17     
ქრისტიანეთა წმიდა აღდგომა, და მიევედრნეს მუნ. ვინა-ცა ძმა ესე იობენალი მიემთხჳა
Line of ed.: 18     
დევტალარობასა, ხოლო დაჲ იგი მისი სოსანა მსახურებდა ნიაფორსა სარა ბეთლემელსა.

Page of ed.: 73  
Line of ed.: 1        
ხოლო ესე ჭაბუკი კაბადუკელი, სახელით ზაბილონ, რომელი ვაჴსენეთ, მიიწია
Line of ed.: 2     
ჰრომედ წინაშე მეფისა. და აღდგომილ იყვნეს მას ჟამსა ბრანჯნი ბრძოლად ჰრომთა,
Line of ed.: 3     
ველსა ზედა პატალანისასა. და მოსცა / უფალმან ძალი ზაბილონს, ჭაბუკსა მას კაბადუკელსა,
Line of ed.: 4     
უძლეველი, და ქმნა წინა-აღდგომა მტერთა მიმართ უზომოთა, და აოტნა
Line of ed.: 5     
ბრანჯნი, და შეიპყრა მეფე ბრანჯთა და ყოველნი იგი მთავარნი მათნი, და / მიიყვანნა
Line of ed.: 6     
იგინი წინაშე მეფისა. ხოლო მეფემან განაწესა სიკუდილი მათი. მაშინ იწყეს ტირილად
Line of ed.: 7     
ბრანჯთა მათ, და ევედრებოდეს ზაბილონს: "მოგუეც პირველად სჯული თქუენი
Line of ed.: 8     
და შეგჳყვანენ ტაძარსა ღმრთისა თქუენისასა, და მაშინ-ღა / იყავნ სიკუდილი ჩუენი.
Line of ed.: 9     
რამეთუ შენ-ვე გჳპყრენ და შენ-ვე ყავ ესე ჩუენ ზედა, და უბრალო იქმნე სისხლისა
Line of ed.: 10     
ჩუენისაგან, ახოვანო".

Line of ed.: 11        
ხოლო ზაბილონს ვითარცა ესმა ესე, მსწრაფლ აუწყა მეფესა და პატრიაქსა
Line of ed.: 12     
სიტყუა მათი. და მოსცეს ნათელი ჴელსა ქუეშე ზაბილონისსა. და შეიყვანნეს ტაძარსა
Line of ed.: 13     
შინა ღმრთისასა, აზიარნეს წმიდათა საიდუმლოთა, ჴორცსა და სისხლსა ქრისტესსა,
Line of ed.: 14     
და უჩუენნეს მათ დიდებანი იგი მოციქულთანი.

Line of ed.: 15        
და დილეულ ადრე ადგეს ბრანჯნი იგი, და შეიმოსეს სამოსელი სამკუდრო, და
Line of ed.: 16     
განვიდეს ადგილსა მას კაცის სამკლველოსა და სისხლის დასათხეველსა, ილოცვიდეს
Line of ed.: 17     
და ჰმადლობდეს ღმერთსა ნათლის-ღებისათჳს და იტყოდეს: "ჩუენ სიკუდილსა / შინა
Line of ed.: 18     
უ/კუდავ ვართ, რამეთუ ღირს გუყვნა ღმერთმან ესე-ვითარსა დიდებასა მიღებად
Page of ed.: 74   Line of ed.: 1     
საგზალსა მას დაულევნელსა, ჴორცსა და სისხლსა ქრისტეს ძისა ღმრთისა უკუდავისასა,
Line of ed.: 2     
რომელი უმაღლეს არს ყოველთა მთათა და უქუესკნელეს ყოველთა უფსკრულთა,
Line of ed.: 3     
რომელი-იგი არს კურთხეულ უკუნისამდე. ხოლო ვაი ნაშობთა ჩუენთა, ნაყოფთა სიმწარისათა
Line of ed.: 4     
და მკჳდრთა ბნელისათა". და ჴმობდეს: "მოვედინ მეჴრმლე / და აღიხუენ
Line of ed.: 5     
თავნი ჩუენნი ჩუენგან".

Line of ed.: 6        
ამას რა ხედვიდა ზაბილონ, აღიძრა გონებითა და ტიროდა მწარედ, რამეთუ
Line of ed.: 7     
ვითარცა ცხოვართა თავნი მათნი წარკუეთად მოიდრიკნეს, და მოსიკუდიდ მიეპყრნეს,
Line of ed.: 8     
და ვითარცა კრავთა შვილთა მათთა საწყალობელად იგლოვდეს.

Line of ed.: 9        
მაშინ მოწყალე ქმნული მათთჳს შევიდა ზაბილონ წინაშე მეფისა და გამოითხოვნა
Line of ed.: 10     
იგინი მეფისაგან სამკუდროდ შეკაზმულნი, და მიმადლნა მეფემან და რქუა: "მიმინიჭებია
Line of ed.: 11     
იგინი შენდა, და რაჲ-ცა გნებავს უყავ მათ". და განუტევნა იგინი.

Line of ed.: 12        
ხოლო იგინი ევედრებოდეს ზაბილონს, რათა წარყვეს ქუეყანასა მათსა და მისცეს.
Line of ed.: 13     
/ სჯული ქრისტესი, ნათლის-ღება წყლითა ყოველსა ერსა მათსა. ხოლო მან ისმინა
Line of ed.: 14     
ვედრება მათი, და მოითხოვა მღდელი პატრიაქისაგან; და ბრძანება მოიღო მეფისაგან.
Line of ed.: 15     
და წარვიდეს სიხარულით.

Line of ed.: 16        
და ვითარ მიეახლნეს დღისა ერთისა სავალსა, მივიდა წინა / ამბავი, ვითარმედ:
Line of ed.: 17     
"მეფე ცოცხალი არს, მოვალს, და ყოველნი მთავარნი მის თანა". მაშინ შეიძრნეს
Line of ed.: 18     
ათნი საერისთაონი: ხოზამა, ხოზა, გაახილაჯა, ტენებაგა, ხინგარაგი, ზიჯა, ზაგა,
Page of ed.: 75   Line of ed.: 1     
ზადა, ზარმა და თმონიდი სამეფო. და მიეგებვოდეს ესე ყოველნი მდინარესა ზედა
Line of ed.: 2     
დიდსა და ღრმასა.

Line of ed.: 3        
და განყო მეფემან ერი იგი და დაადგინა წყალსა იმიერ და ამიერ. და აკურთხეს
Line of ed.: 4     
მღდელთა მათ წყალი იგი, და შთაჴდა ყოველი ერი იგი წყალსა მას, განიბანნეს და
Line of ed.: 5     
აღმოვიდეს აღმოსავალსა ერთსა, და დასდებდა ზაბილონ ჴელსა თჳსსა ყოველ/სა მას
Line of ed.: 6     
ერსა..და იყო მუნ ათ დღე. და აზიარნა ერნი იგი ყოველნი საიდუმლოსა ქრისტესსა,
Line of ed.: 7     
დაუტ/ევნა მღდელნი და განუწესა ყოველი წესი ქრისტიანობისა.

Line of ed.: 8        
ამისა შემდგომად იჯმნა მათგან, დაუტევა მშჳდობა ყოველთა და წარვიდა, ნიჭითა
Line of ed.: 9     
დიდითა, ჰრომედ, და განიზრახა გონებასა თჳსსა: "წარვიდე იერუსალემად და ვამსახურო
Line of ed.: 10     
ნიჭი ესე ჩემი ადგილთა ღმრთისათა". წარვიდა იერუსალემს და, ვითარ მიიწია
Line of ed.: 11     
იერუსალემად, განუყო ყოველი იგი მონაგები თჳსი გლახაკთა, მცნებისათჳს ღმრთისა.
Line of ed.: 12     
და იხილა, რამეთუ პირველ ჴსენებული იგი დევტალარი პატრიაქ ქმნილ იყო; და
Line of ed.: 13     
ფრიად დაიმეგობრნეს ურთიერთას ზაბილონ და პატრიაქი იგი.

Line of ed.: 14        
მაშინ რქუა სარა ნიაფორმან პატრიაქსა ესრეთ, ვითარმედ: "ესე ზაბილონ, მამა
Line of ed.: 15     
და ემბაზი ბრანჯთა, კაცი სრული ღმრთის-მოშიშობითა და სიბრძნითა არს ყოვლად-ვე:
Line of ed.: 16     
მიეც უ/კუე დაჲ შენი სოსანა ცოლად მისდა. ვინა-ცა სთნდა წმიდასა პატრიაქსა
Page of ed.: 76   Line of ed.: 1     
განზრახვა ესე სარა ნიაფორისა, და მისცა სოსანა ცოლად ზაბილონს, და წარვიდა
Line of ed.: 2     
ზაბილონ თჳსად ქალაქად კოლასტრად.

Line of ed.: 3        
ესე წმიდა ნინო, მოძღუარი ქართლისა, მათგან იშვა ოდენ მხოლოდ, თჳნიერ
Line of ed.: 4     
სხჳსა შვილისა. და აღზარდა დედამან მისმან სოსანა მსახურებასა შინა გლახაკთ/ასა.

Line of ed.: 5        
ხოლო ვითარ იქმნა ნინო თორმეტისა წლისა, მაშინ განყიდეს მშობელთა მისთა
Line of ed.: 6     
ყოველი-ვე, რა-ცა აქუნდა, და წარვიდეს იერუსალემად და განუყვეს გლახაკთა. ხოლო
Line of ed.: 7     
მი-რა-იწივნეს იერუსალემად (!), მაშინ ზაბილონ დაიწერა / ჯუარი პატრიაქისაგან და იჯმნა
Line of ed.: 8     
ცოლისაგან თჳსისა, და შეიტკბო მკერდსა თჳსსა ასული თჳსი წმიდა ესე ნინო, და
Line of ed.: 9     
დაყარნა, ვითარცა წყარონი, ცრემლნი თუალთაგან პირსა მისსა და რქუა: "შენ მხოლოო
Line of ed.: 10     
ასულო ჩემო, ესე-რა დაგიტეობ ობლად ჩემგან და მიგათუალავ შენ მამასა ზეცათასა
Line of ed.: 11     
და ყოველთა მზრდელსა ღმერთსა. რამეთუ იგი არს მამა ობოლთა და მსაჯული
Line of ed.: 12     
ქურივთა. ნუ გეშინინ, შვილო ჩემო, ხოლო შენ მარიამ მაგდანელისა შური აღიღე
Line of ed.: 13     
ქრისტეს სიყუარულისათჳს და დათა მათ ლაზარესთა. და უკეთუ შენ ეგრეთ შეიყუარო
Line of ed.: 14     
იგი, ვითარცა მათ შეიყუარეს, მან ეგრეთ-ვე მოგცეს შენ ყოველი-ვე, რა-ცა ითხოვო
Line of ed.: 15     
მისგან.

Line of ed.: 16        
ხოლო ესე-რა თქუა, დაუტევა ამბორის-ყოფა საუკუნო და წარვი/და წიაღ იორდანესა
Line of ed.: 17     
კაცთა მათ თანა / ველურთა, სადა-იგი ყოფა მისი უწყის ღმერთმან, ყოვლისა
Line of ed.: 18     
მეცნიერად დამბადებელმან.

Page of ed.: 77  
Line of ed.: 1        
ხოლო დედა იგი წმიდისა ნინოსი მისცა პატრიაქმან მსახურად გლახაკთა დედათა
Line of ed.: 2     
და უძლურთა. და წმიდა ნინო მსახურებდა ნიაფორსა სომეხსა დვინელსა ორ წელ,
Line of ed.: 3     
და ჰკითხვიდა ყოვლად-ვე ვნებათა მათთჳს ქრისტესთა: ჯუარ-ცმისა, დაფლვისა და აღდგომისა
Line of ed.: 4     
მისისა, და სამოსლისა მის და ტილოთა და სუდარისა, და ჯუარისა და სხჳსა
Line of ed.: 5     
ყოვ/ლისა-ვე შემდგომითი-შემდგომად გამოეძიებდა, რამეთუ არა-ვინ ყოფილ-იყო და არ-ცა-ვინ
Line of ed.: 6     
იყო შორის იერუსალემისა სწორ მისსა მეცნიერებითა სჯულისა, ძუელისა და
Line of ed.: 7     
ახლისათა, ყოველსა-ვე ზედა-მიწევნით. ხოლო იწყო უწყებად მისა და რქუა: "ვხედავ,
Line of ed.: 8     
შვილო ჩემო, ძალსა შენსა ვითარცა ძალსა ლომისა ძუისასა, რომელი იზახებნ ყოველთა
Line of ed.: 9     
ზედა ოთხფერჴთა, გინა ვითარცა ორბი დედალი, რომელი აღვიდის სიმაღლესა
Line of ed.: 10     
ჰაერთასა უფროს მა/მლისა, და ყოველი ჴმელი გუგასა შინა თუალისა მისისასა მცირისა
Line of ed.: 11     
მარგალიტისა სწორად შეიყვანის, განიხილის და განიცადის საჭმელი მისი
Line of ed.: 12     
ცეცხლებრ. ხოლო იხილის რა, მიუტევნის ფრთენი და მიეტევის მას ზედა. ეგრეთ-ვე
Line of ed.: 13     
სახედ იყოს ცხოვრება შენი წინამძღურებითა სულისა წმიდისათა.

Line of ed.: 14        
ხოლო აწ ვიწყო და მიგითხრა ყოველი-ვე. რამეთუ ოდეს იხილეს ღმერთი იგი
Line of ed.: 15     
უკუდავი კაცთა მოკუდავთა ქუეყანასა ზედა, რომელი მოსრულ იყო / მოწოდებად წარმართთა,
Line of ed.: 16     
ვითარცა თჳთ უნდა ჴსნა სოფლისა, იწყო კეთილის ყოფად ჰურიათა: მკუდართა
Line of ed.: 17     
აღდგინებად, ბრმათა ახილვად, სნეულთა განკურნებად. რომელი-ესე შეიშურვეს და
Line of ed.: 18     
შეიზრახნეს, და წარავლინეს სტრატიოტნი ყოველსა ქუეყანასა მსწრაფლ მოსლვად
Page of ed.: 78   Line of ed.: 1     
ჰურიათა და თქუეს, რამეთუ: "აჰა, ესე-რა წარვწყმდებით, მოვედით და შემო/კერბით
Line of ed.: 2     
ყოველნი".

Line of ed.: 3        
მაშინ მოიწივნეს ყოვლით ქუეყანით კაცნი ურიცხუნი, სწავლულნი სჯულსა
Line of ed.: 4     
მოსესსა, რომელნი-იგი / წინააღუდგეს სულსა წმიდასა, და რა-იგი ჯერ იყო ყოფად
Line of ed.: 5     
ქრისტესსა, მათ აღასრულეს: რამეთუ ჯუარს აცუეს და სამოსელსა მისსა ზედა წილი
Line of ed.: 6     
იგდეს, და ხუდა წილითა მით ჩრდილოელთა მცხეთელთა მოქალაქეთა. ხოლო დაფლეს
Line of ed.: 7     
რა მათ ჰურიათა ქრისტე, და დაკრძალეს და დაბეჭდეს საფლავი იგი მისი. არამედ იგი
Line of ed.: 8     
აღდგა, ვითარცა თქუა პირველად, და ტილონი იგი პოვნეს საფლავსა მას შინა. ვითარ
Line of ed.: 9     
განთენა, ესე ყოველი წარმოიცა. და მოვიდა პილატე-ცა და ცოლი პილატესი ქრისტეს
Line of ed.: 10     
საფლავად. და ტილონი იგი, ვითარ პოვნეს, მოიხუნა ცოლმან პილატესმან და წარვიდა
Line of ed.: 11     
მსწრაფლ პონტოდ, სახლად თჳსად, და იქმნა მორწმუნე ქრისტესა.

Line of ed.: 12        
ხოლო შემდგომად ჟამთა რა-ოდენთა-მე მივიდეს წელთა ლუკა მახარებლისათა, და
Line of ed.: 13     
დასხნა მან იგინი სადა-ცა თჳთ უწ/ყის. ხოლო სუდარი არა იპოვა, დაღაცათუ თქუეს
Line of ed.: 14     
ვიეთ-მე პეტრესთჳს, ვითარმედ: "ჴელ-ეწიფა ახუმად-ო და აქუნდეს მას-ო". არამედ განცხადებულად
Line of ed.: 15     
არა გჳ/თ/ხრეს, ვითარ სხუა იგი. ხოლო ჯუარნი იგი ამას-ვე ქალაქსა
Line of ed.: 16     
შინა იერუსალემსა დამარხულ არიან, გარნა ადგილი მათი არა-ვინ უწყის; ოდეს ინებოს
Line of ed.: 17     
ღმერთმან, გამოჩნდეს იგინი-ცა. ვითარცა ესმა ესე ყოველი წმიდასა ნინოს სარა
Page of ed.: 79   Line of ed.: 1     
ნიაფორისაგან, მაშინ შეწირა ღმრთისა მადლობა და აკურთხა. და კუალად ჰკითხა მას,
Line of ed.: 2     
თუ "სადა არს ჩრდილოსა. იგი ქუეყანა, სადათ-იგი მოსრულთა მათ ჰურიათა წილ
Line of ed.: 3     
ხუდა და წარიღეს სამოსელი იგი უფლისა ჩუენისა იესო ქრისტესი". მიუგო და რქუა
Line of ed.: 4     
სარა ნიაფორმან, ვითარმედ: "არს აღმოსავლეთით ქალაქი სახელით მცხეთა, ქუეყანა
Line of ed.: 5     
ქართლისა და სომხითისა -- მთეულეთი საწარმართო, არამედ ჟამსა ამას უჟიკთა საჴელმწიფოდ
Line of ed.: 6     
შექმნილ არს იგი".

Line of ed.: 7        
ხოლო მათ დღეთა შინა მოვიდა დედა-კაცი ვინ-მე ეფესოთ თაყუანის-ცემად წმიდისა
Line of ed.: 8     
აღდგომისა, და ჰკითხვიდა დედა-კაცსა მას სარა ნიაფორი, ვითარმედ: "ელენე დედოფალი
Line of ed.: 9     
ეგრეთსა-ვე ცთომილებასა და ბნელსა შინა არს-ა"? ხ/ოლო მან რქუა ესრეთ,
Line of ed.: 10     
ვითარმედ: "მე ვარ მჴევალი მათი და მეცნიერი განზრახვასა მათსა ყოველსა, ცხადსა
Line of ed.: 11     
და დაფარულსა, და უწყი მე მისი, რამეთუ აქუს მას დიდი წადიერება ქრისტეს სჯულისა
Line of ed.: 12     
და ნათლის-ღებისათჳს".

Line of ed.: 13        
ხოლო ესმა რა ესე დედა-კაცისა მისგან წმიდასა ნინოს, რქუა ნიაფორსა ესრეთ,
Line of ed.: 14     
ვითარმედ: "წარმგზავნე მე და მივიდე წინაშე დედოფლისა ელენესსა, ნუ უკუე მივიახლო
Line of ed.: 15     
მის წინაშე სიტყჳს-გებად ქრისტესთჳს. ხოლო / ნიაფორმან აუწყა პატრიაქსა
Line of ed.: 16     
წადიერება ესე და საქმე ნინოსი. ხოლო დედის-ძმამან მოუწოდა წმიდასა ამას ნინოს,
Line of ed.: 17     
დის-წულსა თჳსსა, და დაადგინა იგი აღსავალსა წმიდისა საკურთხევლისასა; და დასხნა
Line of ed.: 18     
ჴელნი მისნი წმიდანი მჴართა მისთა ზედა, სულთ-ითქუნა ცად მიმართ სიღრმითა
Line of ed.: 19     
გულისა მისისათა და თქუა: "უფალო, ღმერთო საუკუნეთაო, ჴელთა შენთა შევვედრებ
Page of ed.: 80   Line of ed.: 1     
ობოლსა ამას შვილსა დისა ჩემისასა, და წარვავლინებ ქადაგებად ღმრთეებისა შენისა,
Line of ed.: 2     
რათა ახაროს აღდგომა შენი; სადა-ცა სათნო იყო სრბა მისი, ექმენ, ქრისტე ღმერთო,
Line of ed.: 3     
ამას მოგ/ზაურ, ნავთ-სადგურ, მოძღუარ და ენა-მეცნიერ, ვითარცა-იგი წინათა მათ
Line of ed.: 4     
მოშიშთა სახელისა შენისათა".

Line of ed.: 5        
და უჯმნა დედისაგან თჳსისა ამბორის-ყოფითა განშორებისათა და გამოსახა მას
Line of ed.: 6     
ზედა სასწაული ჯუარისა; და ესრეთ ლოცვითა ღმრთისა მიმართ და კურთხევითა
Line of ed.: 7     
განუტევა.

Line of ed.: 8        
და წარემართა წმიდა ნინო დედა-კაცისა მის თანა, ეფესოთ მოსრულისა, და ვითარ
Line of ed.: 9     
მიიწივნეს სამეფოსა ჰრომს სახიდ დედა-კაცისა, რომლისა-იგი თანა-მოგზაურ იქმნა,
Line of ed.: 10     
პოვეს მუნ დედოფალი ვინ-მე მეფეთა ნათესავი, სახელით რიფსიმე, და დედა-მძუძე მისი
Line of ed.: 11     
გაიანე, მონასტერსა შინა ქალწულთასა, რომელთა ქრისტეს აღსარებისათჳს სუროდა
Line of ed.: 12     
და ელოდეს იერუსალემით ნათლის-ღებასა.

Line of ed.: 13        
მაშინ დედა-კაცმან მან მოიყვა/ნა წმიდა ნინო და მისცა წმიდასა რიფსიმეს, და
Line of ed.: 14     
აუწყა საქმე მისი, რომელი-იგი იხილა რა / ქრისტეს მოყუარემან რიფსიმე, სიხარულით
Line of ed.: 15     
შეიტკბო და შეიწყნარა სახიდ თჳსად, წინაშე მისსა, წმიდა ნინო ჴელითგან მის
Line of ed.: 16     
დედა-კაცისა / თანა-მოგზაურისა.

Line of ed.: 17        
და ესრეთ იყოფვოდა რა მის თანა წმიდა ნინო, მას-ვე შინა წელიწადსა ნათელ-იღო
Line of ed.: 18     
რიფსიმე, რომლისათჳს იგი სურვიელ იყო; მის თანა გაიანე-ცა დედა-მძუძემან
Line of ed.: 19     
მისმან და სხუათა მათ სახლეულთა მისთა, რიცხჳთა ორმოცდაათმან სულმან სხუამან;
Page of ed.: 81   Line of ed.: 1     
და უმრავლესთა მათგანთა ჴელსა ქუეშე წმიდისა ნინოსსა ნათელ-იღეს. და წარვიდეს
Line of ed.: 2     
ესე ყოველნი მონასტერსა თჳსსა. და იყო მათ თანა წმიდა ნინო ორ წელ.

Line of ed.: 3        
მათ დღეთა შინა გამოგზავნნა კეისარმან ძებნად ქალისა ქმნულ-კეთილისა და
Line of ed.: 4     
შუენიერისა, რათა-მცა უპოვეს ღირსი ცოლად მისა. და ვითარ მოიწივნეს მონასტერსა
Line of ed.: 5     
მას ქალწულთასა მეძიებელნი იგი, და იხილეს რიფსიმე, და განიცადეს ხატი მისი
Line of ed.: 6     
და გამოიკითხეს გუარი მისი, რამეთუ არა-ვინ იყო მსგავსი რიფსიმესი სახითა. და
Line of ed.: 7     
გამოსახეს ხატი მისი ფიცარსა ზედა, და წარგზავნეს წინაშე კეისრისა. სთნდა კეისარსა და
Line of ed.: 8     
აღივსო სიხარულითა, და განაწესა აღსრულება / ქორწილისა. მრავლითა
Line of ed.: 9     
სიხარულითა, რომლისთჳს-ცა მსწრაფლ წარავლინნა მოციქულნი და განმგებელნი
Line of ed.: 10     
ყოველთა შინა საბრძანებელთა მისთა, რათა ყოველნი ძღუნითა შემოკრბენ და დიდითა
Line of ed.: 11     
სიხ/არულითა მოვიდენ ბრძანებასა / მეფისასა და ქორწილსა სამეუფოსა.

Line of ed.: 12        
ხოლო იხილეს რა ყოვლად წმიდათა მათ დაფარული იგი მანქანება მტერისა
Line of ed.: 13     
და ისარნი მისნი განჴურვებულნი, რომლითა-იგი ისწრაფდა სისრად წმიდათა ქალწულთა,
Line of ed.: 14     
იურვოდეს, რამეთუ ჭური რისხჳსა იპოვა მეფე, ვითარცა გუელი რომელ
Line of ed.: 15     
სამოთხესა შინა მსახრველ ექმნა, ეგრეთ-ვე აქა მსგავსად მისსა უსჯულო ესე, რომელსა
Line of ed.: 16     
აქუნდა შეგინებული თაყუანის-ცემა ბილწთა და საძაგელთა კერპთა.

Line of ed.: 17        
ხოლო იხილეს რა ნეტარმან რიფსიმე, გაიანე და სხუათა მათ წმიდათა და ყოვლად
Line of ed.: 18     
ქებულთა დედათა განსაცდელი ესე მათ ზედა მოწევნულად, მაშინ მოიჴსენეს მათ
Page of ed.: 82   Line of ed.: 1     
უბიწო იგი აღთქმა და ღირსი ქებისა მარტოებით ცხოვრება, რომელსა-იგი იყვნეს
Line of ed.: 2     
განსწავლულ, და გოდებით ტიროდეს გამოხატვით შესწავებისა მისთჳს წინაშე მეფისა
Line of ed.: 3     
უ/სჯულოსა შუენიერებისა წმიდისა რიფსიმესა, რომელი-იგი გამოეხატათ და წარგზავნეს.
Line of ed.: 4     
ილოცვიდეს დაუცხრომელად და უფიცხელესთა კანონთა შეაყენნეს თავნი მათნი,
Line of ed.: 5     
ევედრებოდეს ღმერთსა ყოვლად მოწყალესა მრავლითა ვედრებითა. და ერთობით განზრახვითა
Line of ed.: 6     
ურთიერთას ყოველთა-ვე დაუტევეს ქუეყანა იგი ფარულად ორმ/ოცდაცამეტმან
Line of ed.: 7     
სულმან.

Line of ed.: 8        
და მოვიდეს ლტოლვილნი არეთა სომხითისათა, ადგილსა მას, რომელსა ჰქჳან
Line of ed.: 9     
ახალქალაქი, უალერეს შენებულსა, რომელ არს დვინი, საყოფელი სომეხთა მეფისა.
Line of ed.: 10     
და შევიდეს მუნ საწნეხელთა ვენაჴისათა, რომელი შენებულ არს ჩრდილოთ-კერძ და
Line of ed.: 11     
აღმოსავალით, და იზარდებოდეს მუნ შინა ჴელთ-საქმრისაგან ვაჭრობით.

Line of ed.: 12        
ხოლო კეისარი აღივსო / მწუხარებითა და წარავლინნა კაცნი ყოველთა ადგილთა
Line of ed.: 13     
მოძიებად მათდა. მაშინ მოიწივნეს მოციქულნი კეისრისანი წინაშე თრდატ სომეხთა
Line of ed.: 14     
მეფისა და მოართუეს წიგნი კეისრისა, რომელსა წერილ იყო ესრეთ:

Line of ed.: 15        
"თჳთ-მპყრობელი კეისარი საყუარელსა ძმასა და მეგობარსა და თანა-მოსაყდრესა
Line of ed.: 16     
ჩემსა თრდატს გიკითხავ. უწყებულ იყავნ ძმობა შენი და თანა შემწეობა, რომლისათჳს-იგი
Line of ed.: 17     
ყოვლად-ვე გუევნების შეცთომილისა მისგან ქრისტიანეთა ნათესავისა. რამეთუ
Line of ed.: 18     
ყოვლად-ვე შეურაცხ იქმნების ჩუენი უფლება მათისაგან კრებულისა, და საწუნელ არს
Page of ed.: 83   Line of ed.: 1     
ჩუენი ჴელმწიფება მათგან. რამეთუ იგინი ჯუარ-ცმულსა ვის-მე მომკუდარსა მსახურებენ
Line of ed.: 2     
და ძელსა თაყუანის-ცემენ, და ძუალებსა კაცთასა პატივ-სცემენ, და თავისა მათისა
Line of ed.: 3     
სიკუ/დილი უფ/ლისა მათისათჳს დიდებად შეურაცხიეს და არა ეშინის ჰურიათაგან და
Line of ed.: 4     
ჰურიათა ჯუარ-ცმულისაგან ეშინიან და შეცდომილ არიან; მეფეთა-ც აგინებენ, / ღმერთთა
Line of ed.: 5     
შეურაცხ ჰყოფენ, და ძალსა-ცა ნათლისა მზისა და მთოვარისასა და ვარსკულავთასა
Line of ed.: 6     
არად შერაცხენ, არამედ შექმნულად იტყჳან მათ ჯუარ-ცმულისა მის მიერ. და ესრეთ
Line of ed.: 7     
მიაქციეს ქუეყანა, ვიდრემდის მამანი დედათაგან და დედანი მამათაგან ცოცხლივ
Line of ed.: 8     
განეშორნეს. დაღაცათუ დიდითა ქადებითა და ფრიადითა სატანჯველითა მოვსწყჳდენით,
Line of ed.: 9     
არამედ კუალად-ცა უფროსად განმრავლდეს. ხოლო აწ შემემთხჳა მე ხილვად
Line of ed.: 10     
ნათესავისა მათისაგან ჭაბუკი ერთი ქალი, და განვიზრახე მოყვანება მისი ცოლად
Line of ed.: 11     
ჩემდა. ხოლო მას არა თუ ვითარცა მეფისა გული უთქმიდა სურვილად ჩემდა, არამედ
Line of ed.: 12     
საძულელად-ცა და არა-წმიდად შემრაცხეს. რომლითა-ცა მეოტ იქმნნეს ფარულად ჩემგან,
Line of ed.: 13     
და კერძოთა ქუეყანისა შენისათა წარმოსრულ არიან. უწყებულ იყავნ შენდა, ძმაო
Line of ed.: 14     
ჩემო, მოიძიენ იგინი და, პოვნე რა მისთანანი იგი, სიკუდილით მოაკუდინენ. ხოლო
Line of ed.: 15     
რომელი-იგი შეაცთუნნეს, შუენიერი ხატითა / და სახელით რიფსიმე, ჩემდა წარმოავლინე.
Line of ed.: 16     
და უკეთუ შენ გთნდეს, თავისა შენისათჳს იგულე, რამეთუ არა-ვინ იპოვა
Line of ed.: 17     
სხუა, / მსგავსი მისი, / იონთა სოფელსა შინა. და ცოცხლებით იყავნ ღმერთთა
Line of ed.: 18     
მსახურებით".

Page of ed.: 84  
Line of ed.: 1        
ხოლო ვითარ/ცა წარიკითხა თრდატ ბრძანება ესე კეისრისა, მსწრაფლ იწყო
Line of ed.: 2     
ძიებად მათდა, და პოვნა იგინი საწნეხელთა მათ შინა პირველ ჴსენებულთა.

Line of ed.: 3        
და იხილა რა რიფსიმე, აღივსო გულის-თქმითა და განიხარა სიხარულითა
Line of ed.: 4     
დიდითა, და განიზრახა ცოლად მოყვანება მისი. ხოლო არა ერჩდა წმიდა რიფსიმე.
Line of ed.: 5     
მაშინ იწამა იგი, დედა-მძუძე მისი გაიანე და სხუანი მრავალნი მათთანანი, ვითარცა
Line of ed.: 6     
წერილ არს წამება მათი და სასწაული მოქცევასა შინა სომეხთასა. (რამეთუ მადლითა
Line of ed.: 7     
ღმრთისათა იქმნა მეფე თრდატ ეშუად). ხოლო რომელნი-მე / მათ წმიდათაგანნი დაიმალნეს
Line of ed.: 8     
და ივლტოდეს.

Line of ed.: 9        
მაშინ ესე წმიდა ნინო დაიმალა ეკალთა შორის ვარდისათა, რომელი-იგი ჯერეთ
Line of ed.: 10     
არა ყუაოდა მას ჟამსა. და ოდეს-იგი აღმოვიდოდეს სულნი წმიდათა მათ მოწამეთანი,
Line of ed.: 11     
იხილა წმიდამან ნინო სტეფანეს მსგავსი დიაკონი, ჩამომავალი ოლარითა ნათლისათა;
Line of ed.: 12     
და ჴელთა მისთა აქუნდა სასაკუმევლე, რომლისაგან გამოვიდოდა კუამლი სულნელებისა, რომელი
Line of ed.: 13     
ცათა დაფარ/ვიდა, და მის თანა სიმრავლე ერთა ზეცისათა. და მათ
Line of ed.: 14     
შეერთნეს სულ/ნი წმიდათა მოწამეთანი.

Line of ed.: 15        
რომელი-ესე იხილა რა ესრეთ წმიდამან ნინო, ღაღად-ყო ესრეთ: "უფალო,
Line of ed.: 16     
უფალო, რად დამიტეობ მე შორის ასპიტთა და იქედნეთა". მაშინ ჴმა ესმა ზეგარდამო,
Page of ed.: 85   Line of ed.: 1     
რომელი ეტყოდა, ვითარმედ: "ესრეთ-ვე იყოს წარყვანება შენი, ოდეს ეგე / ეკალი,
Line of ed.: 2     
რომელი არს გარემოს შენსა, ყოველი იქმნეს ვარდის ფურცელ სულნელ. აღდეგ და
Line of ed.: 3     
ვიდოდე ჩრდილოთ-კერძო, სადა-იგი არს სამკალი ფრიად და მუშაკი არა".

Line of ed.: 4        
და წარმოვიდა მუნით წმიდა ნინო და მოვიდა ორბანთად, საზღვართა სომხითისათა,
Line of ed.: 5     
და მუნ დაიზამთრა ჭირთა შინა მრავალთა. და თუესა მეოთხესა, რომელ არს
Line of ed.: 6     
ივნისი, წარმოემართა და მოიწია მთათა ჯავახეთისათა, სადა-იგი მიემთხჳა ტბასა
Line of ed.: 7     
დიდსა გარდამდინარესა, რომელსა ჰქჳან ფარავნა. ხოლო მიხედნა რა მუნით, და
Line of ed.: 8     
იხილნა მთანი ჩრდილოსანი; რამეთუ დღეთა მათ ზაფხულისათა იყვნეს სავსენი თოვლითა
Line of ed.: 9     
და ჰაერითა სასტიკითა. და შეძრწუნდა წმიდა ნინო და თქუა: "უფალო, უფალო,
Line of ed.: 10     
მიიღე სული ჩემი ჩემგან".

Line of ed.: 11        
და დაყო მუნ ორი დღე და ითხოვა საზრდელი მეთევზურთაგან, ტბასა მას შინა
Line of ed.: 12     
მონადირეთასა. და მწყემსნი-ცა იყვნეს / მას-ვე ადგილსა და ჴუმილვიდეს საჴუმილავსა
Line of ed.: 13     
ღამისასა სამწყსოსა მათსა ზედა; და ხადოდეს / ღმერთთა მათთა არმაზს და ზადენ/ს,
Line of ed.: 14     
და აღუთქმიდეს მათ შესაწირავთა: "ოდეს მოვიდეთ მშჳდობით-ო".

Line of ed.: 15        
ხოლო წმიდა ნინო მეცნიერ იყო მცირედ ენასა სომხურსა, რამეთუ პირველ
Line of ed.: 16     
ესწავლა ნიაფორისგან, და პოვა მწყემსთა მათ შორის სომხურად მზრახველი და
Line of ed.: 17     
ჰკითხა მას, ვითარმედ: "რომლისა სოფლისანი ხართ?" ხოლო მან მიუგო და რქუა,
Line of ed.: 18     
ვითარმედ: "დაბით ელარბინით და საფურცლით, და ქინძარელნი, რაბატელნი დიდისა
Page of ed.: 86   Line of ed.: 1     
ქალაქისა მცხეთისანი, სადა ღმერთნი ღმერთობენ და მეფენი მეფობენ". და ჰკითხა,
Line of ed.: 2     
თუ "სადათ არს მცხეთა?" ხოლო მწყემსმან მან ესრეთ ოდენ აუწყა, რომელ მდინარე
Line of ed.: 3     
გასდის ტბასა ამას მცხეთას მისლვად.

Line of ed.: 4        
ხოლო წმიდამან ნინო დაიდვა ლოდი სასთუნალ, დაწვა და დაიძინა გარდასადინელსა მის
Line of ed.: 5     
ტბისასა. და ვითარ-იგი ეძინა, მოვიდა კაცი ერთი ჩუენებით, ასაკითა
Line of ed.: 6     
ზომი და თმითა ნახევარ-თმოსანი. და მოსცა მან წიგნი დაბეჭდული წმიდასა ნინო/ს
Line of ed.: 7     
და რქუა: "მიართუ ესე მცხეთას მეფესა მას წარმართთასა". ხოლო წმიდამან ნინო
Line of ed.: 8     
იწყო ტირილად და ვედრებად მისა: "უფალო, მე დედა-კაცი ვარ უცხო და უმეცარი,
Line of ed.: 9     
და არ-ცა ვიცი ენა, ვითარ მი/ვიდე უცხოსა ქუეყანასა და უცხოთა ნათესავთა თანა".

Line of ed.: 10        
მაშინ კაცმან განუჴსნა წიგნი იგი, და მისცა კითხვად, და წერილ იყო ჰრომაელებრ
Line of ed.: 11     
და ბეჭედი / იყო იესოსი. დაწერილ იყვნეს წიგნსა მას შინა ათნი სიტყუანი.

Line of ed.: 12        
ა^. სადა-ცა იქადაგოს სახარება ესე, მუნ-ცა ითქუას დედა-კაცი ესე.

Line of ed.: 13        
ბ^. არ-ცა მამაკაცება არს, არ-ცა დედაკაცება, არამედ თქუენ ყოველნი ერთ ხართ.

Line of ed.: 14        
გ^. წარვედით და მოიმოწაფენით ყოველნი წარმართნი და ნათელს-ცემდით
Line of ed.: 15     
მათ სახელითა მამისათა, და ძისათა, და სულისა წმიდისათა

Line of ed.: 16        
დ^. ნათელი გამობრწყინდა წარმართთა ზედა დიდებად ერისა შენისა ისრაელისა.

Line of ed.: 17        
ე^. სადა-ცა იქადაგოს სახ/არება ესე სასუფეველისა, მუნ-ცა ითქმოდის ყოველსა
Line of ed.: 18     
სოფელსა.

Page of ed.: 87  
Line of ed.: 1        
ვ^. რომელმან თქუენი ისმინოს და შეგიწყნარნეს მე შემიწყნარა. და რომელმან
Line of ed.: 2     
მე შემიწყნაროს, შეიწყნაროს მომავლინებელი ჩემი.

Line of ed.: 3        
ზ^. რამეთუ ფრიად უყუარდა მარიამ უფალსა, რამეთუ მარადის ისმენდა მისსა
Line of ed.: 4     
სიტყუასა ჭეშმარიტსა.

Line of ed.: 5        
ჱ^. ნუ გეშინინ მათგან, რომელთა მოგწყჳდნენ ჴორცნი თქუენნი, ხოლო სულისა
Line of ed.: 6     
ვერ შემძლებელ არიან მოწყუედად.

Line of ed.: 7        
თ^. რქუა მარიამ მაგდანელსა იესო: "წარვედ, დედა-კაცო, და ახარე დათა და
Line of ed.: 8     
ძმათა ჩემთა.

Line of ed.: 9        
ი^. სადა-ცა ქადაგებდეთ სახელითა მამი/სათა, და ძისათა, და სულისა წმიდისათა.

Line of ed.: 10        
ვითარცა წარიკითხნა სიტყუანი ესე წმიდამან ნინო, იწყო ვედრებად ღმრთისა
Line of ed.: 11     
მიმართ და გულის-ხმა ყო, ვითარმედ ზეცით იყო ჩუენება იგი. / და აღიხილნა
Line of ed.: 12     
თუალნი ზეცად და ხვალისაგან ითხოვა შეწევნა მისი.

Line of ed.: 13        
და შემდგომად ამისსა წარემართა მდინარესა მას ტბისასა, და იყო დინება მისი
Line of ed.: 14     
დასავლეთით-კერძო. და მიუდგა გზათა / ძნელთა და ფიცხელთა, ნახნა ჭირნი დიდნი
Line of ed.: 15     
გზათაგან და შიში დიდი მჴეცთაგან, ვიდრე-ღა მიიწია ადგილსა მას, სადა წყალმან
Line of ed.: 16     
აღმოსავლით იწყო დინება. და მიერითგან იქმნა ლხინება მისი, რამეთუ პოვნა მუნ
Line of ed.: 17     
მოგზაურნი, რომელთა თანა მიიწია სანახებსა ქართლისასა, ქალაქსა მას, რომელსა
Line of ed.: 18     
ეწოდების ურბნისი, სადა-იგი იხილა ერი უცხოთა თესლთა ღმერთთა მსახური; რამეთუ
Line of ed.: 19     
ცეცხლსა, ქვათა და ძელთა ღმერთად თაყუანის-ცემდეს. რომლისათჳს-ცა შეეურვა სულსა
Page of ed.: 88   Line of ed.: 1     
ამის წმიდისასა და შევიდა ბაგინსა ჰურიათასა ენისათჳს ებრაულისა, და დაყო მუნ თუე
Line of ed.: 2     
ერთი, და განიცდიდა ძალსა ამის ქუეყანისასა.

Line of ed.: 3        
მაშინ დღესა ერთსა აღიძრნეს ერნი დიდნი მით ქალაქით, წარმავალნი დიდად
Line of ed.: 4     
ქალაქად სამეუფოდ, მცხეთად, მოვაჭრებად საჴმართა რათამე და ზორვად წინაშე არმაზ
Line of ed.: 5     
ღმრთისა მათისა. და წარჰყვა წმიდა იგი მათ / თანა. ხოლო ვითარ-იგი მიიწივნეს
Line of ed.: 6     
ქალაქად მცხეთად, წიაღ / მოგუთასა ჴიდსა ზედა, და დადგეს მუნ. და / ხედვიდა წმიდა
Line of ed.: 7     
ნინო ცეცხლის მსახურთა მათ ერთა მოგუებასა და ცთომასა; და ტიროდა წმიდა ნინო
Line of ed.: 8     
წარწყმედასა მას ზედა მათსა, და იგლოვდა უცხოებასა თჳსსა.

Line of ed.: 9        
და აჰა ესერა, ხვალისა დღე იყო ჴმა ოხრისა და საყჳრისა; გამოვიდა ერი
Line of ed.: 10     
ურიცხჳ, ვითარცა ყუავილნი ველისანი, და ზარი საშინელი გამოვიდოდა, და ჯერეთ
Line of ed.: 11     
მეფე არღა გამოსრულ იყო. და ვითარ მოიწია ჟამი, იწყო სივლტოლა და მიდამომალვა
Line of ed.: 12     
ყოვლისა კაცისა, შიშითა საფარველსა თჳსსა შეივლტოდა. და აჰა, მყის
Line of ed.: 13     
გამოვიდა დედოფალი ნანა, და ნელიად მოვიდოდა ერი. და შეამკუნეს ყოველნი
Line of ed.: 14     
ფოლოცნი თჳთოფერითა სამოსლებითა და ფურცლითა. და იწყო ყოველმან ერმან ქებად მეფისა. მაშინ გამოვიდა მირიან მეფე საზარელითა და
Line of ed.: 15     
თუალ-შეუდგამითა ხილვითა.

Page of ed.: 89  
Line of ed.: 1        
და ჰკითხა წმიდამან ნინო დედაკაცსა ვისმე ჰურიასა, ვითარმედ: "რა არს ესე?"
Line of ed.: 2     
ხოლო მან რქუა: "ღმერთი ღმერთთა არმაზ მიუწესს, რომელ არა არს მისსა გარეშე
Line of ed.: 3     
სხუა კერპი" მაშინ მყის უკუე წარვიდა წმიდა ნინო ხილვად არმაზისსა. და აღივსნეს
Line of ed.: 4     
მთანი იგი დროშებითა და ერითა, ვითარცა ველნი ყუავილითა.

Line of ed.: 5        
ხოლო წმიდამან ნინო შეუსწრო ციხედ არმაზად, და დადგა იგი მახლობელად
Line of ed.: 6     
კერპისა მის ნაპრალსა ზღუდისასა. და ხედვიდა საკჳრველებასა მიუწდომელსა და ენითა
Line of ed.: 7     
გამოუთქმელსა, ვითარღა იყო ზარის აღსაჴდელი იგი შიში მეფეთა, მთავართა და
Line of ed.: 8     
და ყოვლისა ერისა წინაშე კერპთა მათ წარმოდგომილთა. და იხილა წმიდამან ნინო,
Line of ed.: 9     
რამეთუ დგა კაცი ერთი სპილენძისა, და ტანსა მისსა ეცუა ჯაჭჳ ოქროსი, და თავსა
Line of ed.: 10     
მისსა ჩაბალახი მყარი, და თუალნი ესხნეს ზურმუხტი და ბივრილი, და ჴელთა მისთა
Line of ed.: 11     
აქუნდა ჴრმალი ბრწყინვალე, ვითარცა ელვა, და იქცეოდა ჴელთა შინა. უკეთუ ვინმე
Line of ed.: 12     
შეეხებინ, თავი თჳსი სიკუდილად განწირის და იტყჳნ: "ჵ ჩემდა, ნუ უკუე და-სამე-
Line of ed.: 13     
-ვაკლე დიდებასა დიდისა ამის ღმრთისა არმაზისსა, ანუ შე-სამე-ვსცეთ სიტყუად ებრაელთა
Line of ed.: 14     
თანა, გინა მოგუთა თანა სმენისა; და რომელ იტყჳან უცებნი უცხოსა ვისთჳსმე
Line of ed.: 15     
ღმრთისა, ნუ უკუე პოოს რამე ბიწი და მცეს მე მახჳლი იგი მისი, რომლისაგან
Line of ed.: 16     
ეშინის ყოველსა". და შიშით თაყუანის-ცემენ მას.

Line of ed.: 17        
და კუალად იყო მარჯუენით მისსა კაცი ოქროსი და სახელი მისი გაცი; და
Page of ed.: 90   Line of ed.: 1     
მარცხენით მისსა უდგა კაცი ვეცხლისა, და სახელი მისი გაიმ, რომელნი-იგი ღმერთად
Line of ed.: 2     
უჩნდეს ერსა მას ქართლისასა.

Line of ed.: 3        
მაშინ ტიროდა და სულთ-ითქუმიდა ნეტარი ნინო ღმრთისა მიმართ ცთომათა
Line of ed.: 4     
მათთათჳს ქუეყანისა ჩრდილოსა, მიფარვასა მათგან ნათლისასა და უფლებასა მათ
Line of ed.: 5     
ზედა ბნელისასა: რამეთუ მიხედნა მეფეთა მათ დიდ-ძალთა და ყოველთა მთავართა,
Line of ed.: 6     
რომელნი ცოცხლებით შთაენთქნეს ჯოჯოხეთსა, დაეტევა დამბადებელი, და ქუათა და
Line of ed.: 7     
ძელთა, სპილენძსა და რვალსა განჭედილსა ღმერთად თაყუანის-ცემდეს, და ესენი
Line of ed.: 8     
იცოდეს ყოვლისა შემოქმედად. მაშინ მოეჴსენა სიტყუა იგი, რომელი ამცნო იობენალ
Line of ed.: 9     
პატრიაქმან, წმიდამან მამამან, ვითარმედ: "მამაკაცსა სრულსა წარგავლინებ, და მიწევნად
Line of ed.: 10     
ხარ ქუეყანასა უცხოსა და ნათესავთა დარაგეველ ზეფელ ბაკადულ, რომელ არს
Line of ed.: 11     
ბრანჯულად: "კაცთა ღმრთის მჴდომთა".

Line of ed.: 12        
მაშინ აღიხილნა ზეცად და თქუა: "უფალო, მრავლითა ძალითა შენითა გეცრუვნეს
Line of ed.: 13     
მტერნი შენნი და მრავლითა სულგრძელებითა შენითა იქმენ, რასაც იქმან და მოიგონებენ
Line of ed.: 14     
მტუერნი ესე ქუეყანასა ზედა. არამედ ნუ უგულებელს-ჰყოფ, რამეთუ ხატი
Line of ed.: 15     
შენი არს კაცი, რომლისათჳსცა ერთი წმიდისა სამებისაგანი კაც იქმენ და აცხოვნე
Line of ed.: 16     
ყოველი სოფელი, და მოხედენ წყალობით ამათ-ცა ზედა ნათესავთა, და შერისხენ სულთა
Line of ed.: 17     
ამათ ურჩთა სოფლის მპყრობელთა და მთავართა ბნელისათა, და შთაჴადენ ადგილთა
Line of ed.: 18     
ძნელთა. და მიჩუენე მე, უფალო, ღმერთო მამისა და დედისა ჩემისაო, მჴევალსა ამას
Page of ed.: 91   Line of ed.: 1     
შენსა და ნაშობსა მათსა, რათა იხილონ ყოველთა კიდეთა ქუეყანისათა მაცხოვარება
Line of ed.: 2     
შენი და რათა ჩრდილო ბღუარსა თანა იხარებდეს და ყოველმან ენამან მხოლოსა
Line of ed.: 3     
ღმერთსა თაყუანის-გცეს ქრისტეს იესოს მიერ, ძისა შენისა, რომელსა შუენის მადლობა
Line of ed.: 4     
და დიდების მეტყუელება".

Line of ed.: 5        
და ვითარცა დაასრულა ლოცვა ესე წმიდამან ნინო, და წამის-ყოფა იყო ოდენ
Line of ed.: 6     
თუალისა -- აღდგეს დასავლით ქარნი და ჰაერნი, და ჴმა სცეს ქუხილითა, ჴმითა საზარელითა, და
Line of ed.: 7     
გამოჩნდეს ღრუბელნი მოსწრაფედ ნიშნითა საშინელითა. და მოიღო
Line of ed.: 8     
ნიავმან დასავალისა მზისამან სული ჯერკულისა მწარისა და ნავღლისა მყრალისა.
Line of ed.: 9     
რომელი-ესე იხილა რა სიმრავლემან ერისამან მათ ზედა მომავალად, მაშინ ივლტოდა
Line of ed.: 10     
ყოველი კაცი ქალაქად და სოფლად. მიეცა დრო, ვიდრემდის შეესწრნეს კაცნი საყოფელთა
Line of ed.: 11     
მათთა შინა. და მეყსეულად მოიწია რისხვისა იგი ღრუბელი, მწარედ სასტიკი
Line of ed.: 12     
და მოიღო სეტყუა ლიტრისა სწორი ადგილსა მას ოდენ ზედა, საყოფელსა კერპთასა.
Line of ed.: 13     
და დააწულილნა კერპნი იგი და დამუსრნა, დაარღვივნა ზღუდენი ქარმან სასტიკმან
Line of ed.: 14     
და შთააბნივნა კლდეთა ნაპრალსა. ხოლო წმიდა ნინო დარჩა მშჳდობით ადგილსა
Line of ed.: 15     
მას, სადა პირველ შესრულ იყო.

Line of ed.: 16        
ხოლო დღესა მეორესა გამოვიდა მირიან მეფე და ყოველი იგი ერი, ეძიებდეს
Line of ed.: 17     
ღმერთთა მათთა და არა ჰპოვებდეს. რომლისათჳს-იგი დაეცა მათ შიში და ძრწოლა.
Line of ed.: 18     
და იგლოვდეს გულ-ფიცხელი ერი იგი და იტყოდეს, ვითარმედ: "ქალდეველთა ღმერთი
Page of ed.: 92   Line of ed.: 1     
ითრუჯან და ჩუენი ესე ღმერთი არმაზ ყოვლადვე მტერ არიან: ამან სამე მას ზედა
Line of ed.: 2     
ზღუა მოაქცია, და აწ მან შური იძია და მის მიერ მოიწია ესე". ხოლო რომელნიმე
Line of ed.: 3     
იტყოდეს: "რომლისა ღმრთისა ძალითა თრდატ მეფე ეშუად იქმნა და მისვე ღმრთისა
Line of ed.: 4     
ძალითა კაცად იქმნა, და მან უკუე ღმერთმან მოაწია ესე. რამეთუ სხუა ღმერთი ვერ
Line of ed.: 5     
შემძლებელ არს ესევითარისა ქმნად". ესევითარსა ამას იტყოდეს, რამეთუ ვინათგან
Line of ed.: 6     
თრდატ მეფე ქრისტეს ძალითა ეშუად ქმნილ იყო, და ქრისტეს ძალით-ვე კუალად
Line of ed.: 7     
კაცად მოქცეულ იყო. მიერითგან ქება-დიდება ქრისტესი არღარა ფარულად ითქმოდა
Line of ed.: 8     
ქართლს შინა, რამეთუ მადლსა ღმრთისასა ეწყო მიფენად აღმოსავლეთს.

Line of ed.: 9        
ხოლო მასვე დღესა რისხვისასა, ოდეს დასცხრა სეტყუა იგი და ქარი სასტიკი,
Line of ed.: 10     
მაშინ გამოვიდა წმიდა ნინო კლდისა მისგან ნაპრალისა და პოვა თუალი იგი ბივრილი,
Line of ed.: 11     
აღიღო და წარმოვიდა წინა-კერძო დასასრულსა მის კლდისა ცხჳრისასა, სადა
Line of ed.: 12     
ყოფილ იყო ძუელი ციხე, და მუნ დგა ხე ერთი ბრინჯისა, შუენიერი, მაღალი და
Line of ed.: 13     
რტო-მრავალი, სადა-იგი ყოფილ-იყო ბარტამ მეფისა საგრილი და განსასუენებელი.
Line of ed.: 14     
და მივიდა ხესა მას ქუეშე, გამონიშნა ნიში ქრისტეს ჯუარისა და ილოცვიდა მუნ ექუს
Line of ed.: 15     
დღე. და მადლობდა ღმერთსა და ევედრებოდა, რათა მოხედნეს წყალობით ერსა მას
Line of ed.: 16     
შეცთომილსა და იჴსნეს ეშმაკისაგან. ხოლო ოდეს იქმნა ესე, ჟამი იყო მეექუსე, და
Line of ed.: 17     
დღე მეექუსე და თჳსა მის, ოდეს იგი ევმანოელ თაბორს მამისა ხატი უჩუენა თავთა
Line of ed.: 18     
მათ მოწაფეთა და თავთა მათ წინასწარმეტყუელთა.

Page of ed.: 93  
Line of ed.: 1        
მაშინ მოვიდა სეფექალი ერთი, სახელით შროშანა და იხილა იგი ხესა მას
Line of ed.: 2     
ქუეშე; განკჳრდა და მოიყვანა ბერძულად მეტყუელი დედაკაცი, და ჰკითხა გზა მისი.
Line of ed.: 3     
ხოლო წმიდამან ნინო აუწყა და უთხრა ყოველი გზა და საქმე მისი, თჳნიერ ხოლო
Line of ed.: 4     
დედა-ძმათა მისთა არა აუწყა, რამეთუ ტყუედ უთხრა თავი თჳსი. მაშინ შეეწყალა შროშანას
Line of ed.: 5     
უცხოებისა მისთჳს, აღევსნეს თუალნი ცრემლითა და აიძულებდა მას, რათამცა
Line of ed.: 6     
წარჰყვა სახიდ სამეუფოდ. ხოლო წმიდამან ნინო არა ინება წარსლვა მის თანა, და
Line of ed.: 7     
წარვიდა შროშანა.

Line of ed.: 8        
შემდგომად ამისსა მესამესა დღესა ჩამოვიდა ქართლად, გამოვლო მტკუარი და
Line of ed.: 9     
მიმართა სამოთხესა მას მეფისასა, სადა-იგი აწ არს სუეტი იგი ღმრთივ აღმართებული
Line of ed.: 10     
და ეკლესია საკათალიკოზო, და მი-რა-ვიდა კარსა მას სამოთხისასა, იხილა სახლი
Line of ed.: 11     
მცირე სამოთხისა მცველისა. შევიდა წმიდა ნინო, და ჯდა მას შინა დედაკაცი,
Line of ed.: 12     
რომლისა სახელი ანასტო. და ვითარცა იხილა დედაკაცმან მან, აღდგა, მოეხჳა და
Line of ed.: 13     
შეიტკბო ვითარცა მეცნიერმან, დაჰბანნა ჴელნი და სცხო ზეთი, მოართუა პური და
Line of ed.: 14     
ღჳნო, და დაყო მის თანა წმიდამან ნინო ცხრა თუე.

Line of ed.: 15        
ხოლო იყვნეს ესე ანასტო და ქმარი მისი უშვილო და ზრუნვიდეს ფრიად
Line of ed.: 16     
უშვილოებისათჳს. მაშინ იხილა წმიდამან ნინო ჩუენებასა შინა: მოვიდა კაცი ნათლის
Line of ed.: 17     
ფერი და რქუა, ვითარმედ: "შევედ სამოთხესა მაგას, ბაბილო არს მცირე ნაძუთა ქუეშე,
Page of ed.: 94   Line of ed.: 1     
საუფლო შეზავებული, მიწა აღიღე მის ადგილისაგან, შეაჭამე კაცთა მაგათ და აესუს
Line of ed.: 2     
შვილი. ყო ეგრეთ წმიდამან ნინო და რქუა მათ: "ძალითა ქრისტეს ძისა ღმრთისათა
Line of ed.: 3     
დაუსაბამოსათა, რომელი თანა-მოსაყდრე არს მამისა და სულისა წმიდისა და ჴსნისათჳს
Line of ed.: 4     
ჩუენისა განკაცნა, ჯუარს ეცუა, დაეფლა და აღდგა მესამესა დღესა, და ამაღლდა ზეცად
Line of ed.: 5     
და დაჯდა მარჯუენით მამისა და კუალად მოვალს დიდებითა განსჯად ცხოველთა და
Line of ed.: 6     
მკუდართა, მან მოგცეს გულის-ხმის ყოფა". და აუწყა ყოველი გზა ჭეშმარიტი.

Line of ed.: 7        
მაშინ ცოლ-ქმართა მათ აღიარეს ქრისტე და დაემოწაფნეს ფარულად. მაშინ
Line of ed.: 8     
წმი/დამან ნინო ქალაქისა ზღუდეთა გარეგნით პოვა ქოჩი ერთი ბრწამი მაყულისა,
Line of ed.: 9     
სადა აწ არს საკურთხეველი ზემოსა ეკლესიისა საეპისკოპოსო, და იგი შექმნა საყოფლად
Line of ed.: 10     
თჳსა. და შექმნა ჯუარი ნასხლევისა და აღმართა ქოჩსა მას ქუეშე, / და მარადის
Line of ed.: 11     
ილოცავნ დღე და ღამე დაუცხრომელად. და მსახურებდეს ცოლ-ქმარნი იგი, და იყვნეს
Line of ed.: 12     
დაკჳრვებულ ღუაწლთა მისთა, მარხვასა, და ლოცვასა, [და] მღჳძარებასა.

Page of ed.: 95  
Line of ed.: 1        
და მრავალ-გზის მოვიდის უბანსა ურიათასა ენისათჳს ებრაულისა და გამოძიებისათჳს
Line of ed.: 2     
კუართისა უფლისა, რომელ ასმიოდა იერუსალემს ნიაფორისგან, ვითარმედ:
Line of ed.: 3     
"კუართი უფლისა მცხეთელთ ჰურიათა წარუღია-ო". ამისთჳს გამოეძიებდა ჰურიათა
Line of ed.: 4     
მათ თანა, რათა-მცა ცნა რა-მე საქმე კუართისა მის.

Line of ed.: 5        
და პოვა ჰურია ერთი მღდელი, სახელით აბიათარ, და უქადაგა მას და ასულსა
Line of ed.: 6     
მისსა სიდონიას სახარება უფლისა ჩუენისა იესო ქრისტესი. ხოლო მათ რწმენა და
Line of ed.: 7     
დაემოწაფნეს, იგინი და ექუსნი დედანი სხუანი ჰურიანი. და აღიღეს უღელი სწავლისა
Line of ed.: 8     
წმიდისა ნინოსი თჳნიერ ნათლის-ღებისა, რამეთუ არა / იპოვებოდა მღდელი, რომელმან-მცა
Line of ed.: 9     
ნათელ-სცა, და ფარულად იყვნეს მოწაფე მისი. და ჰყოფდა კურნებათა და
Line of ed.: 10     
საკჳრველებათა ძალითა ქრისტესითა: მრავალნი განრღუეულნი განკურნნა რე-ცა
Line of ed.: 11     
მიზეზითა / წამლისათა.

Line of ed.: 12        
და ესრეთ იქცეოდა მცხეთას ქალაქსა შინა / სამ წელ ოდენ; და მათ ჟამთა შინა
Line of ed.: 13     
იყო შესლვა მირიან მეფისა და ძმის-წულისა მისისა, დიდისა სპარსთა მეფისა, საბერძნეთად,
Line of ed.: 14     
ოდეს კოსტანტინე ბერძენთა მეფემან ძალითა ქრისტესითა და წინამძღურებითა
Line of ed.: 15     
ჯუარისათა იოტნა მეფენი და სპანი მათნი ურიცხუნი მოსრნა.



Next part



This text is part of the TITUS edition of Kartlis Cxovreba.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 12.12.2008. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.