TITUS
The Shatberd Codex
Part No. 308
Previous part

Chapter: 3  
Page of ed.: 328  
Line of ed.: 31  
[თავი გ̂]***
Line of ed.: 32  
ცხორებაჲ წმიდისა ნინოჲსი


Line of ed.: 33        იყო მათ ჟამთა ოდენ გეორგი კაბადუკიელი იწამა ქრისტჱსთჳს, მათ დღეთა
Line of ed.: 34     
კაბადუკიაჲთ ქალაქით კაცი ვინმე მთავართა შესაბამი, მონაჲ ღმრთისაჲ,
Line of ed.: 35     
წარვიდა ჰრომედ მეფეთა წინაშე მსახურებად და ნიჭისა მოღებად. და მათ-ვე
Line of ed.: 36     
დღეთა კაცი ვინმე იყო კოლასტას შინა და ესხნეს ორ შვილ: ძჱ და ასული. სახელი
Line of ed.: 37     
ძისა მისისაჲ იობენალი, ხოლო ასულისაჲ -- სუსანა.

Page of ed.: 329  
Line of ed.: 1        
და ვითარ აღესრულნეს მშობელნი იგი, დაშთეს შვილნი მათნი ობლად.
Line of ed.: 2     
აღდგეს და წარვიდეს წმიდად ქალაქად იერუსალჱმდ, იმედ-ყვეს სასოვებაჲ
Line of ed.: 3     
იგი ყოველთა ქრისტეანეთაჲ -- წმიდაჲ ადგომაჲ და მიევედრნეს მუნ.

Line of ed.: 4        
ესე ძმაჲ სუსანაჲსი მიემთხჳა დევტალარობასა, Page of sec. ed.: 107  ხოლო სუსანა ჰმსახურებდა
Line of ed.: 5     
მიაფორსა, სარას ბეთლემელსა.

Line of ed.: 6        
ხოლო ესე ჭაბუკი კაბადუკიელი მიიწია წინაშე მეფისა ჰრომედ. და ეწყვნეს
Line of ed.: 7     
ბრანჯნი ჰრომთა ბრძოლად ველსა ზედა პიტალანისასა. და მოსცა ღმერთმან
Line of ed.: 8     
ჭაბუკსა მას კაბადუკიელსა ძალი უძლეველი და ქმნა წინა-აღდგომაჲ
Line of ed.: 9     
მტერთაჲ ძლიერად, ვიდრემდის წარიქცინა სივლტოლად. და შეიპყრა მეფჱ
Line of ed.: 10     
ბრანჯთაჲ და მის თანა მთავარნი მრავალნი. და შეიყვანნა წინაშე მეფისა მეფჱ
Line of ed.: 11     
ბრანჯთაჲ და ყოველნი მთავარნი. ხოლო მეფემან განაწესა Ms. page: 224r   სიკუდილი
Line of ed.: 12     
მათი. მაშინ იწყეს ტირილად ბრანჯთა მათ და ევედრებოდეს ზაბილოვნს: "მოგუეც
Line of ed.: 13     
პირველად შჯული შენი და შეგჳყვანენ ჩუენ ტაძარსა მას ღმრთისა თქუენისასა,
Line of ed.: 14     
და მაშინ იყავნ სიკუდილი ჩუენი, რამეთუ შე-ცა-შენ-ვე-გჳპყრენ, და
Line of ed.: 15     
შენ-ვე ყავ ესე ჩუენ ზედა, და უბრალო იყო სისხლთა ჩუენთაგან".

Line of ed.: 16        
ხოლო ზაბილოვნს-ღა ესმა, მწრაფლ აუწყა ესე მეფესა და პატრეაქსა
Line of ed.: 17     
სიტყუაჲ მათი. და მოსცეს მათ ნათელი ჴელსა ქუეშე ზაბილოვნისსა და შეიყვანნეს
Line of ed.: 18     
ტაძარსა ღმრთისასა, წმიდასა ეკლესიასა, და აზიარნეს საიდუმლოთა
Line of ed.: 19     
ქრისტესთა. და უჩუენნეს მათ დიდებანი იგი წმიდათა მოციქულთანი. და დილაჲთ
Line of ed.: 20     
ადრე აღდგეს ბრანჯნი იგი და სამოსელი სამკუდროჲ შეიმოსეს და განვიდეს
Line of ed.: 21     
ადგილსა მას კაცთა საკლავსა, ილოცვიდეს და ჰმადლობდეს ღმერთსა
Line of ed.: 22     
ნათლის-ღებასა მას ზედა და ზიარებასა Page of sec. ed.: 108  და იტყოდეს: "ჩუენ სიკუდილსა შინა
Line of ed.: 23     
უკუდავ ვართ, რამეთუ ღირს-მყვნა ჩუენ ღმერთმან ესევითარსა დიდებასა
Line of ed.: 24     
ხილვად და საგზალსა მას დაულევნელსა, ჴორცსა და სისხლსა ქრისტჱს, ძისა
Line of ed.: 25     
ღმრთისა უკუდავისა მის მეუფისასა, რომელი არს უფროჲს უმაღლეს ყოველთა
Line of ed.: 26     
მაღალთა და უქუესკნელეს ყოველთა ქუესკნელთა, რამეთუ იგი არს კურთხეულ
Line of ed.: 27     
უკუნითი უკუნისამდე, ამენ. ხოლო ვაჲ ნაშობთა ჩუენთა, ნაყოფთა
Line of ed.: 28     
სიმწარისათა, მკჳდრთა ბნელისათა". და ჴმობდეს იგინი: "მოვედინ მეჴრმლჱ
Line of ed.: 29     
ეგე და აღიხუენით თავნი ჩუენნი ჩუენგან... ამას რაჲ ჰხედვიდა Ms. page: 224v   ზაბილოვნ,
Line of ed.: 30     
აღიძრა გონებითა და ტიროდა, რამეთუ ვითარცა ცხოვართა თავნი თჳსნი
Line of ed.: 31     
კლვად წარეპყრნეს და ვითარცა კრავთა შვილთა მათთა სწყალობდეს. მაშინ
Line of ed.: 32     
შევიდა ზაბილოვნ წინაშე მეფისა და გამოითხოვნა, და ნიჭითა განუტევნა. ხოლო
Line of ed.: 33     
იგინი ევედრებოდეს ზაბილოვნს, რაჲთა წარჰყვეს ქუეყანად მათა და მისცეს
Line of ed.: 34     
შჯული ქრისტესი და ნათლის-ღებაჲ წყლითა ყოველსა ერსა მათსა.

Line of ed.: 35        
ხოლო ისმინა მათი ზაბილოვნ და მოსთხოვნა მღდელნი პატრეაქსა. და
Line of ed.: 36     
ბრძანებაჲ მოიღო მეფისაგან. და წარვიდეს სიხარულით. და ვითარცა მიეახლნეს
Line of ed.: 37     
ვითარ ერთ დღისა სავალსა, მიჴდა ჰამბავი, ვითარმედ მეფჱ მოვალს
Line of ed.: 38     
ცოცხალი და ყოველნი მთავარნი მის თანა. მაშინ შეიძრნეს ათნი იგი საერისთვონი:
Line of ed.: 39     
ხოლამაჲ და ხოზაბაჲ, ხლაჭაჲ, ხენეშაგი, ტიმგარაგი, ზაქაჲ, გზაჲ,
Line of ed.: 40     
ზარგაჲ, ზარდაჲ, ზარმაჲ და თმონიგონი სამეუფოჲ და მოეგებვოდეს მდინარესა
Line of ed.: 41     
ზედა დიდსა ღდამარასა.

Line of ed.: 42        
და განყო მეფემან Page of sec. ed.: 109  ერი იგი და დაადგინა წყალსა მას იმიერ და ამიერ. და
Line of ed.: 43     
აკურთხეს მღდელთა მდინარჱ იგი და შთაჴდა ყოველი ერი მდინარესა მას
Page of ed.: 330   Line of ed.: 1     
და განიბანებოდეს, და აღმოვიდოდეს გამოსავალსა ერთსა. და დასდებდა ზაბილოვნ
Line of ed.: 2     
ჴელსა ყოველსა ერსა ათ დღე. და აღჰმართნეს კარავნი და შეწირეს
Line of ed.: 3     
მღდელთა ჟამი, და აზიარნეს ქრისტეს საიდუმლოთა.

Line of ed.: 4        
და განუტევნა მღდელნი და განჰკარგა ყოველი წესი ქრისტეანობისაჲ. და
Line of ed.: 5     
დაუტევა კურთხევაჲ და წარვიდა Ms. page: 225r   ნიჭითა დიდითა ჰრომედ.

Line of ed.: 6        
და განიზრახა გულსა თჳსსა და თქუა: "წარვიდე იერუსალჱმდ". და
Line of ed.: 7     
მისცა გლახაკთა ყოველი იგი მონაგები. და დევტალარი იგი პატრეაქ-ქმნულ
Line of ed.: 8     
იყო. და ფრიად დაიმეგობრნეს ურთიერთას ზაბილოვნ და პა[ტ]რეაქი.

Line of ed.: 9        
ჰრქუა სარა მიაფორმან პატრეაქსა: "ესე ზაბილოვნ -- მამაჲ და ემბაზი ბრანჯთაჲ,
Line of ed.: 10     
კაცი სრული სიბრძნითა და ღმრთის მოშიშებითა. ამას მიეც დაჲ შენი
Line of ed.: 11     
სუსანა ცოლად". და სთნდა წმიდასა პატრეაქსა სიტყუაჲ მისი და მისცეს სუსანა
Line of ed.: 12     
ცოლად მისა. და წარვიდეს თჳსა ქალაქად კოლასედ. და მე ოდენ ვიშევ
Line of ed.: 13     
მათგან. და იგი[ნი] არიან მშობელნი ჩემნი. და აღმზარდა მე დედამან ჩემმან
Line of ed.: 14     
წიაღთა შინა თჳსთა, მსახურებასა შინა გლახაკთასა დღე და ღამე დაუცადებელად.

Line of ed.: 15        
და ვითარცა ვიქმენ მე ათორმეტის წლის, მშობელთა ჩემთა განყიდეს ყოველი,
Line of ed.: 16     
რაჲ-ცა აქუნდა, და წარვიდეს იერუსალჱმდ. Page of sec. ed.: 110  მაშინ მამამან ჩემმან დაიწერა
Line of ed.: 17     
ჯუარი პატრიაქისაგან და განიჯმნა დედისაგან ჩემისა. და შემიტყბო მე
Line of ed.: 18     
მკერდსა მისსა და დამაღუარნა, ვითარცა ღუარნი, ცრემ[ლ]ნი თჳსნი თუალთა
Line of ed.: 19     
და პირსა ჩემსა. და მრქუა: "შენ, მხოლოვო ასულო ჩემო, ესერა დაგიტევებ
Line of ed.: 20     
შენ ობლად ჩემგან და მიგითუალავ შენ ღმერთსა ცათასა, მამასა ყოველთა
Line of ed.: 21     
მზრდელსა და უფალსა, რამეთუ იგი არს მამაჲ ობოლთაჲ და მსაჯული ქურივთაჲ*.
Line of ed.: 22     
ნუ გეშინინ, შვილო ჩემო! ხოლო შენ მაგდანელისა მარიამის შური
Line of ed.: 23     
აღიღე სიყუარულისათჳს ქრისტესისა და დათა მათ Ms. page: 225v   ლაზარესთა. და თუ
Line of ed.: 24     
შენ ესრჱთ გეშინოდის მისა, ვითარცა მათ, მან ეგრჱთ მოგცეს ყოველი, რაჲ-ცა
Line of ed.: 25     
სთხოვო მას, ოდეს რაჲ გინდეს მისგან." და მომცა ამბორებაჲ საუკუნოჲ და
Line of ed.: 26     
წარვიდა წიაღ იორდანესა კაცთა მათ თანა ველურთა, რომელ-რაჲ ყოფაჲ მისი
Line of ed.: 27     
იცის მისმან უფალმან იესუ.

Line of ed.: 28        
ხოლო დედაჲ ჩემი მისცა პატრეაქმან მსახურად გლახაკთა, დედათა უძლურთა.
Line of ed.: 29     
ხოლო მე ვჰმსახურებდ მიაფორსა სომეხსა დვინელსა ორ წელ.

Line of ed.: 30        
და ვჰკითხევდი ვნებათა მათთჳს ქრისტესთა, ჯუარ-ცუმისა, დაფლვისა
Line of ed.: 31     
და აღდგომისათჳს მისისა, და სამოსლისა მისისა და ჯუართა და ტილოთასა
Line of ed.: 32     
და სუდარისასა ყოველსა მიწყებით, რამეთუ არავინ ყოფილ იყო, არცა იყო
Line of ed.: 33     
შორის იერუსალჱმსა ზომი მისი მეცნიერებითა შჯულისა გზასა ძუელსა და
Line of ed.: 34     
ახალსა ყოველსა-ვე. Page of sec. ed.: 111 

Line of ed.: 35        
იწყო უწყებად ჩემდა და თქუა: "ვხედავ, შვილო ჩემო, ძალსა შენსა, ვითარცა
Line of ed.: 36     
ძალსა ლომისა ძუვისასა, რომელი იზახებნ ყოველსა-ვე ზედა ოთხფერჴსა,
Line of ed.: 37     
გინა ვითარცა ორბი დედალი, რომელი აღვიდის სიმაღლესა აერთასა
Line of ed.: 38     
უფროჲს მამლისა და ყოველი ქუეყანაჲ გუგასა თუალისა მისისასა, მცირესა
Line of ed.: 39     
მარგალიტის სწორსა, შეაყენის და განიხილის, განიცადის საჭმელი მისი,
Line of ed.: 40     
ცეცხლებრ დაინახის, მოუტევნის ფრთენი შრიალებად და მიიმართის მის ზედა.
Line of ed.: 41     
ეგრეთ იყოს ცხორებაჲ შენი წინამძღურებითა სულისა წმიდისაჲთა".



Next part



This text is part of the TITUS edition of The Shatberd Codex.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 18.11.2023. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.