TITUS
The Shatberd Codex
Part No. 328
Previous part

Chapter: 6  
Page of ed.: 382  
Page of sec. ed.: 164 
Line of ed.: 37  
ფსალმუნი მე-ვ̂
Line of ed.: 38  
ღაღადებით ფსალმუნი დავითისი, აღსასრულსა, გალობაჲ მერვისათჳს


Line of ed.: 39        მერვესა მიეახლების და მერმე ყოფად სამას დღედ განსუენებისა და
Line of ed.: 40     
სუფევისა საწინაჲსწარმეტყუელოჲ სიტყუაჲ უწესს, რამეთუ რომელნი ჟამნი
Line of ed.: 41     
ნებსით შჳდთა მათ დღეთა შაბათისათა შინა იქცევინ. რამეთუ პირველით
Page of ed.: 383   Line of ed.: 1     
დღითგან იწყებს ვიდრე მეშჳდედმდე, ხოლო მუნ კუალად საქმედ იწყებს მსგავსად
Line of ed.: 2     
დასაბამისა და აღიღებს კუალად პირველით დღით შჳდთა მათ სლვათა. და
Line of ed.: 3     
ესე არს უფროჲს შჳდთა მ[ათ] დღეთასა გარეგან ჟამთა მათ, ესე იგი არს უაღრეს
Line of ed.: 4     
ყოვლისა სოფლისა. ამას უწოდს დღედ მერვედ. დღესა აღდგომისასა და
Line of ed.: 5     
სუფევისასა აჴსენებს ფსალმუნი ესე სიკუდილისათჳს და ჯოჯოხეთისათჳს და
Line of ed.: 6     
საშჯელისა, რამეთუ იტყჳს ესრეთ: "არა არს, ვინ სიკუდილსა შინა მოგიჴსენოს
Line of ed.: 7     
შენ ანუ ჯოჯოხეთს შინა ვინ აღგიაროს შენ"*.

Line of ed.: 8        
გჳჩუენებს ესრეთ, ვითარმედ დაჴშულ იყვნენ კარნი სინანულისანი, გან-რაჲ-ვიდენ
Line of ed.: 9     
აქაჲთ და მივიდენ მუნ, არა არს სინანული არავისთჳს, რომელნი
Line of ed.: 10     
სოფლისა ამის აქა-ვე წარმავა[ლისა] ცხორებისაგან ვერ შემძლებელ იქმნნენ
Line of ed.: 11     
Ms. page: 265v   აღებად სინანულისათჳს. მუნ არა არს აღსარებაჲ სინანულად წინაშე
Line of ed.: 12     
ღმრთისა. სიტყუასა ამას ეწამების, რომელი უთქუამს ქალწულთა მათთჳს იგავი,
Line of ed.: 13     
რამეთუ მათგან გუემხილა ჩუენ, რომელნი იყვნეს ცოფნი ქალწულნი და დაევსებოდეს
Line of ed.: 14     
სანთელნი იგი მათნი და დაშთეს კართა გარეგან Page of sec. ed.: 165  ქორწილისა,
Line of ed.: 15     
დაეჴშნეს კარნი და განემართა კრეტსაბმელი და დაჴშულთა კართა არღარავის
Line of ed.: 16     
ჴელ-ეწიფების შესლვად შინაგან. აწ მოვედით, ამისა შემდგომად სიტყუაჲ
Line of ed.: 17     
ფსალმუნისაჲ პირველად ვიწყოთ აღებად და ვთქუათ: "უფალო, ნუ გულის-წყრომითა
Line of ed.: 18     
შენითა მამხილებ მე, ნუ-ცა რისხვითა შენითა მსწავლი მე"*; არა
Line of ed.: 19     
თუ ამას გევედრები, თუ "ნუ მამხილებ", არამედ იტყჳს, თუ: "ნუ რისხვითა
Line of ed.: 20     
მამხილებ". და არცა ამას გევედრები, თუ "ნუ განმსწავლი მე", არამედ "ნუ
Line of ed.: 21     
რისხვითა მგუემ მე". არამედ, ვითარცა მამამან მოწყალემან, წყალობითა და
Line of ed.: 22     
მოწყალებითა შენითა განმსწავლე მე და სიტკბოვებით მასწავე მე აჴოცაჲ
Line of ed.: 23     
და განკურნებაჲ ცოდვათა ჩემთაჲ და ნუ სატანჯველითა საუკუნოჲთა მტანჯავ
Line of ed.: 24     
მე და ნუ მსგავსად ცოდვათა ჩემთა მომაგებ საშჯელთა ჩემთა, არამედ კაცთ-მოყუარებითა
Line of ed.: 25     
და სიმართლითა შენითა მასწავე მე.

Line of ed.: 26        
იტყჳს: "მიწყალე მე, უფალო, რამეთუ უძლურ ვარ მე"*. ჭეშმარიტად,
Line of ed.: 27     
რომელსა ჟამსა მოუძლურდიან ზრახვათაგან, დასნეულდიან სიტყუანი
Line of ed.: 28     
სულთა ჩუენთანი; მთავრითა მით გონებისა ჩუენისაჲთა სულნი ჩუენნი ძლეულ
Line of ed.: 29     
იქმნიან. ამისა შემდგომად ვცოდით ჩუენ ზრახვითა სულისაჲთა.

Line of ed.: 30        
და უკუეთუ-მცა არა მოუძლურდით, ვერ შემძლებელ არნ სენი ყოფად ჩუენ
Line of ed.: 31     
თანა, რამეთუ ვითარცა ეტლთ-მარბეველნი, რომელთა დიდითა წურთილებითა
Line of ed.: 32     
და განგებითა ჴდომაჲ ცხენთაჲ ჰნებავნ და წარმართებულ იყვნიან,
Line of ed.: 33     
ამისა შემდგომად არღარა იპოვის მათ შორის უკეთური და მრუდად მავალი.
Line of ed.: 34     
"განმკურნე მე, უფალო, რამეთუ შემიძწუნდეს ძუალნი ჩემნი და სული ჩემი
Line of ed.: 35     
შეძწუნდა ფრიად"*. ესე მრჩობლსა ბუნებასა და ორსა საქმესა Page of sec. ed.: 166  შუვა-წარმოიღებს,
Line of ed.: 36     
გჳჩუენებს, თუ კეთილსა სული და ჴორცნი ერთად მიიღებენ-ო. რამეთუ
Line of ed.: 37     
შეძრწუნებასა სულისასა ყოვლითა ძალითა და ძუალითა და ჴორცითა
Line of ed.: 38     
სრულად იტყჳს. არამედ შენითა კაცთ-მოყუარებითა მილხინე და განმკურნე მე
Line of ed.: 39     
ურვათაგან და სალმობათა ბოროტთა ცოდვათა ჩემთაჲსა; "და შენ, უფალო,
Line of ed.: 40     
ვიდრემდის? მოიქეც, უფალო, იჴსენ სული ჩემი, მაცხოვნე მე წყალობითა შენითა"*.
Line of ed.: 41     
იტყჳს, "ვიდრემდისო", არა თუ აბრალებს რას-მე და აჴსენებს, არამედ
Line of ed.: 42     
ვითარცა მრავლისა ჭირისაგან და ურვისა მსთუად მოავლინე-ო შეწევნაჲ
Page of ed.: 384   Line of ed.: 1     
და მილხინე მე, უფალო. გევედრები შენ, მისთჳს მოიღებს ამას და იტყჳს "მრავლისათჳს
Line of ed.: 2     
წყალობისა შენისა", რამეთუ არა თუ ძალსა ჩემსა ვესავ და თუ ვითარ-მცა
Line of ed.: 3     
კაცთ-მოყუარებისა შენისაჲთა ვიკადრე სითყუად წინაშე შენსა, რამეთუ
Line of ed.: 4     
მოუძლურდი და დავეცი ცოდვათაგან მძიმეთა, არამედ მრავალსა მოწყალებასა
Line of ed.: 5     
შენსა ვევედრები და ვითხოვ შენგან. "მოიქეც, უფალო, იჴსენ სული
Line of ed.: 6     
ჩემი*. ესე იგი არს, მომხედენ მე და მიწყალე მე და ნუ გარე მიიქცევ პირსა შენსა
Line of ed.: 7     
ჩემგან. იტყჳს "და ნუსადა განმაშორებ წყალობასა შენსა ჩემგან-ო", რამეთუ
Line of ed.: 8     
უწყი, ვითარმედ აქა არს სინანული და მ[ო]ტევებაჲ Ms. page: 266r   ცოდვათაჲ და
Line of ed.: 9     
შემდგომად ამის ცხორებისა დაიჴშვიან კარნი სინანულისანი და მოტევებისანი
Line of ed.: 10     
რამეთუ ამას განაცხადებს სიტყუათა ამათ, ვითარმედ "არა არს, ვინ სიკუდილსა
Line of ed.: 11     
შინა მოგიჴსენოს შენ, ანუ ჯოჯოხეთს შინა Page of sec. ed.: 167  ვინ აგიაროს შენ"*. ამისთჳს-ცა
Line of ed.: 12     
კურნებასა და აჴოცასა, ვიდრე ვარ-ღა ცხორებასა ამას წარმავალსა ამის სოფლისასა,
Line of ed.: 13     
გევედრები და ვითხოვ შენგან: მომ[მ]ადლე მე და მომიტევენ
Line of ed.: 14     
ცოდვანი. უწყი, რომელნი აქაჲთ მივიდენ წარსრულნი, რამეთუ წყლულებითა და მრავლითა
Line of ed.: 15     
ცოდვითა, არა არს მუნ კურნება წყლულებათა, არცა მოტევებასა
Line of ed.: 16     
ცოდვათასა ჰპოვებენ, რამეთუ არა არს მუნ ადგილი სინანულისაჲ მოტევებად
Line of ed.: 17     
ცოდვათა.

Line of ed.: 18        
"დავშუერი მე სულთქუმითა ჩემითა, დავბანე მარადღე ცხედარი ჩემი,
Line of ed.: 19     
ცრემლითა ჩემითა სარეცელი ჩემი დავალტვე"*. ვიცი, რამეთუ დიდნი
Line of ed.: 20     
ბოროტნი თანა-წარვლენ სულთქუმითა და ცრემლითა და მრავლითა თხოვით
Line of ed.: 21     
მჴურვალედ, ვითარცა ცეცხლი გონებაჲ ჩემი, და რამეთუ საცთურთაგან შეძრწუნებელად
Line of ed.: 22     
მწუხარე არს სახედველი სულისა ჩემისაჲ.

Line of ed.: 23        
და მოიღებს და იტყჳს: "განმირისხნა მე გულის-წყრომითა თუალი ჩემი"*
Line of ed.: 24     
რამეთუ ხილვითა გონებისა ჩემისაჲთა აღმრღუეული განვრდომილ ვარ შენგან
Line of ed.: 25     
ამის მიერ, უფალო ჩემო. თუალად აქა გონებასა უწოდს, რამეთუ ერთი აქა
Line of ed.: 26     
და არა მრავალნი, თუალი და არა თუალნი. "განვკფდი მე ყოველთა ზედა
Line of ed.: 27     
მტერთა ჩემთა"*, უფროჲსად შურად აღმიღეს მე ყოველთა მტერთა ჩემთა
Line of ed.: 28     
და განმკაფეს მე და განმლიეს. ეწინეს ძჳრნი ცოდვათა ჩემთანი სულსა ჩემსა.

Line of ed.: 29        
"განმეშორენით ჩემგან ყოველნი მოქმედნი ურჩულოვებისანი, რამეთუ
Line of ed.: 30     
ესმა უფალსა ჴმაჲ ტირილისა ჩემისაჲ და უფალმან ვედრებაჲ ჩემი შეიწირა"*
Line of ed.: 31     
ყავ ჩემ თანა, უფალო, მოტევებაჲ და ჴსნაჲ ცოდვათა ჩემთაჲ. აწ კიდე განმიდეგით,
Line of ed.: 32     
უშჯულოვებანო და ცოდვანო ჩემნო, რომელნი ხართ წინა-აღდგომ
Line of ed.: 33     
და მტერ ჩემდა. Page of sec. ed.: 168  გრცხუენოდენ ამისთჳს მოიღებს, იტყჳს ესრეთ: "ჰრცხუენოდენ
Line of ed.: 34     
და კდემებოდენ ყოველთა მტერთა ჩემთა, მართლუკუნ იქცენ, ჰრცხუენოდენ
Line of ed.: 35     
ფრიად და მსთუად შეძრწუნდენ"*. ესე ყოველი უწყებული დაიდუმეს
Line of ed.: 36     
ყოველთა, რომელნი მემტერნეს მე და ბუნებით მოიღებდეს თჳსითა უკეთურებითა
Line of ed.: 37     
ცოდვასა. და სავსენი სიცრუვითა, შეშფოთებულნი და განრისხებულნი
Line of ed.: 38     
გულითა თჳსითა ამისთჳს, რამეთუ სიმართლჱ განიძარცუეს, სავსენი შიშითა
Line of ed.: 39     
ზარ-ცემულ არიან საშჯელისაგან ღმრთისა.
Page of sec. ed.:  


Next part



This text is part of the TITUS edition of The Shatberd Codex.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 18.11.2023. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.