Strophe: S567/K567 | ||
Verse: a | ესე კაცნი გამეგზავნნეს, | გონებასა გავეშმაგე. |
Verse: b | რომე მისი ვერა მეცნა, | ამას უფრო დავედაგე. |
Verse: c | მას ზღუდესა გარდავადეგ, | მინდორთაკე რომე ვაგე, |
Verse: d და | მესმა საქმე საშინელი, | თუცა თავი ვერ წავაგე. |
Strophe: S568/K568 | ||
Verse: a | გამოჩნდეს ორნი ქვეითნი, | მე მივეგებე წინა-რე. |
Verse: b | ქალი ჰყვა ერთსა მონასა, | ვცანცა, თუ მოღმა ვინ არე: |
Verse: c | თავ-გაგლეჯილი ასმათი, | პირსა სისხლ-ჩამომდინარე, |
Verse: d და | აღარ მიყივლა ღიმილით, | არცაღა გამიცინა-რე. |
Strophe: S569/K569 | ||
Verse: a | იგი ვნახე, დავებნივე, | გონებანი გამიშმაგნა; . |
Verse: b | შორით ვუხმე: "რას შიგან ვართ, | ანუ ცეცხლმან რად დაგვდაგნა?" |
Verse: c | მან საბრალოდ შემომტირნა, | ძლივ სიტყვანი გამოაგნა, |
Verse: d და | მითხრა: "ღმერთმან სიმგრგვლე ცისა | ჩვენთვის რისხვით წამოგრაგნა". |
Strophe: S570/K570 | ||
Verse: a | ახლოს მივე, კვლაცა ვჰკითსე: | "რას შიგან ვართ? თქვი მართალი!" |
Verse: b | კვლა საბრალოდ ამიტირდა, | კვლა მოედვა ამით ალი, |
Verse: c | დიდხან სიტყვა ვერა მითხრა, | მისთა ჭირთა ნაათალი, |
Verse: d და | მკერდსა წითლად უღებვიდა | სისხლი ღაწვთა ნაწვეთალი. |
Strophe: S571/K571 | ||
Verse: a | მერმე მითხრა: "მოგახსენებ, | ესე რადმცა დაგიმალე? |
Verse: b | მაგრა ვითა გაგახარნე, | შენცა აგრე შემიწყალე: |
Verse: c | ნუ მაცოცხლებ, ნუ დამარჩენ, | შემიხვეწე, შემიბრალე, |
Verse: d და | დამხსენ ჩემსა საწუთროსა, | ღმერთსა შენსა მიავალე!" |
Strophe: S572/K572 | ||
Verse: a | მიამბო: "ოდეს სასიძო | მოჰკალ და ხმა დაგივარდა, |
Verse: b | მეფესა ესმა, აიჭრა, | მართ მისგან გასატკივარდა, |
Verse: c | შენ დაგიზახნა: "მიხმეთო", | ხმა-მაღლად გახმამყივარდა; |
Verse: d და | მოგნახეს, შინა ვერ გპოვეს, | მით მეფე გამომჩივარდა. |
Strophe: S573/K573 | ||
Verse: a | ჰკადრეს: "აქა აღარ არის, | კარნი სადმე გაუვლიან". |
Verse: b | მეფე ბრძანებს: "ვიცი, ვიცი, | მეტად კარგად შემიგნიან: |
Verse: c | მას უყვარდა ქალი ჩემი, | სისხლნი ველთა მოუღვრიან, |
Verse: d და | რა ნახიან ერთმანერთი, | არ-შეხედვა ვერ დათმიან. |
Strophe: S574/K574 | ||
Verse: a | აწ, თავმან ჩემმან, მას მოვჰკლავ, | ჩემად დად ვინცა მადესა! |
Verse: b | მე ღმრთისა ვუთხარ, დაუბამს | მას ეშმაკისა ბადესა! |
Verse: c | მათ ბოზ-კუროთა ასეთი | რა მისცეს, რა უქადესა? |
Verse: d და | თუ დავარჩინო, ღმერთი ვგმო! | მისად პატიჟად მზად ეს-ა". |
Strophe: S575/K575 | ||
Verse: a | მის მეფისა წესი იყო: | თავი მისი ძვირად ფიცის, |
Verse: b | და, თუ ფიცის, არ გატეხის, | მასვე წამსა დაამტკიცის. |
Verse: c | ესე წყრომა მეფისაგან | ვისცა ესმა, ვინცა იცის, |
Verse: d და | მან უამბო დავარ ქაჯსა, | ვინ გრძნებითა ცაცა იცის. |
Strophe: S576/K576 | ||
Verse: a | დავარს, დასა მეფისასა, | უთხრა ვინმე ღმრთისა მტერმან: |
Verse: b | "თავი ფიცა ძმამან შენმან, | არ დაგარჩენს, იცის ერმან". |
Verse: c | მან ეგრე თქვა: "უბრალო ვარ, | იცის ღმერთმან სახიერმან! |
Verse: d და | ვისგან მოვკვდე, ვისთვის მოვკვდე, | მიიხვედროს იგი ვერ მან". |
Strophe: S577/K577 | ||
Verse: a | პატრონი ჩემი აგრევე | იყო, წამოხვე შენ ოდეს; |
Verse: b | შენეულნივე რიდენი ებურნეს, | ტურფად ჰშვენოდეს. |
Verse: c | დავარ მოსთქმიდა სიტყვათა, | რომელნი არა მსმენოდეს: |
Verse: d და | "ბოზო, შენ ბოზო, რად მომკალ? | ვეჭვ, შენცა არა გლხენოდეს! |
Strophe: S578/K578 | ||
Verse: a | როსკიპო, ბოზო დიაცო, | საქმრო რად მოაკლვევინე? |
Verse: b | ანუ სისხლითა მისითა | ჩემი რად მოაზღვევინე? |
Verse: c | არ ცუდად მომკლავს ძმა ჩემი. | რა გიყავ, რა გაქმნევინე? |
Verse: d და | აწ, ღმერთსა უნდეს, ვერ მიჰხვდე, | ვის ესე დააშლევინე!" |
Strophe: S579/K579 | ||
Verse: a | ხელი მიჰყო, წამოზიდნა, | თმანი გრძელნი დაუფუშნა, |
Verse: b | დაალება, დაალურჯა, | მედგრად პირნი მოიქუშნა. |
Verse: c | მან პასუხი ვერა გასცა, | ოდენ სულთქვნა, ოდენ უშნა, |
Verse: d და | ქალმან შავმან ვერა არგო, | ვერცა წყლულნი დაუშუშნა. |
Strophe: S580/K580 | ||
Verse: a | რა დავარ გაძღა ცემითა, | მისითა დალურჯებითა, |
Verse: b | წამოდგეს ორნი მონანი, | პირითა მით ქაჯებითა, . |
Verse: c | მათ კიდობანი მოჰქონდა, | ეუბნეს არ აჯებითა, |
Verse: d და | მას შიგან ჩასვეს იგი მზე, | ჰგავს, იქმნა დარაჯებითა. |
Strophe: S581/K581 | ||
Verse: a | მან უთხრა: "წადით, დაკარგეთ | მუნ, სადა ზღვისა ჭიპია; |
Verse: b | წმიდისა წყლისა ვერ ნახოს | მყინვარე, ვერცა ლიპია"; |
Verse: c | მათ გაეხარნეს, ხმა-მაღლად | იყივლეს: "იპი, იპია". |
Verse: d და | ესე ვნახე და არ მოვკვე, | არა მგავს არცა სიპია. |
Strophe: S582/K582 | ||
Verse: a | ზღვითკე გაარნეს სარკმელნი, | მაშინვე გაუჩინარდა. |
Verse: b | დავარ თქვა: "მქმნელი ამისი | ვინ არ დამქოლოს, ვინ არ, და-! |
Verse: c | ვირე მომკლვიდეს, მოვკვდები, | სიცოცხლე გასაწყინარდა". |
Verse: d და | დანა დაიცა, მო-ცა-კვდა, | დაეცა, გასისხლმდინარდა. |
Strophe: S583/K583 | ||
Verse: a | რად არ მიკვირვებ ცოცხალსა, | მე ლახვარ-დაუსობელსა! |
Verse: b | აწ იგი მიყავ, რა მმართებს | ამისსა მახარობელსა! |
Verse: c | ზენაარ, დამხსენ სიცოცხლე | სულთადგმა-დაუთმობელსა!" |
Verse: d და | საბრალოდ ცრემლსა ადენდა | უკლებსა, დაუშრობელსა. |
Strophe: S584/K584 | ||
Verse: a | მე ვუთხარ: "დაო, რად მოგკლა, | ანუ რა შენი ბრალია? |
Verse: b | რამცა ვქმენ ნაცვლად, თვით რომე | მისი ჩემზედა ვალია! |
Verse: c | აწ თავსა მისად საძებრად | მივსცემ, სად კლდე და წყალია". |
Verse: d და | სრულად გავქვავდი, შემექმნა | გული მართ ვითა სალია. |
Strophe: S585/K585 | ||
Verse: a | მეტმან ზარმან გამაშმაგა, | მომიკიდა ცხრო და თრთოლა; |
Verse: b | გულსა ვუთხარ: "ნუ მოჰკვდები, | არას გარგებს ცუდი წოლა, |
Verse: c | გიჯობს გაჭრა ძებნად მისად, | გავარდნა და ველთა რბოლა. |
Verse: d და | - აჰა ჟამი, ვისცა გინდა | ჩემი თანა წამოყოლა!" |
Strophe: S586/K586 | ||
Verse: a | შევე, ფიცხლად* შევეკაზმე, | ცხენსა შევჯე შეკაზმული; |
Verse: b | ას სამოცი კარგი მოყმე, | ჩემსა თანა ხან-დაზმული, |
Verse: c | წამომყვა და წამოვედით | კართა გარე დარაზმული, |
Verse: d და | ზღვის პირს მივე, ნავი დამხვდა, | მენავემან მნახა ზმული. |
Strophe: S587/K587 | ||
Verse: a | ნავსა შევჯე, ზღვასა შევე, | ზღვასა შიგან გავალაგდი, |
Verse: b | არსით ნავი მომავალი | უნახავად არ დავაგდი; |
Verse: c | მოველოდი, არა მესმა, | შმაგი უფრო გა-ვე-ვშეაგდი, |
Verse: d და | რომე სრულად მომიძულვა, | ღმერთსა თურე ასრე ვსძაგდი. |
Strophe: S588/K588 | ||
Verse: a | რომე დავყავ წელიწადი, | თვე თორმეტი გამეოცა, |
Verse: b | მაგრა მისი მნახავიცა | სიზმრივ კაცი არ მეოცა; |
Verse: c | თანა-მყოლი ყველაკაი | ამომიწყდა, დამეხოცა, |
Verse: d და | ვთქვი, თუ: "ღმერთსა ვერას ვჰკადრებ, | რაცა სწადდეს, აგრე ვყო-ცა". |
Strophe: S589/K589 | ||
Verse: a | ზღვა-ზღვა ცურვა მომეწყინა, | მით გამოვე ზღვისა პირსა, |
Verse: b | გული სრულად გამიმხეცდა, | არ ვუსმენდი არც ვაზირსა; |
Verse: c | ყველაკაი დამეფანტა, | დაჰრჩომოდა რაცა ჭირსა. |
Verse: d და | კაცსა ღმერთი არ გასწირავს | ასრე, მისგან განაწირსა! |
Strophe: S590/K590 | ||
Verse: a | ერთაი ესე ასმათი | და დამრჩეს ორნი მონანი, |
Verse: b | ჩემნი გულისა მდებელნი | და ჩემნი შემაგონანი. |
Verse: c | მისნი ვერა ვცნენ ამბავნი | ვერცა დრამისა წონანი, |
Verse: d და | ტირილი მიჩნდის ლხინად და | მდინდიან ცრემლთა ფონანი. |