TITUS
Rustaveli, Vepxistqaosani
Part No. 27
Previous part

Chapter: 27 
ამბავი ნურადინ-ფრიდონისა, ოდეს ტარიელს შეეყარა







Strophe: S591/K591 
Verse: a       ღამით მევლო, მოვიდოდი,   ზღვისა პირსა აჩნდეს ბაღნი;
Verse: b       ჰგვანდეს ქალაქს, ვეახლენით,   ცალ-კერძ იყვნეს კლდეთა ნაღნი;
Verse: c       არ მეამის კაცთა ნახვა,   მიდაღვიდეს გულსა დაღნი;
Verse: d    და   მუნ გარდავხე მოსვენებად,   დამხვდეს რამე ხენი ლაღნი.






Strophe: S592/K592 
Verse: a       ხეთა ძირსა მივიძინე,   მათ მონათა ჭამეს პური;
Verse: b       მერმე ავდეგ სევდიანი,   მიღამებდა გულსა მური:
Verse: c       ვერა მეცნა ეგზომ გრძელად   ვერ ჭორი და ვერ დასტური,
Verse: d    და   ველთა ცრემლი ასოვლებდა,   თვალთა ჩემთა მონაწური.






Strophe: S593/K593 
Verse: a       ზახილი მესმა. შევხედენ,   მოყმე ამაყად ყიოდა,
Verse: b       შემოირბევდა* ზღვის პირ-პირ,   მას თურე წყლული სტკიოდა;
Verse: c       ხრმლისა ნატეხი დასვრილი   აქვს, სისხლი ჩამოსდიოდა,
Verse: d    და   მტერთა ექადდა, წყრებოდა,   იგინებოდა, ჩიოდა.






Strophe: S594/K594 
Verse: a       ზედა ჯდა შავსა ტაიჭსა,   აწ ესე მე მითქს რომელი,
Verse: b       მართ ვითა ქარი მოქროდა   გაფიცხებული, მწყრომელი;
Verse: c       მონა მივსწიე, მისისა   შეყრისა ვიყავ მნდომელი;
Verse: d    და   შევსთვალე: "დადეგ, მიჩვენე,   ლომსა ვინ გაწყენს, რომელი?"






Strophe: S595/K595 
Verse: a       მას მონასა არა უთხრა,   არცა სიტყვა მოუსმინა;
Verse: b       ფიცხლა შევჯე, ჩავეგებე,   მე ჩავუსწარ, ჩავე წინა,
Verse: c       ვუთხარ: "დადეგ, გამაგონე,   შენი საქმე მეცა მინა!"
Verse: d    და   შემომხედნა, მოვეწონე,   სიარული დაითმინა.






Strophe: S596/K596 
Verse: a       გამიცადა, ღმერთსა ჰკადრა:   "შენ ასეთი* ხენი ვით ჰხენ!"
Verse: b       მერმე მითხრა: "მოგახსენებ,   აწ სიტყვანი რომე მკითხენ:
Verse: c       იგი მტერნი გამილომდეს,   აქანამდის რომე ვითხენ,
Verse: d    და   უკაზმავსა მიღალატეს,   საჭურველნი ასრე ვითხენ".






Strophe: S597/K597 
Verse: a       მე ვუთხარ: "დადეგ, დაწყნარდი,   გარდავხდეთ ძირსა ხეთასა;
Verse: b       არ შეუდრკების ჭაბუკი   კარგი მახვილთა კვეთასა.
Verse: c       თანა წამომყვა, წავედით   უტკბოსნი მამა-ძეთასა.
Verse: d    და   მე გავეკვირვე ჭვრეტასა   მის ყმისა სინაზეთასა.






Strophe: S598/K598 
Verse: a       ერთი მონა დასტაქარი   მყვა და წყლულნი შეუხვივნა,
Verse: b       ისრის პირნი ამოუხვნა,   დაკოდილნი არ ატკივნა.
Verse: c       მერმე ვჰკითხე: "ვინ ხარ, ანუ   მკლავმან შენმან ვისგან ივნა?"
Verse: d    და   საამბობლად დამირიგდა,   თავი მისი გაამჩივნა.






Strophe: S599/K599 
Verse: a       პირველ მითხრა: "არა ვიცი,   რა ხარ, ანუ რას გამსგავხო?
Verse: b       ანუ ეგრე რამ დაგლია,   ანუ პირველ რამ გაგავსო?
Verse: c       რამან შეგქმნა მოყვითანოდ*,   ვარდ-გიშერი რომე ჰრგავსო?
Verse: d    და   ღმერთმან მისგან ანთებული   სანთელიცა რად დაგავსო?






Strophe: S600/K600 
Verse: a       მულღაზანზარის ქალაქი,   ახლოს მე მაქვსო რომელი,
Verse: b       ნურადინ-ფრიდონ სახელ მძეს,   მეფე ვარ მუნა მჯდომელი;
Verse: c       ესე საზღვარი ჩემია,   სადა ხარ გარდამხდომელი,
Verse: d    და   ცოტა მაქვს, მაგრა ყოველგნით   სიკეთე-მიუწდომელი.






Strophe: S601/K601 
Verse: a       მამის ძმა და მამა-ჩემი   პაპამ* ჩემმან გაყვნა ოდეს,
Verse: b       ზღვასა შიგან კუნძულია, -   ჩემად წილად მას იტყოდეს, -
Verse: c       თვით ბიძასა ჩემსა მიჰხვდა,   ვისთა შვილთა აწ დამკოდეს;
Verse: d    და   მათკენ* დარჩა სანადირო,   არ მივსცემდი, მომერჩოდეს.






Strophe: S602/K602 
Verse: a       დღეს გამოვე ნადირობას*,   ზღვისა პირსა ვინადირე,
Verse: b       მუნა გასვლა* მომნდომოდა,   მით მრეკალი არ ვახშირე;
Verse: c       სპათა ვუთხარ: "მომიცადეთ,   მოვიდოდე მეცა ვირე!"
Verse: d    და   ხუთთა ოდენ ბაზიერთა   მეტი არა დავიჭირე.






Strophe: S603/K603 
Verse: a       ნავითა გავე, ზღვისაგან   შტო რამე გამოვიდოდა.
Verse: b       არა* მოვჰკრეფდი გამყოფთა,   ვთქვი, ჩემთა რად დავჰრიდო, და-?
Verse: c       დამეძაბუნნეს, სიმრავლე   მე მათი არ გამვიდოდა,
Verse: d    და   ვნადირობდი და ვიზახდი,   ხმა ჩემი არ უდიდოდ-ა.






Strophe: S604/K604 
Verse: a       მართლად იჯავრეს, წუნობა   მათი თუ ესრე ხმდა ვითა!
Verse: b       გამომეპარნეს* ლაშქარნი,   გზანი შემიკრეს* ნავითა,
Verse: c       თვით ბიძასძენი ჩემნიცა   შესხდეს მათითა თავითა,
Verse: d    და   ჩემთა გაუხდეს ლაშქართა   ომად თავისა მკლავითა.






Strophe: S605/K605 
Verse: a       მათი მესმა, დავინახე   ზახილი და ხრმალთა ელვა,
Verse: b       ნავი ვსთხოვე მენავეთა,   მით ვიყივლე მე ერთხელ ვა,
Verse: c       ზღვასა შევე, მომეგება   მეომარი ვითა ღელვა,
Verse: d    და   სწადდა, მაგრა ვეღარა ქმნეს   ჩემი ზედა წამოქელვა.






Strophe: S606/K606 
Verse: a       კვლა სხვანი დიდნი ლაშქარნი   უკანა მომეწეოდეს,
Verse: b       იქით და აქათ მომიხდეს,   ერთგნით ვერ მომერეოდეს,
Verse: c       არ მომწურვოდეს წინანი,   ზურგით მესროდეს მე ოდეს,
Verse: d    და   ხრმალსა მივენდევ, გამიტყდა,   ისარნი დამელეოდეს.






Strophe: S607/K607 
Verse: a       მომეჯარნეს, ვეღარა ვქმენ,   ნავით ცხენი გარდვიხლტუნვე,
Verse: b       ზღვა-ზღვა ცურვით წამოვუვე,   ჩემნი მჭვრეტნი* გავაცბუნვე;
Verse: c       თანა-მყოლნი ყველაკანი   დამიხოცნეს, დამრჩეს მუნვე,
Verse: d    და   ვინცა მდევდის, ვერ შემომხვდის,   მივუბრუნდი, მივაბრუნვე.






Strophe: S608/K608 
Verse: a       აწ იგი იქმნას, რაცაღა   ენებოს ღმრთისა წადილსა!
Verse: b       ვეჭვ, ჩემი სისხლი* არ შეჰრჩეს*,   ძალი შემწევდეს* ქადილსა!
Verse: c       ოხრად გავუხდი ყოფასა   მათ საღამოსა და დილსა,
Verse: d    და   ვუხმობ ყვავთა და ყორანთა,   მათ ზედა ვაქმნევ ხადილსა!"






Strophe: S609/K609 
Verse: a       ამა ყმამან შემიკვეთა,   გული მისკე მიმიბრუნდა.
Verse: b       მოვახსენე: "აჩქარება   შენი ყოლა არა უნდა,
Verse: c       მეცა თანა წამოგყვები,   დაიხოცნენ იგი მუნ, და-!
Verse: d    და   ჩვენ ორთავე მეომარი   განაღამცა შეგვიძრწუნდა!.






Strophe: S610/K610 
Verse: a       ესეცა ვუთხარ: "ამბავი   ჩემი არ გაგეგონების,
Verse: b       უფრორე წყნარად გიამბობ,   თუ ჟამი ჩვენ გვექონების".
Verse: c       მან მითხრა: "ლხინი საჩემო   მაგას არ შეეწონების!
Verse: d    და   დღედ სიკვდილამდის სიცოცხლე   შენ ჩემი დაგემონების".






Strophe: S611/K611 
Verse: a       მივედით მისსა ქალაქსა   ტურფასა, მაგრა ცოტასა;
Verse: b       გამოეგებნეს ლაშქარნი,   ისხემდეს* მისთვის ოტასა,
Verse: c       პირსა იხოკდეს, გაჰყრიდეს   ნახოკსა ვით ნაფოტასა,
Verse: d    და   ეხვეოდიან, ჰკოცნიდეს   ხრმალსა და სალტე-კოტასა.






Strophe: S612/K612 
Verse: a       კვლა მოვეწონე, ვეტურფე   მე მისი გარდნაკიდარი;
Verse: b       შემასხმიდიან ქებასა:   "მზეო, შენ ჩვენთვის იდარი!"
Verse: c       მივედით, ვნახეთ ქალაქი   მისი ტურფა და მდიდარი,
Verse: d    და   ყველასა ტანსა ემოსა   ზარქაში განაზიდარი.




Next part



This text is part of the TITUS edition of Rustaveli, Vepxistqaosani.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 21.4.2021. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.