Strophe: S613/K613 | ||
Verse: a | მოჯობდა, ომი შეეძლო, | ხმარება ცხენ-აბჯარისა; |
Verse: b | დავკაზმეთ ნავი, კატარღა | და რიცხვი სპათა ჯარისა; |
Verse: c | კაცი ხმდა, მისთა მჭვრეტთათვის | ღონემცა ეაჯა რისა! |
Verse: d და | აწ გითხრა ომი მოყმისა, | მებრძოლთა დამსაჯარისა. |
Strophe: S614/K614 | ||
Verse: a | მათი მესმა დაპირება, | ჩაბალახთა ჩამობურვა; |
Verse: b | ნავი წინა მომეგება, | არა ვიცი, იყო* თუ რვა. |
Verse: c | ფიცხლა ზედა შევეჯახე, | მათ დაიწყეს ამოდ ცურვა; |
Verse: d და | ქუსლი ვჰკარ და დავუქცივე, | დაიზახეს დიაცურ ვა! |
Strophe: S615/K615 | ||
Verse: a | კვლა სხვასა მივე, მოვჰკიდე | ხელი ნავისა ბაგესა, |
Verse: b | ზღვასა დავანთქენ, დავხოცენ, | ომიმცა რაღა აგესა! |
Verse: c | სხვანი გამექცეს, მიჰმართეს | მათ მათსა საქულბაგესა; |
Verse: d და | ვინცა მიჭვრეტდეს, უკვირდა, | მაქებდეს, არ მაძაგესა. |
Strophe: S616/K616 | ||
Verse: a | ზღვა გავიარეთ, გავედით, | შემოგვიტივეს ცხენია, |
Verse: b | კვლა შევიბენით, შეიქმნა* | ომისა სიმარცხენია*. |
Verse: c | მუნ მომეწონა* ფრიდონის | სიქველე-სიფიცხენია*: |
Verse: d და | იბრძვის ლომი და პირად მზე, | იგი ალვისაც ხენია. |
Strophe: S617/K617 | ||
Verse: a | თვით ორნივე ბიძასძენი | მისნი ხრმლითა ჩამოყარნა, |
Verse: b | ხელნი წმიდად გარდეკვეთნეს, | იგი ასრე ასაპყარნა, |
Verse: c | მოიყვანნა მხარ-დაკრულნი, | ერთმან ორნი, არ დაყარნა, |
Verse: d და | მათნი ყმანი გაამტირლნა, | მისნი სპანი* ამაყარნა. |
Strophe: S618/K618 | ||
Verse: a | მათნი ლაშქარნი გაგვექცეს; | ვეცენით, გა-ცა-ვფანტენით. |
Verse: b | ფიცხლად* წავუღეთ ქალაქი, | არ თავნი გავაზატენით*; |
Verse: c | ქვითა დავჰლეწეთ წვივები, | ჩვენ იგი გავანატენით. |
Verse: d და | მომკალ, თუ* ლარი დაჰლიოთ | ან აკიდებით, ან ტენით. |
Strophe: S619/K619 | ||
Verse: a | ფრიდონ ნახნა საჭურჭლენი | და ბეჭედნი მისნი დაჰსხნა. |
Verse: b | თვით ორნივე ბიძასძენი | დაპყრობილნი წამოასხნა. |
Verse: c | მისად* ნაცვლად სისხლნი მათნი | მოღვარნა და ველთა ასხნა; |
Verse: d და | ჩემი თქვეს, თუ: "ღმერთსა მადლი, | ვინ ალვისა ხენი ასხნა!" |
Strophe: S620/K620 | ||
Verse: a | მივედით, მოქალაქეთა | ზარი ჩნდა, რომე ზმიდიან, |
Verse: b | აჯათა* მქმნელნი მჭვრეტელთა | გულსა მუნ დააბმიდიან; |
Verse: c | მე და ნურადინს ყველანი | ქებასა შეგვასხმიდიან, |
Verse: d და | გვითხრობდეს: "მკლავთა თქვენთაგან | ჯერთ მათნი სისხლნი მიდიან!" |
Strophe: S621/K621 | ||
Verse: a | ლაშქარნი ფრიდონს მეფედ და | მიხმობდეს მეფეთ-მეფობით, |
Verse: b | თვით თავსა მათსა - მონად და | ჩემსა - ყველასა სეფობით; |
Verse: c | დაღრეჯით ვიყავ, ვერ მპოვეს | ვეროდეს ვარდის* მკრეფობით, |
Verse: d და | ჩემი ვერ ცნიან ამბავი, | მუნ იყო არ იეფობით. |