Strophe: S622/K622 | ||
Verse: a | დღესა ერთსა მე და ფრიდონ | ნადირობას გამოვედით, |
Verse: b | ზღვასა ზედა წაწურვილსა | ქედსა რასმე გარდავედით; |
Verse: c | ფრიდონ მითხრა: "გითხრობ რასმე, | ვთამაშობდით, ცხენსა ვსხედით; |
Verse: d და | ერთი რამე საკვირველი | მე ვნახეო ამა ქედით". |
Strophe: S623/K623 | ||
Verse: a | მე ვჰკითხევდი, ფრიდონ მეტყვის | მართ ამბავსა ესოდენსა: |
Verse: b | "დღე ერთ მწადდა ნადირობა, | შევჯე ამა ჩემსა ცხენსა, - |
Verse: c | ზღვათა შიგან იხვსა ჰგავს და | ხმელთა ზედა შავარდენსა, - |
Verse: d და | აქა ვდეგ და თვალს ვუგებდი | ქორსა, იქით განაფრენსა. |
Strophe: S624/K624 | ||
Verse: a | ზოგჯერ ზღვისკენ* მივიხედნი, | წავსდგომოდი ამა გორსა; |
Verse: b | ზღვასა შიგან ცოტა რამე | დავინახე, თუცა შორსა. |
Verse: c | ეგრე ფიცხლა სიარული | არას ძალ-უც მისსა სწორსა, |
Verse: d და | ვერად ვიცან, გონებასა | გავეკვირვე ამად* ორსა: |
Strophe: S625/K625 | ||
Verse: a | ვთქვი: "რა არის, რას ვამსგავსო, | მფრინველია, ანუ მხეცი?" |
Verse: b | ნავი იყო, გარ ეფარა* | სამოსელი მრავალ-კეცი; |
Verse: c | წინა კაცნი მოზიდვიდეს; | თვალი ამად დავაცეცი, |
Verse: d და | მთვარე უჯდა კიდობანსა, | ცა მეშვიდე მასმცა ვეცი. |
Strophe: S626/K626 | ||
Verse: a | ამოძვრეს ორნი მონანი, | შავნი მართ ვითა ფისანი. |
Verse: b | ქალი გარდმოსვეს, სისხონი | ვნახენ მისისა თმისანი. |
Verse: c | მას რომე ელვა ჰკრთებოდა, | ფერნიმცა ჰგვანდეს რისანი! |
Verse: d და | მან განანათლა სამყარო, | გაცუდდეს შუქნი მზისანი! |
Strophe: S627/K627 | ||
Verse: a | სიხარულმან ამაჩქარა, | ამათრთოლა, და-ცა-მლეწა, |
Verse: b | იგი ვარდი შემიყვარდა, | რომე თოვლსა არ ეხეწა; |
Verse: c | დავაპირე შეტევება, | ვთქვი: "წავიდე მათკე მე, წა-, |
Verse: d და | ჩემსა შავსა სულიერი | რამცა ვითა გარდეხვეწა!" |
Strophe: S628/K628 | ||
Verse: a | ცხენი გავქუსლე, იქმოდა* | შამბი* ხმასა და ხრიალსა, |
Verse: b | ვეღარ მივუსწარ*, გამესწრნეს, | რაზომცა ვსცემდი წრტიალსა. |
Verse: c | ზღვის პირსა მივე, შევხედენ, | ჩნდა ოდენ მზისა ტიალსა, |
Verse: d და | გამშორვებოდეს, წამსლვოდეს, | ამისთვის დავეწვი ალსა". |
Strophe: S629/K629 | ||
Verse: a | ესე მესმა ფრიდონისგან, | მომემატა ცეცხლთა სიცხე, |
Verse: b | ცხენისაგან გარდავიჭერ, | თავი სრულად გავიკიცხე, |
Verse: c | ჩემთა ღაწვთა დანადენი | მე ჩემივე სისხლი ვიცხე. |
Verse: d და | ვუთხარ: "მომკალ, უჩემოსა | ენახამცა ვისცა ის ხე!" |
Strophe: S630/K630 | ||
Verse: a | ესე ჩემგან გაუკვირდა | ფრიდონს, მეტად* ეუცხოვა, |
Verse: b | მაგრა მეტად შევებრალე, | ტირილითა მესათნოვა; |
Verse: c | ვითა შვილი დამადუმა, | მემუდარა, შემეპოვა, |
Verse: d და | თვალთათ* ვითა მარგალიტი | ცრემლი ცხელი გარდმოთოვა. |
Strophe: S631/K631 | ||
Verse: a | ვაგლახ მეო, რა გიამბე | ფათერაკად, მცთარმან, შმაგად!" |
Verse: b | მოვახსენე: "ნურა გაგვა, | ნუ ინავღლი მაგას მაგად! |
Verse: c | იგი მთვარე ჩემი იყო, | მით მედების ცეცხლი მდაგად; |
Verse: d და | აწ გიამბობ, რათგან თავი | გინდა ჩემად ამხანაგად". |
Strophe: S632/K632 | ||
Verse: a | ფრიდონს ვუთხარ ყველაკაი | ჩემი, თავსა გარდასრული; |
Verse: b | მან მითსრა, თუ: "რას ვიტყოდი | მოცთომილი გაბასრული!" |
Verse: c | შენ, მაღალი ინდოთ მეფე, | ჩემსა რადმე ხარ მოსრული, |
Verse: d და | სახელმწიფო საჯდომი და | ტახტი გმართებს, სრაცა სრული". |
Strophe: S633/K633 | ||
Verse: a | კვლაცა მითხრა: "ვისცა ღმერთი | საროს მორჩსა ტანად უხებს, |
Verse: b | მას ლახვარსა მოაშორვებს, | თუცა პირველ გულსა უხებს, |
Verse: c | იგი მოგვცემს წყალობასა | მისსა, ზეცით მოგვიქუხებს, |
Verse: d და | ჭირსა ლხინად შეგვიცვალებს, | არაოდეს შეგვაწუხებს". |
Strophe: S634/K634 | ||
Verse: a | წამოვედით ნატირებნი, | სრას დავსხედით თავის წინა; |
Verse: b | ფრიდონს ვუთხარ: "ჩემი შემწე | შენგან კიდე არავინ ა-, |
Verse: c | ვითა ღმერთმან შენი მსგავსი | სოფლად არა მოავლინა, |
Verse: d და | მაშა, რათგან შეგემეცენ, | ამის მეტი რად რა მინა? |
Strophe: S635/K635 | ||
Verse: a | არ ავი გესვა მოყვარე, | ჟამი თუ მომხვდეს ჟამისად, |
Verse: b | ენა, გონება მახმარე | გამოსარჩევლად ამისად: |
Verse: c | რა მოვაგვარო, რა მიჯობს | სალხენლად ჩემად და მისად? |
Verse: d და | თუ ვერას ვარგებ, ვიქმნები | ვერ-დამყოვნელი* წამისად". |
Strophe: S636/K636 | ||
Verse: a | მან მითხრა: "ბედი ღმრთისაგან | მიჯობსღა ამას რომელი? |
Verse: b | მოსრულ ხარ ჩემად წყალობად | მეფე ინდოეთს მჯდომელი; |
Verse: c | მემცა რად ვიყავ ამისთვის | მადლისა რასმე მნდომელი? |
Verse: d და | ერთი ვარ მონა მონებად | წინაშე თქვენსა მდგომელი. |
Strophe: S637/K637 | ||
Verse: a | ესე ქალაქი გზა არის | ნავთა, ყოველგნით მავალთა, |
Verse: b | შემომკრეფელი ამბავთა | უცხოთა რათმე მრავალთა; |
Verse: c | აქა მოგვესმის ამბავი*, | შენ რომე დაუწვავ ალთა. |
Verse: d და | ნუთუ ქმნას ღმერთმან გარდახდა | მაგ შენთა ჭირთა მრავალთა*! |
Strophe: S638/K638 | ||
Verse: a | ჩვენ გავგზავნნეთ მენავენი, | რომელთაცა კვლა უვლია, |
Verse: b | მოგვინახონ იგი მთვარე, | ვისთვის ჭირი არ გვაკლია; |
Verse: c | მუნამდისცა მოიჭირვე, | გონებამან არ დაგლია. |
Verse: d და | ყოლა ჭირი არ ეგების, | თუ-მცა ლხინმან არ დასძლია". |
Strophe: S639/K639 | ||
Verse: a | კაცნი იხმნა* მასვე წამსა, | ესე საქმე დავიურვეთ, |
Verse: b | უბრძანა, თუ: "ნავებითა წადით, | ზღვა-ზღვა მოიცურვეთ, |
Verse: c | მოგვინახეთ, საყვარელსა მისსა | მისთვის მოასურვეთ; |
Verse: d და | თავთა ჭირი უათასეთ, | რადმც უშვიდეთ, რადმცა ურვეთ?" |
Strophe: S640/K640 | ||
Verse: a | აჩინნა კაცნი, სადაცა | სადგურნი ნავთა სჩენოდეს; |
Verse: b | უბრძანა: "ძებნეთ ყოველგან, | რაცა ვის მისი გსმენოდეს". |
Verse: c | მოლოდნა მიჩნდა სალხინოდ, | პატიჟნი მო-რე-მლხენოდეს, |
Verse: d და | უმისოდ ლხინი მინახავს, | ამა დღისათვის მრცხვენოდეს! |
Strophe: S641/K641 | ||
Verse: a | ფრიდონ საჯდომნი დამიდგნა | ადგილსა საპატრონოსა, |
Verse: b | მითხრა, თუ: "მცთარ ვარ, აქამდის | ვერ მივჰხვდი გასაგონოსა: |
Verse: c | ხარ დიდი მეფე ინდოთა, | რა ვით ვინ მოგაწონოსა! |
Verse: d და | ვინ არის კაცი, რომელმან | თავი არ დაგამონოსა?!" |
Strophe: S642/K642 | ||
Verse: a | რას ვაგრძელებდე! მოვიდეს | ყოვლგნით ამბვისა მბობელნი, |
Verse: b | ცუდნი და ცუდთა ადგილთა | თავისა დამაშრობელნი; |
Verse: c | ვერა, ვერ ეცნა, ვერ იყვნეს | ვერას ამბვისა მცნობელნი, |
Verse: d და | მე უფრო მდინდეს თვალთაგან | კვლა ცრემლნი შეუშრობელნი. |
Strophe: S643/K643 | ||
Verse: a | მე ფრიდონს ვუთხარ: "ესე დღე | ვითა მესაზაროების, |
Verse: b | ამისად მოწმად ღმერთი მყავს, | სათქმელად მეუცხოების; |
Verse: c | უშენოდ მყოფსა ღამე და | დღეცა მესაღამოების, |
Verse: d და | დახსნილ ვარ ლხინსა ყოველსა, | მით გული ჭირსა მოების. |
Strophe: S644/K644 | ||
Verse: a | მაშა მე მისსა ამბავსა | რათგან აღარას მოველი, |
Verse: b | ვეღარ ვიქმნები, გამიშვი, | ვარ ფარმანისა მთხოველი!" |
Verse: c | ფრიდონს რა ესმა, ატირდა, | სისხლითა მუნ მორწყო ველი, |
Verse: d და | მითხრა, თუ: "ძმაო, დღესითგან | ცუდ ჩემი ლხინი ყოველი!" |
Strophe: S645/K645 | ||
Verse: a | თუცა დია მოიჭირვეს, | ვერცა ეგრე დამიჭირეს; |
Verse: b | მისთა სპათა მუხლ-მოყრილთა | თავი მათი ჩემ-კერძ ირეს, |
Verse: c | მეხვეოდეს, მაკოცებდეს, | ატირდეს და ამატირეს: |
Verse: d და | "ნუ წახვალო, დაგაწამოთ, | სიცოცხლეა ჩვენი ვირეს!" |
Strophe: S646/K646 | ||
Verse: a | ეგრე ვუთხარ: "თქვენი გაყრა | მეცა დია მეძნელების, |
Verse: b | მაგრა ლხინი უმისოსა | ჩემგან ძნელად გაიძლების; |
Verse: c | ჩემსა ტყვესა ვერ გავსწირავ, | თქვენცა დია გებრალების, |
Verse: d და | ნუვინ მიშლით, არ დავდგები, | არცა ვისგან დამეშლების". |
Strophe: S647/K647 | ||
Verse: a | მერმე ფრიდონ მოიყვანა, | მიძღვნა ესე ჩემი ცხენი, |
Verse: b | მითხრა: "ჰხედავ, პირი მზისა, | თქვენ საროსა ეგეც ხენი, |
Verse: c | ვიცი, მეტი არა გინდა, | ძღვენნი რადმცა გავკიცხენი? |
Verse: d და | თვით ამანვე მოგაწონოს* | სახედრობა-სიფიცხენი". |
Strophe: S648/K648 | ||
Verse: a | ფრიდონ გამომყვა, წავედით, | ორთავე ცრემლნი ვღვარენით; |
Verse: b | მუნ ერთმანერთსა ვაკოცეთ, | ზახილით გავიყარენით. |
Verse: c | სრულად ლაშქარნი მტიროდეს | გულითა მართლად, არ ენით. |
Verse: d და | გაზრდილ-გამზრდელთა გაყრასა | ჩვენ თავნი დავადარენით. |
Strophe: S649/K649 | ||
Verse: a | ფრიდონისით წამოსრულმან | წავე ძებნად, კვლა ვიარე, |
Verse: b | რომე არა არ დამირჩა | ხმელთა ზედა, ზღვათა გარე, |
Verse: c | მაგრა მისსა მნახავსაცა | კაცსა ვერას შევეყარე; |
Verse: d და | გული სრულად გამიშმაგდა, | თავი მხეცთა დავადარე. |
Strophe: S650/K650 | ||
Verse: a | ვთქვი, თუ: "ჩემგან* აღარა ხამს* | სიარული, ცუდი ცურვა, |
Verse: b | ნუთუ მხეცთა სიახლემან | უკუმყაროს გულსა ურვა!" |
Verse: c | მონათა და ამა ასმათს | სიტყვა ვუთხარ შვიდი, თუ რვა: |
Verse: d და | "ვიცი, რომე დამირჯიხართ, | დია გმართებს ჩემი მდურვა. |
Strophe: S651/K651 | ||
Verse: a | აწ წადით და მე დამაგდეთ, | ეტერენით თავთა თქვენთა, |
Verse: b | ნუღარ უჭვრეტთ ცრემლთა ცხელთა, | თვალთა ჩემთათ* მონადენთა!" |
Verse: c | რა ესენი მოისმენდეს | საუბართა ესოდენთა, |
Verse: d და | მითხრეს: "ჰაჲ-ჰაჲ, რასა ჰბრძანებ, | ნუ მოასმენ ყურთა ჩვენთა! |
Strophe: S652/K652 | ||
Verse: a | უშენოსა ნუმცა ვნახავთ | ნუ პატრონსა, ნუ უფალსა! |
Verse: b | ნუთუ ღმერთმან არ გაგვყარნეს | ცხენთა თქვენთა ნატერფალსა! |
Verse: c | თქვენ გიჭვრეტდეთ საჭვრეტელსა | შვენიერსა, სატურფალსა!" |
Verse: d და | თურე ბედი მოაღაფლებს | კაცსა ეგზომ არ-ღაფალსა. |
Strophe: S653/K653 | ||
Verse: a | ვეღარ გავგზავნენ, სიტყვანი | მესმნეს მონათა ჩემთანი, |
Verse: b | მაგრა დავყარენ არენი | მე კაცრიელთა თემთანი; |
Verse: c | სახლად სამყოფნი* მიმაჩნდეს | თხათა და მათ* ირემთანი. |
Verse: d და | გავიჭერ, სრულად დავტკეპნენ | ქვე მინდორნი და ზე მთანი. |
Strophe: S654/K654 | ||
Verse: a | ესე ქვაბნი უკაცურნი | ვპოვენ, დევთა შეეკაფნეს, |
Verse: b | შემოვები, ამოვწყვიდენ, | ყოლა ვერას ვერ მეხაფნეს, |
Verse: c | მათ მონანი დამიხოცნეს, | ჯაჭვნი ავად მოექაფნეს. |
Verse: d და | საწუთრომან დამაღრიჯა, | ცქაფნი მისნი კვლა მეცქაფნეს. |
Strophe: S655/K655 | ||
Verse: a | დევთა ყვირილი, ზახილი | ზეცამდის აიწეოდა; |
Verse: b | მათისა ლახტის ცემითა | ქვეყანა შეირყეოდა; |
Verse: c | მზე დააბნელეს მტვერითა, | ალვის შტო შეირხეოდა, |
Verse: d და | ასი ერთ კერძოთ მომიხდეს, | დავფრიწე, დაიხეოდა. |
Strophe: S656/K656 | ||
Verse: a | აჰა, ძმაო, მაშინდითგან | აქა ვარ და აქა ვკვდები; |
Verse: b | ხელი მინდორს გავიჭრები, | ზოგჯერ ვტირ და ზოგჯერ ვბნდები, |
Verse: c | ესე ქალი არ დამაგდებს, | - არს მისთვისვე ცეცხლ-ნადები, - |
Verse: d და | ჩემად ღონედ სიკვდილისა | მეტსა არას არ ვეცდები! |
Strophe: S657/K657 | ||
Verse: a | რომე ვეფხი შვენიერი | სახედ მისად დამისახავს, |
Verse: b | ამად მიყვარს ტყავი მისი, | კაბად ჩემად მომინახავს; |
Verse: c | ესე ქალი შემიკერავს, | ზოგჯერ სულთქვამს, ზოგჯერ ახავს; |
Verse: d და | რათგან თავი არ მომიკლავს, | ხრმალი ცუდად მომიმახავს. |
Strophe: S658/K658 | ||
Verse: a | მისსა ვერ იტყვის ქებასა | ყოველი ბრძენთა ენები; |
Verse: b | მას დაკარგულსა ვიგონებ | მე, სიცოცხლისა მთმენები; |
Verse: c | მას აქათ ვახლავ ნადირთა, | თავსა მათებრვე მხსენები; |
Verse: d და | სხვად არას ვიაჯ ღმრთისაგან, | ვარ სიკვდილისა მქენები". |
Strophe: S659/K659 | ||
Verse: a | პირსა იცა, გაიხეთქა | ღაწვი, ვარდი აახეწა*, |
Verse: b | ლალი ქარვად გარდაიქცა, | ბროლი სრულად დაილეწა; |
Verse: c | ავთანდილსცა ცრემლი წასდის | წამწამთაგან ერთ-სახე, წა-; |
Verse: d და | მერმე ქალმან დაადუმა, | მუხლ-მოყრილი შეეხვეწა. |
Strophe: S660/K660 | ||
Verse: a | ტარიელ უთხრა ავთანდილს, | ასმათის დად სამებულმან*: |
Verse: b | "შენ ყველაკაი გაამე | მე ვერას ვერ ამებულმან; |
Verse: c | გიამბე ჩემი ამბავი | სიცოცხლე-გაარმებულმან, |
Verse: d და | აწ წადი, ნახე შენი მზე | ნახვისა მოჟამებულმან". |
Strophe: S661/K661 | ||
Verse: a | ავთანდილ უთხრა: "მე შენი | გაყრა არ მომეთმინების; . |
Verse: b | თუ გაგეყრები, თვალთაგან | ცრემლიცა დამედინების. |
Verse: c | მართალსა გითხრობ, ამისი | კადრება ნუ გეწყინების, |
Verse: d და | შენ ვისთვის ჰკვდები, მაგითა | მას არა არ ელხინების. |
Strophe: S662/K662 | ||
Verse: a | რა აქიმი დასნეულდეს, | რაზომ გინდა საქებარი, |
Verse: b | მან სხვა უხმოს მკურნალი და | მაჯაშისა შემტყობარი*, |
Verse: c | მას უამბოს, რაცა სჭირდეს | სენი, ცეცხლთა მომდებარი: |
Verse: d და | სხვისა სხვამან უკეთ იცის | სასარგებლო საუბარი. |
Strophe: S663/K663 | ||
Verse: a | რაცა გითხრა, მომისმინე, | ბრძენი გეტყვი, არა ხელი: |
Verse: b | ასი გმართებს გაგონება, | არ გეყოფის, არ, ერთხელი; |
Verse: c | კარგად ვერას ვერ მოივლენს* | კაცი აგრე გულ-ფიცხელი. |
Verse: d და | აწ მე მინდა ნახვა მისი, | ვისგან დამწვავს ცეცხლი ცხელი. |
Strophe: S664/K664 | ||
Verse: a | იგი ვნახო, სიყვარული | მისი ჩემთვის დავამტკიცო; |
Verse: b | მოვახსენო, რაცა მეცნას, | მეტი საქმე არა მიცო; |
Verse: c | შენ გენუკევ, შემაჯერო, | ღმერთი იღმრთო, ცაცა იცო, |
Verse: d და | ერთმანერთი არ გავწიროთ, | მაფიცო და შემომფიცო. |
Strophe: S665/K665 | ||
Verse: a | რომე აქათ არ წახვიდე, | შენ თუ ამას შემეპირო, |
Verse: b | მეცა ფიცით შეგაჯერო, | არასათვის არ გაგწირო, |
Verse: c | კვლა მოვიდე შენად ნახვად, | შენთვის მოვკვდე, შენთვის ვირო, |
Verse: d და | ღმერთსა უნდეს, ვისთვის ჰკვდები, | მისთვის ეგრე არ გატირო". |
Strophe: S666/K666 | ||
Verse: a | მან მიუგო: "უცხოს უცხო | ეგრე ვითა შეგიყვარდი? |
Verse: b | გასაყრელად გეძნელები, | იადონსა ვითა ვარდი; |
Verse: c | რაგვარამცა დაგივიწყე, | რაგვარამცა უკუმქარდი! |
Verse: d და | ღმერთმან ქმნას და კვლაცა გნახო | ალვა მორჩი, განაზარდი. |
Strophe: S667/K667 | ||
Verse: a | პირი შენი ნახვად ჩემად | თუ მობრუნდეს, ტანი იხოს, |
Verse: b | გული მინდორს არ გაიჭრეს, | არ ირმოს და* არცა ითხოს; |
Verse: c | თუ გიტყუო, მოგაღორო, | ღმერთმან რისხვით გამიკითხოს! |
Verse: d და | შენმან ჭვრეტა-სიახლემან | მომაქარვოს სევდა, მითხოს!" |
Strophe: S668/K668 | ||
Verse: a | ამას ზედა შეიფიცნეს | მოყვარენი, გულ-სადაგნი, |
Verse: b | იაგუნდნი ქარვის-ფერნი, | სიტყვა-ბრძენნი, ცნობა-შმაგნი; |
Verse: c | შეუყვარდა ერთმანერთი, | სწვიდეს მიწყივ გულსა დაგნი, |
Verse: d და | მას ღამესა ერთგან იყვნეს | შვენიერნი ამხანაგნი. |
Strophe: S669/K669 | ||
Verse: a | ავთანდილცა მასვე თანა | ტიროდა და ცრემლი ღვარა; |
Verse: b | რა გათენდა, წამოვიდა, | აკოცა და გაეყარა; |
Verse: c | ტარიელს თუ ვით ეწყინა, | რა ქმნას, ამას ვერ მიმხვდარა; |
Verse: d და | ავთანდილცა ჩატიროდა, | შამბი შიგან ჩაიარა. |
Strophe: S670/K670 | ||
Verse: a | ავთანდილს ასმათ ჩამოჰყვა, | ზენარით ეუბნებოდა, |
Verse: b | მუხლთა უყრიდა, ტიროდა, | თითითა ეხვეწებოდა, |
Verse: c | ადრე მოსლვასა ჰვედრებდა, | მართ ვითა ია ჭნებოდა; |
Verse: d და | მან უთხრა: "დაო, უთქვენოდ | სხვა რამცა მეგონებოდა! |
Strophe: S671/K671 | ||
Verse: a | ადრე მოვალ, არ გაგწირავ, | არას დავზამ შინა ხანსა, |
Verse: b | ოდენ სხვაგან არ წავიდეს, | ნუსად არებს იმა ტანსა; |
Verse: c | აქათ ორ თვე არ მოვიდე, | ვიქმ საქმესა დაუგვანსა, |
Verse: d და | შეიგენით, მიცემულ ვარ | ჭირსა რასმე თანისთანსა" |