Strophe: S672/K672 | ||
Verse: a | იგი მუნით წარმოსრული | სევდამანცა განა მოკლა! |
Verse: b | პირსა იხოკს, ვარდსა აზრობს, | ხელი მისი გაამხოკლა; |
Verse: c | სისხლსა, მისგან დადენილსა, | მხეცი ყოვლი გაამლოკლა; |
Verse: d და | მისმან ფიცხლა სიარულმან | შარა გრძელი შეამოკლა. |
Strophe: S673/K673 | ||
Verse: a | მუნ მივიდა, სადა-იგი | მისნი სპანი დაეყარნეს. |
Verse: b | ნახეს, იცნეს; რაგვარაცა | ჰმართებს, აგრე გაეხარნეს. |
Verse: c | შერმადინსცა ახარებდეს, | ფიცხლა კაცთა თავნი არნეს: |
Verse: d და | "მოვიდაო, აქანამდის | ვისთვის ლხინი* გაგვემწარნეს!" |
Strophe: S674/K674 | ||
Verse: a | გაეგება, მოეხვია, | ზედა დასდვა პირი ხელსა, |
Verse: b | აკოცებდა, სიხარულით | ცრემლთა* ღვრიდა ველთა მრწყველსა; |
Verse: c | ესე თქვა, თუ: "ნეტარ, ღმერთო, | ცხადსა ვხედავ, ანუ ბნელსა? |
Verse: d და | მე ვით ღირს ვარ ამას, რომე | თვალნი ჩემნი გჭვრეტდენ მრთელსა!" |
Strophe: S675/K675 | ||
Verse: a | ყმამან მდაბლად მოიკითხა, | ზედა დასდვა პირი პირსა; |
Verse: b | უბრძანა, თუ: "ღმერთსა ვჰმადლობ, | შენ თუ ჭირად არა გჭირსა!" |
Verse: c | დიდებულთა თაყვანის-სცეს, | აკოცებდეს, ვინცა ღირს -ა, |
Verse: d და | ზარსა სცემდეს, უხაროდა | უფროსსა და თუნდა მცირსა. |
Strophe: S676/K676 | ||
Verse: a | მოვიდეს, სადა საყოფად | სახლი დგა მუნ აგებული. |
Verse: b | მოვიდა ნახვად ყოველი | მის ქალაქისა კრებული. |
Verse: c | მაშინვე დაჯდა ნადიმად | მორჭმით ლაღი და შვებული. |
Verse: d და | ენა მის დღისა შვებასა | ყოლა ვერ იტყვის კლებული. |
Strophe: S677/K677 | ||
Verse: a | შერმადინს უთხრა, უამბო | ყოველი მისგან ნახული, |
Verse: b | ანუ ვით პოვა იგი ყმა, | მისგანვე მზედ დასახული. |
Verse: c | ავთანდილს ცრემლი უყოფდა, | უბნობდა თვალ-დაფახული: |
Verse: d და | "უმისოდ მყოფსა სწორად მიჩს | ჩემთვის დარბაზი და ხული". |
Strophe: S678/K678 | ||
Verse: a | მუნ* ამბავი შინაური | ყველაკაი მოახსენა: |
Verse: b | "შენი წასლვა არვინ იცის, | რაცა მითხარ, აგრე ვქმენა!" |
Verse: c | მას დღე მუნით არ წავიდა, | ინადიმა, გაისვენა, |
Verse: d და | ცისკრად შეჯდა, გაემართა, | დღე რა მზემან გაათენა. |
Strophe: S679/K679 | ||
Verse: a | არცაღა დაჯდა ნადიმად, | არცაღა ქმნად ხალვათისა; |
Verse: b | შერმადინ მახარობელი | წავა მისლვისა მათისა, |
Verse: c | ფიცხლა წავიდა, სავალი | სამ დღე ვლო დღისა ათისა. |
Verse: d და | მას ლომსა ნახვა უხარის | მის მზისა მოკამათისა*. |
Strophe: S680/K680 | ||
Verse: a | შესთვალა: "მეფე უკადრი | ხარმცა მორჭმით და დიდებით*! |
Verse: b | ამა საქმესა ვიკადრებ | შიშით, კრძალვით და რიდებით*: |
Verse: c | მის ყმისა ვერას ვერ მცნობი | ვუხმობდი თავსა ფლიდებით*, |
Verse: d და | აწ ვცან და გაცნევ ყოველსა, | მოვალ შვებით და მშვიდებით*". |
Strophe: S681/K681 | ||
Verse: a | როსტევან - მეფე უკადრი, | მორჭმული, შეუპოველი! |
Verse: b | შერმადინ მოციქულობა | თვით მოახსენა ყოველი: |
Verse: c | "ავთანდილ მოვა წინაშე, | მის ყმისა ვისმე მპოველი". |
Verse: d და | ბრძანა: "ვცან ჩემი ღმრთისაგან | სააჯო და სათხოველი". |
Strophe: S682/K682 | ||
Verse: a | თინათინს ჰკადრა შერმადინ, | ნათელსა მას უღამოსა: |
Verse: b | ავთანდილ მოვა წინაშე, | გკადრებს ამბავსა ამოსა". |
Verse: c | იგი მით აკრთობს ელვასა, | მზისაცა უთამამოსა, |
Verse: d და | მას საბოძვარი უბოძა, | მისი ყველაი დამოსა. |
Strophe: S683/K683 | ||
Verse: a | მეფე შეჯდა, გაეგება | ყმასა, მუნით მომავალსა; |
Verse: b | ამას პირ-მზე მეფისაგან | ივალებდა ვითა ვალსა. |
Verse: c | მიეგება, მოეგება | მხიარული გულ-მხურვალსა, |
Verse: d და | დიდებულთა ჯარისაგან | ზოგი ჰგვანდა ვითა მთრვალსა. |
Strophe: S684/K684 | ||
Verse: a | რა მიეახლა, გარდახდა, | ყმამ* თაყვანის-სცა მეფესა; |
Verse: b | აკოცა როსტან, მიმხვდარმან | ნიშატთა სიიეფესა; |
Verse: c | გულ-მხიარულნი, შვებულნი | მივლენ დარბაზსა სეფესა; |
Verse: d და | მის ყმისა მოსლვა უხარის | ყოველსა მუნ მეკრეფესა. |
Strophe: S685/K685 | ||
Verse: a | მას ავთანდილ თაყვანის-სცა - | ლომთა ლომმან მზეთა მზესა. |
Verse: b | მუნ ბროლი და ვარდ-გიშერი | გაეტურფა სინაზესა. |
Verse: c | პირი მისი უნათლეა | სინათლესა ზესთა-ზესა, |
Verse: d და | სახლ-საყოფი არა ჰმართებს, | ცამცა გაიდარბაზესა! |
Strophe: S686/K686 | ||
Verse: a | მას დღე დასხდეს ნადიმობად, | გაამრავლეს სმა და ჭამა; |
Verse: b | ყმასა მეფე ასრე უჭვრეტს, | ვითა შვილსა ტკბილი მამა. |
Verse: c | მათ ორთავე აშვენებდა: | ფიფქსა - თოვნა, ვარდსა - ნამა. |
Verse: d და | უხვად გასცეს საბოძვარი, | მარგალიტი ვითა დრამა. |
Strophe: S687/K687 | ||
Verse: a | სმა გარდახდა, თავის-თავის | გაიყარნეს მსმელნი შინა; |
Verse: b | დიდებულნი არ გაუშვნეს, | ყმა დაისვეს ახლოს წინა; |
Verse: c | მეფე ჰკითხავს, იგი ჰკადრებს, | რაცა ჭირი დაეთმინა, |
Verse: d და | მერმე მისი, უცნობოსა, | რა ენახა, რა ესმინა: |
Strophe: S688/K688 | ||
Verse: a | "მას ვახსენებდე, ნუ გიკვირს, | თქმა მჭირდეს მიწყივ ახისა! |
Verse: b | მზე თუ ვთქვა მსგავსი მისი და | ანუ მისისა სახისა, |
Verse: c | ვინ უნახავ ქმნის გონება | ყოველთა კაცთა მნახისა; |
Verse: d და | ვარდი დამჭნარი ეკალთა | შუა, შორს მყოფი, ახ, ის ა!" |
Strophe: S689/K689 | ||
Verse: a | რა ჭირი კაცსა სოფელმან | მოუთმოს მოუთმინამან, |
Verse: b | ქაცვი ლერწამმან, ზაფრანა | იმსგავსოს ფერად მინამან, |
Verse: c | ავთანდილ, მისმან მხსენებმან, | ღაწვი ცრემლითა მინამან, |
Verse: d და | წვრილად უამბო ამბავი | მან, მისმან მონასმინამან: |
Strophe: S690/K690 | ||
Verse: a | "ქვაბნი ომითა წაუხმან, | სახლად აქვს დევთა სახლები, |
Verse: b | საყვარელისა მისისა | ქალი ჰყავს თვით ნაახლები, |
Verse: c | ვეფხისა ტყავი აცვია, | ცუდად უჩს სტავრა-ნახლები, |
Verse: d და | არღარა ნახავს სოფელსა, | ცეცხლი სწვავს ახალ-ახლები". |
Strophe: S691/K691 | ||
Verse: a | რა დაასრულა ამბავი, | საქმე მისისა ჭირისა, |
Verse: b | ნახვა მის მზისა ნათლისა, | მის თვალად არ დუხჭირისა, |
Verse: c | ეამა, უქეს ვარდისა | ხელი, მძლედ დანამჭირისა: |
Verse: d და | "ეგე კმა სიმხნე სიმხნისად, | რადღა ხარ მომხვეჭი რისა!" |
Strophe: S692/K692 | ||
Verse: a | გამხიარულდა თინათინ | ამა ამბისა სმენითა; |
Verse: b | მას დღე იხარებს სმისა და | ჭამისა არ-მოწყენითა, |
Verse: c | კვლა საწოლს დაჰხვდა მის მზისა | მონა სიტყვითა ბრძენითა: |
Verse: d და | მისლვა ებრძანა, - ეამა, | თქმა არ ეგების ენითა. |
Strophe: S693/K693 | ||
Verse: a | ყმა წავიდა მხიარული, | ლმობიერი, არ გამწყრალი, |
Verse: b | ლომი მინდორთ ლომთა თანა | მინდორს რული, ფერ-ნამკრთალი, |
Verse: c | ყმა სოფლისა ხასიათი, | ჯავარი და სრული ლალი, |
Verse: d და | მაგრა ჰქონდა გულისათვის | გული გულსა განაცვალი. |
Strophe: S694/K694 | ||
Verse: a | მზე უკადრი ტახტსა ზედა | ზის მორჭმული, არ ნადევრი, |
Verse: b | წყლად ევფრატსა უხვად ერწყო | ედემს რგული ალვა მჭევრი; |
Verse: c | ბროლ-ბადახშსა აშვენებდა | თმა გიშერი, წარბი ტევრი, |
Verse: d და | მე ვინ ვაქებ? ათენს ბრძენთა, | ხამს, აქებდეს ენა ბევრი! |
Strophe: S695/K695 | ||
Verse: a | ყმა მხიარული წინაშე | დასვა სკამითა მისითა; |
Verse: b | სხენან სავსენი ლხინითა, | ორთავე შესატყვისითა; |
Verse: c | უბნობენ ლაღნი, წყლიანნი | არა სიტყვითა მქისითა; |
Verse: d და | უთხრა: "ჰპოვეა, პატიჟნი | ჰნახენ ძებნითა ვისითა?" |
Strophe: S696/K696 | ||
Verse: a | ჰკადრა: "რა კაცსა სოფელმან | მისცეს წადილი გულისა, |
Verse: b | ხსოვნა არა ხამს ჭირისა, | ვით დღისა გარდასრულისა. |
Verse: c | ვპოვე ხე, ტანი ალვისა, | სოფლისა წყალთა რწყულისა, |
Verse: d და | მუნ პირი, მსგავსი ვარდისა, | მაგრა აწ ფერ-ნაკლულისა. |
Strophe: S697/K697 | ||
Verse: a | მუნ სარო, მსგავსი ვარდისა, | ვნახე, მისჭირდა, მი, ნები; |
Verse: b | იტყვის: "დავკარგე ბროლი და | სადა ჰრთავს ბროლსა მინები". |
Verse: c | მით ვიწვი, რათგან ჩემებრვე | ცეცხლი სწვავს მოუთმინები" |
Verse: d და | მერმე კვლა ჰკადრა ამბავი | მან, მისგან მონასმინები. |
Strophe: S698/K698 | ||
Verse: a | სიარულსა მისგან ძებნად, | სრულ პატიჟთა მოსთვლის, ჭირსა, |
Verse: b | მერმე ჰკადრა, საწადლისა | ღმერთმან პოვნა ვით აღირსა: |
Verse: c | "საწუთრო და სოფელს ყოფა, | კაცი უჩსო, ვით ნადირსა, |
Verse: d და | ოდენ ხელი მხეცთა თანა | იარების მინდორს, ტირსა. |
Strophe: S699/K699 | ||
Verse: a | ნუ მკითხავ, ქება რა გკადრო, | ჩემგან რა გაგეგონების? |
Verse: b | მისსა მნახავსა ნახული | აღარა მოეწონების; |
Verse: c | თვალნი მჭვრეტელთა*, ვით მზისა | ციაგსა, დაეღონების; |
Verse: d და | ვარდი შექმნილა ზაფრანად, | აწ ია შეიკონების!" |
Strophe: S700/K700 | ||
Verse: a | წვრილად ჰკადრა, რა იცოდა, | რა ნახულად, რა ნასმენად: |
Verse: b | "ვითა ვეფხსა წავარნა და | ქვაბი აქვსო სახლად, მენად; |
Verse: c | ქალი ახლავს სასურველად, | სულთა დგმად და ჭირთა თმენად". |
Verse: d და | ვაჲ, სოფელმან სოფელს მყოფი | ყოვლი დასვა ცრემლთა დენად! |
Strophe: S701/K701 | ||
Verse: a | ქალსა რა ესმა ამბავი, | მიჰხვდა წადილი ნებისა, |
Verse: b | განათლდა პირი მთვარისა, | ვით ნათლად ნავანებისა; |
Verse: c | იტყვის: "რა ვუთხრა პასუხი | მას სათნებლისა თნებისა, |
Verse: d და | რაა წამალი მისისა | წყლულისა განკურნებისა?" |
Strophe: S702/K702 | ||
Verse: a | ყმა ეტყვის: "ვის აქვს მინდობა | კაცისა მომცქაფავისა? |
Verse: b | მან ჩემთვის დაწვა თავისა | დადვა, არ-დასაწვავისა; |
Verse: c | დრო დამიც ჩემგან მისლვისა, | მითქვამს დადება თავისა, |
Verse: d და | მზე შემიფიცავს თავისა, | ჩემგან მზედ სახედავისა. |
Strophe: S703/K703 | ||
Verse: a | ხამს მოყვარე მოყვრისათვის | თავი ჭირსა არ დამრიდად, |
Verse: b | გული მისცეს გულისათვის, | სიყვარული გზად და ხიდად; |
Verse: c | კვლა მიჯნურსა მიჯნურისა | ჭირი უჩნდეს ჭირად დიდად, |
Verse: d და | აჰა, მაქვსმცა უმისოსა | ლხინი არმად, თავი ფლიდად!" |
Strophe: S704/K704 | ||
Verse: a | მზე ეტყვის: "მომხვდა ყოველი | ჩემი წადილი გულისა: |
Verse: b | პირველ, შენ მოხვე მშვიდობით, | მპოვნელი დაკარგულისა, |
Verse: c | მერმე, ზრდა სიყვარულისა | გაქვს, ჩემგან დანერგულისა, |
Verse: d და | ვპოვე წამალი გულისა, | აქამდის დადაგულისა! |
Strophe: S705/K705 | ||
Verse: a | საწუთრო კაცსა ყოველსა | ვითა ტაროსი უხვდების: |
Verse: b | ზოგჯერ მზეა და ოდესმე | ცა რისხვით მოუქუხდების. |
Verse: c | აქამდის ჭირი ჩემზედა | აწ ესე ლხინი უხვდების, |
Verse: d და | რათგან შვება აქვს სოფელსა, | თვით რად ვინ შეუწუხდების? |
Strophe: S706/K706 | ||
Verse: a | შენ არ-გატეხა კარგი გჭირს | ზენაარისა, ფიცისა. |
Verse: b | ხამს გასრულება მოყვრისა | სიყვარულისა მტკიცისა, |
Verse: c | ძებნა წამლისა მისისა | და ცოდნა ხამს უვიცისა*, |
Verse: d და | ჩემი თქვი, რა ვქმნა ბნელ-ქმნილმან, | მზე მიმეფაროს, მი-, ცისა?" |
Strophe: S707/K707 | ||
Verse: a | ყმამან ჰკადრა: "სიახლითა | შევჰრთე ჭირი შვიდსა მე რვა, |
Verse: b | ცუდი არის დამზრალისა | გასათბობლად წყლისა ბერვა, |
Verse: c | ცუდი არის სიყვარული, | ქვეით კოცნა, მზისა წვერვა, |
Verse: d და | თუ გეახლო, ერთხელ ვა და, | რა მოგშორდე, ათასჯერ ვა! |
Strophe: S708/K708 | ||
Verse: a | ვაჲ თუ გავიჭრა, გაჭრილსა | სადა, გლახ, დამწვავს სამ ალი! |
Verse: b | გული ძეს საგნად ისრისა, | მესრის საკრავად* სამალი; |
Verse: c | დრო სიცოცხლისა ჩემისა | დღესითგან ჩანს ნასამალი; |
Verse: d და | მალვა მწადს, მაგრა გარდახდა | ჟამი პატიჟთა სამალი! |
Strophe: S709/K709 | ||
Verse: a | მესმა თქვენი ნაუბარი, | გავიგონე, რაცა ჰბრძანე! |
Verse: b | ვარდსა ქაცვი მოაპოვნებს, | ეკალთამცა რად ვეფხანე! |
Verse: c | მაგრა, მზეო, თავი მზესა | ჩემთვის სრულად დააგვანე, |
Verse: d და | სიცოცხლისა საიმედო | ნიშანი რა წამატანე!" |
Strophe: S710/K710 | ||
Verse: a | ყმა ტკბილი და ტკბილ-ქართული, | სიკეთისა ხელის მხდელი, |
Verse: b | ამას ზედა ეუბნების, | ვით გაზრდილსა ამო მზრდელი; |
Verse: c | ქალმან მისცნა მარგალიტნი, | სრულ-ქმნა მისი საწადელი, |
Verse: d და | ღმერთმან ქმნას და გაუსრულდეს | ლხინი ესე აწინდელი! |
Strophe: S711/K711 | ||
Verse: a | რა სჯობს, რა კაცმან გიშერი | ბროლ-ლალსა თანა ახიოს, |
Verse: b | ანუ ბაღს ალვა საროსა | ახლოს რგოს, მორწყოს, ახიოს, |
Verse: c | მისსა მჭვრეტელსა ალხინოს, | ვერ- მჭვრეტსა ავაგლახიოს! |
Verse: d და | ვაჲ მოყვარისა გაყრილსა, | ახი ოს ეყოს, ახი ოს! |
Strophe: S712/K712 | ||
Verse: a | მათ მიჰხვდა ლხინი ყოველი | ერთმანერთისა ჭვრეტითა. |
Verse: b | ყმა წამოვიდა გაყრილი, | მივა გულითა რეტითა. |
Verse: c | მზე ტირს სისხლისა ცრემლითა, | ზღვისაცა მეტის-მეტითა. |
Verse: d და | იტყვის: "ვერ გაძღა სოფელი, | ვაჲ, სისხლთა ჩემთა ხვრეტითა!" |
Strophe: S713/K713 | ||
Verse: a | ყმა წავიდა სევდიანი, | მკერდსა იცემს, ამად ილებს, |
Verse: b | რომე კაცსა მიჯნურობა | ატირებს და გააფრდილებს; |
Verse: c | რა ღრუბელი მიეფარვის, | მზე ხმელეთსა დააჩრდილებს, . |
Verse: d და | მის მოყვრისა მოშორვება | კვლა აბინდებს, არ ადილებს. |
Strophe: S714/K714 | ||
Verse: a | სისხლმან და ცრემლმან გარევით | ღაწვი ქმნის ღარად და ღარად; |
Verse: b | იტყვის: "მზე ჩემგან თავისად | კმა დასადებლად აღარად; |
Verse: c | მიკვირს, თუ გული ალმასი | შავმან წამწამმან დაღა რად! |
Verse: d და | ვირე ვნახვიდე, სოფელო, | მინდი სალხინოდ აღარად! |
Strophe: S715/K715 | ||
Verse: a | ვინ გუშინ ედემს ნაზარდი | ალვა მრგო, მომრწყო, მახია, |
Verse: b | დღეს საწუთრომან ლახვარსა | მიმცა, დანასა მახია, |
Verse: c | დღეს გული ცეცხლსა უშრეტსა | დაბმით დამიბა მახია. |
Verse: d და | აწყა ვცან, საქმე სოფლისა | ზღაპარია და ჩმახია!" |
Strophe: S716/K716 | ||
Verse: a | ამას მოსთქვამს, ცრემლსა აფრქვევს*, | ათრთოლებს და აწანწარებს, |
Verse: b | გულ-ამოსკვნით, ოხრვა-სულთქვმით | მიხრის ტანსა, მიაწარებს. |
Verse: c | საყვარლისა სიახლესა | მოშორვება გაამწარებს, |
Verse: d და | ვაჲ, საწუთრო ბოლოდ თავსა | ასუდარებს-აზეწარებს! |
Strophe: S717/K717 | ||
Verse: a | ყმა მივიდა, საწოლს დაჯდა, | ზოგჯერ ტირს და ზოგჯერ ბნდების, |
Verse: b | მაგრა ახლავს გონებითა | საყვარელსა, არ მოსწყდების; |
Verse: c | ვით მწვანვილსა თრთვილისაგან, | პირსა ფერი მოაკლდების. |
Verse: d და | ჰხედავთ, ვარდსა უმზეობა | რაგვარ ადრე დააჩნდების! |
Strophe: S718/K718 | ||
Verse: a | გული კრულია კაცისა, | ხარბი და გაუძღომელი, |
Verse: b | გული* ჟამ-ჟამად* ყოველთა | ჭირთა მთმო, ლხინთა მნდომელი, |
Verse: c | გული - ბრმა, ურჩი ხედვისა, | თვით ვერას ვერ გამზომელი, |
Verse: d და | ვერცა ჰპატრონობს სიკვდილი, | ვერცა პატრონი რომელი!" |
Strophe: S719/K719 | ||
Verse: a | რა გულსა უთხრნა გულისა | სიტყვანი საგულისონი, |
Verse: b | თვით მარგალიტნი მოიხვნა | მის მზისა სამეყვისონი, |
Verse: c | მის მზისა მკლავსა ნაბამი*, | მათ კბილთა შესატყვისონი, |
Verse: d და | პირი დასდვა და აკოცა, | ცრემლი სდის, ვითა ბისონი. |
Strophe: S720/K720 | ||
Verse: a | რა გათენდა, კაცი მოვა* | მომკითხავი, დარბაზს მხმობი. |
Verse: b | ყმა წავიდა ლაღი, ნაზი, | ნაღვიძები, ძილ-ნაკრთობი. |
Verse: c | ერთმანერთსა ეჯარვიან, | დგას მჭვრეტელთა ჯარი მსწრობი; |
Verse: d და | მეფე მინდორს ეკაზმოდა, | მოემზადა დაბდაბ-ნობი. |
Strophe: S721/K721 | ||
Verse: a | მეფე შეჯდა, მაშინდელი | ზარი აწმცა ვით ითქმოდა! |
Verse: b | ქოს-დაბდაბთა ცემისაგან | ყურთა სიტყვა არ ისმოდა, |
Verse: c | მზესა ქორნი აბნელებდეს, | ძაღლთა რბოლა მიდამოდა; |
Verse: d და | მას დღე მათგან დანაღვარი | სისხლი ველთა მოესხმოდა! |
Strophe: S722/K722 | ||
Verse: a | ინადირეს, შემოიქცეს | მხიარულნი მინდორს რულნი, |
Verse: b | შეიტანნეს დიდებულნი, | თავადნი და სპანი სრულნი; |
Verse: c | დაჯდა, დახვდეს მოკაზმულნი | საჯდომნი და სრანი სრულნი, |
Verse: d და | ხმას სცემს ჩანგი ჩაღანასა, | მომღერალნი იყვნეს სრულნი*! |
Strophe: S723/K723 | ||
Verse: a | ყმა ახლოს უჯდა მეფესა, | ჰკითხვიდა, ეუბნებოდა; |
Verse: b | ბაგეთათ* გასჭვირს ბროლ-ლალი, | მათ* კბილთათ* ელვა ჰკრთებოდა. |
Verse: c | ღირსნი ახლოს სხდეს*, ისმენდეს, | შორს ჯარი დაიჯრებოდა, |
Verse: d და | უტარიელოდ ხსენება | არვისგან იკადრებოდა. |
Strophe: S724/K724 | ||
Verse: a | ყმა მივიდა გულ-მოკლული, | ცრემლი ველთა მოედინა. |
Verse: b | მართ მისივე სიყვარული | უარებდის თვალთა წინა. |
Verse: c | ზოგჯერ ადგის, ზოგჯერ დაწვის, | ხელსა რადმცა დაეძინა! |
Verse: d და | რაცა აჯა დათმობისა | გულმან ვისმცა მოუსმინა! |
Strophe: S725/K725 | ||
Verse: a | წევს, იტყვის: "გულსა სალხინო | რამცაღა დავუსახეო? |
Verse: b | მოგშორდი, ედემს ნაზარდო | ტანო ლერწამო და ხეო, |
Verse: c | შენთა მჭვრეტელთა ნიშატო, | ვერ-მჭვრეტთა სავაგლახეო, |
Verse: d და | ცხადად ნახვასა არ ღირს ვარ, | ნეტამცა* სიზმრად გნახეო!" |
Strophe: S726/K726 | ||
Verse: a | ამას მოთქმიდის ტირილით | ცრემლისა დასაღვაროთა; |
Verse: b | კვლა გულსა ეტყვის: "დათმობა | ჰგვანდეს სიბრძნისა წყაროთა. |
Verse: c | არ დავთმოთ, რა ვქმნათ, სევდასა, | მითხარ, რა მოვუგვაროთა? |
Verse: d და | თუ ლხინი გვინდა ღმრთისაგან, | ჭირიცა შევიწყნაროთა". |
Strophe: S727/K727 | ||
Verse: a | კვლა იტყვის: "გულო, რაზომცა* | გაქვს სიკვდილისა წადება, |
Verse: b | სჯობს სიცოცხლისა გაძლება, | მისთვის თავისა დადება, |
Verse: c | მაგრა დამალე, არ გაჩნდეს* | შენი ცეცხლისა კვლა დება, |
Verse: d და | ავად შეჰფერობს მიჯნურსა | მიჯნურობისა ცხადება!" |