TITUS
Rustaveli, Vepxistqaosani
Part No. 31
Previous part

Chapter: 31 
დათხოვა ავთანდილისა როსტევან მეფესთანა. ვაზირის საუბარი.







Strophe: S728/K728 
Verse: a       რა გათენდა, შეეკაზმა,   ყმა გავიდა ადრე გარე;
Verse: b       იტყვის: "ნეტარ, მიჯნურობა   არ დამაჩნდეს, და-მცა-ვფარე!"
Verse: c       დათმობასა ეაჯების გულსა:   "შენ რა მოუგვარე!"
Verse: d    და   ცხენსა შეჯდა, წამოვიდა   ვაზირისა სახლსა მთვარე.






Strophe: S729/K729 
Verse: a       ვაზირმან ცნა, გაეგება:   "ჩემსა მზეა ამოსრული,
Verse: b       ამას თურე მახარებდა   დღეს ნიშანი სახარული!"
Verse: c       მიეგება, თაყვანის-სცა,   ჰკადრა სრულსა ქება სრული:
Verse: d    და   ხამს სტუმარი სასურველი,   მასპინძელი მხიარული.






Strophe: S730/K730 
Verse: a       ყმა გარდასვა მასპინძელმან,   არ ღაფალმან, ავმან, უქმან;
Verse: b       ფერხთა ქვეშე ხატაურსა   უფენენ და მიწად უქმან.
Verse: c       ყმამან სახლი გაანათლა*,   ვით სამყარო მზისა შუქმან;
Verse: d    და   თქვეს: "სურნელი* სული ვარდთა   დღეს მოგვბერა ქვენამ* ბუქმან".






Strophe: S731/K731 
Verse: a       დაჯდა, მისთა შემხედველთა   გული მათი მართლად ხელეს*,
Verse: b       მისთა მჭვრეტთა მისთვის   ბნედა თავისათვის ისახელეს,
Verse: c       სულთქვმა ბევრი აათასეს,   აღარა თუ აერთხელეს.
Verse: d    და   გაყრა ბრძანეს, გაიყარნეს,   ჯალაბობა გაათხელეს.






Strophe: S732/K732 
Verse: a       რა ჯალაბი გაიყარა,   ყმა ვაზირსა ეუბნების,
Verse: b       ეტყვის: "შენი დამალული   დარბაზს არა არ იქმნების;
Verse: c       რაცა გწადდეს საურავი,   მეფე იქმს და შენ გეთნების,
Verse: d    და   გაიგონენ ჭირნი ჩემნი*,   მკურნე, რაცა მეკურნების.






Strophe: S733/K733 
Verse: a       მის ყმისა ცეცხლი მედების,   წვა მისისა მჭირს მწველისა;
Verse: b       მკლავს სურვილი და ვერ-ნახვა   ჩემისა სასურველისა;
Verse: c       მას ჩემთვის სულნი არ ჰშურდეს   შეზღვა ხამს შეუზღველისა;
Verse: d    და   ხამს სიყვარული მოყვრისა   უხვისა, უშურველისა.






Strophe: S734/K734 
Verse: a       მისი ნახვა გულსა ჩემსა   ვითა ბადე დაებადა,
Verse: b       მუნვე დარჩა, დათმობაცა   მას თანავე დაება, და -;
Verse: c       რათგან დასწვავს მოახლეთა,   ღმერთსა მზედცა დაებადა,
Verse: d    და   მერმე ასმათ ჩემთვის დისა   მართ დად უფრო დაებადა.






Strophe: S735/K735 
Verse: a       ოდეს წამოვე, შევჰფიცე   ფიცითა საშინელითა:
Verse: b       "კვლა მოვალ, გნახავ პირითა   არ მტერთა საწუნელითა;
Verse: c       შენსა მე ვეძებ ნათელსა,   შენ ხარ გულითა ბნელითა";
Verse: d    და   ჟამია ჩემგან წასლვისა,   მით მწვავს ცეცხლითა ნელითა.






Strophe: S736/K736 
Verse: a       ყოველსავე მართლად გითხრობ,   არ სიტყვასა საკვეხელსა.
Verse: b       მიმელის და ვერ მისრულ ვარ,   ესე მიდებს ცეცხლსა ცხელსა;
Verse: c       ვერ გავუტეხ ზენაარსა,   ვერ გავსწირავ ხელი ხელსა,
Verse: d    და   რამცა სადა გაუმარჯვდა   კაცსა, ფიცთა გამტეხელსა!






Strophe: S737/K737 
Verse: a       რაცა გითხრა, ჩემ მაგიერ   როსტანს ჰკადრე, მიედ სრასა;
Verse: b       თავმან მისმან, ფიცით გეტყვი   შენ, ვაზირსა, ოსტასრასა:
Verse: c       არ შემიპყრობს, არ დავდგები,   თუ შემიპყრობს, მაქმნევს რასა?
Verse: d    და   მიშველე რა, გული ცეცხლმან   არ დამიჭრას, არცა სრასა!






Strophe: S738/K738 
Verse: a       ჰკადრე: "ვინ გაქოს ყოველმან   პირმან არ მეუმზრახემან?
Verse: b       ვითა ვიშიშვი, გაცნობოს   ღმერთმან, ნათელთა მსახემან*!
Verse: c       მაგრა მან ყმამან ცეცხლითა   დამწვა, ალვისა სახემან*,
Verse: d    და   გული წამსავე წამიღო,   - ვერათ ვერ შევინახე, - მან.






Strophe: S739/K739 
Verse: a       აწ, მეფეო, უმისობა   ჩემგან ყოლა არ ეგების;
Verse: b       გული მას აქვს, უგულოსა   აქა ხელი რა მეხდების?
Verse: c       თუ რას ვარგებ, პირველ ხვალმე   თვით სახელი თქვენ მოგხვდების;
Verse: d    და   ვერას ვარგებ, გულსა დავსდებ,   ჩემი ფიცი არ გატყდების.






Strophe: S740/K740 
Verse: a       წასლვა ჩემი გულსა თქვენსა   არ ეწყინოს, არ დაჭმუნდეს;
Verse: b       თავსა ჩემსა გაგებული   იქმნას, რაცა ღმერთსა უნდეს;
Verse: c       მანვე ქმნას და გაგიმარჯვდეს,   თქვენი თქვენკე და-ვე-ბრუნდეს.
Verse: d    და   არ მოვბრუნდე*, თქვენმცა ჰსუფევთ,   მტერი თქვენი დაძაბუნდეს!"






Strophe: S741/K741 
Verse: a       კვლა პირ-მზე ეტყვის ვაზირსა:   "მე სიტყვა შევამცირეო,
Verse: b       წა, ესე ჰკადრე მეფესა,   შე- ვინ -ვიდოდეს ვირეო;
Verse: c       მიაჯე ამოდ გაშვება და   თავი გაიგმირეო,
Verse: d    და   ასი ათასი წითელი   შენ ქრთამად შეიწირეო".






Strophe: S742/K742 
Verse: a       ვაზირმან უთხრა სიცილით:   "ქრთამი შენ გქონდეს შენია!
Verse: b       შენგან კმა ჩემად წყალობად,   რომე გზა გაგიჩენია.
Verse: c       მაგას რა ვჰკადრებ მეფესა,   რაცა აწ თქვენგან* მსმენია,
Verse: d    და   ვიცი, უცილოდ ამავსებს,   შოვება არ-საწყენია.






Strophe: S743/K743 
Verse: a       თავმან მისმან, მუნვე მომკლავს,   ვეჭვ, წამიცა არ წამაროს!
Verse: b       შენი ოქრო შენვე დაგრჩეს,   მე, გლახ, მიწა მესამაროს;
Verse: c       მომკალ, კაცსა სიცოცხლისა   სწორად რაცა მოეხმაროს!
Verse: d    და   არ ითქმის და ვერცა ვიტყვი,   რა გინდა ვინ მისაგმაროს.






Strophe: S744/K744 
Verse: a       გზა არ წავა თავსა წინა,   სიცოცხლე, გლახ, ვით გათნიო?
Verse: b       ამიკლებს და ანუ მომკლავს:   "ეგე სიტყვა ვითა სთქვიო?!
Verse: c       რად არ მუნვე გაიგონე,   რად ხარ შმაგი აგეთიო?!"
Verse: d    და   სჯობს სიკვდილი აკლებასა,   ამას თავსა აწვე ვსწვრთიო.






Strophe: S745/K745 
Verse: a       თუ მეფეცა გაგიშვებდეს,   თვით ლაშქარნი რად მოღორდენ!
Verse: b       რად გაგიშვან, რად დაღონდენ,   ანუ მზესა რად მოჰშორდენ?
Verse: c       შენ წახვიდე, მტერნი ჩვენნი   დაგვთამამდენ, გაგვისწორდენ.
Verse: d    და   ეგე ასრე არ იქმნების,   ვითა ჩიტნი არ გაქორდენ".






Strophe: S746/K746 
Verse: a       ყმა ატირდა, ცრემლით უთხრა:   "ხამს, თუ დანა გულსა ვიცი;
Verse: b       ჰე ვაზირო, შეგეტყობის*,   სიყვარული არ თურ იცი,
Verse: c       ანუ სხვაცა არ გინახავს   მოყვრობა და არცა ფკიცი,
Verse: d    და   თუ გინახავს, უმისოსა   ჩემი ლხინი ვით ამტკიცი?!






Strophe: S747/K747 
Verse: a       მზე დაბრუნდა, არ ვიცოდი,   მზესა რამცა დააბრუნვებს!
Verse: b       აწ ვუშველოთ, გვიჯობს, იგი   ნაცვლად დღესა დაგვითბუნვებს,
Verse: c       ჩემი ჩემებრ არვინ იცის,   რა მამწარებს, რა მატკბუნვებს;
Verse: d    და   ცუდთა კაცთა საუბარი   კაცსა მეტად დააჭმუნვებს.






Strophe: S748/K748 
Verse: a       მეფე ანუ მისნი სპანი,   ნეტარ, ხელსა რასა მხდიან!
Verse: b       აწ ვითაცა გაუწყვედლად   უცნობოსა* ცრემლნი მდიან.
Verse: c       სჯობს წავიდე, არ გავტეხნე,   კაცსა ფიცნი გამოსცდიან;
Verse: d    და   ჭირნი, მისგან უნახავნი,   დია, ვის-მე გარდუხდიან?






Strophe: S749/K749 
Verse: a       აწ, ვაზირო, მაგა პირსა   გული კრული ვით მოგთმინდეს?
Verse: b       რკინა, ჩემი მონაცვალე,   ხამს, გაცვილდეს, არ გატინდეს;
Verse: c       ვერ გარდვიხდი ცრემლთა მისთა,   ჯეონიცა თვალთა მდინდეს,
Verse: d    და   მომეხმარე, ნუთუ ჩემგან   მოხმარება შენცა გინდეს.






Strophe: S750/K750 
Verse: a       არ გამიშვებს, გავიპარვი,   წავალ მათგან შეუგებლად;
Verse: b       ვითა მნუკევს, ეგრე დავჰრთო   გული ცეცხლთა* მოსადებლად.
Verse: c       ვიცი, ჩემთვის არას გიზამს,   თუ არ უნდი გასაძებლად;
Verse: d    და   თქვი, რა გინდა წაგეკიდოს,   თავი დადევ საწამებლად!"






Strophe: S751/K751 
Verse: a       ვაზირმან თქვა: "შენი ცეცხლი   მეცა ცეცხლად მომედების,
Verse: b       ვეღარ ვუჭვრეტ ცრემლთა შენთა,   სოფელიცა* გაქარდების;
Verse: c       ზოგი* თქმა სჯობს არა-თქმასა,   ზოგი* თქმითაც დაშავდების.
Verse: d    და   ვიტყვი, მოვკვდე, არა მგამა,   ჩემი მზეცა* თქვენ მოგხვდების!"






Strophe: S752/K752 
Verse: a       რა ვაზირმან ესე უთხრა,   ადგა, დარბაზს გაემართა.
Verse: b       მეფე დაჰხვდა შეკაზმული,   პირი მზეებრ ეწაღმართა.
Verse: c       შეუშინდა, საწყენლისა   მოხსენება ვერ შეჰმართა,
Verse: d    და   დაყრით დადგა, იგონებდა   არ საქმეთა საომართა.






Strophe: S753/K753 
Verse: a       მეფემან ნახა ვაზირი   დაღრეჯით, დაყმუნვებული,
Verse: b       უბრძანა: "რა გჭირს, რა იცი,   რად მოხვე შეჭირვებული?"
Verse: c       მან ჰკადრა: "არა ვიციო,   მართ ვარ თავისა ვებული,
Verse: d    და   მართალ ხართ, მომკლათ, რა გესმას   ამბავი გაკვირვებული.






Strophe: S754/K754 
Verse: a       ჩემი ჭმუნვა ჭირსა ჩემსა   არცა ჰმატს და არცა სდიდობს;
Verse: b       მეშინიან, თუცა შიშსა   მოციქული არ დაჰრიდობს.
Verse: c       აწ ავთანდილ გეთხოვების,   მოაჯეობს, არ წამკიდობს,
Verse: d    და   უმისყმისოდ სოფელსა და   საწუთროსა მისთვის ფლიდობს".






Strophe: S755/K755 
Verse: a       რაცა იცოდა, ყველაი   ჰკადრა მოშიშრად ენითა,
Verse: b       კვლა მოახსენა: "რამცა სცან   სიტყვითა ესოდენითა,
Verse: c       თუ რაგვარ მყოფი მინახავს,   თუ რაგვარ ცრემლთა დენითა!
Verse: d    და   მართალ ხართ, თუმცა რისხვანი   ჩემთვის იანაზდენითა".






Strophe: S756/K756 
Verse: a       რა მეფემან მოისმინა,   გაგულისდა, გაავცნობდა,
Verse: b       ფერი ჰკრთა და გასაშიშრდა,   შემხედველთა შეაშთობდა;
Verse: c       შეუზახნა: "რა სთქვი, შმაგო,   მაგას სხვამცა ვინ მითხრობდა!
Verse: d    და   ავსა კაცსა ურჩევნია,   ავსამცა რას ადრე სცნობდა!






Strophe: S757/K757 
Verse: a       ვითამც რამე სახარული   საქმე მითხარ ვითა ადრად!
Verse: b       მაგის მეტი რა ვინ მიყოს,   თუ არ მომკლას მუხთლად, ღადრად?
Verse: c       შმაგო, ენა ვით იხმარე   აწ მაგისად* ჩემად კადრად!
Verse: d    და   აგრე შმაგი არ ვაზირად,   არად* ვარგხარ არცა სხვად რად.






Strophe: S758/K758 
Verse: a       ხამსა, კაცმან პატრონისა   საწყინარსა არ დახედნეს,
Verse: b       ოდენ სიტყვა უმეცრული*   უალაგოდ* დაიყბედნეს?!
Verse: c       მე მაგისად მოსმენამდის   რად არ ყურნი შემეჭედნეს!
Verse: d    და   შენ თუ მოგკლა, სისხლნი შენნი   ჩემმან ქედმან მიიქედნეს!"






Strophe: S759/K759 
Verse: a       კვლა უბრძანა: "თუ-მცა მისგან   აწ არ იყავ მოგზავნილი,
Verse: b       თავმან ჩემმან, თავსა მოგკვეთ*,   არად უნდა ამას ცილი!
Verse: c       წა, უკუდეგ! ავი, შმაგი,   უმეცარი, შლეგი, წბილი!
Verse: d    და   შაბაშ სიტყვა, შაბაშ კაცი,   შაბაშ საქმე, მისგან ქმნილი!"






Strophe: S760/K760 
Verse: a       დადრკა, სკამნი შემოსტყორცნა,   ჰკრნა კედელსა, შეალეწნა;
Verse: b       დააცთუნნა, მაგრა მისთვის   აალმასნა, არ აძეწნა:
Verse: c       "ვით მიამბე წასლვა მისი,   ვინ ალვისა მორჩი ხე წნა!"
Verse: d    და   ვაზირისა ცრემლმან ცხელმან   ღაწვნი თეთრნი აახეწნა.






Strophe: S761/K761 
Verse: a       ვაზირმან, გლახ, გამოჰრიდნა,   მართ ვეღარას ვერ იძრწივნებს;
Verse: b       გამოძრწა და გამომელდა,   გულსა წყლულსა მოიმტკივნებს;
Verse: c       შეის ხასობს, გაის ქუშობს,   ენა ასრე მოაყივნებს,
Verse: d    და   მტერი მტერსა ვერას ავნებს,   რომე კაცი თავსა ივნებს.






Strophe: S762/K762 
Verse: a       თქვა: "ცოდვათა ჩემთა მსგავსი   ღმერთმან მეტი რა მიჩვენოს?
Verse: b       რად მოვღორდი, რად დავბნელდი,   ნეტარ, ვინღა გამითენოს!
Verse: c       ვინცა კაცმან კადნიერად   პატრონსა რა მოახსენოს,
Verse: d    და   ჩემნი დღენი მასმცა ადგან,   რაძი ვითა გაისვენოს!"






Strophe: S763/K763 
Verse: a       ვაზირი გაწბილებული   მივა ბედითა შავითა;
Verse: b       ავთანდილს უთხრა დაღრეჯით,   პირითა გამქუშავითა:
Verse: c       "მადლი რა გკადრო, აწ თქვენგან   გავხასდი მე მაშა ვითა,
Verse: d    და   ვაჲ, კარგი თავი უებრო   დავკარგე, დავაშავითა!"






Strophe: S764/K764 
Verse: a       ქრთამსა სთხოვს და ამხანაგობს,   თუცა ცრემლსა არ იწურვებს:
Verse: b       - მიკვირს, რად სცალს წყლიანობად,   რად არ გულსა შეიურვებს!-
Verse: c       "ვინ არ მისცეს ქადებული*,   მოურავსა მოიმდურვებს,
Verse: d    და   თქმულა: "ქრთამი საურავსა   ჯოჯოხეთსცა დაიურვებს".






Strophe: S765/K765 
Verse: a       ვით გამხადა, რა მიბრძანა,   არ ეგების ჩემგან თხრობა:
Verse: b       რა სიავე, რა სირეგვნე,   რა შლუობა, რა შმაგობა!
Verse: c       მე თვით კაცად აღარ ვარგ ვარ,   აღარა მიც თავსა ცნობა;
Verse: d    და   ესე მიკვირს, რად არ მომკლა,   მისცა თურე ღმერთმან თმობა.






Strophe: S766/K766 
Verse: a       მეცა ვიცოდი, რაცა ვქმენ,   ცთომით არ წამკიდებია,
Verse: b       ვიაზრე, გამიწყრებოდა,   ჭმუნვა მით გამდიდებია;
Verse: c       განგებით ქმნილსა რისხვასა   ვერავინ დაჰრიდებია!
Verse: d    და   შენთვის სიკვდილი ლხინად მიჩს,   ჭირი არ გამცუდებია".






Strophe: S767/K767 
Verse: a       ყმამან უთხრა: "აღარ-წასლვა   არ ეგების ჩემგან აროს.
Verse: b       იადონი მაშინ მოკვდეს,   ოდეს ვარდმან იდამჭნაროს.
Verse: c       ხამს, უძებნოს ცვარი წყლისა,   მისთვის თავი ყოვლგან აროს,
Verse: d    და   ვერ უპოვოს, რა ქმნას, ანუ   გული რითა* დაიწყნაროს!






Strophe: S768/K768 
Verse: a       უმისოდ მყოფი ვერ გავსძლებ   ჯდომასა, ვერცა წოლასა,
Verse: b       მართ ნადირთაებრ გაჭრასა   ვირჩევ, მათ თანა რბოლასა;
Verse: c       ასრე გასრულსა რად მნუკევს   მისთა მებრძოლთა ბრძოლასა?
Verse: d    და   სჯობს უყოლობა კაცისა   მომდურავისა ყოლასა.






Strophe: S769/K769 
Verse: a       მოვახსენებ ერთხელ კვლაცა,   აწ რაზომცა მეფე წყრების,
Verse: b       ნუთუ გაბრჭოს, გული ჩემი   ვით იწვის და ვით ენთების;
Verse: c       არ გამიშვებს, გავიპარვი,   რა იმედი გარდმიწყდების,
Verse: d    და   მე თუ მოვკვდე, ჩემი კერძი   სოფელიმცა გარდიფხვრების!"






Strophe: S770/K770 
Verse: a       მოიუბნეს. ვაზირმან ქმნნა   ჭამა-სმანი მათნი ფერნი,
Verse: b       უმასპინძლა, ძღვენნი უძღვნნა   შვენიერსა შვენიერნი,
Verse: c       მისნი მყოლნი ა-ვე-ავსნა,   მოყმენი და თუნდა ბერნი.
Verse: d    და   გაიყარნეს, ყმა წავიდა,   სახლად ჩადგეს მზისა წვერნი.






Strophe: S771/K771 
Verse: a       შეკრა წითელი ასი ათასი   პირად მზემან და ტანად სარომან,
Verse: b       სამასი თავი სტავრა-ატლასი   უხვმან, ნიადაგ მიუმცთარომან,
Verse: c       სამოცი თვალი ლალ-იაგუნდი   ფერად მართ ვითა მიუმხვდარომან.
Verse: d    და   კაცი გაგზავნა ვაზირისასა,   ესე ყველაი მისთვის არო მან.






Strophe: S772/K772 
Verse: a       შესთვალა, თუ: "რაცა გმართებს,   ვით მოგცე და ვით გაქონო,
Verse: b       ვალთა შენთა გარდასახდლად*   რა ნაცვალი მოვიგონო?
Verse: c       თუღა დავრჩე, შენთვის მოვკვდე,   თავი ჩემი დაგამონო,
Verse: d    და   სიყვარული სიყვარულსა   შეგიცალო, შეგიწონო".






Strophe: S773/K773 
Verse: a       მე ვითა ვთქვა უებრობა,   სიკეთე და ქება მისი!
Verse: b       კაცი იყო საქმისაცა   შესაფერი, შესატყვისი;
Verse: c       ასრე უნდა მოხმარება,   გაჰვიდოდეს ვისცა ვისი.
Verse: d    და   ოდეს კაცსა დაეჭიროს,   მაშინ უნდა ძმა და თვისი.




Next part



This text is part of the TITUS edition of Rustaveli, Vepxistqaosani.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 21.4.2021. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.