Strophe: S774/K774 | ||
Verse: a | შერმადინს ეტყვის, უბრძანებს | პირ-მზე, ნათელთა მფენელი: |
Verse: b | ესე დღე არის იმედი, | ჩემის გულისა მლხენელი, |
Verse: c | შენგან თავისა შენისა | საჩემოდ გამომჩენელი". |
Verse: d და | მქებრად ამბვისა მათისა | ხამს მკითხავი* და მსმენელი. |
Strophe: S775/K775 | ||
Verse: a | იტყვის: როსტან არ გამიშვა, | არცა სიტყვა მომისმინა; |
Verse: b | მან არ იცის, რა მჭირს, ანუ | სულ-დგმული ვარ* ვისგან ვინა; |
Verse: c | უმისოდმცა* ნუ ცოცხალ ვარ | ნუცა გარე, ნუცა შინა! |
Verse: d და | რაცა საქმე უსამართლო | ღმერთმან ვისმცა შეარჩინა! |
Strophe: S776/K776 | ||
Verse: a | თუცა* მისი არ-გაწირვა | ჩემგან მტკიცობს, არ სათუობს, |
Verse: b | ყოვლი ცრუ და მოღალატე | ღმერთსა ჰგმობს და აგრე ცრუობს; |
Verse: c | გული, მისი უნახავი, | ტირს და სულთქვამს, ვაებს, უშობს*, |
Verse: d და | ლხინსა არას არ იახლებს, | კრთების, კუშტობს, ვახშობს, უშობს*. |
Strophe: S777/K777 | ||
Verse: a | სამი არის მოყვრისაგან | მოყვრობისა გამოჩენა: |
Verse: b | პირველ, ნდომა სიახლისა, | სიშორისა ვერ-მოთმენა, |
Verse: c | მიცემა და არას შური, | ჩუქებისა არ-მოწყენა, |
Verse: d და | გავლენა და მოხმარება, | მისად რგებად ველთა რბენა. |
Strophe: S778/K778 | ||
Verse: a | რადღა ვაგრძელებ სიტყვასა, | ჟამია შემოკლებისა! |
Verse: b | აწ გაპარვაა წამალი | ამა გულისა ლებისა. |
Verse: c | რასაცა გვედრებ, ისმენდი, | ვირე დრო გქონდეს ხლებისა; |
Verse: d და | შენ გაამაგრე დაჭირვა | ჩემისა ნასწავლებისა. |
Strophe: S779/K779 | ||
Verse: a | აწ მეფეთა სამსახურად | პირველ თავი დაამზადე, |
Verse: b | სიკეთე და უკლებლობა | შენი ერთობ გააცხადე; |
Verse: c | სახლი ჩემი შეინახე, | სპათა ჩემთა ეთავადე, |
Verse: d და | სამსახური აქამდისი, | კვლა გავლენა გააკვლადე. |
Strophe: S780/K780 | ||
Verse: a | მტერთა ჩემთა ენაპირე, | ძალი ნუმცა მოგაკლდების, |
Verse: b | ერთგულთათვის კარგი ნუ გშურს, | ორგულიმცა შენი კვდების! |
Verse: c | შემოვიქცე, შენი ჩემგან | ვალი კარგად გარდიხდების; |
Verse: d და | პატრონისა სამსახური | არაოდეს არ წახდების". |
Strophe: S781/K781 | ||
Verse: a | ესე ესმა, ცრემლი ცხელი | შერმადინსა თვალთა სდინდი; |
Verse: b | მოახსენა: "მარტოებით | ჭირსა რადმცა შევუშინდი! |
Verse: c | მაგრა რა ვქმნა, უშენოსა* | დამეცემის გულსა ბინდი! |
Verse: d და | წამიტანე სამსახურად, | მოგეხმარო, რადცა გინდი. |
Strophe: S782/K782 | ||
Verse: a | ვის ასმია მარტოსაგან | ღარიბობა ეგზომ დიდი? |
Verse: b | ვის ასმია პატრონისა | ჭირსა შიგან ყმისა რიდი? |
Verse: c | დაკარგულსა გიგონებდე, | რა ვიქმნები აქა ფლიდი?" |
Verse: d და | ყმამან უთხრა: "ვერ წაგიტან, | რაზომსაცა ცრემლსა ჰღვრიდი. |
Strophe: S783/K783 | ||
Verse: a | შენგან ჩემი სიყვარული | ვითამც* არა დამეჯერა, |
Verse: b | მაგრა საქმე არ მოხდების, | ჟამი ასრე დამემტერა! |
Verse: c | ვის მივანდო სახლი ჩემი, | შენგან კიდე ვინმც მეფერა?! |
Verse: d და | გული დადევ, დაიჯერე, | ვერ წაგიტან, ვერა, ვერა! |
Strophe: S784/K784 | ||
Verse: a | თუ მიჯნური ვარ, ერთი ვხამ | ხელი მინდორთა მე რებად; |
Verse: b | არ მარტო უნდა გაჭრილი | ცრემლისა სისხლსა ფერებად? |
Verse: c | გაჭრა ხელია მიჯნურთა, | რად სცალს თავისა ბერებად! |
Verse: d და | ასრეა ესე სოფელი, | შესჯერდი კვლა შეჯერებად! |
Strophe: S785/K785 | ||
Verse: a | რა მოგშორდე, მახსენებდი, | სიყვარული ჩემი გქონდეს; |
Verse: b | არ ვეშიშვი მტერთა ჩემთა, | თავი მონად მომიმონდეს. |
Verse: c | ხამს, მამაცი გაგულოვნდეს*, | ჭირსა შიგან არ დაღონდეს. |
Verse: d და | მძულს, რა კაცსა სააუგო | საქმე არა* არ შესწონდეს. |
Strophe: S786/K786 | ||
Verse: a | მე იგი ვარ, ვინ სოფელსა | არ ამოვჰკრეფ* კიტრად ბერად, |
Verse: b | ვის სიკვდილი მოყვრისათვის | თამაშად და მიჩანს* მღერად; |
Verse: c | ჩემსა მზესა დავეთხოვე, | გავუშვივარ, დავდგე მე რად? |
Verse: d და | მას თუ დავსთმობ, სახლსა ჩემსა | ვეღარ დავსთმობ ვისსა ვერად? |
Strophe: S787/K787 | ||
Verse: a | აწ ანდერძსა ჩემსა მოგცემ, | როსტანს წინა დაწერილსა; |
Verse: b | შენ შეგვედრებ, დაგიჭიროს, | ვითა გმართებს ჩემსა ზრდილსა. |
Verse: c | მოვკვდე, თავსა ნუ მოიკლავ, | სატანისგან* ნუ იქმ ქმნილსა, |
Verse: d და | ამას ზედა იტირებდი, | დაიდებდი თვალთა მილსა". |