TITUS
Rustaveli, Vepxistqaosani
Part No. 33
Previous part

Chapter: 33 
ანდერძი ავთანდილისა როსტევან მეფის წინაშე







Strophe: S788/K788 
Verse: a       დაჯდა წერად ანდერძისა*,   საბრალოსა საუბრისად:
Verse: b       "ჰე მეფეო, გავიპარე   ძებნად ჩემგან საძებრისად!
Verse: c       ვერ დავდგები შეუყრელად   ჩემთა ცეცხლთა მომდებრისად;
Verse: d    და   შემინდევ და წამატანე   მოწყალება ღმრთეებრისად.






Strophe: S789/K789 
Verse: a       ვიცი, ბოლოდ არ დამიგმობ   ამა ჩემსა განზრახულსა.
Verse: b       კაცი ბრძენი ვერ გასწირავს   მოყვარესა მოყვარულსა;
Verse: c       მე სიტყვასა ერთსა გკადრებ,   პლატონისგან სწავლა-თქმულსა:
Verse: d    და   "სიცრუე და ორპირობა   ავნებს ხორცსა, მერმე სულსა".






Strophe: S790/K790 
Verse: a       რათგან თავია სიცრუე   ყოვლისა უბედობისა*,
Verse: b       მე რად გავწირო მოყვარე,   ძმა, უმტკიცესი ძმობისა?!
Verse: c       არა ვიქმ, ცოდნა რას მარგებს   ფილასოფოსთა ბრძნობისა!
Verse: d    და   მით ვისწავლებით, მოგვეცეს   შერთვა ზესთ მწყობრთა წყობისა.






Strophe: S791/K791 
Verse: a       წაგიკითხავს, სიყვარულსა   მოციქულნი რაგვარ წერენ?
Verse: b       ვით იტყვიან, ვით აქებენ?   ცან, ცნობანი მიაფერენ.
Verse: c       "სიყვარული აღგვამაღლებს",   ვით ეჟვანნი, ამას ჟღერენ*,
Verse: d    და   შენ არ ჯერ ხარ, უსწავლელნი   კაცნი ვითმცა შევაჯერენ!






Strophe: S792/K792 
Verse: a       ვინ დამბადა, შეძლებაცა   მანვე მომცა ძლევად მტერთად,
Verse: b       ვინ არს ძალი უხილავი   შემწედ ყოვლთა მიწიერთად,
Verse: c       ვინ საზღვარსა დაუსაზღვრებს,   ზის უკვდავი ღმერთი ღმერთად,
Verse: d    და   იგი გაჰხდის წამის-ყოფით   ერთსა ასად, ასსა ერთად.






Strophe: S793/K793 
Verse: a       რაცა ღმერთსა არა სწადდეს,   არა საქმე არ იქმნების.
Verse: b       მზისა შუქთა ვერ-მჭვრეტელი   ია ხმების, ვარდი ჭნების,
Verse: c       თვალთა ტურფა საჭვრეტელი   ყველა რამე ეშვდინების;
Verse: d    და   მე ვით გავსძლო უმისობა,   ან სიცოცხლე ვით მეთნების!






Strophe: S794/K794 
Verse: a       რაზომცა სწყრები, შემინდევ   შეცვლა თქვენისა მცნებისა.
Verse: b       ძალი არ მქონდა ტყვე-ქმნილსა   მე მაგისისა თნებისა;
Verse: c       აწ წასლვა იყო წამალი   ჩემთა სახმილთა გზნებისა,
Verse: d    და   სადა გინდ ვიყო, რა მგამა,   ყოფამცა მქონდა ნებისა!






Strophe: S795/K795 
Verse: a       არას გარგებს სიმძიმილი,   უსარგებლო ცრემლთა დენა;
Verse: b       არ გარდავა გარდუვალად   მომავალი საქმე ზენა;
Verse: c       წესი არის მამაცისა   მოჭირვება, ჭირთა თმენა,
Verse: d    და   არვის ძალ-უც ხორციელსა   განგებისა გარდავლენა.






Strophe: S796/K796 
Verse: a       რაცა ღმერთსა გაუგია   თავსა ჩემსა გარდასავლად,
Verse: b       გარდამხდეს და შემოვიქცე,   აღარ დამრჩეს გული ავლად;
Verse: c       თქვენვე გნახნე მხიარულნი   დიდებით და დავლა-მრავლად;
Verse: d    და   მას რა ვარგო, დიდებად და   კმარის ესე ჩემად დავლად.






Strophe: S797/K797 
Verse: a       მეფეო, ესე თათბირი,   მომკალ, ვინ დამიწუნოსა!
Verse: b       მეფეო, ნუთუ წასლვამან   თქვენ ჩემმან დაგაჭმუნოსა?
Verse: c       ვერ ვეცრუვები, ვერ ვუზამ   საქმესა საძაბუნოსა,
Verse: d    და   პირის-პირ მარცხვენს, ორნივე   მივალთ მას საუკუნოსა.






Strophe: S798/K798 
Verse: a       არ-დავიწყება მოყვრისა   აროდეს გვიზამს ზიანსა;
Verse: b       ვჰგმობ კაცსა აუგიანსა,   ცრუსა და ღალატიანსა!
Verse: c       ვერ ვეცრუვები, ვერ ვუზამ   მას ხელმწიფესა მზიანსა.
Verse: d    და   რა უარეა მამაცსა   სულ-დიდსა, წასლვა-გვიანსა!






Strophe: S799/K799 
Verse: a       რა უარეა მამაცსა   ომშიგან პირის მხმეჭელსა,
Verse: b       შემდრკალსა, შეშინებულსა   და სიკვდილისა მეჭველსა!
Verse: c       კაცი ჯაბანი რითა* სჯობს   დიაცსა ქსლისა მბეჭელსა*?
Verse: d    და   სჯობს სახელისა მოხვეჭა   ყოველსა მოსახვეჭელსა!






Strophe: S800/K800 
Verse: a       ვერ დაიჭირავს სიკვდილსა   გზა ვიწრო, ვერცა კლდოვანი;
Verse: b       მისგან გასწორდეს ყოველი,   სუსტი და ძალ-გულოვანი;
Verse: c       ბოლოდ შეყარნეს მიწამან   ერთგან მოყმე და მხცოვანი.
Verse: d    და   სჯობს სიცოცხლესა ნაზრახსა   სიკვდილი სახელოვანი!






Strophe: S801/K801 
Verse: a       მერმე ვიშიშვი, მეფეო,   თქვენდა კადრებად ამისად:
Verse: b       სცთების და სცთების, სიკვდილსა   ვინ არ მოელის წამისად;
Verse: c       მოვა შემყრელი ყოველთა   ერთგან დღისა და ღამისად,
Verse: d    და   თუ ვერა გნახე ცოცხალმან,   სიცოცხლე გქონდეს ჟამისად.






Strophe: S802/K802 
Verse: a       თუ საწუთრომან დამამხოს*,   ყოველთა დამამხობელმან,
Verse: b       ღარიბი მოვკვდე ღარიბად,   ვერ დამიტიროს მშობელმან,
Verse: c       ვეღარ შემსუდრონ დაზრდილთა   და ვერცა მისანდობელმან, -
Verse: d    და   მუნ შემიწყალოს თქვენმანვე   გულმან მოწყალე-მლმობელმან.






Strophe: S803/K803 
Verse: a       მაქვს საქონელი ურიცხვი,   ვერვისგან ანაწონები,
Verse: b       მიეც გლახაკთა საჭურჭლე,   ათავისუფლე მონები,
Verse: c       შენ დაამდიდრე ყოველი   ობოლი, არას მქონები:
Verse: d    და   მიღვწიან, მომიგონებენ,   დამლოცვენ, მოვეგონები.






Strophe: S804/K804 
Verse: a       რაცა თქვენთვის არ ვარგ იყოს   საჭურჭლესა დასადებლად,
Verse: b       მიეც ზოგი ხანაგათა,   ზოგი ხიდთა ასაგებლად;
Verse: c       ნურა ნუ გშურს საქონელი   ჩემი ჩემთვის წასაგებლად!
Verse: d    და   შენგან კიდე არვინ მივის   ცეცხლთა ცხელთა დამავსებლად.






Strophe: S805/K805 
Verse: a       ამას იქით ჩემგან ჩემი   ამბავიცა არ გეცნევის,
Verse: b       ამად გვედრებ სულსა ჩემსა,   წიგნი გკადრებს, არ გეთნევის,
Verse: c       არას არგებს, ეშმაკისა   საქმეთაგან დაეძლევის,
Verse: d    და   შემინდევ და შემივედრე,   მკვდარსა რაღა გარდმეხდევის!






Strophe: S806/K806 
Verse: a       გვედრებ, მეფეო, შერმადინს,   მონასა ჩემსა რჩეულსა, -
Verse: b       ნაკად აქვს ჭირი სამისოდ   ამ წელიწადსა* წლეულსა, -
Verse: c       ნუგეშინის-ეც წყალობით,   ჩემგან წყალობა-ჩვეულსა,
Verse: d    და   ნუ დაადინებ თვალთაგან   ცრემლსა, სისხლითა ფრქვეულსა.






Strophe: S807/K807 
Verse: a       გასრულდა ჩემი ანდერძი,   ჩემგან ნაწერი ხელითა.
Verse: b       აჰა, გამზრდელო, მოგშორდი,   წავე გულითა ხელითა!
Verse: c       ნუ სჭმუნავთ ჩემთვის მეფენი,   ნუ ხართ მოსილნი ბნელითა,
Verse: d    და   სუფევითამც ხართ* თავითა,   მტერთაგან საკრძალველითა!"






Strophe: S808/K808 
Verse: a       მისცა ანდერძი შერმადინს,   რა გაათავა წერითა,
Verse: b       უთხრა: "ჰკადრეო მეფესა   საქმითა მეცნიერითა,
Verse: c       შენ დაგამეტებს ვერავინ   მსახურებითა ვერითა".
Verse: d    და   მოეხვია და ატირდა   ცრემლითა სისხლთა ფერითა.




Next part



This text is part of the TITUS edition of Rustaveli, Vepxistqaosani.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 21.4.2021. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.