Strophe: S809/K809 | ||
Verse: a | ილოცავს, იტყვის: "მაღალო | ღმერთო ხმელთა და ცათაო, |
Verse: b | ზოგჯერ მომცემო პატიჟთა, | ზოგჯერ კეთილთა მზათაო, |
Verse: c | უცნაურო და უთქმელო, | უფალო უფლებათაო, |
Verse: d და | მომეც დათმობა სურვილთა, | მფლობელო გულის-თქმათაო! |
Strophe: S810/K810 | ||
Verse: a | ღმერთო, ღმერთო, გეაჯები, | რომელი ჰფლობ ქვენათ ზესა*, |
Verse: b | შენ დაჰბადე მიჯნურობა, | შენ აწესებ მისსა წესსა, |
Verse: c | მე სოფელმან მომაშორვა | უკეთესსა ჩემსა მზესა*, |
Verse: d და | ნუ ამოჰფხვრი სიყვარულსა, | მისგან ჩემთვის დანათესსა! |
Strophe: S811/K811 | ||
Verse: a | ღმერთო, ღმერთო მოწყალეო, | არვინ მივის შენგან კიდე, |
Verse: b | შენგან ვითხოვ შეწევნასა, | რაზომსაცა გზასა ვვლიდე: |
Verse: c | მტერთა ძლევა, ზღვათა ღელვა, | ღამით მავნე გამარიდე! |
Verse: d და | თუღა დავრჩე, გმსახურებდე, | შენდა მსხვერპლსა შევსწირვიდე" . |
Strophe: S812/K812 | ||
Verse: a | რა ილოცა, ცხენსა შეჯდა, | მალვით კარნი გაიარნა, |
Verse: b | შერმადინცა დააბრუნვა, | თუცა ვამნი ადიადნა*; |
Verse: c | მონა ტირს და მკერდსა იცემს, | საბრალომან ცრემლნი ღვარნა; |
Verse: d და | პატრონისა ვერა-მჭვრეტმან | ყმამან რადმცა გაიხარნა! |