Strophe: S813/K813 | ||
Verse: a | აწ ამბავი სხვა დავიწყო, | ყმას არ წავჰყვე წამავალსა. |
Verse: b | არ შეექმნა დარბაზობა | მას დღე როსტანს გულ-გამწყრალსა; |
Verse: c | რა გათენდა, ქუში ადგა, | ჰგავს, თუ ადენს პირით ალსა, |
Verse: d და | ხმობა ბრძანა ვაზირისა, | მიიყვანდეს შიშით მკრთალსა*. |
Strophe: S814/K814 | ||
Verse: a | რა ვაზირი მოწიწებით | დარბაზს ნახა შემოსრული, |
Verse: b | როსტან უთხრა: "არა მახსოვს | გუშინდელი შენგან თქმული. |
Verse: c | მაწყინე და გამარისხე, | ვერ დავიღე დიდხან სული, |
Verse: d და | აზომ რომე გაგათრიე | შენ, ვაზირი გულის-გული. |
Strophe: S815/K815 | ||
Verse: a | თუღა გახსოვს, რა უნდოდა, | ისრე ავად რად გაგხადე? |
Verse: b | მართლად უთქვამს მეცნიერთა*: | "წყენააო ჭირთა ბადე"; |
Verse: c | ესეგვარსა ნუოდეს იქმ, | საქმე ხოლე გაიცადე, |
Verse: d და | აწ მითხარ, თუ რას იტყოდი, | თქვი და სიტყვა გააკლადე". |
Strophe: S816/K816 | ||
Verse: a | კვლა მოახსენა ვაზირმან | სიტყვა ნაგუშინდელევი, |
Verse: b | რა გაიგონა, შესთვალა | პასუხი არ-ნაგრძელევი: |
Verse: c | "შენ თუ უშმაგო მგონიხარ, | ვარმცა ურია მე ლევი! |
Verse: d და | კვლა მაგის მეტად ნუ მასმენ, | თვარა მე სრულად გელევი!" |
Strophe: S817/K817 | ||
Verse: a | რა გამოვიდა, ვაზირმან | ძებნა, ვერ პოვნა მინანი, |
Verse: b | მართ გაპარვასა უთხრობდეს | მონანი, ცრემლთა მდინანი. |
Verse: c | მან თქვა: "მე დარბაზს ვერ შევალ, | მახსოვან დღენი წინანი, |
Verse: d და | ვინცაღა ჰკადრებს, მან ჰკადროს; | რაცა ვთქვი, მასცა ვინანი". |
Strophe: S818/K818 | ||
Verse: a | რა ვაზირი არ შევიდა, | კვლა მეფემან კაცი გზავნის; |
Verse: b | კაცმან ცნის და გარეთ დადგის, | წასლვა ვერვინ გაამჟღავნის; |
Verse: c | როსტანს ეჭვი* შეუვიდა, | ჭმუნვა ამით გაათავნის; |
Verse: d და | თქვა: "უცილოდ გაიპარა, | ვინ მარტომან ასთა ავნის". |
Strophe: S819/K819 | ||
Verse: a | თავ-დადრეკით იგონებდა, | გულსა ჰქონდა ჭმუნვა დიდი, |
Verse: b | უში ქმნა და აიხედნა, | უბრძანებდა მონას: "მიდი, |
Verse: c | მოვიდეს და აწ მიამბოს, | შემოვიდეს იგი ფლიდი!" |
Verse: d და | რა ვაზირი შემობრუნდა, | ფერი ჰკრთა და ჰქონდა რიდი. |
Strophe: S820/K820 | ||
Verse: a | კვლა შევა დარბაზს ვაზირი | დაღრეჯით, არ მხიარულად; |
Verse: b | მეფემან ჰკითხა: "წასრულა* | მზე დაუდგომლად*, მთვარულად?" |
Verse: c | მან მოახსენა ყველაი, | ვით წასრულიყო ფარულად*: |
Verse: d და | "მზე აღარ მზეობს ჩვენთანა, | დარი არ დარობს დარულად!" |
Strophe: S821/K821 | ||
Verse: a | რა მეფემან მოისმინა, | დაიზახნა მეტის-მეტნი; |
Verse: b | პირსა ხოკით, წვერსა გლეჯით | გააკვირვნა მისნი მჭვრეტნი, |
Verse: c | მოსთქვამს, იტყვის: "ვაჲ, გაზრდილო, | ვეღარ გნახვენ თვალნი რეტნი! |
Verse: d და | სად წაჰხე და სად დაჰკარგენ | სინათლისა ეგე სვეტნი? |
Strophe: S822/K822 | ||
Verse: a | თუ თავი შენი შენ გახლავს, | ღარიბად არ იხსენები, |
Verse: b | მაგრა მე რა ვქმნა, გაზრდილო, | აწ სახლად მმართებს სენები! |
Verse: c | გამაღარიბე, დამაგდე, | გულსა, გლახ, ვისთვის ენები? |
Verse: d და | შენად შეყრამდის პატიჟთა | ჩემთა ვერ იტყვის ენები! |
Strophe: S823/K823 | ||
Verse: a | ოდეს გნახავ მხიარულსა, | ნადირობით შემოსრულსა? |
Verse: b | ვეღარ გიჭვრეტ ნაბურთალსა, | ტანსა მჭევრსა, ჯავარ-სრულსა, |
Verse: c | ვეღარ ვისმენ ხმასა შენსა, | სასმენელად მე მას რულსა, |
Verse: d და | აწ უშენოდ რა, გლახ, * ვუყო | საჯდომსა და სრასა სრულსა? |
Strophe: S824/K824 | ||
Verse: a | ვიცი, არ მოგკლავს შიმშილი, | რაზომმცა დია ირები: |
Verse: b | შენ შენი მშვილდი დაგარჩენს, | შენთა ისართა პირები, |
Verse: c | ნუთუ კვლა ღმერთმან წყალობით | გაგიადვილოს ჭირები, |
Verse: d და | მაგრა, თუ მოვკვდე, გაზრდილო, | ვისგანღა დავიტირები?" |
Strophe: S825/K825 | ||
Verse: a | ზარი გაისმა, შემოკრბა | ჯარი მრავალი კაცისა, |
Verse: b | დარბაზს ხასთაგან ჯარია | ხელითა წვერთა ტაცისა, |
Verse: c | იგლეჯს და იცემს ყველაი, | ხმა ისმის თავსა ტკაცისა; |
Verse: d და | თქვეს: "ბნელი გვმართებს დღე-კრულთა, | რათგან მზე მიგვიდრკა ცისა!" |
Strophe: S826/K826 | ||
Verse: a | რა მეფემან დიდებულნი | ნახნა, სულთქმით შემოსტირნა, |
Verse: b | უთხრა: "ჰხედავთ, მზემან ჩვენმან | შუქნი სრულად დაგვიძვირნა! |
Verse: c | რა ვაწყინეთ, რა შევსცოდეთ, | რად დაგვყარნა, რად გაგვწირნა, |
Verse: d და | სპანი, მისგან დაჭირულნი, | ვინმცაღა ვით დაგვიჭირნა?" |
Strophe: S827/K827 | ||
Verse: a | ყოვლნი ტიროდეს, მოსთქმიდეს, | მერმე დაწყნარდეს გვიანად. |
Verse: b | მეფემან ბრძანა: "იკითხეთ, | მარტოა, ანუ ყმიანად?" |
Verse: c | მოვიდა მონა შერმადინ | მოშიშრად, სირცხვილიანად, |
Verse: d და | ანდერძი ჰკადრა, ატირდა, | სიცოცხლე უჩნდა ზიანად. |
Strophe: S828/K828 | ||
Verse: a | მოახსენა: "საწოლს ვპოვე | ესე მისგან დანაწერი; |
Verse: b | დგეს მონანი ნატირებნი, | დაეგლიჯა თმა და წვერი; |
Verse: c | იგი მარტო გაპარულა, | ყმა არ ახლავს, არცა ბერი. |
Verse: d და | მე თუ მომკლათ, მემართლებით, | სიცოცხლე მჭირს შეუფერი!" |
Strophe: S829/K829 | ||
Verse: a | რა ანდერძი წაიკითხეს, | კვლა იტირეს დიდი ხანი; |
Verse: b | მერმე ბრძანა: "მხიარულსა | ნუ ჩაიცმენ ჩემნი სპანი, |
Verse: c | ვამლოცველნეთ დავრდომილნი, | ობოლნი და ქვრივნი სხვანი, |
Verse: d და | შევეწივნეთ, მშვიდობისა | ნუთუ მისცნეს ღმერთმან გზანი!" |