| Strophe: S830/K830 | ||
| Verse: a | მთვარე მზესა მოეშორვოს, | მოშორვება გაანათლებს, |
| Verse: b | რა ეახლოს, შუქი დასწვავს, | გაეყრების, ვერ იახლებს, |
| Verse: c | მაგრა ვარდსა უმზეობა | გაახმობს და ფერსა აკლებს, |
| Verse: d და | ჩვენ ვერ-ჭვრეტა საყვარლისა | ჭირსა ძველსა გაგვიახლებს. |
| Strophe: S831/K831 | ||
| Verse: a | აწყა დავიწყებ ამბავსა, | მის ყმისა წამავლობასა: |
| Verse: b | მივა და მიტირს გულ-მდუღრად, | ვერ ვიტყვი ცრემლთა მცრობასა, |
| Verse: c | წამ-წამ მობრუნდის, იაჯდის | მისთვის მზისავე მზობასა, |
| Verse: d და | უჭვრეტდის, თვალნი ვერ მოჰხსნნის*, | თუ მოჰხსნნის*, მიჰხდის ცნობასა. |
| Strophe: S832/K832 | ||
| Verse: a | რა მიეახლის დაბნედად, | ვერ ხელ-ჰყვის გაძრვად ენისად, |
| Verse: b | მაგრა სდის ცრემლი თვალთაგან | მსგავსად დიჯლისა დენისად, |
| Verse: c | ზოგჯერ დაბრუნდის, იჭვრეტდის | ღონედ პატიზთა თმენისად, |
| Verse: d და | რა გაემართის, არ იცის, | მას თუ არბევდის ცხენი სად. |
| Strophe: S833/K833 | ||
| Verse: a | თქვა: "ჩემო, შენი შორს ყოფი | კრულია ვინცა დადუმდეს*, |
| Verse: b | რათგან შენ დაგრჩა გონება, | გული შენკევე დაბრუნდეს, |
| Verse: c | თვალთა მტირალთა შეხედვა | შენივე სწადდეს და უნდეს. |
| Verse: d და | სჯობს, საყვარელსა მოყვარე | რაზომც არ დაუძაბუნდეს! |
| Strophe: S834/K834 | ||
| Verse: a | მე რა ვქმნა შენად შეყრამდის, | ანუ რას ვეჭვდე ლხენასა? |
| Verse: b | თავსა მოვიკლავ, მე თუ-მცა | შენგან არ ვეჭვდი წყენასა, |
| Verse: c | მაგრა შენ გაწყენ ჩემისა | არ-სიცოცხლისა სმენასა, |
| Verse: d და | მოდი და მივსცნე ცოცხალმან | თვალნი ცრემლისა დენასა!" |
| Strophe: S835/K835 | ||
| Verse: a | ტირს, იტყვის: "დადვა კეშანი | ლახვარმან ჩემთვის ათმანო; |
| Verse: b | ინდოთა რაზმი ჩემად კლვად | თქვა, ესე ტევრი ვთხზა თმანო. |
| Verse: c | თვალთა გიშერი აშვენებს, | სათმან რად მომკლა, სათმანო! |
| Verse: d და | ბაგე-კბილო და თვალ-წარბო, | მომცემდი პატიჟთა, თმანო!" |
| Strophe: S836/K836 | ||
| Verse: a | იტყვის: "ჰე, მზეო, ვინ ხატად | გთქვეს მზიანისა ღამისად, |
| Verse: b | ერთ-არსებისა ერთისა, | მის უჟამოსა ჟამისად, |
| Verse: c | ვის გმორჩილობენ ციერნი | ერთის იოტის წამისად, |
| Verse: d და | ბედსა ნუ მიქცევ, მიაჯე, | შეყრამდის ჩემად და მისად. |
| Strophe: S837/K837 | ||
| Verse: a | ვის ხატად ღმრთისად გიტყვიან | ფილასოფოსნი წინანი, |
| Verse: b | შენ მიშველე რა ტყვე-ქმნილსა, | ჯაჭვნი მაბიან, რკინანი! |
| Verse: c | ბროლ-ბადახშისა მძებნელმან | სათნი დავკარგენ, მინანი; |
| Verse: d და | მაშინ ვერ გავსძელ სიახლე, | აწ სიშორესა ვინანი |
| Strophe: S838/K838 | ||
| Verse: a | ამას მოსთქმიდის, იწვოდის, | ვითა სანთელი დნებოდის, |
| Verse: b | დაყოვნებისა მოშიში | ისწრაფდის, იარებოდის; |
| Verse: c | რა შეუღამდის, ვარსკვლავთა | ამოსლვა ეამებოდის, |
| Verse: d და | მას ამსგავსებდის, ილხენდის, | უჭვრეტდის, ეუბნებოდის. |
| Strophe: S839/K839 | ||
| Verse: a | მთვარესა ეტყვის: "იფიცე | სახელი ღმრთისა შენისა! |
| Verse: b | შენ ხარ მომცემი მიჯნურთა | მიჯნურობისა სენისა, |
| Verse: c | შენ გაქვს წამალი მისისა | მოთმინებისა თმენისა, |
| Verse: d და | მიაჯე შეყრა პირისა, | შენ გამო შენებრ მშვენისა!" |
| Strophe: S840/K840 | ||
| Verse: a | ღამე ალხენდის, დღე სჯიდის, | ელის ჩასლვასა მზისასა; |
| Verse: b | რა წყალი ნახის, გარდახდის, | უჭვრეტდის ჭავლსა წყლისასა, |
| Verse: c | მას თანა-ჰრთვიდის ნაკადსა | სისხლისა ცრემლთა ტბისასა, |
| Verse: d და | კვლა გაემართის, ისწრაფდის | წავლასა მისვე გზისასა. |
| Strophe: S841/K841 | ||
| Verse: a | მარტო მოსთქმიდის, ტიროდის | ტანად ალვისა ხიანი, |
| Verse: b | მინდორს თხა მოკლის, სადაცა | ადგილი დაჰხვდის კლდიანი, |
| Verse: c | შეწვის, ჭამის და წავიდის | პირ-მზე, გულ-მარიხიანი, |
| Verse: d და | იტყვის: "დავყარენ ვარდნი და, | აჰა მე, ვაგლახ, იანი!" |
| Strophe: S842/K842 | ||
| Verse: a | აწ ვერ ვიტყვი მაშინდელსა | მე მის ყმისა ნაუბარსა, |
| Verse: b | რას უბნობდის, რას მოსთქმიდის, | რას ტურფასა, რაზომ გვარსა! |
| Verse: c | ზოგან თოვლი გაეწითლის | ვარდსა, ბრჭკლითა ნახოკარსა. |
| Verse: d და | ქვაბნი ნახნა, გაეხარნეს, | ზე გავიდა ქვაბთა კარსა. |
| Strophe: S843/K843 | ||
| Verse: a | რა ასმათმან დაინახა, | მოეგება, ცრემლი სწვთების, |
| Verse: b | ვით ეამა, სიხარულსა | მართ ვეღარას ვერ მიჰხვდების; |
| Verse: c | ყმა გარდახდა, მოეხვია, | აკოცებს და ეუბნების. |
| Verse: d და | კაცი კაცსა მოელოდეს, | მოსლვა დია ეამების. |
| Strophe: S844/K844 | ||
| Verse: a | ყმა ქალსა ეტყვის: "პატრონი, | ნეტარ, სად არის და ვითა?" |
| Verse: b | ქალი ატირდა ცრემლითა, | ზღვათაცა შესართავითა, |
| Verse: c | ეტყვის: "რა წახვე, გაიჭრა, | ქვაბს ყოფა მისჭირდა ვითა; |
| Verse: d და | აწ მისი არა არ ვიცი, | არ ნახვით, არ ამბავითა". |
| Strophe: S845/K845 | ||
| Verse: a | ყმა დაჭმუნდა, ვითამც რამე | ჰკრეს ლახვარი გულსა შუა; |
| Verse: b | ქალსა ეტყვის: "აჰა, დაო, | ეგეთიმცა კაცი ნუა! |
| Verse: c | იგი ფიცი ვით გატეხა! | არ ვეცრუვე, ვით მეცრუა? |
| Verse: d და | ვერ იქმოდა, რად მიქადა? | თუ მიქადა, რად მიტყუა?! |
| Strophe: S846/K846 | ||
| Verse: a | მე უმისოდ სოფელს ყოფა | რათგან ჩირად არ მიღირდა, |
| Verse: b | რად დავვიწყდი, რად მივსცილდი? | რად ვერ გასძლო, რა მისჭირდა? |
| Verse: c | მან გატეხა ზენარისა | რად შეჰმართა, ვით გაპირდა? |
| Verse: d და | მაგრა ავის ბედისაგან | ჩემი რამცა გამიკვირდა!" |
| Strophe: S847/K847 | ||
| Verse: a | კვლა ქალი ეტყვის: "მართალ ხარ | მაგისსა დამძიმებასა, |
| Verse: b | მაგრა, რა გავბრჭო მართალი, | ნუ მეჭვ რასაცა თნებასა: |
| Verse: c | არ გული უნდა ფიცის და | პირისა გასრულებასა? |
| Verse: d და | იგი უგულო მოელის | მართ დღეთა შემოკლებასა. |
| Strophe: S848/K848 | ||
| Verse: a | გული, ცნობა და გონება | ერთმანერთზედა ჰკიდიან. |
| Verse: b | რა გული წავა, იგიცა | წავლენ და მისკე მიდიან; |
| Verse: c | უგულო კაცი ვერ კაცობს, | კაცთაგან განაკიდიან. |
| Verse: d და | შენ არ გინახვან, არ იცი, | მას რომე ცეცხლნი სწვიდიან. |
| Strophe: S849/K849 | ||
| Verse: a | შენ უმართლე ხარ, ემდურვი, | შენ გაეყარე ძმობილსა, |
| Verse: b | მაგრა ვით ითქმის, ვით გახდა, | ვითა გიამბო ცნობილსა! |
| Verse: c | ენა დაშვრების, გაცვთების, | გულსა შეელმის ლმობილსა, |
| Verse: d და | ამას მით ვაზრობ, მინახავს | მე უბედურსა შობილსა. |
| Strophe: S850/K850 | ||
| Verse: a | ჯერთ მისი მსგავსი სასჯელი | არცა ვის ამბად ჰსმენია. |
| Verse: b | არა თუ კაცთა, სასჯელი | ქვათაცა შემაძრწენია, |
| Verse: c | დიჯლადცა კმარის, მას რომე | თვალთაგან ცრემლი სდენია; |
| Verse: d და | თვით რაცა ჰბრძანოთ, მართალ ხართ: | სხვა სხვისა ომსა ბრძენია. |
| Strophe: S851/K851 | ||
| Verse: a | მას წამავალსა ვჰკითხევდი, | დამწვარსა, ცეცხლ-მოდებულსა: |
| Verse: b | "მოვიდეს, რა ქმნას ავთანდილ? | მისსა დამვედრე დებულსა". |
| Verse: c | მიბრძანა: "მო-ღა-მნახვიდეს | მე, მისთვის გაცუდებულსა, |
| Verse: d და | ამათ არ დავჰყრი არეთა, | არ გავსტეხ მის ქადებულსა. |
| Strophe: S852/K852 | ||
| Verse: a | მას ზენაარსა არ გავსტეხ, | მას ფიცსა არ ვეცრუები, |
| Verse: b | მად პაემნამდის მოვიცდი, | რაზომ-მცა გამდის რუები; |
| Verse: c | თუ მკვდარი მნახოს, დამმარხოს, | თქვას ვაგლახი და უები, |
| Verse: d და | ცოცხალი დავჰხვდე, უკვირდეს, | სიცოცხლე არს სათუები". |
| Strophe: S853/K853 | ||
| Verse: a | ჩემთვის გარდახდა მას აქათ | გაყრა მზისა და ქედისა; |
| Verse: b | ოდენ მოდენა ცრემლისა | მჭირს, ველთა მოსალბედისა. |
| Verse: c | მსჯის გამრავლება ხელ-ქმნილსა | სულთქვმისა ზედა*-ზედისა, |
| Verse: d და | დავვიწყებივარ სიკვდილსა, | ნახეთ ნაქმარი ბედისა! |
| Strophe: S854/K854 | ||
| Verse: a | ესე არაკი მართალი* | ჩინს ქვასა ზედა სწერია: |
| Verse: b | ვინ მოყვარესა არ ეძებს, | იგი თავისა მტერია". |
| Verse: c | აწ ზაფრანია, ვის წინას | ვერ ვარდი ჰგვანდის, ვერ ია; |
| Verse: d და | თუღა მოჰნახავ, მონახე, | ქმენ, რაცა შენი ფერია". |
| Strophe: S855/K855 | ||
| Verse: a | ყმამან უთხრა: "უმართლე ხარ, | არ მამართლო მდურვად მისად, |
| Verse: b | მაგრა გაბრჭე, რა მიქმნია | სამსახური ტყვესა ტყვისად: |
| Verse: c | გამოჭრილ ვარ სახლით ჩემით, | ვით ირემი ძებნად წყლისად, |
| Verse: d და | მას ვეძებ და მას ვიგონებ, | ვიარები ველთა ვლისად. |
| Strophe: S856/K856 | ||
| Verse: a | ბროლ-სადაფნი მარგალიტსა | ლალის-ფერსა სცვენ და ჰბურვენ, |
| Verse: b | მას მოვჰშორდი, ვერ ვეახელ, | ვერ მისურვეს, ვერ ვასურვენ, |
| Verse: c | გამოპარვით წამოსლვითა | ღმრთისა სწორნი მოვიმდურვენ, |
| Verse: d და | ნაცვლად მათთა წყალობათა | გულნი მათნი შევაურვენ. |
| Strophe: S857/K857 | ||
| Verse: a | პატრონი ჩემი გამზრდელი, | ღმრთისაგან დიდად* ცხოველი, |
| Verse: b | მშობლური, ტკბილი, მოწყალე, | ცა, წყალობისა მთოველი! |
| Verse: c | მას ვუორგულე, წამოვე, | მართ დავივიწყე ყოველი, |
| Verse: d და | მისი შემცოდე ღმრთისაგან | კარგსა აღარას* მოველი. |
| Strophe: S858/K858 | ||
| Verse: a | ესე ყველაი ასრე მჭირს, | დაო, ბედითა მისითა, |
| Verse: b | არ ვუტყუვე, და მოსრულ ვარ | მგზავრი ღამით და დღისითა; |
| Verse: c | აწ იგი სადმე წასრულა, | ვიწვი ცეცხლითა ვისითა, |
| Verse: d და | ცუდ-მაშვრალი და მტირალი | ქვე ვზი პირითა მქისითა. |
| Strophe: S859/K859 | ||
| Verse: a | დაო, მეტსა საუბარსა | აღარ მომცემს ჟამი და დრო, |
| Verse: b | არ ვინანი გარდასრულსა, | ბრძენთა სიტყვა გავაადრო*; |
| Verse: c | წავალ, ვძებნი, ანუ ვპოვებ, | ან სიკვდილი მოვიადრო, |
| Verse: d და | თვარა ბედი აზომ თურე | მიკვეთს, ღმერთსა რაღა ვჰკადრო!" |
| Strophe: S860/K860 | ||
| Verse: a | ამის მეტი აღარა თქვა, | ატირდა და წამოვიდა, |
| Verse: b | ქვაბი ჩავლო, წყალსა გახდა, | შამბი გავლო, ველს გავიდა; |
| Verse: c | ქარი, ველთა მონაქროლი, | ლალის-ფერსა ვარდსა ზრვიდა; |
| Verse: d და | "რად მიმეცო ამა ჭირსა?" | ბედსა ამას უზრახვიდა. |
| Strophe: S861/K861 | ||
| Verse: a | იტყვის: "ღმერთო, რა შეგცოდე | შენ, უფალსა, არსთა მხედსა, |
| Verse: b | რად გამყარე მოყვარეთა, | რად შემასწარ ამა ბედსა? |
| Verse: c | ერთი ორთა მგონებელი | ვარ საქმესა წასაწყმედსა, |
| Verse: d და | მოვკვდე, თავი არ მეწყალვის, | სისხლი ჩემი* ჩემსა ქედსა! |
| Strophe: S862/K862 | ||
| Verse: a | მოყვარემან ვარდის კონა | გულსა მკრა და დამიწყლულა, |
| Verse: b | იგი ფიცი, ჩემგან სრული, | მან აღარა გამისრულა; |
| Verse: c | მას თუ გამყრი, საწუთროო, | ჩემი ლხინი გარდასრულა, |
| Verse: d და | სხვა მოყვარე თვალსა ჩემსა | გაკიცხულა, გაბასრულა . |
| Strophe: S863/K863 | ||
| Verse: a | კვლა იტყვის: "მიკვირს ნავღელი | კაცისა ჭკუიანისა. |
| Verse: b | რა მჭმუნვარებდეს, რას არგებს | ნაკადი ცრემლთა ბანისა? |
| Verse: c | სჯობს გამორჩევა, აზრობა | საქმისა დასაგვანისა, |
| Verse: d და | აწ მეცა მიჯობს მონახვა | მის მზისა ლერწამ-ტანისა". |
| Strophe: S864/K864 | ||
| Verse: a | ყმა გაემართა საძებრად | მტირალი, ცრემლთა მფრქვეველი, |
| Verse: b | ეძებს, უზახის, უყივის, | დღეებრ ღამეთა მთეველი; |
| Verse: c | სამ დღემდის მოვლო მრავალი | ხევი, შამბნარი, ტყე, ველი; |
| Verse: d და | ვერ პოვა, მივა მჭმუნვარე, | ვერას ამბვისა მცნეველი. |
| Strophe: S865/K865 | ||
| Verse: a | იტყვის: "ღმერთო, რა შეგცოდე, | ეგზომ დიდი რა გაწყინე? |
| Verse: b | რად შემასწარ ამა ბედსა*, | რა სასჯელი მომივლინე! |
| Verse: c | გამკითხველო, გამიკითხე, | აჯა ჩემი შეისმინე, |
| Verse: d და | დაამოკლენ დღენი ჩემნი, | ჭირნი ამით * გამილხინე!" |