Strophe: S866/K866 | ||
Verse: a | მივიდოდა, მიუბნობდა | ყმა მტირალი, ფერ-შეცვლილი, |
Verse: b | ქედსა რასმე გარდაადგა, | ველი აჩნდა მზიან-ჩრდილი; |
Verse: c | ნახა, შავი შამბთა პირსა | დგა სადავე-უკუყრილი; |
Verse: d და | თქვა: "უცილოდ იგიაო, | არა უნდა ამას ცილი". |
Strophe: S867/K867 | ||
Verse: a | რა შეხედნა, ყმასა გულმან | გაუფეთქნა, გაუნათდა, |
Verse: b | აქა ლხინი დაღრეჯილსა | უათასდა, არ უათდა; |
Verse: c | ვარდმან ფერი გაანათლა, | ბროლი ბროლდა, სათი სათდა, |
Verse: d და | ვით გრიგალმან ჩაირბინა, | არ მოსცალდა ჭვრეტად მათდა. |
Strophe: S868/K868 | ||
Verse: a | რა ტარიელ დაინახა, | განაღამცა დაეღრიჯა: |
Verse: b | ახლოს მყოფი სიკვდილისა | ჯდა და პირი დაებღნიჯა, |
Verse: c | საყელონი გარდეხივნეს, | თავი სრულად გაეგლიჯა, |
Verse: d და | მას აღარა შეესმოდა, | სოფლით გაღმა გაებიჯა. |
Strophe: S869/K869 | ||
Verse: a | ერთ-კერძ* უც ლომი მოკლული | და ხრმალი სისხლ-მოცხებული, |
Verse: b | კვლა სხვაგნით - ვეფხი უსულო, | მკვდარი, ქვე-დანარცხებული; |
Verse: c | მას წყაროსაებრ თვალთაგან | ცრემლი სდის გაფიცხებული. |
Verse: d და | მუნ აგრე გულსა უნთებდა | ცეცხლი მცხინვარე, ცხებული. |
Strophe: S870/K870 | ||
Verse: a | თვალთა ახმადცა ზარ-ედვა | სრულად მიჰხდოდა ცნობასა, |
Verse: b | მიახლებოდა სიკვდილსა, | მოჰშორვებოდა თმობასა. |
Verse: c | ყმა სახელ-დებით უყივის, | ლამის სიტყვითა კრთობასა, |
Verse: d და | ვეღარ ასმინა, გარდიჭრა, | ძმა გამოაჩენს ძმობასა! |
Strophe: S871/K871 | ||
Verse: a | ხელითა ცრემლსა უწურავს, | თვალთა ავლებდა სახელსა, |
Verse: b | ახლოს უზის და უზახის | მართ სახელ-დებით სახელსა; |
Verse: c | ეტყვის: "ვერ მიცნობ ავთანდილს, | შენთვის გაჭრილსა და ხელსა?" |
Verse: d და | მას არა დია შეესმის | რეტსა, თვალ-დაუფახელსა. |
Strophe: S872/K872 | ||
Verse: a | ესე ყველაი ასრეა, | რაცა აწ ჩემგან თხრობილა. |
Verse: b | ცრემლნი მოსწურნა თვალთაგან, | ცოტად-რე მოაცნობილა. |
Verse: c | მაშინღა იცნა, აკოცა, | მოეჭდო, მოეძმობილა. |
Verse: d და | ვიმოწმებ ღმერთსა ცხოველსა, | მათებრივ* არვინ შობილა! |
Strophe: S873/K873 | ||
Verse: a | უთხრა: "ძმაო, არ გიტყუე, | გიყავ, რაცა შემოგფიცე, |
Verse: b | გნახე სულთა გაუყრელმან, | ფიცი ასრე დავამტკიცე; |
Verse: c | აწ დამეხსენ, სიკვდილამდის | ვიტირო და თავსა ვიცე. |
Verse: d და | მაგრა გვედრებ დამარხვასა, | მხეცთა საჭმლად არ მივიცე". |
Strophe: S874/K874 | ||
Verse: a | ყმამან უთხრა: "რას შიგან ხარ, | შენ საქმესა რად იქმ ავსა? |
Verse: b | ვინ მიჯნური არ ყოფილა, | ვის სახმილი არა სწვავსა? |
Verse: c | ვის უქმნია შენი მსგავსი | სხვასა კაცთა ნათესავსა? |
Verse: d და | რად სატანას წაუღიხარ, | რად მოიკლავ ნებით თავსა? |
Strophe: S875/K875 | ||
Verse: a | თუ ბრძენი ხარ, ყოვლნი ბრძენნი | აპირებენ ამა პირსა: |
Verse: b | ხამს მამაცი მამაცური, | სჯობს, რაზომცა ნელად ტირსა. |
Verse: c | ჭირსა შიგან გამაგრება | ასრე უნდა, ვით ქვითკირსა. |
Verse: d და | თავისისა ცნობისაგან | ჩავარდების კაცი ჭირსა. |
Strophe: S876/K876 | ||
Verse: a | ბრძენი ხარ და გამორჩევა | არა იცი ბრძენთა თქმულებ, |
Verse: b | მინდორს სტირ და მხეცთა ახლავ, | რას წადილსა აისრულებ? |
Verse: c | ვისთვის ჰკვდები, ვერ მიჰხვდები, | თუ სოფელსა მოიძულებ, |
Verse: d და | თავსა მრთელსა რად შეიკრავ, | წყლულსა ახლად რად იწყლულებ? |
Strophe: S877/K877 | ||
Verse: a | ვინ არ ყოფილა მიჯნური, | ვის არ სახმილნი სდებიან? |
Verse: b | ვის არ უნახვან პატიჟნი, | ვისთვის ვინ არა ბნდებიან? |
Verse: c | მითხარ, უსახო რა ქმნილა, | სულნი რად ამოგხდებიან? |
Verse: d და | არ იცი, ვარდნი უეკლოდ | არავის მოუკრებიან! |
Strophe: S878/K878 | ||
Verse: a | ვარდსა ჰკითხეს: "ეგზომ ტურფა | რამან შეგქმნა ტანად, პირად? |
Verse: b | მიკვირს, რად ხარ ეკლიანი? | პოვნა შენი რად არს* ჭირად?" |
Verse: c | მან თქვა: "ტკბილსა მწარე ჰპოვებს, | სჯობს, იქმნების რაცა ძვირად: |
Verse: d და | ოდეს ტურფა გაიეფდეს, | არღარა ღირს არცა ჩირად". |
Strophe: S879/K879 | ||
Verse: a | რათგან ვარდი ამას იტყვის | უსულო და უასაკო, |
Verse: b | მაშა ლხინსა ვინ მოიმკის | პირველ ჭირთა უმუშაკო? |
Verse: c | უბოროტო ვის ასმია | რაცა საქმე* საეშმაკო, |
Verse: d და | რად ემდურვი საწუთროსა? | რა უქმნია უარაკო?! |
Strophe: S880/K880 | ||
Verse: a | ისმინე ჩემი თხრობილი, | შეჯე, წავიდეთ ნებასა, |
Verse: b | ნუ მიჰყოლიხარ თავისსა | თათბირსა, გაგონებასა, |
Verse: c | რაცა არ გწადდეს, იგი ქმენ, | ნუ სდევ წადილთა ნებასა, |
Verse: d და | ასრე არ სჯობდეს, არ გეტყვი, | რად მეჭვ რასაცა თნებასა!" |
Strophe: S881/K881 | ||
Verse: a | მან უთხრა: "ძმაო, რა გითხრა, | ძრვაცა არ ძალ-მიც ენისა, |
Verse: b | ძალი არა მაქვს ხელ-ქმნილსა | შენთა სიტყვათა სმენისა; |
Verse: c | რა ადვილად გიჩს მოთმენა | ჩემთა სასჯელთა თმენისა! |
Verse: d და | აწ მივსწურვივარ სიკვდილსა, | დრო მომეახლა ლხენისა. |
Strophe: S882/K882 | ||
Verse: a | ამას მოკვდავი ვილოცავ, | აროდეს ვითხოვ, არ, ენით: |
Verse: b | აქა გაყრილნი მიჯნურნი | მუნამცა შევიყარენით, |
Verse: c | მუნ ერთმანერთი კვლა ვნახნეთ, | კვლა რამე გავიხარენით, |
Verse: d და | მო*, მოყვარეთა დამმარხეთ, | მიწანი მომაყარენით! |
Strophe: S883/K883 | ||
Verse: a | საყვარელმან საყვარელი | ვით არ ნახოს, ვით გაწიროს! |
Verse: b | მისკე მივალ მხიარული, | მერმე იგი ჩემ კერძ* იროს, |
Verse: c | მივეგებვი, მომეგებოს, | ატირდეს და ამატიროს. |
Verse: d და | ჰკითხე ასთა, ქმენ გულისა, | რა გინდა ვინ გივაზიროს! |
Strophe: S884/K884 | ||
Verse: a | მართ გარდაწყვედით იცოდი, | გეტყვი მართალსა პირასა: |
Verse: b | სიკვდილი მახლავს, დამეხსენ, | ხანსაღა დავჰყოფ მცირასა; |
Verse: c | არ ცოცხალ ვიყო, რას მაქმნევ? | რა დავრჩე, ხელსა მხდი რასა? |
Verse: d და | დამშლიან ჩემნი კავშირნი, | შევჰრთვივარ სულთა სირასა. |
Strophe: S885/K885 | ||
Verse: a | რა სთქვი, რას იტყვი, არ მესმის, | არცა მცალს სმენად მაგისად*, |
Verse: b | სიკვდილი მახლავს ხელ-ქმნილსა, | სიცოცხლე არის წამისად; |
Verse: c | აწ გამიარმდა სიცოცხლე | მეტად ყოვლისა ჟამისად, |
Verse: d და | მუნ მეცა მივალ, ცრემლისა | მიწად სად გამდის ლამი, სად. |
Strophe: S886/K886 | ||
Verse: a | ბრძენი? ვინ ბრძენი, რა ბრძენი? | ხელი ვითა იქმს ბრძნობასა? |
Verse: b | ეგ საუბარი მაშინ ხამს, | თუცაღა ვიყო ცნობასა; |
Verse: c | ვარდი ვერ არის უმზეოდ; | იყოს, დაიწყებს ჭნობასა; |
Verse: d და | მაწყენ, დამეხსენ, არა მცალს, | არცაღა ვახლავ თმობასა". |
Strophe: S887/K887 | ||
Verse: a | კვლა ეუბნების ავთანდილ | სიტყვითა მრავალ-ფერითა, |
Verse: b | ეტყვის: "თუ მოჰკვდე, რას არგებ | ქცევითა მაგ ოხერითა? |
Verse: c | ნუ იქმ, არა სჯობს საქმითა, | ნუ ხარ თავისა მტერითა!" |
Verse: d და | ვერ წაიყვანა, ვერა ქმნა | სიტყვითა ვერა-ვერითა. |
Strophe: S888/K888 | ||
Verse: a | მერმე უთხრა: "აჰა, რათგან | არ მომისმენ არას, არა, |
Verse: b | აღარ გაწყენს ენა ჩემი, | აქამდისცა ცუდად მცთარა; |
Verse: c | თუ სიკვდილი გიჯობს, მოკვე, | ვარდი დაჭნეს, და-ცა-მჭნარა*! |
Verse: d და | ერთსა რასმე გეაჯები, | მიყავ!" - ცრემლი ამდუღარა. |
Strophe: S889/K889 | ||
Verse: a | "სადა ინდონი ბროლ-ვარდსა | სარვენ გიშრისა სარითა, |
Verse: b | მას მოვეშორვე, წამოვე | სიჩქარით, არ სიწყნარითა; |
Verse: c | ვერ დამიჭირა მეფემან | მშობლურად საუბარითა*, |
Verse: d და | შენ არ შემიყრი, გამიყრი, | აწ ჩემი ლხინი ვთქვა რითა? |
Strophe: S890/K890 | ||
Verse: a | ნუ გამგზავნი გულ-მოკლულსა, | ერთი მიყავ საწადელი, |
Verse: b | ერთხელ შეჯე, ცხენოსანი | გნახო ჩემი სულთა მხდელი, |
Verse: c | ნუთუ მაშინ მოვიქარვო | სევდა ესე აწინდელი; |
Verse: d და | მე წავალ და შენ დაგაგდებ, | იქმნას შენი საქადელი!" |
Strophe: S891/K891 | ||
Verse: a | ეხვეწებოდა: "შეჯეო ", | აჯას ხვეწნითა არვებდა, |
Verse: b | იცოდა, რომე შეჯდომა | კაეშანს მოაქარვებდა, |
Verse: c | ლერწმისა სარსა დასდრეკდა, | გიშერსა დაიკარვებდა; |
Verse: d და | დაიმორჩილა, ეამა, | არ ივაგლახა, არ ვებდა. |
Strophe: S892/K892 | ||
Verse: a | ცხადად უთხრა: "შევჯდებიო, | მომიყვანე ცხენი წინა". |
Verse: b | მან მოჰგვარა, წყნარად შესვა, | არ სიჩქარით ააქშინა; |
Verse: c | მინდორთაკე წაიყვანა, | ტანი მჭევრი აძრვევინა, |
Verse: d და | ხანი წავლეს, სიარულმან | მოჯობება დააჩინა. |
Strophe: S893/K893 | ||
Verse: a | შეაქცევს და ეუბნების | საუბართა* შვენიერთა, |
Verse: b | მისთვის სძრვიდა სასაუბროდ | მათ ბაგეთა ძოწის-ფერთა, |
Verse: c | მისი სმენა გააყრმობდა* | მსმენელისა ყურთა ბერთა; |
Verse: d და | მოიშორვა კაეშანი, | დათმობავე შეაერთა. |
Strophe: S894/K894 | ||
Verse: a | რა შეატყო* მოჯობება მან, | სევდისა მუფარახმან, |
Verse: b | გაანათლა პირი-ვარდი | სიხარულმან დაუსახმან, |
Verse: c | ცნობიერთა დასტაქარმან, | უცნობოთა ოხრვა-ახმან; |
Verse: d და | ცნობიერი სიტყვა უთხრა | უცნობოსა რასმე მზრახმან. |
Strophe: S895/K895 | ||
Verse: a | შე-რასმე-ჰყვეს საუბარსა*, | სიტყვა ჰკადრა არ-მალული: |
Verse: b | "ერთსა რასმე მოგახსენებ, | გამიცხადე დაფარული: |
Verse: c | ეგე სამხრე მისეული, | შენ გაჩნია ვისგან წყლული, |
Verse: d და | რაგვარ გიყვარს, რაგვარ გიღირს? | თქვი, დავიღო მერმე სული". |
Strophe: S896/K896 | ||
Verse: a | მან უთხრა: "სახე რა გითხრა | მის უსახოსა სახისა! |
Verse: b | ესეა ჩემი სიცოცხლე, | ჩემი მომცემი ახისა, |
Verse: c | მჯობი ყოვლისა სოფლისა, | წყლისა, მიწისა და ხისა; |
Verse: d და | არ-სასმენლისა მოსმენა | არს უმჟავესი წმახისა". |
Strophe: S897/K897 | ||
Verse: a | ავთანდილ უთხრა: "ვლამოდი | მართ მაგისისა თქმევასა; |
Verse: b | აწ რათგან გითქვამს, პასუხსა | გკადრებ და ნუ მეჭვ თნევასა: |
Verse: c | სჯობს ასმათისა არ-ლევა | მაგა სამხრის არ-ლევასა, |
Verse: d და | ამად არ გიქებ საქმისა | უარესისა რჩევასა. |
Strophe: S898/K898 | ||
Verse: a | სამხრე გაბია ოქროსა, | ოქრომჭედლისა დნობილი, |
Verse: b | უასაკო და უსულო, | არ სიტყვიერი, ცნობილი; |
Verse: c | აღარად გინდა ასმათი, - | ნახე მართალი ბრჭობილი! - |
Verse: d და | პირველ, გლახ, მისი ნაჭვრეტი, | თვით მერმე შენი დობილი. |
Strophe: S899/K899 | ||
Verse: a | თქვენს შუა მქმნელი საქმისა, | შენგან ნახმობი დობისა, |
Verse: b | თქვენი შემყრელი მსახური, | შენგან ღირს-ქმნილი ხმობისა, |
Verse: c | მისი გამზრდელი, გაზრდილი, | მისთვის მიხდილი ცნობისა, |
Verse: d და | გლახ, დაგიგდია, არ ჰნახავ, | შაბაშ მართლისა ბრჭობისა!" |
Strophe: S900/K900 | ||
Verse: a | მან უბრძანა: "რაცა გითქვამს, | უმართლე ხარ მეტის-მეტად: |
Verse: b | საბრალოა ასმათ მისად | მგონებლად და ჩემად მჭვრეტად; |
Verse: c | მე სიცოცხლე არ მეგონა, | შენ მომესწარ ცეცხლთა შრეტად, |
Verse: d და | რათგან დავრჩი, გვალე, ვნახოთ, | თუცავე ვარ ჯერთცა რეტად". |
Strophe: S901/K901 | ||
Verse: a | დაჰმორჩილდა. გაემართნეს | ავთანდილ და ამირბარი. |
Verse: b | ვერ მიგია ქება მათი, | ვერა ქება საქებარი: |
Verse: c | კბილნი - ვითა მარგალიტნი, | ბაგე - ვარდი ნაპობარი. |
Verse: d და | გველსა ხვრელით ამოიყვანს | ენა ტკბილად მოუბარი. |
Strophe: S902/K902 | ||
Verse: a | ამას ეტყვის: "შენთვის დავსდებ | გონებასა, სულსა, გულსა, |
Verse: b | მაგრა შენცა ნუ აგრე ხარ, | ნუ იწყლულებ ახლად წყლულსა; |
Verse: c | არას გარგებს სწავლულება*, | თუ არა იქმ ბრძენთა თქმულსა: |
Verse: d და | არ იხმარებ, რას ხელსა ჰხდი | საუნჯესა დაფარულსა? |
Strophe: S903/K903 | ||
Verse: a | არას გარგებს შეჭირვება: | რომ სჭმუნვიდე, რა გერგების? |
Verse: b | არ თურ იცი, უგანგებოდ | არა* კაცი არ მოკვდების? |
Verse: c | მზისა შუქთა მომლოდინე | ვარდი სამ დღე არ დაჭნების. |
Verse: d და | ბედი ცდაა, გამარჯვება, | ღმერთსა უნდეს, მო-ცა-გხვდების". |
Strophe: S904/K904 | ||
Verse: a | მოახსენა: "ეგე სწავლა | ჩემთვის ყოვლად სოფლად ღირდეს, - |
Verse: b | გონიერთა მწვრთელი უყვარს, | უგუნურთა გულსა ჰგმირდეს, - |
Verse: c | მაგრა რა ვქმნა, რაგვარ გავსძლო, | მეტის-მეტი რა მიმჭირდეს! |
Verse: d და | შენცა გჭირან ჭირნი ჩემნი, | არ მამართლო, არ მიკვირდეს? |
Strophe: S905/K905 | ||
Verse: a | ცვილსა ცეცხლის სიმხურვალე | უგავს, ამად აენთების, |
Verse: b | მაგრა წყალსა არსით ახლავს, | თუ ჩავარდეს, და-ცა-შრტების; |
Verse: c | რაცა ვისცა საქმე თვით სჭირს, | სხვათათვისცა ევარგების, |
Verse: d და | თავიდაღმა რად არ იცი, | გული ჩემი რაგვარ დნების!" |