Strophe: S906/K906 | ||
Verse: a | რა წამეკიდა, ყველაი | წვრილად გიამბო ენითა, |
Verse: b | მერმეღა გაბრჭევ მართალი | მაგა გულითა ბრძენითა; |
Verse: c | შენ მოგელოდი, მიმჭირდა | მოლოდინითა შენითა, |
Verse: d და | ქვაბს ვეღარ გავსძელ, მინდორთა | მოვლა მომინდა ცხენითა. |
Strophe: S907/K907 | ||
Verse: a | იმა ქედსა გარდავადეგ, | შამბნი ისი მომეარნეს; |
Verse: b | ერთი ლომი ერთი ვეფხი | შეკრბეს, ერთად შეიყარნეს, |
Verse: c | ჰგვანდეს რათმე მოყვარულთა, | მათი ნახვა გამეხარნეს, |
Verse: d და | მათ რა უყვეს ერთმანერთსა, | გამიკვირდეს, შემეზარნეს. |
Strophe: S908/K908 | ||
Verse: a | ქედსა გარდავდეგ, ლომ-ვეფხნი | მოვიდეს ორგნით რებულნი, - |
Verse: b | სახედ ვამსგავსე * მიჯნურთა, | ცეცხლნი დამევსნეს დებულნი, - |
Verse: c | შეიყარნეს და შეიბნეს, | იბრძოდეს გამწარებულნი, |
Verse: d და | ლომი სდევს, ვეფხი მიურბის, | იყვნეს არ ჩემგან ქებულნი. |
Strophe: S909/K909 | ||
Verse: a | პირველ ამოდ ილაღობეს, | მერმე მედგრად წაიკიდნეს: |
Verse: b | თვითო ტოტი ერთმანერთსა ჰკრეს, | სიკვდილსა არ დაჰრიდნეს; |
Verse: c | გამოჰრიდნა ვეფხმან გული, - | დედათა-მცა გამოჰრიდნეს! - |
Verse: d და | ლომი მედგრად გაეკიდა, | იგი ვერვინ დაამშვიდნეს. |
Strophe: S910/K910 | ||
Verse: a | ლომსა დავუგმე ნაქმარი, | ვარქვი: "არა ხარ ცნობასა, |
Verse: b | შენ საყვარელსა რად აწყენ? | ფუ მაგა მამაცობასა!" |
Verse: c | ხრმალ-გამოწვდილი გავუხე, | მივეც ლახვართა სობასა, |
Verse: d და | თავსა გარდავჰკარ, მო-ცა-ვკალ, | დავჰხსენ სოფლისა თმობასა. |
Strophe: S911/K911 | ||
Verse: a | ხრმალი გავსტყორცე, გარდვიჭერ, | ვეფხი შევიპყარ ხელითა; |
Verse: b | მის გამო კოცნა მომინდა, | ვინ მწვავს ცეცხლითა ცხელითა; |
Verse: c | მიღრინვიდა და მაწყენდა | ბრჭკალითა სისხლთა მღვრელითა, |
Verse: d და | ვეღარ გავუძელ, იგიცა | მოვკალ გულითა ხელითა. |
Strophe: S912/K912 | ||
Verse: a | რაზომსაცა ვამშვიდებდი, | ვეფხი ვერა დავამშვიდე, |
Verse: b | გავგულისდი, მოვიქნივე, | ვჰკარ მიწასა, დავაწყვიდე; |
Verse: c | მომეგონა, ოდეს ჩემსა | საყვარელსა წავეკიდე; |
Verse: d და | სულნი სრულად არ ამომხდეს, | რად გიკვირს, თუ ცრემლთა ვჰღვრიდე! |
Strophe: S913/K913 | ||
Verse: a | აჰა, ძმაო, მითხრობია | ჭირი ჩემი, რაცა მჭირდა; |
Verse: b | სულთა დგმაცა არა მმართებს, | ასრე გასლვა რად გიკვირდა? |
Verse: c | სიცოცხლესა გავეყარე, | სიკვდილიცა დამიძვირდა". |
Verse: d და | ესე სიტყვა დაასრულა, | ყმამან სულთქვნა, ა-ცა-ტირდა. |
Strophe: S914/K914 | ||
Verse: a | ავთანდილცა მას თანავე | ტიროდა და ცრემლსა ჰღვრიდა; |
Verse: b | უთხრა: "დათმე, ნუ მოჰკვდები, | გულსა სრულად ნუ დასჭრი, და-! |
Verse: c | ღმერთი მაგას მოწყალეობს, | თუცა ჭირმან არ გაგრიდა; |
Verse: d და | თუმც უნდოდით * გასაყრელად, | პირველ ერთად არ შეგყრიდა. |
Strophe: S915/K915 | ||
Verse: a | სდევს მიჯნურსა ფათერაკი, | საწუთროსა დაანავღლებს; |
Verse: b | მაგრა ბოლოდ ლხინსა მისცემს, | ვინცა პირველ ჭირსა გასძლებს; |
Verse: c | მიჯნურობა საჭიროა, | მით სიკვდილსა მიგვაახლებს, |
Verse: d და | გასწავლულსა გააშმაგებს, | უსწავლელსა გაასწავლებს". |