TITUS
Rustaveli, Vepxistqaosani
Part No. 39
Previous part

Chapter: 39 
ტარიელისაგან და ავთანდილისგან ქვაბს მისლვა და ასმათის ნახვა







Strophe: S916/K916 
Verse: a       იტირეს და გაემართნეს,   ქვაბისაკე თავნი არნეს;
Verse: b       რა ასმათმან დაინახნა,   განაღამცა გაეხარნეს!
Verse: c       მოეგება, მოტიროდა,   ცრემლმან მისმან* კლდენი ღარნეს,
Verse: d    და   აკოცეს და ა-ცა-ტირდეს,   კვლა ცნობანი ააჩქარნეს.






Strophe: S917/K917 
Verse: a       ასმათ თქვა: "ღმერთო, რომელი   არ ითქმი კაცთა ენითა,
Verse: b       შენ ხარ სავსება ყოველთა,   აღგვავსებ მზეებრ ფენითა;
Verse: c       გაქო, ვით გაქო, რა გაქო,   არ-საქებელო სმენითა!
Verse: d    და   დიდება შენდა, არ მომკალ   ამათთვის* ცრემლთა დენითა!"






Strophe: S918/K918 
Verse: a       ტარიელ ეტყვის: "ჰე*, დაო,   მით ცრემლი აქა მდინია,
Verse: b       საწუთრო ნაცვლად გვატირებს,   რაც ოდეს გაგვიცინია.
Verse: c       ძველი წესია სოფლისა,   არ ახლად მოსასმინია.
Verse: d    და   ვა* შენი ბრალი, დავ, თვარა   სიკვდილი ჩემი ლხინია!






Strophe: S919/K919 
Verse: a       სწყუროდეს, წყალსა ვით დაღვრის   კაცი უშმაგო, ცნობილი?
Verse: b       მე თვალთა ჩემთა მით მიკვირს,   რად ვარ ცრემლითა ლტობილი!
Verse: c       უწყლოობა ჰკლავს, წყალი სდის,   აროდეს არ გახმობილი.
Verse: d    და   ვა*, წახდა ვარდი პობილი,   ვა*, მარგალიტი წყობილი!"






Strophe: S920/K920 
Verse: a       ავთანდილსცა მოეგონა   მისი მზე და საყვარელი;
Verse: b       იტყვის: "ჩემო, ვით ვეგები   მე უშენოდ სულთა მდგმელი?
Verse: c       შენ არ გახლავ, ჩემი ჩემთვის   სიცოცხლეა სანანელი,
Verse: d    და   გითხრამცა ვინ, რა მჭირს, ანუ   რა ცეცხლი მწვავს, რაგვარ ცხელი!






Strophe: S921/K921 
Verse: a       ვარდი ამას ვით იაზრებს:   მზე მომშორდეს, არ დავჭკნეო,
Verse: b       ანუ ჩვენ, გლახ, რა გვერგების,   რა ჩასვენდეს გორსა მზეო?
Verse: c       გულო, გიჯობს, გაუმაგრდე,   თავი სრულად გაიკლდეო,
Verse: d    და   ნუთუ მოგხვდეს ნახვა მისი,   სულთა სრულად ნუ დაჰლეო".






Strophe: S922/K922 
Verse: a       სული დაიღეს, დადუმდეს,   ორთავე ცეცხლი სდებოდა;
Verse: b       ასმათი შეჰყვა, შევიდა,   ცეცხლი მათებრვე ჰგზებოდა,
Verse: c       დაუგო ტყავი ვეფხისა,   რომელ კვლა მიწყივ ჰგებოდა;
Verse: d    და   ორნივე დასხდეს, უბნობდეს,   რაცა მათ ეამებოდა.






Strophe: S923/K923 
Verse: a       წვადი შეიწვეს, შეიქმნა   პურობა მსგავსი ჟამისა,
Verse: b       მუნ უპურობა პურობა,   არ-სიდიადე ჯამისა,
Verse: c       მას შეეხვეწნეს: "ჭამეო",   ძალი არ ჰქონდა ჭამისა,
Verse: d    და   გასცოხნის, ლუკმა გასტყორცის,   წონა ძლივ ჩანთქის დრამისა.






Strophe: S924/K924 
Verse: a       ამოა რომე კაცი კაცს   ამოსა ეუბნებოდეს!
Verse: b       მან გაუგონოს, რაცა თქვას,   არ ცუდად წაუხდებოდეს,
Verse: c       ცოტად ეგრეცა დაუვსებს,   ცეცხლი რაზომცა სდებოდეს.
Verse: d    და   დიდი ლხინია ჭირთა თქმა,   თუ კაცსა მოუხდებოდეს.






Strophe: S925/K925 
Verse: a       მას ღამესა ერთგან იყვნეს   იგი ლომნი, იგი გმირნი,
Verse: b       იუბნეს და გააცხადნეს   თავის-თავის მათნი ჭირნი.
Verse: c       რა გათენდა, კვლა დაიწყეს   საუბარნი სიტყვა-ხშირნი;
Verse: d    და   ერთმანერთსა გაუგონნეს   ფიცნი პირველ დანაპირნი.






Strophe: S926/K926 
Verse: a       ტარიელ ეტყვის: "რად უნდა   სიტყვისა თქმა მრავალისა?
Verse: b       რაცა შენ ჩემთვის გიქმნია,   ღმერთი მზღველია ვალისა;
Verse: c       კმა ზენაარი ზენარად,   არ ნაქმარია მთრვალისა,
Verse: d    და   არ დაივიწყე მოყვრობა   მოყვრისა წარმავალისა.






Strophe: S927/K927 
Verse: a       აწ შემიხვეწე, ნუ დამწვავ   კვლა წვითა უცხელესითა;
Verse: b       მე რომე ცეცხლი მედების,   არ ნაგზებია* კვესითა.
Verse: c       ვერ დამშრეტ*, შენცა დაიწვი   სოფლისა ქმნისა წესითა,
Verse: d    და   წადი, დაბრუნდი, შეიქეც   მუნითვე, შენი მზე სით -ა.






Strophe: S928/K928 
Verse: a       ვინ დამბადა, განკურნება   ჩემი უჩანს მასცა ძნელად,
Verse: b       ვისცა გესმის, გაიგონეთ,   მით გაჭრილ ვარ ხელი ველად;
Verse: c       რაცა ჰმართებს გონიერთა,   ერთხელ ვიყავ მეცა მქმნელად,
Verse: d    და   აწ ნობათი ხელობისა   მომხდომია*, მით ვარ ხელად".






Strophe: S929/K929 
Verse: a       ავთანდილ ეტყვის: "რა გითხრა   პასუხი მაგა თქმულისა?
Verse: b       შენვე თქვი, ეგეა სიტყვა   კაცისა ბრძნად სწავლულისა:
Verse: c       ღმერთსამცა ვით არ შეეძლო   კვლა განკურნება წყლულისა?
Verse: d    და   იგია მზრდელი ყოვლისა   დანერგულ-დათესულისა!






Strophe: S930/K930 
Verse: a       ღმერთსამცა ესე რად ექმნა,   ეგეთნი დაებადენით,
Verse: b       აღარ შეგყარნა, გაგყარნა,   ხელი გქმნა* ცრემლთა დადენით!
Verse: c       სდევს ფათერაკი მიჯნურსა,   გაჭვრიტეთ, გაიცადენით,
Verse: d    და   თქვენ ერთმანერთსა არ მიხვდეთ*,   მე სულნი ამომხადენით!






Strophe: S931/K931 
Verse: a       ნეტარ, მამაცი სხვა რაა,   არ გასძლოს, რაცა ჭირია!
Verse: b       ჭირსა გადრეკა რად უნდა,   რა სასაუბრო პირია!
Verse: c       ნუ გეშის, ღმერთი უხვია,   თუცა სოფელი ძვირია,
Verse: d    და   რაცა* მიწვრთიხარ, იწვართე;   გკადრო, უწვრთელი ვირია.






Strophe: S932/K932 
Verse: a       თუ რა გესმის, გაიგონე,   ესე კმარის სწავლა სწავლად;
Verse: b       ჩემსა მზესა დავეთხოვე   თქვენს წინაშე წამოსავლად,
Verse: c       მოვახსენე: "რათგან ჩემი   შეუქმნია გული ავლად,
Verse: d    და   არას ვარგებ, არ დავდგები,   სხვა* ვიუბნო რაღა მრავლად?"






Strophe: S933/K933 
Verse: a       მან მიბრძანა: "მადლიერ ვარ,   კარგად ხარ და მამაცურად,
Verse: b       შენგან მისსა* გავლენასა   მე დავიჩენ სამსახურად".
Verse: c       მისით კითხვით წამოსრულ ვარ,   არ-მთრვალი და არ- მახმურად,
Verse: d    და   აწ შევიქცე*, რა ვუამბო?   რად მოვეო ჯაბან-ხრდლურად?






Strophe: S934/K934 
Verse: a       მაგ საუბარსა ესე სჯობს,   ისმინე ჩემი თხრობილი
Verse: b       მქმნელი საქმისა ძნელისა   კაციმცა იყო ცნობილი;
Verse: c       ვერას ვერ შეიქმს* ნაყოფსა   ვარდი უმზეოდ ჭნობილი.
Verse: d    და   შენ ვერას ირგებ, მე გარგებ,   ძმა ძმისა უნდა ძმობილი!






Strophe: S935/K935 
Verse: a       სადაცა გწადდეს, მუნ იყავ   მითვე წესითა მაგითა,
Verse: b       გწადდეს - გულითა ბრძენითა,   გწადდეს - ცნობითა შმაგითა;
Verse: c       მაგა ქცევითა ტურფითა,   ანაგებითა ნაგითა,
Verse: d    და   ოდენ გამაგრდი, არ მოჰკვდე,   არ დასდნე ცეცხლთა დაგითა.






Strophe: S936/K936 
Verse: a       ამის მეტსა არას გნუკევ:   წელიწადსა ერთსა მსგეფსსა
Verse: b       აქავ* ქვაბსა მომნახევდი   მე, ამბავთა ყოვლგნით მკრეფსა;
Verse: c       ამა ჟამსა ნიშნად მოგცემ,   დროსა ამას ვარდ-იეფსა,
Verse: d    და   ვარდთა ნახვა გაგაკრთობდეს,   მართ ვითა-მცა ძაღლი ყეფსა.






Strophe: S937/K937 
Verse: a       ამა დროსა გარდავსცილდე,   აქავ ქვაბსა არ მოვიდე,
Verse: b       ცან, ცოცხალი არ თურე ვარ,   უღონიოდ მოვკვე კიდე;
Verse: c       ეს ამისად ნიშნად კმარის,   შენ თუ ჩემთვის ცრემლსა ჰღვრიდე,
Verse: d    და   მაშინ გწადდეს - იხარებდი,   გწადდეს - ჭმუნვა გაიდიდე.






Strophe: S938/K938 
Verse: a       აწ რაცა გკადრე, ამისთვის   ნუთუ შენ იყო მჭმუნავი!
Verse: b       მოგშორდები და არ ვიცი,   თუ ცხენი დამცემს, თუ ნავი;
Verse: c       არ, უთქმელობა არ ვარგ-ა,   არ პირუტყვი ვარ მჩმუნავი,
Verse: d    და   არ ვიცი, ღმერთი რას მიზამს,   ანუ ცა მიწყივ მბრუნავი".






Strophe: S939/K939 
Verse: a       მან უბრძანა: "აღარ გაწყენ,   არცა სიტყვა გამეტადდეს,
Verse: b       არ მომისმენ, რაზომ გინდა   საუბარი მიდიადდეს;
Verse: c       თუ არ მოგყვეს საყვარელი,   შენ მას მიჰყევ, რაცა სწადდეს,
Verse: d    და   ბოლოდ ყოვლი დამალული   საქმე ცხადად გამოცხადდეს.






Strophe: S940/K940 
Verse: a       არ დაიჯერო, მაშინ სცნა   ჩემთა საქმეთა ძნელობა;
Verse: b       ჩემთვის ყველაი სწორია,   გაჭრა და გაუჭრელობა;
Verse: c       შენ რაცა გითქვამს, მაგას ვიქმ,   მრჯის რაზომ გინდა ხელობა,
Verse: d    და   უშენოდ მომხვდეს, რაღა ვქმნა,   არ დია დღეთა გრძელობა!"






Strophe: S941/K941 
Verse: a       საუბარი გარდასწყვიდეს,   დააპირეს ესე პირი;
Verse: b       ცხენსა შესხდეს, მოიარეს,   თვითო მოკლეს ველს ნადირი;
Verse: c       შემოიქცეს, აატირეს   გული, კვლაცა ანატირი,
Verse: d    და   ხვალ გაყრისა* გონებამან   სხვა მიჰმატა ჭირსა ჭირი.






Strophe: S942/K942 
Verse: a       ლექსთა მკითხველნო*, თქვენნიმცა*   თვალნი ცრემლისა მღვრელია!
Verse: b       გულმან, გლახ, რა ქმნას უგულოდ,   თუ გული გულსა* ელია?!
Verse: c       მოშორვება და მოყვრისა   გაყრა კაცისა მკლველია,
Verse: d    და   ვინცა არ იცის, არ ესმის,   ესე დღე რაგვარ ძნელია!






Strophe: S943/K943 
Verse: a       დილა გათენდა, შესხდეს და   მას ქალსა გაესალამნეს.
Verse: b       ტარიელ, ასმათ, ავთანდილ   თვალთაგან ცრემლნი დალამნეს;
Verse: c       სამთავე ღაწვთა ალამნი   არღავნის ფერად ალამნეს,
Verse: d    და   მათ ლომთა, მიწყივ მხეც-ქმნილთა,   თავნი მხეცთავე ალამნეს.






Strophe: S944/K944 
Verse: a       ქვაბი ჩავლეს და წავიდეს   ზახილით ცრემლთა მდენანი,
Verse: b       ასმათ ტირს, მოსთქვამს: "ჰე ლომნო,   ვისნი ვით მოგთქმენ ენანი!
Verse: c       მზემან დაგწვნა და დაგდაგნა   ცისა მნათობნი ზენანი,
Verse: d    და   ვა ჭირნი ჩემნი ეზომნი!   ვა სიცოცხლისა თმენანი!"






Strophe: S945/K945 
Verse: a       მათ ყმათა, მუნით წასრულთა,   იგი დღე ერთგან იარეს,
Verse: b       ზღვის პირს მივიდეს,   მუნ დადგეს, არ ხმელთა არე იარეს,
Verse: c       არ გაიყარნეს მას ღამით*,   კვლა ცეცხლი გაიზიარეს,
Verse: d    და   ერთმანერთისა შორს ყოფნა   იტირეს, იმგლოვიარეს.






Strophe: S946/K946 
Verse: a       ტარიელს ეტყვის ავთანდილ:   "რუ გახმა ცრემლთა დენისა!
Verse: b       რად მოიშორვე შენ ფრიდონ,   მომცემი მაგა ცხენისა?
Verse: c       მუნით იცნობის ამბავი,   ღონე მის მზისა ლხენისა,
Verse: d    და   აწ მე მუნ მივალ, მასწავლე   გზა ძმად-ფიცისა შენისა".






Strophe: S947/K947 
Verse: a       ტარიელ სიტყვით ასწავლის   მხარსა ფრიდონის გზისასა,
Verse: b       მართ გააგონა, რაც ოდენ   შეეძლო ძალსა თქმისასა:
Verse: c       "აღმოსავლითკე წადიო,   პირსა იარე ზღვისასა,
Verse: d    და   თუ ჰნახო, ჩემი უამბე,   გკითხავს ამბავსა ძმისასა".






Strophe: S948/K948 
Verse: a       თხა მოკლეს და მიითრიეს,   ცეცხლი შექმნეს ზღვისა პირსა,
Verse: b       სვეს და ჭამეს, რაცა ჭამა   შეჰფერობდა მათსა ჭირსა;
Verse: c       მას ღამესა ერთად იყვნეს,   ერთგან მიწვეს ხეთა ძირსა.
Verse: d    და   ვჰგმობ მუხთალსა საწუთროსა,   ზოგჯერ უხვსა, ზოგჯერ ძვირსა.






Strophe: S949/K949 
Verse: a       ცისკრად ადგეს გასაყრელად,   ერთმანერთსა მოეხვივნეს*;
Verse: b       მაშინ მათგან ნაუბარნი,   დადნეს, ვინცა მოისმინნეს;
Verse: c       თვალთა, ვითა წყაროს თვალნი,   ცრემლნი ველთა მოადინნეს,
Verse: d    და   დიდხან დგანან შეჭდობილნი*,   მკერდი მკერდსა შეარკინეს.






Strophe: S950/K950 
Verse: a       გაიყარნეს ტირილით და   პირსა ხოკით, თმათა გლეჯით,
Verse: b       ერთი აღმა, ერთი ჩაღმა,   უგზოდ მივლენ შამბთა ეჯით;
Verse: c       ვირე უჩნდა ერთმანერთი,   იზახდიან პირსა ბღნეჯით;
Verse: d    და   იგი ნახნეს დაღრეჯილნი,   მზე დაიღრეჯს მისით ღრეჯით.




Next part



This text is part of the TITUS edition of Rustaveli, Vepxistqaosani.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 21.4.2021. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.