TITUS
Rustaveli, Vepxistqaosani
Part No. 40
Previous part

Chapter: 40 
წასლვა ავთანდილისგან ფრიდონისასა







Strophe: S951/K951 
Verse: a       ვა, სოფელო, რას შიგან ხარ,   რას გვაბრუნვებ, რა ზნე გჭირსა!
Verse: b       ყოვლი შენი მონდობილი   ნიადაგმცა ჩემებრ ტირსა!
Verse: c       სად წაიყვან სადაურსა,   სად აღუფხვრი* სადათ ძირსა!
Verse: d    და   მაგრა ღმერთი არ გასწირავს   კაცსა, შენგან განაწირსა.






Strophe: S952/K952 
Verse: a       ავთანდილ მისი გაყრილი   ტირს, ხმა მისწვთების ცათამდის*,
Verse: b       იტყვის, თუ: "ღვარი სისხლისა   კვლაცა მდენია, კვლაცა მდის;
Verse: c       აწ აგრე გაყრა ძნელია,   ვით მაშინ შეყრა და-ც-ამდის.
Verse: d    და   კაცი არ ყველა სწორია,   დიდი ძეს კაცით კაცამდის".






Strophe: S953/K953 
Verse: a       ველს მაშინ მხეცნი ძღებოდეს   სისხლითა მუნ ნატირითა;
Verse: b       ვერ დაივსებდა სახმილსა,   იწვის ცეცხლითა ხშირითა;
Verse: c       კვლა თინათინის გონება   ავსებს უფრო-რე ჭირითა;
Verse: d    და   ბაგეთათ* ვარდსა ანათობს   ბროლი ძოწისა ძირითა.






Strophe: S954/K954 
Verse: a       ვარდი ჭნებოდა, ღვრებოდა,   ალვისა შტო ირხეოდა;
Verse: b       ბროლი და ლალი გათლილი   ლაჟვარდად გარდიქცეოდა;
Verse: c       გაჰმაგრებოდა სიკვდილსა,   ამისთვის არ უმხნეოდ -ა;
Verse: d    და   იტყვის, თუ: "ბნელი რას მიკვირს,   რათგან დამაგდე, მზეო, და-!"






Strophe: S955/K955 
Verse: a       მზესა ეტყვის: "მზეო, გიტყვი   თინათინის ღაწვთა დარად,
Verse: b       შენ მას ჰგავ და იგი შენ გგავს,   თქვენ ანათობთ მთად და ბარად;
Verse: c       ხელსა მალხენს ნახვა შენი,   ამად გიჭვრეტ არ-დამცთარად,
Verse: d    და   მაგრა ჩემი რად დააგდეთ   გული ცივად, გაუმთბარად?






Strophe: S956/K956 
Verse: a       თუ ერთისა მოშორვება   მზისა ზამთრის გაგვამცივნებს,
Verse: b       მე, გლახ, ორნი დამიყრიან,   გული ამად რად არ ივნებს?
Verse: c       მაგრა კლდესა არა* შესწონს,   არაოდეს არ იმტკივნებს;
Verse: d    და   წყლულსა დანა ვერა ჰკურნებს,   გაჰკვეთს, ანუ გაამსივნებს".






Strophe: S957/K957 
Verse: a       მიმავალი ცასა შესტირს,   ეუბნების, ეტყვის მზესა:
Verse: b       "აჰა, მზეო, გეაჯები   შენ, უმძლესთა მძლეთა მძლესა,
Verse: c       ვინ მდაბალთა გაამაღლებ,   მეფობისა მისცემ, სვესა,
Verse: d    და   მე ნუ გამყრი საყვარელსა,   ნუ შემიცვლი ღამედ დღესა!






Strophe: S958/K958 
Verse: a       მო, ზუალო, მომიმატე   ცრემლი ცრემლსა, ჭირი ჭირსა,
Verse: b       გული შავად შემიღებე,   სიბნელესა მიმეც ხშირსა,
Verse: c       შემომყარე კაეშანი,   ტვირთი მძიმე, ვითა ვირსა,
Verse: d    და   მას უთხარ, თუ: "ნუ გასწირავ,   შენია და შენთვის ტირსა".






Strophe: S959/K959 
Verse: a       ჰე მუშთარო, გეაჯები   შენ, მართალსა ბრჭესა, ღმრთულსა,
Verse: b       მო და უყავ სამართალი,   გაებრჭობის გული გულსა;
Verse: c       ნუ ამრუდებ უმართლესსა,   ნუ წაიწყმედ ამით სულსა!
Verse: d    და   მართალი ვარ, გამიკითხე!   რად მაწყლულებ მისთვის წყლულსა?






Strophe: S960/K960 
Verse: a       მოდი, მარიხო, უწყალოდ   დამჭერ ლახვრითა შენითა,
Verse: b       შე-ცა-მღებე და შემსვარე   წითლად სისხლისა დენითა,
Verse: c       მას უთხრენ ჩემნი პატიჟნი,   მას გააგონენ ენითა,
Verse: d    და   რაგვარ გასრულ ვარ, შენ იცი,   გული არღარას ლხენით-ა.






Strophe: S961/K961 
Verse: a       მოდი, ასპიროზ, მარგე რა,   მან დამწვა ცეცხლთა დაგითა,
Verse: b       ვინ მარგალიტსა გარეშე   მოსცავს ძოწისა ბაგითა;
Verse: c       შენ დააშვენებ კეკლუცთა   დაშვენებითა მაგითა,
Verse: d    და   ვისმე ჩემებრსა დააგდებ,   გაჰხდი ცნობითა შმაგითა.






Strophe: S962/K962 
Verse: a       ოტარიდო, შენგან კიდე   არვის მიგავს საქმე სხვასა:
Verse: b       მზე მაბრუნვებს, არ გამიშვებს,   შემიყრის და მიმცემს წვასა;
Verse: c       დაჯე წერად ჭირთა ჩემთა,   მელნად მოგცემ ცრემლთა ტბასა,
Verse: d    და   კალმად გიკვეთ გაწლობილსა   ტანსა, წვრილსა ვითა თმასა.






Strophe: S963/K963 
Verse: a       მო, მთვარეო, შემიბრალე,   ვილევი და შენებრ ვმჭლდები,
Verse: b       მზე გამავსებს, მზევე გამლევს,   ზოგჯერ ვსხვდები, ზოგჯერ ვწვლდები;
Verse: c       მას უამბენ სჯანი ჩემნი,   რა მჭირს, ანუ რაგვარ ვბნდები,
Verse: d    და   მიდი, უთხარ, ნუ გამწირავს,   მისი ვარ და მისთვის ვკვდები.






Strophe: S964/K964 
Verse: a       აჰა, მმოწმობენ ვარსკვლავნი,   შვიდნივე მემოწმებიან:
Verse: b       მზე, ოტარიდი, მუშთარი   და ზუალ ჩემთვის ბნდებიან,
Verse: c       მთვარე, ასპიროზ, მარიხი   მოვლენ და მოწმად მყვებიან.
Verse: d    და   მას გააგონნენ, რანიცა   ცეცხლნი უშრეტნი მდებიან".






Strophe: S965/K965 
Verse: a       აწ გულსა ეტყვის: "ვითამცა   გდის ცრემლი, არ გაგხმობია,
Verse: b       რას გარგებს მოკლვა თავისა?   ეშმა ძმად თურე გძმობია;
Verse: c       მეც ვიცი, ჩემსა ხელ-მქმნელსა   თმად ყორნის ბოლო სთმობია,
Verse: d    და   მაგრა თუ ჭირსა არ დასთმობ,   ლხინი რა დასათმობია!






Strophe: S966/K966 
Verse: a       თუ დავრჩეო, ესე მიჯობს, -   სიცოცხლისა იტყვის თუსა-
Verse: b       ნუთუ მომხვდეს ნახვა მზისა,   ნუ ვიზახი მიწყივ უსა".
Verse: c       მიიმღერის* ხმასა ტკბილსა,   არ დასწყვეტდის* ცრემლთა რუსა,
Verse: d    და   მისსა ხმასა თანა ხმაცა   ბულბულისა ჰგვანდის ბუსა*.






Strophe: S967/K967 
Verse: a       რა ესმოდის მღერა ყმისა,   სმენად მხეცნი მოვიდიან,
Verse: b       მისვე ხმისა სიტკბოსაგან   წყლით ქვანიცა გამოსხდიან,
Verse: c       ისმენდიან, გაჰვირდიან,   რა ატირდის, ატირდიან;
Verse: d    და   იმღერს ლექსთა საბრალოთა,   ღვარისაებრ ცრემლნი სდიან.






Strophe: S968/K968 
Verse: a       მოვიდიან შესამკობლად   ქვეყნით ყოვლნი სულიერნი:
Verse: b       კლდით ნადირნი, წყალშიგ თევზნი,   ზღვით ნიანგნი, ცით მფრინველნი,
Verse: c       ინდო-არაბ-საბერძნეთით,   მაშრიყით და მაღრიბელნი,
Verse: d    და   რუსნი, სპარსნი, მოფრანგენი   და მისრეთით მეგვიპტელნი.




Next part



This text is part of the TITUS edition of Rustaveli, Vepxistqaosani.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 21.4.2021. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.