Strophe: S969/K969 | ||
Verse: a | ყმა მტირალი სამოც-ათ დღე | ზღვისა პირსა მივა გზასა; |
Verse: b | შორით ნახნა* მენავენი, | მოდიოდეს* შიგან ზღვასა; |
Verse: c | მოიცადა, ჰკითხა: "ვინ ხართ, | თქვენ ამისსა გნუკევ თქმასა, |
Verse: d და | ეს სამეფო ვისი არის, | ან ჰმორჩილობს ვისსა ხმასა?" |
Strophe: S970/K970 | ||
Verse: a | მათ მოახსენეს: "ტურფაო | სახით და ანაგებითა, |
Verse: b | გვეუცხოვე და გვეკეთე, | მით გეუბნებით ქებითა; |
Verse: c | აქამდის ზღვარი თურქთაა, | მოზღვრე ფრიდონის ზღვებითა; |
Verse: d და | ჩვენცა ვისნი ვართ, გიამბობთ, | თუ ჭვრეტით არ დავბნდებითა. |
Strophe: S971/K971 | ||
Verse: a | ნურადინ-ფრიდონ მეფეა | ამა ქვეყნისა ჩვენისა, |
Verse: b | მოყმე მხნე, უხვი, ძლიერი, | ფიცხლა მომხლტომი ცხენისა; |
Verse: c | ვნება არავის არ ძალ-უც | მის მზისა ოდნად მშვენისა, |
Verse: d და | იგია ჩვენი პატრონი, | მსგავსი ცით შუქთა მფენისა". |
Strophe: S972/K972 | ||
Verse: a | ყმამან უთხრა: "ძმანო ჩემნო, | კარგთა კაცთა გარდგეკიდე; |
Verse: b | მე მეფესა თქვენსა ვეძებ, | მასწავლეთ, თუ სით წავიდე, |
Verse: c | რა ვიარო, ოდეს მივალ, | ან გზასა აქვს რა სიდიდე?" |
Verse: d და | მენავეთა უწინამძღვრეს, | არ დააგდეს ზღვისა* კიდე. |
Strophe: S973/K973 | ||
Verse: a | მოახსენეს: "ესე გზაა | მულღაზანზარს მიმავალი, |
Verse: b | მუნ დაგხვდების მეფე ჩვენი | მშვილდ-ფიცხელი, მახვილ-ხრმალი; |
Verse: c | აქადაღმა ათ დღე მიხვალ | ნაკვთად სარო, ფერად ლალი; |
Verse: d და | ვა, რად დაგვწვენ, უცხოს უცხო | რად მოგვიდევ ცეცხლებრ ალი?" |
Strophe: S974/K974 | ||
Verse: a | ყმამან უთხრა: "მიკვირს, ძმანო, | რად ხართ ჩემთვის გულ-მოკლულნი, |
Verse: b | ანუ ეგრე ვით გეკეთნეს | ზამთრის ვარდნი ფერ-ნაკლულნი! |
Verse: c | თქვენმცა მაშინ გენახენით, | ლაღნი ვდეგით, არ საპყრულნი! |
Verse: d და | ჩვენნი მჭვრეტნი დავაშვენნით, | ჩვენგან სხდიან მხიარულნი". |
Strophe: S975/K975 | ||
Verse: a | კაცნი* წავიდეს; დაბრუნდა | ყმა გზასა თავის-წინასა, |
Verse: b | ვისი ჰგავს ტანი საროსა | და ვისი გული- რკინასა; |
Verse: c | მიაცორვებს და მიუბნობს, | მოსთქვამს მისსავე ლხინასა, |
Verse: d და | ნარგისნი ქუხან, ცრემლსა წვიმს, | ჩარცხის ბროლსა და მინასა. |
Strophe: S976/K976 | ||
Verse: a | ვინცა გზას ნახნის უცხონი, | ჰმსახურებდიან, ჰყმობდიან, |
Verse: b | მოვიდოდიან საჭვრეტლად, | მას ზედა სტრფიალობდიან, |
Verse: c | ეძნელებოდის გაშვება, | გაყრასა ძლივ დასთმობდიან, |
Verse: d და | გზის ყოლაუზი მისციან, | ჰკითხის რა, უამბობდიან. |
Strophe: S977/K977 | ||
Verse: a | მულღაზანზარს მიეახლა, | ადრე დაჰლევს გზასა გრძელსა; |
Verse: b | მინდორს ნახა სპა ლაშქართა | და ნადირთა ჰგვანდეს მსრველსა, |
Verse: c | ყოვლგნით ალყა შემოეკრა, | მოსდგომოდეს გარე ველსა, |
Verse: d და | ისრიან და იზახიან, | მხეცსა სჭრიან ვითა მჭელსა. |
Strophe: S978/K978 | ||
Verse: a | კაცი ემთხვია; მას ჰკითხა | ამბავი მის ლაშქარისა, |
Verse: b | უბრძანა: "ისი ვისია | ხმა ზათქისა და ზარისა?" |
Verse: c | მან უთხრა: " ფრიდონ ხელმწიფე, | მეფე მულღაზანზარისა, |
Verse: d და | იგი ნადირობს, შეუკრავს | ნაპირი ველ-შამბნარისა". |
Strophe: S979/K979 | ||
Verse: a | მათ ლაშქართაკე წავიდა | მით უსახოთა ქცევითა, |
Verse: b | გამხიარულდა; შვენება | მის ყმისა ვთქვიმცა მე ვითა! |
Verse: c | მისთა გამყრელთა დააზრობს, | შემყრელთა დასწვავს მზე ვითა, |
Verse: d და | ნახოს, მჭვრეტელთა ახელებს, | ტანი ლერწამობს რხევითა. |
Strophe: S980/K980 | ||
Verse: a | მათ ლაშქართა ყოლბსა შუა | ორბი სითმე გარდმოფრინდა*; |
Verse: b | ყმამან ცხენით* შეუტივა*, | გაამაყდა, არ შეშინდა, |
Verse: c | შესტყორცა და ჩამოაგდო, | დაეცა და სისხლი სდინდა, |
Verse: d და | გარდახდა და ფრთენი დასჭრნა, | წყნარად შეჯდა, არ აქშინდა. |
Strophe: S981/K981 | ||
Verse: a | იგი რა ნახეს, მესროლნი | სროლასა მოეშლებოდეს, |
Verse: b | ალყა დაშალეს, მოვიდეს, | მოეხვეოდეს, ბნდებოდეს, |
Verse: c | იქით და აქათ უვლიდეს, | ზოგნი უკანა ჰყვებოდეს, |
Verse: d და | ვერცა ჰკადრებდეს: "ვინ ხარო", | ვერცა რას ეუბნებოდეს. |
Strophe: S982/K982 | ||
Verse: a | მინდორსა შუა გორი დგა, | ფრიდონ მას ზედა დგებოდა; |
Verse: b | ღირსნი მას თანა სროლასა | ორმოცი კაცი ჰხლებოდა; |
Verse: c | მუნ დაემართა ავთანდილ, | მას თანა ყოლბი ჰყვებოდა. |
Verse: d და | ფრიდონს უკვირდა: "რა ქმნესო", | მისთა სპათათვის წყრებოდა. |
Strophe: S983/K983 | ||
Verse: a | ფრიდონ მონა გამოგზავნა: | "წა, ნახეო* ისი სპანი, |
Verse: b | რა ქმნეს, ალყა რად დაშალეს, | სად წადიან ვითა ბრმანი?" |
Verse: c | მონა ფიცხლა მოეგება, | ნახა სარო, მორჩი ტანი, |
Verse: d და | დადგა, თვალნი გაურეტდეს, | დაავიწყდეს სიტყვის თქმანი. |
Strophe: S984/K984 | ||
Verse: a | ავთანდილ ცნა, თუ: "ისია | მოამბვედ ჩემად რებული. |
Verse: b | -- უთხრა: "არქვი შენს პატრონსა | ეს ჩემი დავედრებული: |
Verse: c | ვარ უცხო ვინმე ღარიბი, | საყოფთა მოშორვებული, |
Verse: d და | ძმად-ფიცი ტარიელისი, | თქვენს წინა მომგზავრებული". |
Strophe: S985/K985 | ||
Verse: a | მონა წავიდა ფრიდონის | თხრობად ამბვისა მისისად, |
Verse: b | უთხრა: "მზე ვნახე მოსრული, | ჩანს მანათობლად დღისისად; |
Verse: c | ვაზრობ, იგიცა დაშმაგდენ, | თუ ბრძენთა ნახონ ისი სად; |
Verse: d და | "ვარ ძმაო ტარიელისი | შეყრად ფრიდონის მქისისად". |
Strophe: S986/K986 | ||
Verse: a | რა " ტარიელ" მოისმინა, | ფრიდონს ჭირი უსუბუქდა, |
Verse: b | თვალთა ცრემლნი გარდმოსცვივდეს, | გული უფრო აუჩუქდა, |
Verse: c | მონაქროლმან ვარდი დაზრა, | წამწამთაგან ბუქი ბუქდა; |
Verse: d და | შეიყარნეს, ერთმანერთი | მათგან იქო, არ გაუქდა. |
Strophe: S987/K987 | ||
Verse: a | ფიცხლა იგი ქედი ჩავლო, | ჩაეგება ფრიდონ წინა; |
Verse: b | რა შეხედნა, ესე თქვა, თუ: | "თუ არ მზეო, ისი ვინ- ა?" |
Verse: c | მას ჰმეტობდა, რაცა ქება | მონისაგან მოესმინა; |
Verse: d და | ერთმანერთსა გარდაუხდეს, | ლხინმან ცრემლი აფრქვევინა. |
Strophe: S988/K988 | ||
Verse: a | მოეხვივნეს ერთმანერთსა, | უცხოებით არ დარიდონ; |
Verse: b | თვით უსახოდ ფრიდონს ყმა და | მოეწონა ყმასა ფრიდონ; |
Verse: c | რა მჭვრეტელთა იგი ნახონ, | მზე მათ თანა გააფლიდონ, |
Verse: d და | მომკალ, ბაზარს სხვა მათებრი | ივაჭრონ რა, ანუ ყიდონ. |
Strophe: S989/K989 | ||
Verse: a | ფრიდონისებრნი მოყმენი | ვინმცა ვით ვინ ეგებიან! |
Verse: b | მაგრა მას ახლავს* ქებანი, | მართ მეტი არ მიხჰვდებიან; |
Verse: c | მზე უჩინო იქმს მნათობთა, | რა ახლოს შეიყრებიან, |
Verse: d და | დღისით ვერ ნათობს სანთელი | და ღამით შუქნი ჰკრთებიან. |
Strophe: S990/K990 | ||
Verse: a | ცხენთა შესხდეს, გაემართნეს, | ფრიდონისსა მივლენ სრასა. |
Verse: b | დაიშალა ნადირობა, | მოეშალნეს მხეცთა სრვასა; |
Verse: c | ავთანდილის ჭვრეტად სპანი | იქით-აქათ იქმენ ჯრასა, |
Verse: d და | თქვეს : "ასეთი ხორციელი | შეუქმნია რაგვარ რასა?" |
Strophe: S991/K991 | ||
Verse: a | ყმა ფრიდონს ეტყვის : "ისწრაფი*, | ვიცი, ამბვისა თხრობასა, |
Verse: b | გიამბო, ვინ ვარ, სით მოვალ, - | ვინათგან ჰლამი ცნობასა, - |
Verse: c | ანუ სით ვიცნობ ტარიელს, | ანუ რად ვიტყვი ძმობასა, |
Verse: d და | იგი ძმად მიხმობს, ძმა ხარო, | თუცა ძლივ ღირს ვარ ყმობასა. |
Strophe: S992/K992 | ||
Verse: a | მე ვარ ყმა როსტან მეფისა, | მოყმე არაბეთს ზრდილობით, |
Verse: b | დიდი სპასპეტი, სახელად | მიხმობენ ავთანდილობით, |
Verse: c | ძე დიდებულთა დიდ-გვართა, | ზრდილი მეფეთა შვილობით, |
Verse: d და | საკრძალავი და უკადრი, | მყოფი არვისგან ცილობით. |
Strophe: S993/K993 | ||
Verse: a | დღესა ერთსა მეფე შეჯდა, | ნადირობას* გამოვიდა; |
Verse: b | მინდორს ვნახეთ, ტარიელი, | ცრემლთა ღვრიდა, ველთა რწყვიდა, |
Verse: c | გაგვიკვირდა, გვეუცხოვა, | ვაწვიეთ და არ მოვიდა, |
Verse: d და | ჩვენ გვეწყინა, არ ვიცოდით, | მას თუ ცეცხლი რაგვარ სწვიდა. |
Strophe: S994/K994 | ||
Verse: a | მეფემან სპანი შეპყრობად | შეუზახნა და წყრებოდა; |
Verse: b | მან უჭირველად დახოცნა, | ომი არ მისჭირდებოდა, |
Verse: c | ზოგსა მხარ-თეძო დაჰლეწა | და ზოგთა სული ჰხდებოდა; |
Verse: d და | მუნღა ცნეს, ეტლი მთვარისა | რომე არ დაბრუნდებოდა. |
Strophe: S995/K995 | ||
Verse: a | მათ სპათაგან ვერ-შეპყრობა | ცნეს მეფეთა მეტად მწყრალთა, |
Verse: b | თვით შესხდეს და შეუტივეს* | ამაყთა და არას მკრძალთა. |
Verse: c | რა ტარიელ მეფე იცნა, | მუნღა დაჰკრთა მათთა ხრმალთა, |
Verse: d და | ცხენსა მისცნა სადავენი, | დაგვეკარგა წინა თვალთა. |
Strophe: S996/K996 | ||
Verse: a | ვძებნეთ და კვალი ვერ ვპოვეთ, | დავსწამეთ ეშმაურობა. |
Verse: b | მეფე დაჭმუნდა, დაშალა | სმა, ნადიმობა, პურობა. |
Verse: c | მე ვეღარ გავსძელ მისისა | ამბვისა არ-დასტურობა, |
Verse: d და | გამოვიპარე საძებრად: | მწვიდა ცეცხლი და მურობა. |
Strophe: S997/K997 | ||
Verse: a | იგი ვძებნე წელსა სამსა | არ ვიამე არცა ძილი. |
Verse: b | მათ მასწავლეს, ხატაელნი | ვნახენ მისგან დაკოდილი; |
Verse: c | ვპოვე ვარდი მოყვითანე, | შუქ-მკრთალი და ფერ-მიხდილი, |
Verse: d და | შემიტკბო და შემიყვარა, | ვითა ძმა და ვითა შვილი. |
Strophe: S998/K998 | ||
Verse: a | ქვაბნი წაუხმან დევთათვის, | სრულად გაჰმესისხლებია; |
Verse: b | მუნ ასმათ ახლავს მარტოსა, | სხვა არვინ უახლებია; |
Verse: c | მას მუდამ ძველი ცეცხლი სწვავს, | არ ახალ, არ ახლებია, |
Verse: d და | ვა ჰმართებს მისსა გაყრილსა, | შავი ხლა თავსა ჰხლებია. |
Strophe: S999/K999 | ||
Verse: a | ქალი მარტო ქვაბსა შიგან | ზის მტირალი, ცრემლ-ნაწთომი; |
Verse: b | ყმა ნადირსა უნადირებს, | ლომის ლეკვსა ვითა ლომი, |
Verse: c | მიართვამს და აგრე არჩენს | იგი ერთგან ვერ-დამდგომი, |
Verse: d და | მისგან კიდე სანახავად | არა უნდა კაცთა ტომი. |
Strophe: S1000/K1000 | ||
Verse: a | მე უცხოს უცხო მანატრა | მოსმენა სანატრელისა, |
Verse: b | მითხრა ამბავი მისი და | მისისა სასურველისა. |
Verse: c | რა ჭირნი დათმნა, ვერ იტყვის | აწ ენა ესე ხელისა, |
Verse: d და | ჰკლავს სურვილი და ვერ-ჭვრეტა | მისისა დამმარხველისა. |
Strophe: S1001/K1001 | ||
Verse: a | ვითა მთვარე დაუდგომლად | იარების, არ დადგების; |
Verse: b | მასვე ცხენსა შენეულსა | ზის, აროდეს გარდაჰხდების; |
Verse: c | არას ნახავს პირ-მეტყველსა, | ვით ნადირი* კაცთა ჰკრთების. |
Verse: d და | ვა მე, მისსა მგონებელსა, | ვა მას, ვინცა მისთვის კვდების! |
Strophe: S1002/K1002 | ||
Verse: a | მის ყმისა ცეცხლი მედების, | დამწვა ცეცხლითა მისითა*; |
Verse: b | შემებრალნეს და გავშმაგდი, | გავხე ცნობითა ვისითა*; |
Verse: c | მომინდა მისთა წამალთა | ძებნა ზღვითა და ქვიშითა*; |
Verse: d და | შევიქეც, ვნახენ მეფენი, | მყოფნი გულითა მქისითა*. |
Strophe: S1003/K1003 | ||
Verse: a | დავეთხოვე და გამიწყრა*, | მეფე მიეცა ჭმუნვასა. |
Verse: b | დავყარენ ჩემნი ლაშქარნი, | მით იზახიან მუნ ვასა; |
Verse: c | გამოვიპარე, დავეხსენ | სისხლისა ცრემლთა წურვასა, |
Verse: d და | აწ ვეძებ მისთა წამალთა, | ვიქმ იქით-აქათ ბრუნვასა. |
Strophe: S1004/K1004 | ||
Verse: a | შენი მან მითხრა ამბავი | მისგან ძმობისა შენისა, |
Verse: b | აწ მიპოვნიხარ უებრო, | შენ - საქებელი ენისა; |
Verse: c | გამომირჩიე, სით მიჯობს | ძებნა მის მზისა ზენისა, |
Verse: d და | მისთა მჭვრეტელთა ლხინისა, | ვერ-მჭვრეტთა ამაზრზენისა". |
Strophe: S1005/K1005 | ||
Verse: a | აწ ფრიდონ იწვის სიტყვითა | მის ყმისა ნაუბარითა; |
Verse: b | ორნივე სწორად მოსთქმიდეს | მოთქმითა საქებარითა, |
Verse: c | გულ-ამოსკვნილნი გულითა | ტირან ვერ-დამთმობარითა, |
Verse: d და | მუნ ვარდსა წყლითა ცხელითა | რწყვენ ტევრთა საგუბარითა. |
Strophe: S1006/K1006 | ||
Verse: a | ლაშქართა შიგან შეიქმნა | ხმა ტირილისა დიდისა, |
Verse: b | ზოგთაგან ხოკა პირისა, | ზოგთაგან სრევა რიდისა. |
Verse: c | ფრიდონ ტირს, მოსთქვამს ხმა-მაღლად, | გაყრილი წლისა შვიდისა: |
Verse: d და | "უხანობა და სიცრუვე, | ვა, საწუთროსა ფლიდისა!" |
Strophe: S1007/K1007 | ||
Verse: a | ფრიდონ მოსთქვამს: "რა შეგასხათ, | ვერ-საქებო, ვერ-სათქმელო! |
Verse: b | ხმელთა მზეო, სამყაროსა | მზისა ეტლთა გარდამხმელო, |
Verse: c | მოახლეთა სალხინოო, | სიცოცხლეო, სულთა მდგმელო, |
Verse: d და | ცისა ეტლთა სინათლეო, | დამწველო და დამანთქმელო! |
Strophe: S1008/K1008 | ||
Verse: a | რა მოგეშორვე, მას აქათ | სიცოცხლე მომძულვებია; |
Verse: b | თუცა შენ ჩემად არა გცალს, | მე შენთვის მომსურვებია; |
Verse: c | შენ უჩემობა ლხინად გიჩს, | მე დია მიმჭირვებია, |
Verse: d და | ოხერ სიცოცხლე უშენოდ, | სოფელი გამარმებია!" |
Strophe: S1009/K1009 | ||
Verse: a | ფრიდონ თქვნა ესე სიტყვანი | მოთქმითა შვენიერითა; |
Verse: b | სული დაიღეს, დადუმდეს, | მივლენ არ თურე ღერითა. |
Verse: c | ავთანდილ მჭვრეტთა აშვენებს | ტურთითა აერ-ფერითა, |
Verse: d და | მელნისა ტბათა მიჯარვით | ჰბურავს გიშრისა ჭერითა. |
Strophe: S1010/K1010 | ||
Verse: a | ქალაქს შევიდეს, მუნ დაჰხვდა | სრა მოკაზმული სრულითა, |
Verse: b | სახელმწიფოთა ყოვლითა | გასაგებლითა სრულითა; |
Verse: c | მონანი ტურფად მოსილნი | წესითა იყვნეს რულითა! |
Verse: d და | შეჰფრფინვიდიან ავთანდილს | გულითა სულ-წასულითა. |
Strophe: S1011/K1011 | ||
Verse: a | შევიდეს და დიდი შექმნეს | ჯალაბობა, არ ხალვათი: |
Verse: b | იქით-აქათ დიდებულნი | წარიგებით ათჯერ ათი; |
Verse: c | თვით ორნივე ერთგან დასხდეს; | ვითა ვინ თქვას ქება მათი! |
Verse: d და | ბროლ-ბადახშსა აშვენებდა | ზოგან მინა, ზოგან სათი. |
Strophe: S1012/K1012 | ||
Verse: a | დასხდეს, შეიქმნა პურობა, | გაამრავლებდეს მახალსა, |
Verse: b | უმასპინძლებდეს ავთანდილს, | ვითა მზახალი მზახალსა, |
Verse: c | მოიღებდიან ჭურჭელსა | ტურფასა, ახალ-ახალსა, |
Verse: d და | მაგრა მის ყმისა მჭვრეტელთა | გული მიეცა, გლახ, ალსა. |
Strophe: S1013/K1013 | ||
Verse: a | მას დღე სვეს, ჭამეს, გარდახდა | ნადიმი მსმელთა დასისა. |
Verse: b | გათენდა, ბანეს ავთანდილ, | რიცხვი ძეს მუნ ატლასისა, |
Verse: c | შესამოსელი შეჰმოსეს | დრაჰკნისა ბევრ-ათასისა, |
Verse: d და | შეარტყეს წელთა სარტყელი, | დაუდებელი ფასისა. |
Strophe: S1014/K1014 | ||
Verse: a | ყმამან დაყვნა დღენი რამე, | თუცა ყოვნას ვერა სთმობდა, |
Verse: b | ფრიდონს თანა ნადირობას* | გავიდის და თამაშობდა, |
Verse: c | სწორად ჰხოცდა შორს და ახლოს, | თუ რას ხელსა მიაპყრობდა, |
Verse: d და | მისი სროლა მშვილდოსანსა | ყველაკასა აწბილობდა. |
Strophe: S1015/K1015 | ||
Verse: a | ყმა ფრიდონს ეტყვის: "გესმოდეს | ჩემი აწ მონახსენები: |
Verse: b | მე შენი გაყრა სიკვდილად | მიჩს და მით თავსა ვევნები, |
Verse: c | მაგრა არა მცალს დღე-კრულსა, | ცეცხლი მწვავს მოუთმენები, |
Verse: d და | გზა გრძელი, საქმე სასწრაფო | მიც, დია დავეყენები. |
Strophe: S1016/K1016 | ||
Verse: a | მართალ-ა, შენი გამყრელი | თვალი თუ ცრემლსა ღვრიდესა, |
Verse: b | დღეს წაუვალი ვერა ვარ, | მით ცეცხლი სხვაცა მწვიდესა; |
Verse: c | დგომა მგზავრისა ცთომაა, | კარგსა იქმს, თავსა სწვრთიდესა; |
Verse: d და | სადა გინახავს იგი მზე, | წამომყევ ზღვისა კიდესა". |
Strophe: S1017/K1017 | ||
Verse: a | ფრიდონ უთხრა: "დასაშლელი | ჩემგან არა არ გეთხრობის; |
Verse: b | ვიცი, რომე აღარა გცალს, | შენ ლახვარი სხვა გესობის: |
Verse: c | წადი, ღმერთი გიწინამძღვრებს, | შენი მტერი დაემხობის, |
Verse: d და | მაგრა თქვი, თუ უშენობა | ჩემგან ვითა დაითმობის? |
Strophe: S1018/K1018 | ||
Verse: a | ამას გკადრებ, არ ეგების | მარტოსაგან წასლვა შენი; |
Verse: b | თანა ყმათა წამოგატან, | იმსახურენ, იახლენი, |
Verse: c | აბჯარი და საგებელი, | ერთი ჯორი, ერთი ცხენი. |
Verse: d და | არ წაიტან, გაირჯები | ღაწვი-ვარდი, ცრემლთა მდენი". |
Strophe: S1019/K1019 | ||
Verse: a | მოასხნა ოთხნი მონანი, | მისანდობელნი გულითა, |
Verse: b | სრული აბჯარი საკაცო | ქაფითა, საბარკულითა, |
Verse: c | სამოცი ლიტრა წითელი | აწონით, არ-ნაკლულითა, |
Verse: d და | ერთი ტაიჭი უებრო, | მით უნაგრითა სრულითა. |
Strophe: S1020/K1020 | ||
Verse: a | ერთსა ჯორსა წვივ-მაგარსა | საგებელი აუკიდა; |
Verse: b | წავიდა და ფრიდონ შეჯდა, | მას თანავე გამოვიდა. |
Verse: c | აწ გაყრისა მომლოდნესა | ედებოდა ცეცხლი, სწვიდა, |
Verse: d და | მოსთქვამს: "თუმცა მზე გვეახლა, | ჩვენ ზამთარი ვერ დაგვზრვიდა". |
Strophe: S1021/K1021 | ||
Verse: a | ზარი მის ყმისა წასლვისა | გახდა, მიეცნეს წუხილსა. |
Verse: b | მოატყდეს მოქალაქენი, | ლარსა ვინ ჰყიდდა, თუ ხილსა; |
Verse: c | ხმა ზახილისა მათისა | ჰგვანდა ჰაერთა ქუხილსა, |
Verse: d და | იტყოდეს: "მზესა მოვჰშორდით, | მო, თვალნი მივსცნეთ წუხილსა!" |
Strophe: S1022/K1022 | ||
Verse: a | ქალაქი გავლეს, მივიდეს | პირსა დიდისა ზღვისასა, |
Verse: b | მაშინ ფრიდონის ნახულსა, | ნასაჯდომევსა მზისასა, |
Verse: c | მუნ დაადენდეს ნაკადსა | სისხლისა ცრემლთა ტბისასა, |
Verse: d და | ფრიდონ უამბობს ამბავსა | მის მნათობისა ტყვისასა: |
Strophe: S1023/K1023 | ||
Verse: a | "აქა მათ ზანგთა მონათა | მზე მოიყვანეს ნავითა, |
Verse: b | კბილ-თეთრი, ბაგე-ბადახში, | სახედავითა შავითა; |
Verse: c | ცხენი გავქუსლე, გავაგე | წაგვრა ხრმლითა და მკლავითა, |
Verse: d და | შორს მნახეს, ადრე გამექცეს, | ნავი მფრინვალე ჩნდა ვითა". |
Strophe: S1024/K1024 | ||
Verse: a | მოეხვივნეს ერთმანერთსა, | გაამრავლნეს ცრემლთა ღვრანი, |
Verse: b | აკოცეს და გაუახლდეს | მათ ორთავე მათნი წვანი, |
Verse: c | გაიყარნეს გაუყრელნი | ძმად-ფიცნი და ვითა ძმანი, |
Verse: d და | ფრიდონ დადგა, ყმა წავიდა, | შემხედველთა მკლველი ტანი. |