TITUS
Rustaveli, Vepxistqaosani
Part No. 42
Previous part

Chapter: 42 
წასლვა ავთანდილისგან ნესტან-დარეჯანის საძებრად და ქარავანთა შეყრა







Strophe: S1025/K1025 
Verse: a       ყმა მიმავალი მიუბნობს,   მსგავსი მთვარისა სრულისა.
Verse: b       არს თინათინის გონება   მისად სალხენლად გულისა;
Verse: c       იტყვის: "მოგშორდი, სიცრუე,   ვა, საწუთროსა კრულისა!
Verse: d    და   შენ გაქვს წამალი ჩემისა   მამრთელებელი წყლულისა".






Strophe: S1026/K1026 
Verse: a       რად სიცხე გულსა ნიადაგ   მწვავს გმირთა სამს ალებისა?
Verse: b       რად გული კლდისა ტინისა   შემქმნია სამ სალებისა?
Verse: c       არ შეუძლია ლახვარსა   დაჩენა სამსა ლებისა,
Verse: d    და   ყენ ხარ მიზეზი სოფლისა   ასრე გასამსალებისა".






Strophe: S1027/K1027 
Verse: a       ავთანდილ მარტო ზღვის პირსა   მივა ოთხითა მონითა,
Verse: b       წამალსა ტარიელისსა   ეძებს ყოვლითა ღონითა,
Verse: c       დღისით და ღამით მტირალი   იღვრების ცრემლთა ფონითა,
Verse: d    და   ჩალად უჩს ყოვლი ქვეყანა   მისვე ჩალისა წონითა.






Strophe: S1028/K1028 
Verse: a       სადაცა ნახნის, ეუბნის,   მგზავრნი ზღვის პირსა რებულნი,
Verse: b       ჰკითხის მის მზისა ამბავი;   დღენი ვლნა გაასებულნი.
Verse: c       ქედსა გარდადგეს, აქლემნი   აუჩნდეს ლარ-კიდებულნი.
Verse: d    და   მოქარავნენი ზღვის პირსა   დაყრით დგეს, შეჭირვებულნი.






Strophe: S1029/K1029 
Verse: a       მუნ ქარავანი ურიცხვი   მისდგმოდა ზღვისა კიდესა.
Verse: b       შეიჭირვებდეს, ჭმუნვიდეს,   ვერა დგეს, ვერცა ვლიდესა.
Verse: c       ყმამან სალამი უბრძანა,   ქებასა შეასსმიდესა,
Verse: d    და   ჰკითხა, თუ: "ვინ ხართ, ვაჭარნო?" -   მათ საუბარი ჰკიდესა.






Strophe: S1030/K1030 
Verse: a       უსამ იყო ქარავნისა   უხუცესი, კაცი ბრძენი.
Verse: b       მოახსენა ხოტბა სრული,   დალოცა და უქნა ზნენი.
Verse: c       ჰკადრეს: "ხმელთა სინათლეო*,   შენ ამოხვე ჩვენი მლხენი,
Verse: d    და   ჩამოხე და მოგახსენოთ   ამბავი და საქმე ჩვენი".






Strophe: S1031/K1031 
Verse: a       გარდახდა. ჰკადრეს: "ჩვენ ვართო   მობაღდადელნი* ვაჭარნი,
Verse: b       მაჰმადის სჯულის მჭირავნი,   აროდეს გვისმან მაჭარნი,
Verse: c       ზღვათა მეფისა ქალაქსა   სავაჭროდ გარდმონაჭარნი,
Verse: d    და   საქონელ-სრულნი, მდიდარნი,   არ ლარნი გვქონან ნაჭარნი.






Strophe: S1032/K1032 
Verse: a       ჩვენ აქა ვპოვეთ ზღვის პირსა   კაცი უსულოდ მდებარე,
Verse: b       ვუშველეთ, ენა მოეცა   სიტყვისა გამომგებარე;
Verse: c       ვჰკითხეთ, თუ: "ვინ ხარ, ღარიბო,   რასა საქმისა მძებარე?"
Verse: d    და   გვითხრა: "თუ შეხვალთ, დაგხოცენ;   კიდე ცოცხალ ვარ მე ბარე?!"






Strophe: S1033/K1033 
Verse: a       თქვა: "ქარავანი ეგვიპტით   გამოვემართეთ ერითა,
Verse: b       ზღვასა შევედით ტვირთულნი   ლარითა მრავალ-ფერითა,
Verse: c       მუნ მეკობრეთა დაგვხოცნეს   ძელით, სახნისის წვერითა;
Verse: d    და   ყველაი წახდა, არ ვიცი,   აქა მოსრულვარ მე რითა!"






Strophe: S1034/K1034 
Verse: a       ლომო და მზეო, ესეა   მიზეზი აქა დგომისა,
Verse: b       დაბრუნვებითა გვეცემის   ზიანი არ-საზომისა;
Verse: c       შევიდეთ, ვა თუ დაგვხოცნენ,   ძალი არა გვაქვს ომისა,
Verse: d    და   ვერცა ვდგათ, ვერცა წასრულვართ,   ღონე წაგვსლვია რჩომისა".






Strophe: S1035/K1035 
Verse: a       ყმამან უთხრა: "ვინცა ჭმუნავს,   ცუდია და ცუდად სცთების!
Verse: b       რაცა მოვა საქმე ზენა,   მომავალი არ აგვცთების;
Verse: c       მე მივინდობ სისხლთა თქვენთა,   შემოვისხამ, და-ცა-მწვთების,
Verse: d    და   ვინცა გებრძვის, ხრმალი ჩემი   მბრძოლთა თქვენთა დააცვთების".






Strophe: S1036/K1036 
Verse: a       მოქარავნენი აივსნეს   სიხარულითა დიდითა,
Verse: b       თქვეს: "ყმა ვინმეა ჭაბუკი,   არა ჩვენებრვე რიდითა,
Verse: c       აქვს თავისაგან იმედი,   ვიყვნეთ გულითა მშვიდითა".
Verse: d    და   შევიდეს, ჩასხდეს ხვამალდსა,   გაჰმართეს ზღვისა კიდითა.






Strophe: S1037/K1037 
Verse: a       სიამოვნესა დარითა   იარეს, არ სიძნელითა
Verse: b       მათი ბადრაგა ავთანდილ   უძღვის გულითა ქველითა.
Verse: c       გამოჩნდა ნავი მეკობრე   დროშითა მეტად გრძელითა,
Verse: d    და   მას ნავსა ნავთა სალეწლად   სახნისი ჰგია ძელითა.






Strophe: S1038/K1038 
Verse: a       კიოდეს და მოდიოდეს*,   იზახდეს და ბუკსა ჰკრესა;
Verse: b       შეუშინდა ქარავანი   მათ ლაშქართა სიდიდესა;
Verse: c       ყმამან უთხრა: "ნუ იშიშვით   თქვენ იმათსა სიალფესა,
Verse: d    და   ანუ დავჰხოც იმ ყველასა,   ან სიკვდილი ჩემი დღეს-ა.






Strophe: S1039/K1039 
Verse: a       უგანგებოდ ვერას მიზმენ,   შე-ცა-მებნენ ხმელთა სპანი;
Verse: b       განგებაა, არ დავრჩები,   ლახვარნია ჩემთვის მზანი;
Verse: c       ვერ დამხსნიან ვერ ციხენი,   ვერ მოყვასნი, ვერცა ძმანი, -
Verse: d    და   ვინცა იცის ესე ასრე,   ჩემებრვეა გულოვანი.






Strophe: S1040/K1040 
Verse: a       თქვენ, ვაჭარნი, ჯაბანნი ხართ,   ომისაცა უმეცარნი,
Verse: b       შორს ისრითა არ დაგხოცნენ,   ჩაიხშენით თანა კარნი;
Verse: c       მარტო მნახეთ, ვით შევება,   ვით ვიხმარნე ლომნი მკლავნი!
Verse: d    და   მეკობრისა ნავისანი   სისხლნი ჰნახნეთ მონაღვარნი".






Strophe: S1041/K1041 
Verse: a       ჩაიცვა ტანსა აბჯარი   ქცევითა ვეფხებრ მკრჩხალითა.
Verse: b       მას ხელთა კეტი რკინისა   ჰქონდა ხელითა ცალითა;
Verse: c       ნავისა თავსა გულითა   წადგა შიშ-შეუვალითა,
Verse: d    და   ვითა მჭვრეტელნი ჭვრეტითა,   მტერნი დახოცნა ხრმალითა.






Strophe: S1042/K1042 
Verse: a       კიოდეს იგი ლაშქარნი,   ხმა მათი არ გაწყდებოდა,
Verse: b       აძგერეს ძელი, რომელსა   ზედა სახნისი ჰგებოდა;
Verse: c       ყმა ნავის თავსა უშიშრად   ქვე დგა, არ თურე კრთებოდა,
Verse: d    და   კეტი ჰკრა, ძელი მოსტეხა,   სხვით არათ არ მოსტყდებოდა.






Strophe: S1043/K1043 
Verse: a       ძელი მოსტყდა და ავთანდილ   დარჩა ნავ-დაულეწელი;
Verse: b       შეშინდეს იგი ლაშქარნი,   გზა ძებნეს გარდსახვეწელი;
Verse: c       ვეღარ გარდესწრნეს, დარდუხლტა   მტერთა მი და მო მლეწელი;
Verse: d    და   არ დარჩა კაცი ცოცხალი   მუნ მისგან დაუფრეწელი.






Strophe: S1044/K1044 
Verse: a       მათ ლაშქართა გულ-უშიშრად   ასრე ჰხოცდა, ვითა თხასა;
Verse: b       ზოგი ნავსა შეანარცხის,   ზოგსა ჰყრიდა შიგან ზღვასა;
Verse: c       ერთმანერთსა შემოსტყორცის,   რვა ცხრასა და ცხრა ჰკრის რვასა;
Verse: d    და   დაკოდილნი* მკვდართა შუა   იმალვიან, მალვენ ხმასა.






Strophe: S1045/K1045 
Verse: a       გაუმარჯვდა ომი მათი,   ვითა სწადდა მისსა გულსა.
Verse: b       ზოგთა ჰკადრეს ზენაარი:   "ნუ დაგვხოცო, შენსა სჯულსა!"
Verse: c       არ დახოცნა, დაიმონნა,   დაჰრჩომოდა რაცა წყლულსა.
Verse: d    და   მართლად იტყვის მოციქული:   "შიში შეიქმს სიყვარულსა".






Strophe: S1046/K1046 
Verse: a       კაცო, ძალსა ნუ იქადი,   ნუცა მოჰკვეხ ვითა მთრვალი!
Verse: b       არას გარგებს ძლიერება,   თუ არ შეგწევს ღმრთისა ძალი!
Verse: c       დიდთა ხეთა მოერევის,   მცირე დასწვავს ნაბერწკალი,
Verse: d    და   ღმერთი გფარავს, სწორად გაჰკვეთს,   შეშა ვის ჰკრა, თუნდა ხრმალი.






Strophe: S1047/K1047 
Verse: a       მუნ ავთანდილ საჭურჭლენი   მათეულნი დიდნი ნახნა,
Verse: b       ნავი ნავსა შეატყუბა,   ქარავანსა დაუზახნა.
Verse: c       უსამ ნახა მხიარული*, -   გაეხარნეს, არ იახნა,
Verse: d    და   ჰკადრეს* ხოტბა ქებად მისად,   სასახავნი დიდნი სახნა.






Strophe: S1048/K1048 
Verse: a       ავთანდილის მაქებელთა   ათასიმცა ენა ენდა!
Verse: b       ვერმცა მათ თქვეს, ნაომრობა   როგორ ტურფად დაუშვენდა;
Verse: c       ქარავანმან იზრიალა*,   თქვეს: "უფალო, მადლი შენდა!
Verse: d    და   მზემან შუქნი შემოგვადგნა,   ღამე ბნელი გაგვითენდა".






Strophe: S1049/K1049 
Verse: a       მოეგებნეს, აკოცებდეს   თავსა, პირსა, ფერხთა, ხელსა;
Verse: b       ჰკადრეს ქება უსაზომო   მას ტურფასა საქებელსა:
Verse: c       - მისი* ჭვრეტა გააშმაგებს   კაცსა ბრძენსა, ვითა ხელსა:
Verse: d    და   "შენგან დავჰრჩით ჩვენ ყველანი   ფათერაკსა ეზომ ძნელსა".






Strophe: S1050/K1050 
Verse: a       ყმამან უთხრა: "მადლი ღმერთსა,   შემოქმედსა, არსთა მხადსა,
Verse: b       ვისგან ძალნი ზეციერნი   გააგებენ აქა ქმნადსა,
Verse: c       იგი იქმან ყველაკასა,   იდუმალსა, ზოგსა ცხადსა;
Verse: d    და   ხამს ყოვლისა დაჯერება,   ბრძენი სჯერა მოწევნადსა.






Strophe: S1051/K1051 
Verse: a       ღმერთმან სულსა ეგოდენსა   თქვენ გათნია სისხლი თქვენი.
Verse: b       მე, გლახ, რა ვარ? მიწა ცუდი;   თავით ჩემით რამცა ვქმენი?
Verse: c       აწ დავხოცენ მტერნი თქვენნი,   გავასრულენ, რაცა ვთქვენი;
Verse: d    და   ნავი სრულად საქონლითა   მომიღია, ვითა ძღვენი".






Strophe: S1052/K1052 
Verse: a       ამოა, კარგსა მოყმესა   რა ომი გაჰმარჯვებოდეს,
Verse: b       ამხანაგთათვის ეჯობნოს,   ვინცა მას თანა-ჰხლებოდეს.
Verse: c       მიულოცვიდენ, აქებდენ,   მათ აგრე მყოფთა სწბებოდეს,
Verse: d    და   ჰშვენოდეს დაკოდილობა,   ცოტაი რამე ჰვნებოდეს.






Strophe: S1053/K1053 
Verse: a       იგი ნავი მეკობრეთა   მას დღე ნახეს, არ ახვალეს,
Verse: b       მუნ დებულთა საჭურჭლეთა   ამარიმცა ვით დათვალეს!
Verse: c       მათსა ნავსა გარდმოიღეს,   ნავი სრულად გარდმოცალეს;
Verse: d    და   დალეწეს და ზოგი დაწვეს,   შეშა დრამად არ გაცვალეს.






Strophe: S1054/K1054 
Verse: a       ავთანდილს უსამ მოართვა   ვაჭართა შემოთვლილობა:
Verse: b       "შენგან ვართ გამაგრებულნი,   ჩვენ ვიცით ჩვენი ცვილობა*;
Verse: c       რაცა გვაქვს, იგი შენია,   ამას არ უნდა ცილობა,
Verse: d    და   რასაცა მოგვცემ, გვიბოძე,   გვიქმნია აქა ყრილობა".






Strophe: S1055/K1055 
Verse: a       ყმამან შესთვალა: "ჰე, ძმანო,   წეღანცა მოგისმენია,
Verse: b       ღმერთსა შეესმა, ნაკადი   რაცა თქვენ თვალთა გდენია,
Verse: c       მან დაგარჩინნა; მე რა ვარ?   მე, გლახ, რა მომილხენია!
Verse: d    და   რა გინდა მომცეთ, რას ვაქმნევ?   მე ვარ და ჩემი ცხენია!






Strophe: S1056/K1056 
Verse: a       მე თუცა რამცა* მინდოდა   საჭურჭლე დასადებელი,
Verse: b       ჩემსაცა მქონდა ურიცხვი,   უსახო ლარ-საგებელი;
Verse: c       რას ვაქმნევ თქვენსა? რად მინდა?   ოდენ ვარ თქვენი მხლებელი;
Verse: d    და   სხვაგან რამე მიც სხვა საქმე   თავისა წასაგებელი.






Strophe: S1057/K1057 
Verse: a       აწ რაცა აქა ვიშოვე   საჭურჭლე დაუთვალავი,
Verse: b       რაცა ვის გინდა, წაიღეთ,   არვისი ვიყო მლალავი,
Verse: c       ერთსა ვიაჯი, მააჯეთ   სააჯო არ-საკრძალავი:
Verse: d    და   საქმე რამე მიც თქვენ შიგან   თავისა დასამალავი.






Strophe: S1058/K1058 
Verse: a       ჟამამდის ჩემსა ნუ იტყვით   არ თქვენსა პატრონობასა,
Verse: b       თქვით *: "თავადია ჩვენი"-თქო*,   ნუ მიხმობთ ჭაბუკობასა.
Verse: c       მე სავაჭროსა ჩავიცვამ,   დავიწყებ ჯუბაჩობასა;
Verse: d    და   თქვენ შემინახეთ ნამუსი,   თქვენსა და ჩემსა ძმობასა!"






Strophe: S1059/K1059 
Verse: a       ესე საქმე ქარავანსა   გაეხარნეს მეტად დია;
Verse: b       მოვიდეს და თაყვანის-სცეს,   ჰკადრეს: "ჩვენი იმედია,
Verse: c       რაცა აჯა ჩვენ გვმართებდა,   იგი თქვენვე გიაჯია,
Verse: d    და   მას ვჰმსახუროთ, ვისი პირი   მზისა პირად გაგვიცდია".






Strophe: S1060/K1060 
Verse: a       მუნით წავიდეს, იარეს,   არ თურე ხანსა ზმიდიან,
Verse: b       მიჰხვდეს ტაროსსა ამოსა,   ნიადაგ ამოდ ვლიდიან;
Verse: c       შეჰფრფინვიდიან ავთანდილს,   ქებასა შეასხმიდიან,
Verse: d    და   მას მარგალიტსა მას ყმასა,   კბილთავე ფერსა, სძღვნიდიან.




Next part



This text is part of the TITUS edition of Rustaveli, Vepxistqaosani.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 21.4.2021. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.