TITUS
Rustaveli, Vepxistqaosani
Part No. 43
Previous part

Chapter: 43 
ამბავი ავთანდილისა გულანშაროს მისლვისა







Strophe: S1061/K1061 
Verse: a       ზღვა გაიარა ავთანდილ,   მივა ტანითა მჭევრითა.
Verse: b       ნახეს ქალაქი, მოცული*   გარე ბაღისა ტევრითა,
Verse: c       გვარად უცხონი ყვავილნი,   ფერითა ბევრის ბევრითა.
Verse: d    და   მის ქვეყანისა სიტურფე   რა გაგაგონო ენითა*!






Strophe: S1062/K1062 
Verse: a       მათ ბაღთა პირსა დააბეს   ნავი საბლითა სამითა;
Verse: b       ავთანდილ ტანსა ჯუბანი   ჩაიცვნა, დაჯდა სკამითა;
Verse: c       მოასხნეს კაცნი მზიდავნი,   დამიზდებულნი დრამითა;
Verse: d    და   იგი ყმა ვაჭრობს, თავადობს   და თავსა მალავს ამითა.






Strophe: S1063/K1063 
Verse: a       მოვიდა მისი მებაღე,   ბაღსა იახლნეს* რომელსა,
Verse: b       მას ყმასა უჭვრეტს შეფრფინვით   პირსა, ელვათა მკრთომელსა;
Verse: c       ავთანდილ უხმო, ეუბნა   კაცსა არ სიტყვა-მცთომელსა:
Verse: d    და   "ვისნი ხართ, ვინ ხართ, რა ჰქვიან   მეფესა აქა მჯდომელსა?






Strophe: S1064/K1064 
Verse: a       წვრილად მითხარ ყველაკაი, -   ყმა მას კაცსა ეუბნების, -
Verse: b       რა ლარია უფრო ძვირად,   ან იეფად რა იხსნების?"
Verse: c       ჰკადრა: "ვხედავ, პირი შენი   მზისა პირად მემეცნების;
Verse: d    და   რაცა ვიცი, მართლად გკადრებ,   მრუდი არა არ გემცნების.






Strophe: S1065/K1065 
Verse: a       ესეა ზღვათა სამეფო   თვისა ათისა სავლითა,
Verse: b       თვით გულანშარო ქალაქი,   სავსე ტურფითა მრავლითა;
Verse: c       აქ მოდის ტურფა ყველაი   ზღვა-ზღვა ნავითა მავლითა;
Verse: d    და   მელიქ-სურხავი ხელმწიფობს,   სრული სვითა და დავლითა.






Strophe: S1066/K1066 
Verse: a       აქა მოსლვითა გაყმდების,   კაციცა იყო ბერები:
Verse: b       სმა, გახარება, თამაში,   ნიადაგ არნ სიმღერები,
Verse: c       ზამთარ და ზაფხულ სწორად   გვაქვს ყვავილი ფერად-ფერები;
Verse: d    და   ვინცა გვიცნობენ, გვნატრიან,   იგიცა, ვინ-ა მტერები.






Strophe: S1067/K1067 
Verse: a       დიდ-ვაჭარნი სარგებელსა   ამისებრსა ვერ ჰპოვებენ:
Verse: b       იყიდიან, გაჰყიდიან,   მოიგებენ, წააგებენ;
Verse: c       გლახა თვე ერთ გამდიდრდების,   სავაჭროთა ყოვლგნით ჰკრებენ;
Verse: d    და   უქონელნი წელიწდამდის*   საქონელსა დაიდებენ.






Strophe: S1068/K1068 
Verse: a       მე ვარ მებაღე უსენის,   ვაჭართა უხუცესისა;
Verse: b       ესეცა გკადრო ამბავი,   საქმე მისისა წესისა:
Verse: c       თვით ესე ბაღი მისია,   თქვენი სადგომი დღესისა;
Verse: d    და   პირველ მას ჰმართებს ჩვენება   ყოვლისა უტურფესისა.






Strophe: S1069/K1069 
Verse: a       რა შემოვლენ დიდ-ვაჭარნი,   მას ნახვენ და ძღვენსა სძღვნიან,
Verse: b       უჩვენებენ, რაცა ჰქონდეს,   სხვაგან ლარსა ვერ გახსნიან,
Verse: c       უტურფესთა სეფედ დასხმენ,   ფასსა მუნვე დაუთვლიან;
Verse: d    და   მათ მაშინვე ააზატებს,   ვითა სწადდეს, დაჰყიდიან.






Strophe: S1070/K1070 
Verse: a       თქვენებრთა საბატიოთა*   მათ* ჰმართებს გამოსვენება;
Verse: b       დამყენებელთა უბრძანებს,   ჰმართებდეს ვის დაყენება.
Verse: c       აწ იგი აქა არ არის,   რას მარგებს მისი ხსენება!
Verse: d    და   გამოგებვა და* წაყვანა   მას ჰმართებს, თქვენი ქენება.






Strophe: S1071/K1071 
Verse: a       ფატმან ხათუნ შინა არის,   ხათუნი და ცოლი მისი,
Verse: b       პურად კარგი მასპინძელი,   მხიარული*, არ თუ მქისი;
Verse: c       მას ვაცნობო მოსლვა თქვენი,   წაგიყვანოს ვითა თვისი;
Verse: d    და   წინა კაცთა მოგაგებებს,   ქალაქს შეხვალ ნათლივ, დღისი".






Strophe: S1072/K1072 
Verse: a       ავთანდილ უთხრა: "წადიო,   აგრე ქმენ, რაცა გწადიან".
Verse: b       მებაღე მირბის, ახარებს,   ოფლი* ქვე მკრდამდის ჩასდიან.
Verse: c       ხათუნსა უთხრა ამბავი:   "მე ესე დამიქადიან:
Verse: d    და   ყმა მოვა, მისთა მჭვრეტელთა   შუქნი მზედ გაიცადიან.






Strophe: S1073/K1073 
Verse: a       ვაჭარი ვინმე პატრონი   არს ქარავნისა დიდისა,
Verse: b       საროსა მსგავსი ნაზარდი   და მთვარე დღისა შვიდისა;
Verse: c       ჰშვენის ჯუბა და მოხვევა   ძოწეულისა რიდისა.
Verse: d    და   მე მიხმო, მკითხა ამბავი   და ნირი ლართა სყიდისა".   






Strophe: S1074/K1074 
Verse: a       ფატმან ხათუნს გაეხარნეს,   გააგება მონა ათი,
Verse: b       მოუკაზმნა ქარვანსრანი,   დააყენა ბარგი მათი;
Verse: c       შემოვიდა ღაწვი-ვარდი,   ბროლ-ბადახში, მინა-სათი;
Verse: d    და   მისთა მჭვრეტთა დაუსახეს   ვეფხსა ტოტი, ლომსა - თათი.






Strophe: S1075/K1075 
Verse: a       ზარი გახდა, შემოაკრბეს   ქალაქისა ერნი სრულად,
Verse: b       იქით-აქათ იჯრებოდეს*:   "ვუჭვრიტოთო ამას რულად!"
Verse: c       ზოგნი ნდომით შეჰფრფინვიდეს,   ზოგნი იყვნეს სულ-წასრულად;
Verse: d    და   მათთა ცოლთა მოიძულვნეს,   ქმარნი დარჩეს გაბასრულად.






Strophe: S1076/K1076 
Verse: a       ფატმან, ცოლი უსენისი,   გაეგება კართა წინა,
Verse: b       მხიარულმან უსალამა,   სიხარული დაიჩინა;
Verse: c       ერთმანერთი მოიკითხეს,   შევიდეს და დასხდეს შინა;
Verse: d    და   ფატმან ხათუნს მოსლვა მისი,   შე- ვით -ვატყვე, არ ეწყინა.






Strophe: S1077/K1077 
Verse: a       ფატმან ხათუნ თვალად მარჯვე,   არ-ყმაწვილი, მაგრა მზმელი,
Verse: b       ნაკვთად კარგი, შავ-გვრემანი*,   პირ-მსუქანი, არ პირ-ხმელი,
Verse: c       მუტრიბთა და მომღერალთა   მოყვარული, ღვინის-მსმელი;
Verse: d    და   დია ედვა სასალუქო   დასაბურავ-ჩასაცმელი.






Strophe: S1078/K1078 
Verse: a       მას ღამესა ფატმან ხათუნ   უმასპინძლა მეტად კარგა.
Verse: b       ყმამან უძღვნა ძღვენი ტურფა,   მიმღებელთა თქვეს, თუ: "ვარგ-ა".
Verse: c       ფატმანს მისი მასპინძლობა   უღირს, ღმერთო, არ დაკარგა;
Verse: d    და   სვეს და ჭამეს, დასაწოლად   ყმა გავიდა ღამით გარ, გა.






Strophe: S1079/K1079 
Verse: a       დილასა ლარი ყველაი   უჩვენა, გაახსნევინა,
Verse: b       ტურფანი სეფედ გარდასხნა,   ფასიცა დაათვლევინა,
Verse: c       ვაჭართა უთხრა: "წაიღეთ!"   აჰკიდა, გააწევინა,
Verse: d    და   თქვა: " ვითა გინდა, ვაჭრობდით,   ნუ გამამჟღავნებთ, მე ვინა".






Strophe: S1080/K1080 
Verse: a       ყმა ვაჭრულად იმოსების,   არ ჩაიცვამს არას მისსა.
Verse: b       ზოგჯერ უხმის ფატმან მისსა,   ზოგჯერ იყვის ფატმანისსა;
Verse: c       ერთგან სხდიან, უბნობდიან   საუბნარსა არა-მქისსა;
Verse: d    და   ფატმანს ჰკლვიდა უმისობა,   რამინისი ვითა ვისსა.




Next part



This text is part of the TITUS edition of Rustaveli, Vepxistqaosani.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 21.4.2021. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.