Strophe: S1081/K1081 | ||
Verse: a | სჯობს სიშორე დიაცისა, | ვისგან ვითა დაითმობის: |
Verse: b | გილიზღებს და შეგიკვეთებს, | მიგინდობს და მოგენდობის, |
Verse: c | მართ ანაზდად გიღალატებს, | გაჰკვეთს, რაცა* დაესობის, |
Verse: d და | მით დიაცსა სამალავი | არას თანა არ ეთხრობის. |
Strophe: S1082/K1082 | ||
Verse: a | ფატმან ხათუნს ავთანდილის | გულსა ნდომა შეუვიდა, |
Verse: b | სიყვარული მეტის-მეტი | მოემატა, ცეცხლებრ სწვიდა. |
Verse: c | დამალვასა ეცდებოდა, | მაგრა ჭირთა ვერ ჰმალვიდა, |
Verse: d და | იტყვის: "რა ვქმნა, რა მერგების?" | - აწვიმებდა, ცრემლთა ჰღვრიდა. |
Strophe: S1083/K1083 | ||
Verse: a | "მიღმა ვუთხრა, ვა თუ გაწყრეს, | შეხედვაცა დამიძვირდეს! |
Verse: b | თუ არა ვთქვა, ვეღარ გავსძლებ, | ცეცხლი უფრო გამიხშირდეს. |
Verse: c | ვთქვა და მოვკვდე, ანუ დავრჩე, | ერთი რამე გამიპირდეს; |
Verse: d და | მას მკურნალმან ვერა ჰკურნოს, | თუ არ უთხრას, რაცა სჭირდეს". |