TITUS
Rustaveli, Vepxistqaosani
Part No. 46
Previous part

Chapter: 46 
წიგნი ავთანდილისა ფატმანს თანა







Strophe: S1095/K1095 
Verse: a       მიუწერა: "წავიკითხე   შენი წიგნი, ჩემი ქება.
Verse: b       შენ მომასწარ, თვარა შენგან   მე უფრო მჭირს ცეცხლთა დება.
Verse: c       შენცა გინდა, მეცა მინდა   გაუწყვედლად შენი ხლება,
Verse: d    და   შეყრა არის პირიანი,   ორთავეა რათგან ნება".






Strophe: S1096/K1096 
Verse: a       ფატმანისსა ვერ გიამბობ,   მოემატა რა სიამე!
Verse: b       მიუწერა: "კმარის, რაცა   უშენომან ცრემლი ვლამე,
Verse: c       აწ ვიქმნები თავის წინა,   აქა მპოვე მარტო სამე,
Verse: d    და   მომისწრაფე შეყრა შენი,   რა შეღამდეს, მოდი ღამე".






Strophe: S1097/K1097 
Verse: a       მას ღამითვე საწვეველი   რა მიართვეს წიგნი ყმასა,
Verse: b       შეღამდა და წა-ცა-ვიდა,   სხვა ემთხვია მონა გზასა:
Verse: c       "ამას ღამე ნუ მოხვალო,   ვერა მპოვებ შენთვის მზასა".
Verse: d    და   მას ეწყინა, არ დაბრუნდა,   თქვა, თუ: "ჰგავსო ეგე რასა?"






Strophe: S1098/K1098 
Verse: a       წვეული აღარ დაბრუნდა   კვლა ზევე უკუწვევითა.
Verse: b       ფატმან ზის წყენით, შევიდა   ავთანდილ მარტო ხე ვითა,
Verse: c       დიაცსა წყენა შეატყო*,   ნახა შესლვითა, შე-, ვითა,
Verse: d    და   ვერ დაიჩინა შიშითა   და მისითავე თნევითა.






Strophe: S1099/K1099 
Verse: a       ერთგან დასხდეს და დაიწყეს   კოცნა, ლაღობა წყლიანი;
Verse: b       შემოდგა კარსა ყმა ვინმე   კეკლუცი, ტან-ნაკვთიანი,
Verse: c       შემოვლო ახლოს, შემოჰყვა   მონა ხრმალ-დარაკიანი,
Verse: d    და   დაჰკრთა, რა ნახა ავთანდილ:   ჰგავსო, თუ გზაა კლდიანი.






Strophe: S1100/K1100 
Verse: a       ფატმან რა ნახა, შეშინდა,   ძრწის და მიეცა ძრწოლასა.
Verse: b       მან გაკვირვებით უჭვრიტა   მათსა ლაღობა-წოლასა;
Verse: c       უთხრა: "არ გიშლი, დიაცო,   ფერთა მი და მო კრთოლასა,
Verse: d    და   გამითენდების, განანებ   მაგა მოყმისა ყოლასა!






Strophe: S1101/K1101 
Verse: a       გამკიცხე, ბოზო დიაცო,   და დამდევ გასათრეველად,
Verse: b       მაგრა სცნობ ხვალე პასუხსა   მაგა საქმისა მზღვეველად:
Verse: c       ვარ შენთა შვილთა შენითა   კბილითა დამაჭმეველად,
Verse: d    და   დავშალო, წვერთა ფუ მიყავ,   ხელიღა ვრბოდე მე ველად!"






Strophe: S1102/K1102 
Verse: a       ესე თქვა და კაცმან წვერთა   მოიზიდნა, გავლნა კარნი;
Verse: b       ფატმან შექმნა თავსა ცემა,   ღაწვნი ესხნეს ნახოკარნი;
Verse: c       ცრემლთა მისთა შეეყარნეს,   წყაროსაებრ ისმნეს წკარნი;
Verse: d    და   თქვა: "დამქოლეთ, მოდით, ქვითა,   მომადეგით მომაკარნი.






Strophe: S1103/K1103 
Verse: a       მოთსქვამს: "მოვკალ, თავი, ქმარი,   ამოვწყვიდენ წვრილნი შვილნი,
Verse: b       იავარ-ვყავ საქონელი,   უსახონი თვალნი თლილნი,
Verse: c       გავეყარე საყვარელთა,   ვა გამზრდელნი, ვა გაზრდილნი.
Verse: d    და   ბოლოდ ვექმენ თავსა ჩემსა,   სიტყვანია ჩემნი წბილნი".






Strophe: S1104/K1104 
Verse: a       ამას ყველასა ავთანდილ   ისმენდა გაცბუნვებული;
Verse: b       უბრძანა: "რა გჭირს, რას იტყვი,   რასთვის ხარ აგრე ვებული?
Verse: c       რას დაგექადა იგი ყმა,   რა ნახა შენგან კლებული?
Verse: d    და   დადუმდი, მითხარ, ვინ იყო,   ანუ რად საქმედ რებული?"






Strophe: S1105/K1105 
Verse: a       დიაცმან უთხრა: "ჰე ლომო,   ხელი ვარ ცრემლთა დენითა,
Verse: b       ნურას ნუ მკითხავ ამბავსა,   ვერცა რას გითხრობ ენითა;
Verse: c       დავხოცენ შვილნი ხელითა,   მით ვარ აღარას ლხენითა.
Verse: d    და   თავი მოვიკალ უთმინოდ   სიყვარულითა შენითა.






Strophe: S1106/K1106 
Verse: a       ესეგვარი დია მიჰხვდეს   სიტყვა-მცთარსა, ენა-მეტსა,
Verse: b       ხვაშიადთა ვერ-მმალავსა,   უჭკუოსა, შმაგსა, რეტსა;
Verse: c       ვაგლახითა მეწიენით,   გეტყვი ყოვლსა ჩემსა მჭვრეტსა,
Verse: d    და   მკურნალმანცა ვერა ჰკურნოს   თავისისა სისხლთა* მხვრეტსა.






Strophe: S1107/K1107 
Verse: a       ორისაგან ერთი ქმენით,   ამის მეტსა ნურას ჰლამით:
Verse: b       მო- ვითა -ჰკლავ იმა კაცსა,   წადი, მოკალ მალვით ღამით,
Verse: c       მე და სრულად სახლი ჩემი   დახოცასა დაგვხსენ ამით!
Verse: d    და   მოხვალ, გითხრობ ყველაკასა,   მო- ვით-გითხრა ცრემლთა ლამით.






Strophe: S1108/K1108 
Verse: a       თვარა ღამითვე ტვირთები   შენი წაიღე ვირითა,
Verse: b       დააგდე ჩემი მიდამო,   სრულად მიკრიფე, მი-, რითა.
Verse: c       ვეჭვ, რომე ჩემთა ცოდვათა   შენცა აგავსონ ჭირითა,
Verse: d    და   თუ დარბაზს მივა იგი* ყმა,   შვილთა დამაჭმევს პირითა".






Strophe: S1109/K1109 
Verse: a       რა ესე ესმა ავთანდილს   ლაღსა, ბუნება-ზიარსა,
Verse: b       ადგა და ლახტი აიღო,   რა ტურფა რამე მხნე არსა!
Verse: c       "ამა საქმისა ვერ-ცნობა, -   თქვა, -ჩემი სიძუნწე არსა".
Verse: d    და   ნუ ეჭვ სულ-დგმულსა ქვეყანად,   თუ ვითმე მისებრი არსა!






Strophe: S1110/K1110 
Verse: a       ფატმანს უთხრა: "კაცი მომეც   მასწავლელად, წინამძღვარად,
Verse: b       გზასა მართლად წამიყვანოს,   თვარა მეშვლად მინდა არად;
Verse: c       იმა კაცსა ვერა ვხედავ   მეომარად ჩემად დარად,
Verse: d    და   რაცა ვუყო, მოგახსენებ,   მომიცადე, იყავ წყნარად".






Strophe: S1111/K1111 
Verse: a       მას მისცა მონა დიაცმან   წინამძღვრად, წა-ცა-მყვანელად,
Verse: b       კვლავე შეჰყივლა: "ვინათგან   ცეცხლი ცხელია აწ* ნელად,
Verse: c       თუ მო- ვითა -ჰკლა იგი ყმა   ჩემად გულისა მფხანელად,
Verse: d    და   ბეჭედი ჩემი აცვია,   მას გვედრებ მოსატანელად".






Strophe: S1112/K1112 
Verse: a       ავთანდილ გავლო ქალაქი   მით უებროთა ტანითა;
Verse: b       ზღვის პირსა სახლნი ნაგებნი   დგეს ქვითა წითელ-მწვანითა,
Verse: c       ქვეშეთკე სრითა ტურფითა,   კვლა ზედათ ბანის-ბანითა,
Verse: d    და   დიდროვანითა ტურფითა,   მრავლითა თანის-თანითა.






Strophe: S1113/K1113 
Verse: a       მუნ მიჰყავს პირ-მზე ავთანდილ   მას, მისსა წინამძღომელსა;
Verse: b       ხმა-მდაბლად ჰკადრებს: "ისია   სრა მისი, ეძებ რომელსა".
Verse: c       უჩვენებს, ეტყვის: "ჰხედაო   ბანსა ზე და ქვე მდგომელსა?
Verse: d    და   იქი წევს ძილად, იცოდი,   ანუ ქვე ჰპოვებ მჯდომელსა".






Strophe: S1114/K1114 
Verse: a       კარსა წინა დარაჯანი   ორნი უწვეს მას, გლახ, ყმასა.
Verse: b       ყმა გავიდა, გაეპარა,   დააგდებდეს ვირე ხმასა,
Verse: c       თვითო ხელი ყელსა მიჰყო,   მუნვე მისცა სულთა ხდასა,
Verse: d    და   თავი თავსა შეუტაკა,   გაურია ტვინი თმასა.






Strophe: S1115/K1115 
Verse: a       იგი ყმა საწოლს მარტო წვა   გულითა ჯავრიანითა;
Verse: b       ხელ-სისხლიანი ავთანდილ   შედგა ტანითა ჯანითა;
Verse: c       ვერღა აესწრა, იდუმალ   მოკლა, ვერცა თუ ვცანითა,
Verse: d    და   ხელი მოჰკიდა, მიწასა   დაასკვნა, დაკლა დანითა.






Strophe: S1116/K1116 
Verse: a       მჭვრეტელთა მზე და მებრძოლთა   მხეცი და ვითა ზარია.
Verse: b       ბეჭდითურთ თითი მოჰკვეთა,   ქვესკნელს მიწათა გარია,
Verse: c       ზღვათაკე სარკმლით* გასტყორცა,   ზღვისა ქვიშათა დარია,
Verse: d    და   მისთვის არცაღა სამარე,   არცა სათხარად ბარია.






Strophe: S1117/K1117 
Verse: a       ხმა მათისა დახოცისა   არ გაისმა არსით არა.
Verse: b       წამოვიდა ვარდი ტკბილი,   რასამცა ვით გაემწარა!
Verse: c       ესე მიკვირს, სისხლი მათი   ასრე ვითა მოიპარა!
Verse: d    და   რომე წეღან წამოევლო,   გზა იგივე წაიარა.






Strophe: S1118/K1118 
Verse: a       რა ფატმანისსა შევიდა   ლომი, მზე, მოყმე წყლიანი,
Verse: b       უბრძანა: "მოვკალ, მან ყმამან   დღე ვეღარ ნახოს მზიანი,
Verse: c       თვით მონა შენი მოწმად მყავს,   ფიცი აფიცე ღმრთიანი,
Verse: d    და   აჰა თითი და ბეჭედი,   და დანა მაქვს სისხლიანი.






Strophe: S1119/K1119 
Verse: a       აწ მითხარ თუ: რას იტყოდი,   რას გაშმაგდი ისრე რეტად?
Verse: b       რას გექადდა ისი კაცი?   მესწრაფების მეტის-მეტად".
Verse: c       ფატმან ფერხთა მოეხვია:   "არა ღირს ვარ* პირსა ჭვრეტად,
Verse: d    და   გამიმრთელდა გული წყლული,   აწყა დავჯე ცეცხლთა შრეტად.






Strophe: S1120/K1120 
Verse: a       მე და უსენი შვილითურთ   აწ ახლად დავიბადენით;
Verse: b       ლომო, ქებანი შენნიმცა   ჩვენ ვითა ვადიადენით!
Verse: c       ვინათგან სისხლთა იმისთა   დაღვრევა დავიქადენით,
Verse: d    და   თავითგან გითხრობ ყველასა,   თქვენ სმენად დაემზადენით".




Next part



This text is part of the TITUS edition of Rustaveli, Vepxistqaosani.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 21.4.2021. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.