TITUS
Rustaveli, Vepxistqaosani
Part No. 47
Previous part

Chapter: 47 
ფატმანისგან ნესტან-დარეჯანის ამბვის მბობა







Strophe: S1121/K1121 
Verse: a       ამა ქალაქსა წესია:   დღესა მას ნავროზობასა
Verse: b       არცა ვინ ვაჭრობს ვაჭარი,   არცა ვინ წავა გზობასა;
Verse: c       ყოველნი სწორად დავიწყებთ   კაზმასა, ლამაზობასა,
Verse: d    და   დიდსა შეიქმენ* მეფენი   პურობა-დარბაზობასა.






Strophe: S1122/K1122 
Verse: a       ჩვენ დიდ-ვაჭართა ზედა-გვაც   დარბაზს მიღება ძღვენისა,
Verse: b       მათ საბოძვრისა ბოძება   ჰმართებს მსგავსისა ჩვენისა;
Verse: c       ათ დღემდის ისმის ყოველგნით   ხმა წინწილისა, ებნისა,
Verse: d    და   მოედანს მღერა, ბურთობა,   დგრიალი ცხენთა დგენისა.






Strophe: S1123/K1123 
Verse: a       ქმარი ჩემი დიდ-ვაჭართა   წაუძღვების, უსენ, წინა,
Verse: b       მათთა ცოლთა მე წავასხამ,   მაწვეველი არად მინა;
Verse: c       დედოფალსა ძღვენსა ვუძღვნით,   მდიდარი თუ გლახა ვინ-ა,
Verse: d    და   დარბაზს ამოდ გავიხარებთ,   მხიარულნი მოვალთ შინა.






Strophe: S1124/K1124 
Verse: a       დღე მოვიდა ნავროზობა,   დედოფალსა ძღვენი ვსძღვენით;
Verse: b       ჩვენ მივართვით, მათ გვიბოძეს,   ავავსეთ და* ავივსენით;
Verse: c       ჟამიერად მხიარულნი   წამოვედით ნებით ჩვენით,
Verse: d    და   კვლა დავსხედით გახარებად,   უნებურნი არ ვიყვენით.






Strophe: S1125/K1125 
Verse: a       ბაღსა შიგან თამაშობად   საღამოსა გავე ჟამსა,
Verse: b       გავიტანე ხათუნები, -   მათი ჭმევა ჩემგან ხამსა;
Verse: c       მომყვებოდეს მომღერალნი,   იტყოდიან ტკბილსა ხმასა,
Verse: d    და   ვიმღერდი და ვყმაწვილობდი,   ვიცვალებდი რიდე-თმასა.






Strophe: S1126/K1126 
Verse: a       იქ ბაღსა შიგან ტურფანი   სახლნი, ნატიფად გებულნი,
Verse: b       მაღალნი, ყოვლგნით მხედველნი,   ზღვას ზედა წაკიდებულნი,
Verse: c       მუნ შევიტანენ ხათუნნი,   იგი ჩემ თანა ხლებულნი,
Verse: d    და   კვლა დავიდევით ნადიმი,   დავსხედით ამოდ შვებულნი.






Strophe: S1127/K1127 
Verse: a       ვაჭრის ცოლთა მხიარულმან   ვუმასპინძლე ამოდ, დურად;   
Verse: b       სმასა ზედა უმიზეზოდ   გავხე რამე* უგემურად,
Verse: c       რა შემატყვეს, გაიყარა,   სხდომილ იყო რაცა პურად,
Verse: d    და   მარტო დავრჩი, სევდა რამე   შემომექცა გულსა მურად.






Strophe: S1128/K1128 
Verse: a       უკმოვახვენ სარკმელნი და   შევაქციე პირი გზასა,
Verse: b       ვიხედვიდი, ვიქარვებდი   კაეშნისა ჩემგან ზრდასა,
Verse: c       შორს ამიჩნდა ცოტა რამე,   მოცურვიდა შიგან ზღვასა,
Verse: d    და   მფრინველად ვთქვი, ანუ მხეცად,   სხვას ვამსგავსე მე-მცა რასა!






Strophe: S1129/K1129 
Verse: a       მაშორვიდა, ვერად ვიცან;   მომეახლა, იყო ნავი;
Verse: b       ორთა კაცთა, ტანად შავთა,   თვით პირიცა ედგა შავი;
Verse: c       იქით-აქათ მოსდგომოდეს,   ახლოს* უჩნდა ოდენ თავი,
Verse: d    და   გამოიღეს, გამიკვირდა   იგი უცხო სანახავი.






Strophe: S1130/K1130 
Verse: a       გამოზიდნეს იგი ნავი,   გამოიღეს ბაღსა წინა,
Verse: b       მიიხედნეს, მოიხედნეს,   ვინ გვიჭვრეტსო, სადა, ვინა,
Verse: c       ვერა ნახეს სულიერი,   ვერცა რამან შეაშინა;
Verse: d    და   მე იდუმალ ვიხედვიდი,   სულ-ღებული ვიყავ შინა.






Strophe: S1131/K1131 
Verse: a       მით ნავიდაღმა მათ რომე   გარდმოსვეს კიდობანითა,
Verse: b       აჰხადეს, ქალი გარდმოხდა   უცხოთა რათმე ტანითა,
Verse: c       თავსა რიდითა შავითა,   ქვეშეთ მოსილი მწვანითა,
Verse: d    და   მზესა სიტურფედ ეყოფის,   იყოს მისითა გვანითა.






Strophe: S1132/K1132 
Verse: a       რა მობრუნდა ქალი ჩემკე,   შემოადგეს სხივნი კლდესა,
Verse: b       ღაწვთა მისთა ელვარება   ელვარებდა ხმელთა, ზესა;
Verse: c       დავიწუხენ თვალნი, ყოლა   ვერ შევადგენ, ვითა მზესა,
Verse: d    და   უკმოვიხაშ კარი, ჩემგან   მათი ჭვრეტა ვერა ცნესა.






Strophe: S1133/K1133 
Verse: a       მოვიხმენ ოთხნი მონანი,   ჩემსა წინაშე მდგომელნი,
Verse: b       ვუჩვენე: "ჰხედავთ, ინდოთა   ტყვედ ჰყვანან შუქნი რომელნი?
Verse: c       ჩაეპარენით, ჩაედით   წყნარად, ნუ ჩქარად მხლტომელნი,
Verse: d    და   მოგყიდონ, ფასი მიეცით,   რისაცა* იყვნენ მნდომელნი.






Strophe: S1134/K1134 
Verse: a       თუ არ მოგცენ, ნუღა მისცემთ,   წაჰგვარეთ და დახოცენით,
Verse: b       მოიყვანეთ ისი მთვარე,   ქმენით კარგად, ეცადენით!"
Verse: c       ჩემნი ყმანი ზედადაღმა   ჩაეპარნეს, ვითა ფრენით,
Verse: d    და   დაევაჭრნეს, არ მოჰყიდეს,   შავნი ვნახენ მეტად წყენით.






Strophe: S1135/K1135 
Verse: a       მე სარკმელთა გარდავადეგ.   რა შევიგენ, არ მოჰყიდეს,
Verse: b       მევუზახენ: "დახოცენით!"   დაიპყრნეს და თავსა სჭრიდეს;
Verse: c       იგი ზღვასა შეასრივნეს,   შემოადგეს ქალსა, სცვიდეს;
Verse: d    და   ჩავეგებე, გამოვჰგვარე,   ზღვის პირს ხანსა არ დაზმიდეს.






Strophe: S1136/K1136 
Verse: a       რა გიამბო ქება მისი,   რა სიტურფე, რა ნაზობა!
Verse: b       ვფიცავ, რომე იგი მზეა,   არა ჰმართებს მზესა მზობა!
Verse: c       ვინ გაიცდის შუქთა მისთა,   ვინ-მცა ვით ქმნა ნახაზობა!
Verse: d    და   მე თუ დამწვავს, აჰა მზად ვარ,   აღარ უნდა ამას მზობა!"






Strophe: S1137/K1137 
Verse: a       ესე სიტყვა დაასრულა,   ფატმან იკრნა პირსა ხელნი;
Verse: b       ავთანდილსცა აეტირნეს,   გარდმოყარნა ცრემლნი ცხელნი;
Verse: c       ერთმანერთი დაავიწყდა,   მისთვის გახდეს ვითა ხელნი,
Verse: d    და   ღვარმან, ზედათ მოდენილმან,   გააწყალნა ფიფქნი თხელნი.






Strophe: S1138/K1138 
Verse: a       მოიტირეს.ყმამან უთხრა:   "ნუღარ გასწყვედ, გაასრულე".
Verse: b       ფატმან იტყვის: "მივეგებე,   გული მისთვის ვაერთგულე,
Verse: c       გარდვუკოცნე ყოვლი ასო,   თავი ამად მოვაძულე,
Verse: d    და   ზედა დავსვი ტახტსა ჩემსა,   შევეკვეთე, გავესულე.






Strophe: S1139/K1139 
Verse: a       ვჰკადრე: "მითხარ, ვინ ხარ, მზეო,   ანუ შვილი ვისთა ტომთა?
Verse: b       იმა ზანგთა სით მოჰყვანდი   შენ, პატრონი ცისა ხომთა?"
Verse: c       მან პასუხი არა მითხრა   მე სიტყვათა ესეზომთა,
Verse: d    და   ას-ნაკეცი წყარო ვნახე   ცრემლთა, მისგან მონაწთომთა.






Strophe: S1140/K1140 
Verse: a       რა მივაჭირვე კითხვითა,   მეტითა საუბარითა*,
Verse: b       გულ-ამოხვინჩვით ატირდა   მით რათმე ხმითა წყნარითა;
Verse: c       ბროლ-ლალსა ღვარი ნარგისთა   მოსდის გიშრისა ღარითა;
Verse: d    და   მისი მწვრეტელი დავიწვი,   გავხე გულითა მკვდარითა.






Strophe: S1141/K1141 
Verse: a       მითხრა: "შენ ჩემთვის, დედაო,   ხარ უმჯობესი დედისა,
Verse: b       რას აქმნევ ჩემსა ამბავსა,   ზღაპარი არის ყბედისა!
Verse: c       ღარიბი ვინმე, შემსწრობი   ვარ უბედოსა ბედისა;
Verse: d    და   თუ რაცა მკითხო, ძალი-მცა   გიგმია არსთა მხედისა!"   






Strophe: S1142/K1142 
Verse: a       ვთქვი: "უჟამოდ არ წესია   მოყვანა და მზისა ხმობა;
Verse: b       მომყვანელი გაშმაგდების   და წაუვა ერთობ ცნობა;
Verse: c       ხმობა უნდა ჟამიერად,   სააჯოსა ყოვლსა თხრობა.
Verse: d    და   რად არ ვიცი ამა მზისა   საუბრისა უჟამობა?"






Strophe: S1143/K1143 
Verse: a       ავიყვანე იგი პირ-მზე   ნაქები და ვერ ვთქვი უქი;
Verse: b       სურვილმან და მზემან მისმან,   ძლივ დავმალე მისი შუქი,
Verse: c       ჩამოვჰბურე მრავალ-კეცი   სტავრა მძიმე, არ-სუბუქი;
Verse: d    და   ცრემლსა სეტყვს და ვარდსა აზრობს,   წამწამთაგან მოქრის ბუქი.






Strophe: S1144/K1144 
Verse: a       მოვიყვანე შინა ჩემსა   იგი პირ-მზე ტანით ალვით,
Verse: b       მოვუკაზმე სახლი ერთი,   შიგან დავსვი მეტად მალვით;
Verse: c       არვის ვუთხარ სულიერსა,   შევინახე ფარვით, კრძალვით,
Verse: d    და   ერთი ზანგი ვამსახურე;   მე შევიდი, ვნახი ხალვით.






Strophe: S1145/K1145 
Verse: a       ვით გიამბო საკვირველი   მე, გლახ, მისი ყოფა-ქცევა,
Verse: b       დღე და ღამე გაუწყვედლად   ტირილი და ცრემლთა ფრქვევა!
Verse: c       შევეხვეწი: "დადუმდიო",   წამ ერთ ჰქონდის ჩემი თნევა.
Verse: d    და   აწ უმისოდ ვით ცოცხალ ვარ,   ჰაი ჩემთვის, ვაგლახ მე, ვა!






Strophe: S1146/K1146 
Verse: a       შინა შევიდი, მას წინა   ედგის ცრემლისა გუბები,
Verse: b       შიგან სისხლისა მორევსა   ეყრდნის გიშრისა შუბები,
Verse: c       მელნისა ტბათათ *იღვრების   სავსე სათისა რუბები,
Verse: d    და   შუა ძოწსა და აყიყსა*   ჭვირს მარგალიტი ტყუბები.






Strophe: S1147/K1147 
Verse: a       ჟამი ვერ ვპოვე კითხვისა   ნიადაგ ცრემლთა ღვრისაგან,
Verse: b       თუ-მცა მეკითხა: "ვინა ხარ*,   ეგრე გასრული რისაგან?"
Verse: c       მჩქეფრად სისხლისა ნაკადი   მოსდის ალვისა ხისაგან,
Verse: d    და   მას ხორციელი ვით* გასძლებს   სხვა, კიდეგანი ქვისაგან!






Strophe: S1148/K1148 
Verse: a       არად უნდის საბურავი,   არცა წოლა საგებლითა,
Verse: b       მიწყივ იყვის რიდითა და   მით ერთითა ყაბაჩითა,
Verse: c       მკლავი მისი სასთაულად   მიიდვის და მიწვის მითა,
Verse: d    და   ძლივ ვაჭამი ცოტა რამე   ათასითა შეხვეწითა*.






Strophe: S1149/K1149 
Verse: a       სხვა გიამბო საკვირველი   რიდისა და ყაბაჩისა;
Verse: b       ვარ მნახავი ყოვლისავე   უცხოსა და ძვირფასისა,
Verse: c       მაგრა მისი არა ვიცი,   ქმნილი იყო რაგვარ რისა:
Verse: d    და   სილბო ჰქონდა ნაქსოვისა   და სიმტკიცე - ნაჭედისა.






Strophe: S1150/K1150 
Verse: a       მან ტურფამან სახლსა ჩემსა   ეგრე დაყო ხანი დიდი.
Verse: b       ვერ გავანდევ ქმარსა ჩემსა,   შესმენისა მქონდა რიდი;
Verse: c       ვთქვი: " თუ ვუთხრობ, ვიცი, დარბაზს   გაამჟღავნებს ისი ფლიდი".
Verse: d    და   ესე მეყო საგონებლად,   კვლა შევიდი, კვლა გავიდი.






Strophe: S1151/K1151 
Verse: a       ვთქვი: "თუ არ ვუთხრა, რა ვუყო   ჩემგან რა მოეგვარების?
Verse: b       არცა რა ვიცი, რა უნდა,   რა ვისგან მოეხმარების;
Verse: c       ქმარი რა მიგრძნობს, მო-ცა-მკლავს,   ვეღარა მომეფარების;
Verse: d    და   ვითა დავმალო ნათელი,   ვინ მზესა დაედარების?!






Strophe: S1152/K1152 
Verse: a       მე, გლახ, მარტომან რა ვუყო,   მიმატებს ცეცხლთა დებასა!
Verse: b       მო და გავანდო, ნუ შევალ   უსენის შეცოდებასა;
Verse: c       არ გამამჟღავნოს*, ვაფიცო,   თუ მომცემს იმედებასა,
Verse: d    და   სულსა ვერ წასწყმედს, ვერა იქმს   ფიცისა გაცუდებასა.






Strophe: S1153/K1153 
Verse: a       მივე მარტო, ქმარსა ჩემსა   ველაღობე, ველაციცე,
Verse: b       მერმე ვუთხარ: "გითხრობ რასმე,   მაგრა პირველ შემომფიცე,
Verse: c       არვის უთხრა სულიერსა,   საფიცარი მომეც მტკიცე".
Verse: d    და   ფიცი ფიცა საშინელი:   "თავიცაო კლდესა ვიცე!






Strophe: S1154/K1154 
Verse: a       რაცა მითხრა, სიკვდილამდის   არვის ვუთხრა სულიერსა,
Verse: b       არა ბერსა, არა ყმასა,   მოყვარესა, არცა მტერსა".
Verse: c       მერმე ვუთხარ ყველაკაი   უსენს, კაცსა ლმობიერსა:
Verse: d    და   "მოდი, მომყევ აქა სადმე*,   მე, გიჩვენებ მზისა ფერსა".






Strophe: S1155/K1155 
Verse: a       ადგა, ამყვა და წავედით,   შევლენით კარნი სრისანი.
Verse: b       უსენ გაჰკვირდა, გა-ცა-კრთა,   რა შუქნი ნახნა მზისანი;
Verse: c       თქვა: "რა მიჩვენე, რა ვნახე,   რანია, ნეტარ, რისანი?!
Verse: d    და   თუ ხორციელი არის-მცა,   თვალნიმცა მრისხვენ ღმრთისანი!"






Strophe: S1156/K1156 
Verse: a       ვთქვი, თუ: "არცა რა მე ვიცი   ამისი ხორციელობა,
Verse: b       რაცა არ გითხარ, მის მეტი   არა მაქვს* მეცნიერობა;
Verse: c       მე და შენ ვჰკითხოთ, ვინ არის,   ვისგან სჭირს ისი ხელობა,
Verse: d    და   ნუთუ რა გვითხრას, ვეაჯნეთ,   ქმნას დიდი ლმობიერობა".






Strophe: S1157/K1157 
Verse: a       მივედით, გვქონდა ორთავე   კრძალვა მისისა კრძალისა;
Verse: b       ვჰკადრეთ, თუ: "მზეო, სახმილი   გვედების შენგან ალისა,
Verse: c       გვითხარ, რა არის წამალი   მთვარისა შუქ-ნამკრთალისა?
Verse: d    და   რას შეუქმნიხარ ზაფრანად   შენ, ფერად მსგავსი ლალისა?"






Strophe: S1158/K1158 
Verse: a       რაცა ვჰკითსეთ, არა ვიცი,   ესმა, ანუ არ ისმენდა:
Verse: b       ვარდი ერთგან შეეწება,   მარგალიტსა არ აჩენდა;
Verse: c       გველნი მოშლით მოეკეცნეს,   ბაღი შეღმა შე-რე-შენდა,
Verse: d    და   მზე ვეშაპსა დაებნელა,   ზედა რადმცა გაგვითენდა!






Strophe: S1159/K1159 
Verse: a       ვერა დავჰყარეთ პასუხი   ჩვენ საუბრითა ჩვენითა:
Verse: b       ვეფხი-ავაზა პირ-ქუშად   ზის, წყრომა ვერ ვუგრძენითა.
Verse: c       კვლაცა ვაწყინეთ, ატირდა   მჩქეფრად ცრემლისა დენითა,
Verse: d    და   "არა ვიციო, მიმიშვით!"-   ეს ოდენ გვითხრა ენითა.






Strophe: S1160/K1160 
Verse: a       დავსხედით და მას თანავე   ვიტირეთ და ცრემლი ვლამეთ,
Verse: b       რაცა გვეთქვა, შევინანეთ,   სხვამცა რაღა შევიწამეთ!
Verse: c       ძლივ ვიაჯეთ დადუმება,   დავადუმეთ, დავაამეთ,
Verse: d    და   ჩვენ მივართვით ხილი რამე,   მაგრა ვერა ვერ ვაჭამეთ.






Strophe: S1161/K1161 
Verse: a       უსენ იტყვის: "ბევრ-ათასნი   ჭირნი ამან ამიხოცნეს;
Verse: b       ესე ღაწვნი მზისად ხმანან,   კაცთაგანმცა ვით იკოცნეს!
Verse: c       უმართლეა, ვერ-მჭვრეტელმან   თუ პატიჟნი იასოცნეს,
Verse: d    და   მე თუ შვილნი მირჩევნიან,   ღმერთმან იგი დამიხოცნეს!"






Strophe: S1162/K1162 
Verse: a       მას ვუჭვრიტეთ დიდი ხანი,   წამოვედით სულთქვმით, ახით;
Verse: b       შეყრა გვიჩნდის სიხარულად,   გაყრა დიდად ვივაგლახით;
Verse: c       ვაჭრობისა საქმისაგან   მოვიცალით, იგი ვნახით,
Verse: d    და   გული ჩვენი* გაუშვებლად   დაეტყვევნეს მისით მახით.






Strophe: S1163/K1163 
Verse: a       რა გარდახდა ხანი რამე,   გამოვიდეს ღამე-დღენი,
Verse: b       უსენ მითხრა: "არ მინახავს   ძოღანდითგან მეფე ჩვენი.
Verse: c       მივაზირებ, წავალ, ვნახავ,   ვუდარბაზო, ვუძღვნა ძღვენი".
Verse: d    და   მოვახსენე: "დია, ღმერთო,   ბრძანებაა ეგე თქვენი!"






Strophe: S1164/K1164 
Verse: a       უსენ ტაბაკსა დააწყო   მარგალიტი და თვალები.
Verse: b       დავჰვედრე: "დარბაზს დაგხვდების   დარბაზის ერი მთრვალები;
Verse: c       ამა ქალისა ამბავსა,   მომკალ, თუ არ ეკრძალები".
Verse: d    და   კვლა შემომფიცა: "არ ვიტყვი,   თავსაცა მეცეს ხრმალები!"






Strophe: S1165/K1165 
Verse: a       უსენ მივიდა, ხელმწიფე   დაჰხვდა ნადიმად მჯდომელი-
Verse: b       უსენ არიფი მეფისა,   მეფეა მისი მნდომელი-
Verse: c       წინა მიისვა, შეიძღვნა,   ძღვენი მიართვა რომელი.
Verse: d    და   აწ ჰნახო მთრვალი ვაჭარი,   ცქაფი, უწრფელი მწთომელი*.






Strophe: S1166/K1166 
Verse: a       რა მეფემან უსენს წინა   სვა მრავალი დოსტაქანი,
Verse: b       კვლა შესვეს და კვლა აუვსნეს   სხვა ფარჩნი და სხვა ჭიქანი.
Verse: c       დაავიწყდეს იგი ფიცი,   რა მუსაფი, რა მაქანი!
Verse: d    და   მართლად თქმულა: "არა ჰმართებს   ყვავსა ვარდი, ვირსა რქანი".






Strophe: S1167/K1167 
Verse: a       უთხრა დიდმან ხელმწიფემან   უჭკუოსა უსენს, მთრვალსა:
Verse: b       "დია მიკვირს, საძღვნოდ ჩვენად   სით მოიღებ ამა თვალსა,
Verse: c       მარგალიტსა დიდროანსა*,   უმსგაცსოსა ჰპოვებ ლალსა?
Verse: d    და   ვერ გარდვიხდი, თავმან ჩემმან,   ძღვენთა შენთა ნაათალსა".






Strophe: S1168/K1168 
Verse: a       თაყვანის-სცა უსენ, ჰკადრა:   "ჰე მაღალო ხელმწიფეო,
Verse: b       ზეცით შუქთა მომფენელო,   მარჩენელო არსთა, მზეო!
Verse: c       რაცა სხვა მაქვს, ვისი არის   ოქრო, თუნდა საჭურჭლეო?
Verse: d    და   დედის მუცლით რა გამომყვა?   მბოძებია თქვენგან მეო.






Strophe: S1169/K1169 
Verse: a       ამას გკადრებ, თავმან თქვენმან,   არა გმართებს მადლი ძღვნისა;
Verse: b       სხვა რამე მითქს სასძლო თქვენი,   შესართავი თქვენის ძისა;
Verse: c       მას უცილოდ დამიმადლებთ,   ოდეს ჰნახოთ მსგავსი მზისა,
Verse: d    და   მაშინ მეტად გაამრავლოთ   თქვენ ბრძანება ნეტარძისა".






Strophe: S1170/K1170 
Verse: a       რას ვაგრძელებდე! გატეხა   ფიცი, სიმტკიცე სჯულისა,
Verse: b       უამბო პოვნა ქალისა,   მჭვრეტთაგან მზედ სახულისა.
Verse: c       მეფესა მეტად ეამა,   მიეცა ლხინი გულისა,
Verse: d    და   უბრძანა დარბაზს მოყვანა,   სრულ-ქმნა უსენის თქმულისა.






Strophe: S1171/K1171 
Verse: a       მე აქა ჩემსა ამოდ ვჯე,   მუნამდის არ მიკვნესია.
Verse: b       შემოდგა კარსა მეფისა   მონათა უხუცესია,
Verse: c       თანა ჰყვა მონა სამოცი,   ვით ხელმწიფეთა წესია,
Verse: d    და   მოვიდეს; მეტად გავკვირდი,   ვთქვი: "რამე საქმე ზესია".






Strophe: S1172/K1172 
Verse: a       მისალამეს, "ფატმან! - მითხრეს -   ბრძანებაა ღმრთისა სწორთა:
Verse: b       დღეს რომელი უსენ შესძღვნა   ქალი, მსგავსი მზეთა ორთა,
Verse: c       აწ მოგვგვარე, წავიყვანოთ,   ვლა არ გვინდა გზათა შორთა".
Verse: d    და   ესე მესმა, დამტყდეს ცანი,   რისხვა ღმრთისა ეცა გორთა.






Strophe: S1173/K1173 
Verse: a       მე გაკვირვებით კვლა ვჰკითხე:   "რა ქალი გინდა, რომელი?"
Verse: b       მათ მითხრეს: "უსენ შემოსძღვნა   პირი ელვათა მკრთომელი".
Verse: c       არას მარგებდა, დაესკვნა*   დღე ჩემი სულთა მხდომელი,
Verse: d    და   ავთრთოლდი, ავდეგ ვეღარა,   ვერცა ქვე ვიყავ მჯდომელი.






Strophe: S1174/K1174 
Verse: a       შევე, ვნახე იგი ტურფა   მტირალად და ცრემლ-დასხმულად,
Verse: b       ვჰკადრე: "მზეო, ბედმან შავმან   ვით მიმუხთლა, ჰხედავ, რულად!
Verse: c       ცა მობრუნდა რისხვით ჩემკე,   იავარ-მყო, ამფხვრა სრულად,
Verse: d    და   შემასმინეს, მეფე გითხოვს,   ვარ ამისთვის გულ-მოკლულად".






Strophe: S1175/K1175 
Verse: a       მან მითხრა: "დაო, ნუ გიკვირს,   ეგე რაზომცა ძნელია!
Verse: b       ბედი უბედო ჩემზედა   მიწყივ ავისა მქმნელია.
Verse: c       კარგი რამ* მჭირდეს, გიკვირდეს,   ავი რა საკვირველია!
Verse: d    და   სხვა-და-სხვა ჭირი ჩემ ზედა   არ ახალია, ძველია".






Strophe: S1176/K1176 
Verse: a       თვალთათ * ვითა მარგალიტი   გარდმოყარა ცრემლი ხშირი,
Verse: b       ადგა ასრე გულ-უშიშრად,   ვეფხი იყო, ანუ გმირი,
Verse: c       ლხინი ლხინად არად უჩნდა,   მართ აგრევე ჭირად ჭირი.
Verse: d    და   მთხოვა, გარე აჯიღითა   მოიბურა ტანი, პირი.






Strophe: S1177/K1177 
Verse: a       შევე საჭურჭლეს, რომელსა   ფასი არ დაედებოდა,
Verse: b       თვალ-მარგალიტი ავიღე,   რაც ოდენ ამეღებოდა,
Verse: c       თვითო და თვითო თვითოსა   ქალაქსა ეფასებოდა,
Verse: d    და   მივე, მას წელთა შევარტყი,   შავ-გული ვისთვის კვდებოდა.






Strophe: S1178/K1178 
Verse: a       ვარქვი: "ჩემო, განაღ სადმე   გეხმარების ესეგვარი".
Verse: b       მათ მონათა ხელთა მივეც   იგი პირი, მზისა დარი.
Verse: c       ცნა მეფემან, მოეგება;   ჰკრეს ტაბლაკსა, გახდა ზარი;
Verse: d    და   იგი მივა თავ-მოდრეკით   წყნარი, არას მოუბარი*.






Strophe: S1179/K1179 
Verse: a       ზედა მოატყდა მჭვრეტელი,   გახდა ზათქი და ზარები,
Verse: b       ვერ იჭირვიდეს სარანგნი,   მუნ იყო არ-სიწყნარები;
Verse: c       იგი რა ნახა მეფემან,   საროსა მსგავსი ნარები,
Verse: d    და   გაკრთომით უთხრა: "ჰე, მზეო,   აქა ვით მოიგვარები?"






Strophe: S1180/K1180 
Verse: a       ვით მზემან, მისნი მჭვრეტელნი   შექმნნა თვალისა მფახველად;
Verse: b       მეფემან ბრძანა: "გამხადა   ნახული მე უნახველად,
Verse: c       ღმრთისაგან კიდე ვინ-მც იყო   კაცი ამისად მსახველად!
Verse: d    და   ჰმართებს ამისთა მიჯნურთა,   ხელნი თუ რბოდენ, გლახ*, ველად!"






Strophe: S1181/K1181 
Verse: a       გვერდსა დაისვა, ეუბნა   ტკბილითა საუბარითა*:
Verse: b       "მითხარო, ვინ ხარ, ვისი ხარ,   მოსრული ვისით * გვარითა?"
Verse: c       მან არა გასცა პასუხი   პირითა, მზისა დარითა;
Verse: d    და   თავ-მოდრეკილი დაღრეჯით   ქვე ზის ცნობითა წყნარითა.






Strophe: S1182/K1182 
Verse: a       არ ისმენდა მეფისასა,   რასა გინდა უბრძანებდა,
Verse: b       სხვაგან იყო გული მისი,   სხვასა რასმე იგონებდა;
Verse: c       ვარდი ერთგან შეეწება,   მარგალიტსა არ აღებდა*,
Verse: d    და   მჭვრეტნი მისნი გააკვირვნა,   რასა-მცა ვინ იაზრებდა!






Strophe: S1183/K1183 
Verse: a       მეფე ბრძანებს: "რა შევიგნათ,   გული ჩვენი რით * იხსნების?
Verse: b       ამა ორთა კიდეგანთა*   აზრი არა არ იქმნების:
Verse: c       ან ვისიმე მიჯნურია,   საყვარელი ეგონების,
Verse: d    და   მისგან კიდე არვისად სცალს,   ვეღარცა ვის ეუბნების.






Strophe: S1184/K1184 
Verse: a       ანუ არის ბრძენი ვინმე,   მაღალი და მაღლად მხედი,
Verse: b       არცა ლხინი ლხინად უჩანს,   არცა ჭირი ზედას-ზედი;
Verse: c       ვით ზღაპარი, ასრე ესმის   უბედობა, თუნდა ბედი,
Verse: d    და   სხვაგან არის, სხვაგან ფრინავს,   გონება უც ვითა ტრედი.






Strophe: S1185/K1185 
Verse: a       ღმერთმან ქმნას, შინა მოვიდეს   ძე ჩემი გამარჯვებული,
Verse: b       მე დავა ხედრო ესე მზე,   და-, მისთვის დამზადებული;
Verse: c       მან ათქმევინოს ნუთუ რა,   ჩვენცა ვცნათ გაცხადებული,
Verse: d    და   მუნამდის მთვარე შუქ-კრთომით   ჯდეს, მზისა მოშორვებული".






Strophe: S1186/K1186 
Verse: a       ხელმწიფისა შვილსა გითხრობ   კარგსა ყმასა, გულოვანსა,
Verse: b       უებროსა ზნედ და თვალად,   შვენიერსა პირსა, ტანსა;
Verse: c       მაშინ ლაშქარს წასრულ იყო,   მუნ დაჰყოფდა დიდსა ხანსა,
Verse: d    და   მამა მისთვის ამზადებდა მას,   მნათობთა დასაგვანსა.






Strophe: S1187/K1187 
Verse: a       მოიღეს, ტანსა ჩააცვეს   შესამოსელი ქალისა,
Verse: b       მას ზედა შუქი მრავალი   ჩნდა მნათობისა თვალისა,
Verse: c       დაადგეს თავსა გვირგვინი   ერთობილისა ლალისა,
Verse: d    და   მუნ ვარდსა ფერი აშვენებს   ბროლისა გამჭვირვალისა*.






Strophe: S1188/K1188 
Verse: a       მეფემან ბრძანა: "მოკაზმეთ   საწოლი უფლის-წულისა!"
Verse: b       დაუდგეს ტახტი ოქროსა,   წითლისა მაღრიბულისა;
Verse: c       ადგა თვით დიდი ხელმწიფე,   პატრონი სრისა სრულისა,
Verse: d    და   მას ზედა დასვა იგი მზე,   ლხინი მჭვრეტელთა გულისა.






Strophe: S1189/K1189 
Verse: a       უბრძანა ცხრათა ხადუმთა   დადგომად* მცველად კარისად;
Verse: b       ხელმწიფე დაჯდა ნადიმად,   მსგავსად მათისა გვარისად;
Verse: c       უბოძა უსენს უზომო   მუქფად მის მზისა დარისად.
Verse: d    და   სცემენ ბუკსა და ტაბლაკსა   მოსამატებლად ზარისად.






Strophe: S1190/K1190 
Verse: a       გააგრძელეს ნადიმობა,   სმა შეიქმნა მეტად გრძელი,
Verse: b       ქალი პირ-მზე ბედსა ეტყვის:   "რა ბედი მიც ჩემი მკლველი!
Verse: c       სადაური სად მოსრულ ვარ,   ვის მივჰხვდები ვისთვის ხელი,
Verse: d    და   რა ვქმნა, რა ვყო, რა მერგების,   სიცოცხლე მჭირს მეტად ძნელი!"






Strophe: S1191/K1191 
Verse: a       კვლაცა იტყვის: "ნუ დავაჭნობ   შვენებასა ვარდთა ფერსა,
Verse: b       ვეცადო რას, ნუთუ ღმერთმან   მომარიოს ჩემსა მტერსა!
Verse: c       სიკვდილამდის ვის მოუკლავს   თავი კაცსა მეცნიერსა?
Verse: d    და   რა მისჭირდეს, მაშინ უნდან   გონებანი გონიერსა!"






Strophe: S1192/K1192 
Verse: a       ხადუმნი უხმნა, უბრძანა:   "ისმინეთ"*, მოდით ცნობასა!
Verse: b       მოღორებულ ხართ, დამცთარ ხართ   თქვენ ჩემსა პატრონობასა,
Verse: c       დამცთარა თქვენი პატრონი*,   ჩემსა თუ ლამის სძლობასა,
Verse: d    და   ჩემთვის ბუკსა და ტაბლაკსა   ცუდად, გლახ, იცემს, ნობასა.






Strophe: S1193/K1193 
Verse: a       არ ვარგ ვარ თქვენად დედოფლად,   ჩემი გზა კიდეგანია;
Verse: b       მაშოროს ღმერთმან მამაცი,   პირად მზე, სარო-ტანია!
Verse: c       სხვასა რად მნუკევთ საქმესა?   ჩემნი საქმენი სხვანია!
Verse: d    და   თქვენ თანა ჩემი სიცოცხლე   არ ჩემი შესაგვანია.






Strophe: S1194/K1194 
Verse: a       უცილოდ თავსა მოვიკლავ,   გულსა დავიცემ დანასა,
Verse: b       თქვენ დაგხოცს თქვენი პატრონი,   სოფელს ვერ დაჰყოფთ ხანასა;
Verse: c       ესე სჯობს: მოგცე საჭურჭლე,   მძიმე მარტყია ტანასა,
Verse: d    და   მე გამაპარეთ, გამიშვით,   თვარა დაიწყებთ ნანასა".






Strophe: S1195/K1195 
Verse: a       შემოიხსნა მარგალიტი,   შემოერტყა რაცა თვალი,
Verse: b       მოიხადა გვირგვინიცა   გამჭვირვალი* ერთობ ლალი;
Verse: c       მისცა, უთხრა: "გამომიღეთ,   გეაჯები გულ-მხურვალი,
Verse: d    და   მე გამიშვით, ღმერთსა თქვენსა   მიავალეთ დიდი* ვალი".






Strophe: S1196/K1196 
Verse: a       მონათა მიჰხვდა სიხარბე   მის საჭურჭლისა ძვირისა,
Verse: b       დაჰვიწყდა შიში მეფისა,   ვითა ერთისა გზირისა,
Verse: c       გამოპარება დაასკვნეს   მის უებროსა პირისა.
Verse: d    და   ნახეთ, თუ ოქრო რასა იქმს,   კვერთხი ეშმაკთა ძირისა!






Strophe: S1197/K1197 
Verse: a       რა ოქრო მისთა მოყვასთა   აროდეს მისცემს ლხენასა,
Verse: b       დღედ სიკვდილამდის სიხარბე   შეაქმნევს კბილთა ღრჭენასა:
Verse: c       შესდის და გასდის, აკლია,   ემდურვის ეტლთა რბენასა,
Verse: d    და   კვლა აქა სულსა დააბამს,   დაუშლის აღმაფრენასა.






Strophe: S1198/K1198 
Verse: a       რა ხადუმთა აუსრულეს   საქმე მისი საწადელი,
Verse: b       ერთმან ტანსა აიხადა,   მისცა მისი ჩასაცმელი,
Verse: c       სხვანი კარნი გამოარნეს,   იჯარვოდა დარბაზს მსმელი.
Verse: d    და   დარჩა მთვარე გავსებული,   გველისაგან ჩაუნთქმელი*.






Strophe: S1199/K1199 
Verse: a       მონანიცა გარდიხვეწნეს,   გაიპარნეს მასვე თანა.
Verse: b       ქალმან კარსა დამირეკა,   ფატმანობა ჩემი ბრძანა.
Verse: c       გავე, ვიცან, მოვეხვიე,   გამიკვირდა მეცა განა!
Verse: d    და   შინა ყოლა არ შემომყვა:   "რად მაწვეო?", შემანანა.






Strophe: S1200/K1200 
Verse: a       მიბრძანა: "თავი ვიყიდე   მოცემულითა შენითა,
Verse: b       მუქაფა ღმერთმან შემოგზღოს   მოწყალებითა ზენითა!
Verse: c       ვეღარ დამმალავ, გამიშვი,   ფიცხლავ გამგზავნე ცხენითა,
Verse: d    და   სადამდის სცნობდეს ხელმწიფე,   კაცთა მომწევდეს რბენითა".






Strophe: S1201/K1201 
Verse: a       შევე ფიცხლავ საჯინიბოს,   ავხსენ ცხენი უკეთესი,
Verse: b       შევუკაზმე, ზედა შევსვი   მხიარული, არ მოკვნესი;
Verse: c       ჰგვანდა, ოდეს ლომსა შეჯდეს   მზე, მნათობთა უკეთესი*.
Verse: d    და   წახდა ჩემი ჭირნახული,   ვერ მოვიმკე, რაცა ვსთესი.






Strophe: S1202/K1202 
Verse: a       დღე მიიყარა, ხმა გახდა,   მოვიდა მისი მდევარი,
Verse: b       მოიცვეს შიგან ქალაქი,   შეიქმნა მოსაწევარი;
Verse: c       მე მკითხეს, ვარქვი: "თუ ჰპოვოთ   მუნ სასლსა, სადა მე ვარი,
Verse: d    და   მეფეთა ვიყო შემცოდე   და მათთა სისხლთა მზღვევარი!"






Strophe: S1203/K1203 
Verse: a       მონახეს, ვერა შეიგნეს,   შეიქცეს დაწბილებულნი,
Verse: b       მას აქათ იგლოვს ხელმწიფე   და ყოვლნი მისნი* ხლებულნი.
Verse: c       დაჰხედენ დარბაზის ერთა!   შევლენ ისფრითა ღებულნი:
Verse: d    და   "მზე მოგვეშორვა, მას აქათ   ჩვენ ვართ სინათლე-კლებულნი.






Strophe: S1204/K1204 
Verse: a       მის მთვარისა სადაობა   კვლა გიამბო, საქმე კვლაცი;
Verse: b       აწ უწინა ესე გითხრა,   რას მექადდა ისი კაცი:
Verse: c       მე, გლახ, ვიყავ მისი ნეზვი,   იგი იყო ჩემი ვაცი.
Verse: d    და   კაცსა დასვრის უგულობა   და დიაცსა ბოზი ნაცი.






Strophe: S1205/K1205 
Verse: a       მით არ ჯერ ვარ ქმარსა ჩემსა,   მჭლე არის და თვალად ნასი.
Verse: b       ისი კაცი ჭაშნაგირი   დარბაზს იყო მეტად ხასი;
Verse: c       ჩვე გვიყვარდა ერთმანერთი,   არ მაცვია თუცა ფლასი,
Verse: d    და   ნეტარძი ვინ სისხლი მისი   შემახვრიტა ერთი თასი!






Strophe: S1206/K1206 
Verse: a       ესე ამბავი მას თანა   ვთქვი დიაცურად, ხელურად:
Verse: b       ჩემსავე მოსლვა მის მზისა   და გაპარება მელურად.
Verse: c       გამჟღავნებასა მექადდა   არ მოყვარულად, მტერულად,
Verse: d    და   აწ ისრე მკვდარსა ვიგონებ,   იშ, თავი ვისსენ მე რულად!






Strophe: S1207/K1207 
Verse: a       დამექადის, რაზომჯერცა   წავიკიდნით თავის წინა.
Verse: b       ოდეს მეხმე, არ მეგონა   მე იმისი ყოფა შინა;
Verse: c       მოსრულიყო, მოსლვა ეთქვა;   შენცა მოხვე, შემეშინა,
Verse: d    და   ამად გკადრე: "ნუ მოხვალო",   მოგაგებე მონა წინა.






Strophe: S1208/K1208 
Verse: a       აღარ დაჰბრუნდით, მოხვედით,   შუქნი თქვენ ჩემთვის არენით;
Verse: b       შეიყარენით ორნივე,   ჩემზედა დაიჯარენით;
Verse: c       ამად შევშინდი, ღონენი   ვეღარა მოვაგვარენით,
Verse: d    და   იმას, გლახ, ჩემი სიკვდილი   გულითა სწადდა, არ ენით.






Strophe: S1209/K1209 
Verse: a       თუ-მცა ისი არ მოგეკლა,   მისრულიყო დარბაზს ვითა,
Verse: b       შემასმენდა ჯავრიანი,   გული ედვა ცეცხლებრ წვითა;
Verse: c       მეფე მწყრალი გარდასწმედდა   სახლსა ჩემსა გარდაგვითა,
Verse: d    და   შვილთა, ღმერთო, დამაჭმევდა,   დამქოლვიდა მერმე ქვითა!






Strophe: S1210/K1210 
Verse: a       მუქაფა ღმერთმან შემოგზღოს! -   მადლსა გკადრებდე მე რასა-
Verse: b       რომელმან დამხსენ მშვიდობით   იმა გველისა მზერასა!
Verse: c       აწ ამას იქით ვჰნატრიდე   ჩემსა ეტლსა და წერასა,
Verse: d    და   აღარ ვიშიშვი სიკვდილსა,   ჰაი*, ჩავიჭერ ქვე რასა!"






Strophe: S1211/K1211 
Verse: a       ავთანდილ უთხრა: "ნუ გეშის,   წიგნსაცა აგრე სწერია:
Verse: b       მოყვარე მტერი ყოვლისა   მტრისაგანც უფრო მტერია;
Verse: c       არ მიენდობის გულითა,   თუ კაცი მეცნიერია.
Verse: d    და   ნუღარ იშიშვი იმისგან,   აწ იგი მკვდართა ფერია.






Strophe: S1212/K1212 
Verse: a       იგივე მითხარ, მას აქათ,   ქალი გაჰგზავნე შენ ოდეს,
Verse: b       რაცაღა გეცნას ამბავი,   ანუ რა მისი გსმენოდეს".
Verse: c       კვლა იტყვის ფატმან ტირილით,   კვლა თვალთათ * ცრემლი* სდენოდეს:
Verse: d    და   "წახდესო შუქნი, რომელნი   მზისაებრ ველთა ჰფენოდეს!"




Next part



This text is part of the TITUS edition of Rustaveli, Vepxistqaosani.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 21.4.2021. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.