TITUS
Rustaveli, Vepxistqaosani
Part No. 48
Previous part

Chapter: 48 
ამბავი ნესტან-დარეჯანის ქაჯთაგან შეპყრობისა.
ფატმანისგან მბობა ავთანდილს თანა






Strophe: S1213/K1213 
Verse: a       ვა, საწუთროო, სიცრუვით   თავი სატანას ადარე!
Verse: b       შენი ვერავინ ვერა ცნას,   შენი სიმუხთლე სად არე;
Verse: c       პირი მზისაებრ საჩინო   სად უჩინო ჰყავ, სად არე?
Verse: d    და   მით ვხედავ, ბოლოდ სოფელსა   ოხრად ჩანს ყოვლი სად არე!






Strophe: S1214/K1214 
Verse: a       ფატმან იტყვის: "მომეშორვა   მზე, მნათობი სრულად ხმელთა,
Verse: b       სიცოცხლე და სულ-დგმულობა,   მონაგები ჩემთა ხელთა;
Verse: c       მას უკანით გაუწყვედლად   დება მჭირდის ცეცხლთა ცხელთა,
Verse: d    და   ვერ გავახმი წყარო ცრემლთა,   თვალთათ* ჩემთა გადმომღვრელთა*.






Strophe: S1215/K1215 
Verse: a       სახლი და შვილი მომძულდის*,   ვჯდი უგულოთა გულითა,
Verse: b       მას ვიგონებდი მღვიძარე,   რა მიმეძინის ლულითა;
Verse: c       უსენ, გამტეხი ფიცისა,   მიჩს უსჯულოთა სჯულითა,
Verse: d    და   ვერ მიმიახლოს საახლოდ   კრულმან პირითა კრულითა.






Strophe: S1216/K1216 
Verse: a       დღესა ერთსა, საღამო ჟამს -   ჩასლვა იყო ოდენ მზისა -
Verse: b       წავდეგ წინა დარიჯაგთა,   კარი მიჩნდა ხანაგისა;
Verse: c       ვიგონებდი, სევდა მკლვიდა   მისისავე გონებისა,
Verse: d    და   ვთქვი: "კრულია ზენაარი   ყოვლისა-მცა მამაცისა".






Strophe: S1217/K1217 
Verse: a       მოვიდა სითმე ღარიბი   მონა მოყვსითა სამითა,
Verse: b       მონა მონურად მოსილი,   სხვანი მგზავრულად ხამითა;
Verse: c       სასმელ-საჭმელი მოიღეს,   ქალაქს ნასყიდი დრამითა,
Verse: d    და   სმიდეს, ჭამდეს და უბნობდეს,   სხდეს მხიარულნი ამითა.






Strophe: S1218/K1218 
Verse: a       მე ვუყურებდი, ვუჭვრეტდი;   თქვეს: "ამოდ გავიხარენით,
Verse: b       მაგრა ჩვენ აქა მოყვასნი   უცხონი შევიყარენით,
Verse: c       არცა რა ვიცით, ვინ ვინ ვართ,   ანუ სით მოვიარენით,
Verse: d    და   ხამს, ერთმანერთსა ამბავი   ჩვენიცა ვუთხრათ ბარ ენით".






Strophe: S1219/K1219 
Verse: a       მათ სხვათა მათი ამბავი   თქვეს, ვითა მგზავრთა წესია;
Verse: b       მონამან უთხრა: "ჰე, ძმანო,   განგება რამე ზესია:
Verse: c       მე მარგალიტსა მოგიმკი,   თქვენ ქვრიმი დაგითესია,
Verse: d    და   ჩემი ამბავი ამბავთა   მაგათგან უკეთესია.






Strophe: S1220/K1220 
Verse: a       მე ვარო მონა მეფისა   მაღლისა, ქაჯთა მფლობლისა;
Verse: b       მათ მიჰხვდა ცემა სენისა,   მათისა დამამხობლისა:
Verse: c       მოგვიკვდა შემწე ქვრივისა,   შემწყნარებელი* ობლისა,
Verse: d    და   აწ შვილთა მისთა და მისი   ზრდის, უკეთესი მშობლისა.






Strophe: S1221/K1221 
Verse: a       დულარდუხტ არის დიაცი,   მაგრა კლდე, ვითა ლოდია,
Verse: b       ვისცა არ დაჰკოდს, ყმა მისი   ვერავის დაუკოდია;
Verse: c       მას უსხენ წვრილნი ძმის-წულნი:   როსან და ერთი როდია, -
Verse: d    და   აწ იგი ქაჯეთს ხელმწიფედ   ქვე ზის, მორჭმული * სწოდია.






Strophe: S1222/K1222 
Verse: a       გვესმა ამბავი, ზღვათ იქით   სიკვდილი დისა მათისა,
Verse: b       შეიჭირვებდეს ვაზირნი,   დაშალეს ქმნა ხალვათისა:
Verse: c       "ვითა ვჰკადროთო დავსება   პირისა, ხმელთა მნათისა?"
Verse: d    და   როშაქ მონაა, თავადი   მონისა ბევრ ათასისა*.






Strophe: S1223/K1223 
Verse: a       როშაქ ბრძანა: "მო-ცა-ვინ -მკლას,   მე ტირილსა არ დავჰხვდები.
Verse: b       მინდორს წავალ, ვიმეკობრებ,   ალაფითა ავივსები,
Verse: c       შინა მოვალ შოვებული,   ადრე ზედა მოვესწრები,
Verse: d    და   მეფე დისა დატირებად   წავიდოდეს, წა-ცა-ვჰყვები".






Strophe: S1224/K1224 
Verse: a       გვითხრა მისთა ხელისათა:   "წავალ, თანა წამომყევით!"
Verse: b       წაგვიტანა მონა ასი,   ყველაკაი მისგან რჩევით.
Verse: c       დღისით, მზისით ვმეკობრობდით,   ღამეთაცა ვიყვნით თევით;
Verse: d    და   დია ვლეწეთ ქარავანი,   ლარი ჩვენკე გარდმოვდევით.






Strophe: S1225/K1225 
Verse: a       მინდორ-მინდორ მოვდიოდით   ჩვენ ღამესა დია ბნელსა,
Verse: b       დიდნი რამე სინათლენი   გამოგვიჩნდეს შუა ველსა;
Verse: c       ვთქვით, თუ: "მზეა, ნუთუ ზეცით   ჩამოჭრილი ზედა ხმელსა!
Verse: d    და   დაბნეულნი მივეცენით   გონებასა ჩვენსა მსჯელსა.






Strophe: S1226/K1226 
Verse: a       ზოგთა ვთქვით: არის ცისკარი;   ზოგთა ვთქვით: არის მთვარეო;
Verse: b       მას დარაზმულთა მივჰმართეთ,   ახლოს-მცა ვნახეთ ბარეო!
Verse: c       შორს მოვუარეთ, მივედით,   შემოვადეგით გარეო;
Verse: d    და   მით ნათლიდაღმა გამოხდა   ხმა, ჩვენი მოუბარეო*.






Strophe: S1227/K1227 
Verse: a       გვითხრა: "ვინ ხართ, ცხენოსანნო?   თქვენ სახელნი თქვენნი თქვენით;
Verse: b       გულანშაროთ მოციქული   ქაჯეთს მივალ, მერიდენით!"
Verse: c       ესე გვესმა, მოვადეგით,   ალყად გარე მოვერტყენით,
Verse: d    და   პირ-მზე რამე ცხენოსანი   გავიცადეთ თვალით ჩვენით.






Strophe: S1228/K1228 
Verse: a       ვუჭვრიტეთ პირსა მნათობსა,   ელვათა მაელვარებსა;
Verse: b       მისი ციმციმი მზისაებრ   ეფინებოდა არებსა;
Verse: c       ძვირ-ძვირად გვეუბნებოდა   სიტყვასა* რასმე წყნარებსა,
Verse: d    და   კბილთაგან შუქი შეადგა   ზედა გიშრისა სარებსა.






Strophe: S1229/K1229 
Verse: a       კვლა ვეუბენით მას მზესა   ტკბილ-მოუბრითა ენითა.
Verse: b       არ მონა იყო, ტყუოდა,   ჩვენ ესე შევიგენითა;
Verse: c       როშაქ შეატყო ქალობა,   გვერდსა წაუდგა ცხენითა,
Verse: d    და   აღარ გავუშვით, დაჭირვა   ვჰკადრეთ ხელითა ჩვენითა.






Strophe: S1230/K1230 
Verse: a       კვლა ვჰკითხეთ: "გვითხარ მართალი   საქმე შენ მზებრ ნათელისა,
Verse: b       ვისი ხარ, ვინ ხარ, სით მოხვალ   მანათობელი* ბნელისა?"
Verse: c       მან არა გვითხრა გაუშვა   წყარო ცრემლისა ცხელისა.
Verse: d    და   რა საბრალოა გავსილი   მთვარე, ჩანთქმული გველისა!






Strophe: S1231/K1231 
Verse: a       არცა რა ცხადი ამბავი,   არცა რა დასამალავი,
Verse: b       არა არ გვითხრა, ვინ იყო,   ან ვისგან ნამუხთალავი;
Verse: c       ქუშ-ქუშად გვეუბნებოდა   კუშტი, თავისა მკრძალავი,
Verse: d    და   ვითა ასპიტი, მჭვრეტელთა   მისთა თვალითა მლალავი.






Strophe: S1232/K1232 
Verse: a       როშაქ გვიბრძანა: "ნუ ჰკითხავთ,   აწ თურე არ-სათქმელია,
Verse: b       ამისი საქმე უცხოა,   საამბობლადცა ძნელია;
Verse: c       ბედი მეფისა ჩვენისა   არსთაგან სანატრელია,
Verse: d    და   მით რომე ღმერთი მას მისცემს,   რაც უფრო საკვირველია.






Strophe: S1233/K1233 
Verse: a       ესე ღმერთსა მისაგვრელად   მისად ჩვენთვის მოუგვრია*,
Verse: b       მივუტანოთ არმაღანად,   დაგვიმადლებს მეტად დია.
Verse: c       თუ* დავმალავთ, დავმჟღავნდებით*,   მეფე ჩვენი ამაყია,
Verse: d    და   პირველ - მათი შეცოდება,   მერმე დიდი აუგია".






Strophe: S1234/K1234 
Verse: a       მივემოწმენით, თათბირნი   არ კიდე გავაკიდენით;
Verse: b       დავბრუნდით, ქაჯეთს მივჰმართეთ,   მას წინა მოვეკიდენით,
Verse: c       არცა რა ვჰკადრეთ ხელდახელ,   არცა თუ წავეკიდენით;
Verse: d    და   იგი ტირს, ღაწვსა გულ-მდუღრად   ჩაჰრცხის ცრემლისა კი დენით.






Strophe: S1235/K1235 
Verse: a       მე როშაქს ვჰკადრე: "გამიშვი   კვლა ადრე თქვენი მხლებელი;
Verse: b       აწ გულანშაროს ქალაქსა   ვარ საქმის რასმე მდებელი".
Verse: c       მან გამომიშვა, აქ სადმე   ლარი მიც წასაღებელი,
Verse: d    და   თანა წავიტან*, წა-ცა-ვალ   მე მათი ზედა-მსწრებელი".






Strophe: S1236/K1236 
Verse: a       მათ კაცთა დია ეამა   ესე ამბავი მონისა.
Verse: b       მე გავიგონე, შე-რე-მშრა   ნაკადი ცრემლთა ფონისა,
Verse: c       მენიშნა, ყოვლი ნიშანი   ვიცან ჩემისა ღონისა,
Verse: d    და   ცოტაი ლხინი მომეცა,   მსგავსი დრამისა წონისა.






Strophe: S1237/K1237 
Verse: a       მოვიყვანე იგი მონა,   ახლოს დავსვი ჩემსა წინა,
Verse: b       ვჰკითხე: "მითხარ, რას იტყოდი?   გაგონება მეცა მინა".
Verse: c       მან იგივე კვლა მიამბო,   რაცა მუნით მომესმინა,
Verse: d    და   მან* ამბავმან გამაცოცხლა,   სულთ-მობრძავი დამარჩინა.






Strophe: S1238/K1238 
Verse: a       მე ორნი შავნი მონანი   მყვანან სავსენი გრძნებითა:
Verse: b       უჩინოდ მივლენ, წამოვლენ   მათითა ხელოვნებითა;
Verse: c       მოვასხენ, ქაჯეთს გავგზავნენ,   ვარქვი, თუ: "ნუ დასდგებითა,
Verse: d    და   მაცნობეთ მისი ამბავი   თქვენითა მოქმედებითა".






Strophe: S1239/K1239 
Verse: a       სამ დღე მოვიდეს, მიამბეს,   ფიცხლავ ებიჯა გზისადა:
Verse: b       "მიუგვრიაო მეფისა*,   ზღვას* იქით წამავლისადა,
Verse: c       ვერვის შეუდგმან საჭვრეტლად   თვალნი, მართ ვითა მზისადა,
Verse: d    და   ქვე დაუწინდავს საცოლედ   როსან ცოტასა ყმისადა.






Strophe: S1240/K1240 
Verse: a       როსანს შევჰრთოთო, - დულარდუხტს   მეფესა უბრძანებია, -
Verse: b       ჯერ* ქორწილობად არა მცალს,   აწ გული ცეცხლ-ნადებია;
Verse: c       შემოვიქცევი, შევისძლობ,   ვინ ცისა მზედ ნაქებია".
Verse: d    და   ციხეს დაუსვამს, ხადუმი   ერთაი უახლებია.






Strophe: S1241/K1241 
Verse: a       ყოვლი მცოდნელი გრძნებისა   მას თანა წაუტანია,
Verse: b       მით რომე გზა საჭიროა,   მტერნი საომრად მზანია;
Verse: c       ქვე დაუყრია მოყმები,   ვინც უფრო გულოვანია,
Verse: d    და   დაეყოვნების: წასრულა,   ჯერეთ* ცოტაი ხანია.






Strophe: S1242/K1242 
Verse: a       ქაჯთა ქალაქი აქამდის   მტერთაგან უბრძოლველია:
Verse: b       ქალაქსა შიგან მაგარი   კლდე მაღალი და გრძელია,
Verse: c       მას კლდესა შუა გვირაბი,   ასაძრომელი* ხვრელია,
Verse: d    და   მუნ არის მარტო მნათობი,   მისთა შემყრელთა მწველია.






Strophe: S1243/K1243 
Verse: a       გვირაბის კარსა ნიადაგ   მოყმე სცავს არ პირ-ნასები,
Verse: b       ათი ათასი ჭაბუკი   დგას, ყველაკაი ხასები,
Verse: c       ქალაქის კართა სამთავე -   სამათას-სამათასები.
Verse: d    და   გულო, გაგსაჯა სოფელმან,   არ ვიცი რასა, გლახ, * ები!"






Strophe: S1244/K1244 
Verse: a       ესე ამბავი ავთანდილ   პირ-მზემან, მაგარ-ვადამან,
Verse: b       რა მოისმინა, ეამა,   სხვად არა გაუცხადა მან,
Verse: c       შესწირა ღმერთსა მადლობა   ტურფამან დანაბადამან:
Verse: d    და   "ამბავი ჩემი სალხინო   მითხრაო ვისმანღა დამან!"






Strophe: S1245/K1245 
Verse: a       ფატმანს უთხრა: "საყვარელო,   კმა ხარ ჩემგან სასურველად,
Verse: b       მე ამბავი სანატრელი   მომასმინე არ პირ-ბნელად,
Verse: c       მაგრა საქმე ქაჯეთისა   გამაგონე უფრო მრთელად,
Verse: d    და   ქაჯნი* ყველა უხორცოა,   რამან შექმნა ხორციელად?






Strophe: S1246/K1246 
Verse: a       მის ქალისა სიბრალული   ამანთებს და მიდებს ალსა,
Verse: b       მაგრა ქაჯნი უხორცონი   რას აქმნევენ, მიკვირს, ქალსა?!"
Verse: c       ფატმან უთხრა: "მომისმინე,   მართლად გხედავ მანდა მკრთალსა,
Verse: d    და   არ ქაჯნია, კაცნიაო,   მიჰნდობიან კლდესა სალსა.






Strophe: S1247/K1247 
Verse: a       ქაჯნი სახელად მით ჰქვიან,   არიან ერთად კრებულნი
Verse: b       კაცნი, გრძნებისა მცოდნელნი,   ზედა გახელოვნებულნი,
Verse: c       ყოველთა კაცთა მავნებნი,   იგი არვისგან* ვნებულნი;
Verse: d    და   მათნი შემბმელნი წამოვლენ   დამბრმალნი, დაწბილებულნი.






Strophe: S1248/K1248 
Verse: a       იქმან რასმე საკვირველსა,   მტერსა თვალთა დაუბრმობენ,
Verse: b       ქართა აღსძრვენ საშინელთა,   ნავსა ზღვა-ზღვა დაამხობენ,
Verse: c       ვითა ხმელსა გაირბენენ,   წყალსა წმიდად დააშრობენ,
Verse: d    და   სწადდეს - დღესა ბნელად იქმან,   სწადდეს - ბნელსა ანათლობენ.






Strophe: S1249/K1249 
Verse: a       ამისთვის ქაჯად უხმობენ   გარეშემონი ყველანი,
Verse: b       თვარა იგიცა კაცნია   ჩვენებრვე ხორციელანი".
Verse: c       ავთანდილ მადლი უბრძანა:   "ცეცხლნი დამივსენ ცხელანი,
Verse: d    და   დიდად მეამნეს ამბავნი,   სიტყვანი აწინდელანი".






Strophe: S1250/K1250 
Verse: a       გულითა ღმერთსა ადიდებს   ავთანდილ ცრემლთა მდენელი;
Verse: b       თქვა: "ღმერთო, გმადლობ, რომელი   ხარ ჭირთა მომალხენელი;
Verse: c       ყოფილი, მყოფი, უთქმელი,   ყურთაგან მოუსმენელი,
Verse: d    და   წყალობა თქვენი იჩქითად   არს ჩვენი გარდმომფენელი!"






Strophe: S1251/K1251 
Verse: a       მის ამბვისა ცნობისათვის   ცრემლით ღმერთსა ადიდებდა.
Verse: b       ფატმან ეჭვდა თავისათვის,   ამად ცეცხლსა კვლა იდებდა;
Verse: c       ყმა ნამუსსა ინახვიდა,   სიყვარულსა იფერებდა;
Verse: d    და   ფატმან ყელსა ეხვეოდა,   პირსა მზესა აკოცებდა.






Strophe: S1252/K1252 
Verse: a       მას ღამით * ფატმან იამა   ავთანდილს თანა წოლითა;
Verse: b       ყმა უნდომ-გვარად ეხვევის   ყელსა ყელითა ბროლითა,
Verse: c       ჰკლავს თინათინის გონება,   ძრწის იდუმლითა ძრწოლითა,
Verse: d    და   გული მხეც-ქმნილი გასჭრია   მხეცთავე თანა რბოლითა.






Strophe: S1253/K1253 
Verse: a       ავთანდილ მალვით ცრემლსა სწვიმს,   სდის ზღვათა შესართავისად
Verse: b       შიგან მელნისა მორევსა,   ცურავს გიშრისა ნავი სად;
Verse: c       იტყვის, თუ: "მნახეთ, მიჯნურნო,   იგი, ვინ ვარდი-ა ვისად,
Verse: d    და   უმისოდ ნეხვთა ზედა ვზი   ბულბული მსგავსად ყვავისად!"






Strophe: S1254/K1254 
Verse: a       მუნ ცრემლნი, მისგან ნადენნი,   ქვათაცა დასალბონია;
Verse: b       გიშრისა ტევრი აგუბებს,   ვარდისა ველსა ფონია;
Verse: c       ფატმან მას ზედა იხარებს   მართ ვითა იადონია.
Verse: d    და   თუ ყვავი ვარდსა იშოვნის*,   თავი ბულბული ჰგონია.






Strophe: S1255/K1255 
Verse: a       გათენდა. ბანად წავიდა   მზე, სოფელს შუქ-ნაკიდები;
Verse: b       დიაცმან უძღვნა მრავალი   კაბა, ყაბაჩა, რიდები,
Verse: c       მრავალი ფერი სულნელი,   ტურფა პერანგი, წმიდები:
Verse: d    და   "რაცა გწადდესო, ჩაიცვი,   მე ნურას ნუ მერიდები".






Strophe: S1256/K1256 
Verse: a       ავთანდილ თქვა: "საქმე ჩემი   გავაცხადო ამა დღესა!"
Verse: b       სამოსისა ვაჭრულისა   ცმა აქამდის დაეწესა;
Verse: c       მას დღე ყოვლი საჭაბუკო   შეიმოსა ტანსა მხნესა,
Verse: d    და   მოიმატა დაშვენება,   დაემსგავსა ლომი მზესა.






Strophe: S1257/K1257 
Verse: a       ფატმანს პური შეეკაზმა   ავთანდილის საწვეველად;
Verse: b       ყმა შევიდა მოკაზმული*   მხიარულად, არ პირ-ბნელად;
Verse: c       ფატმან ნახა, გაუკვირდა   ვაჭრულისა უმოსელად,
Verse: d    და   შემოსცინნა: "აგრე სჯობსო   შენთვის ხელთა სასურველად".






Strophe: S1258/K1258 
Verse: a       ფატმან მისსა შვენებასა   მეტის-მეტად ჰკვირდებოდა.
Verse: b       მან პასუხი არა გასცა,   თავის წინა ღიმდებოდა:
Verse: c       "შეეტყვების, არ მიცნობსო",   რეგვნადა და რაგვარ ჰხმობდა!
Verse: d    და   თუცა რასმე იფერებდა,   მეტი არა გაჰვიდოდა.






Strophe: S1259/K1259 
Verse: a       პური ჭამეს, გაიყარნეს,   ყმა მივიდა მისსა შინა,
Verse: b       ღვინო-სმული, მხიარული   დაწვა, ამოდ დაიძინა;
Verse: c       საღამო-ჟამ გაიღვიძა,   შუქი ველთა მოაფინა,
Verse: d    და   ფატმან უხმო: "მოდი, მნახე,   მარტო ვარო, თავის წინა".






Strophe: S1260/K1260 
Verse: a       ფატმან მივიდა, ავთანდილს   ხმა ესმა მისგან ოხისა;
Verse: b       იტყოდა: "მომკლავს უცილოდ   ტანი ალვისა, მო-, ხისა!"
Verse: c       გვერდსა დაისვა, ბალიში   მისცა მისისა ნოხისა,
Verse: d    და   ვარდისა ბაღსა უჩრდილობს   ჩრდილი წამწამთა ქოხისა.






Strophe: S1261/K1261 
Verse: a       ავთანდილ ბრძანა: "ჰე ფატმან,   ვიცი ეს საქმე შენია,
Verse: b       დაჰკრთები ამა ამბავსა,   მართ ვითა გველ-ნაკბენია,
Verse: c       მაგრა აქამდის მართალი   შენ ჩემი არა გსმენია,
Verse: d    და   ჩემნი მომკლველნი წამწამნი   შავნი გიშრისა ხენია.






Strophe: S1262/K1262 
Verse: a       გგონივარ ვინმე ვაჭარი,   პატრონი ქარავანისა;
Verse: b       მე ვარ სპასპეტი მაღლისა   მეფისა როსტევანისა,
Verse: c       თავადი სპისა დიდისა,   მათისა შესაგვანისა,
Verse: d    და   მაქვს პატრონობა მრავლისა   საჭურჭლე-ზარადხანისა.






Strophe: S1263/K1263 
Verse: a       შენ გიცი კარგი მოყვარე,   ერთგული, მისანდობელი.
Verse: b       მათ უვის ერთი ასული,   მზე ხმელთა მანათლობელი, -
Verse: c       იგია ჩემი დამწველი   და ჩემი დამადნობელი, -
Verse: d    და   მან გამომგზავნა, დავაგდე   პატრონი, მათი მშობელი.






Strophe: S1264/K1264 
Verse: a       რომე შენ ქალი გყოლია,   მე ძებნად მისვე ქალისად
Verse: b       მივლია ყოვლი ქვეყანა,   მის მზისა მონაცვალისად;
Verse: c       მისთვის გაჭრილი მინახავს,   წევს ლომი ფერ-ნამკრთალი სად,
Verse: d    და   გამცუდებელად თავისად*,   მის გულისა და ძალისად".






Strophe: S1265/K1265 
Verse: a       ავთანდილ ფატმანს ყოველი   უთხრა ამბავი თავისა,
Verse: b       ამბავი ტარიელისა*,   შემოსა ვეფხის ტყავისა;
Verse: c       უბრძანა: "შენ ხარ წამალი   ჯერთ შენგან უნახავისა,
Verse: d    და   ღონე წამწმისა ხშირისა,   ყორნის ფრთებრ ნაფუშავისა.






Strophe: S1266/K1266 
Verse: a       მოდი და, ფატმან, მეწიე,   ვეცადნეთ მისსა რგებასა,
Verse: b       ვუშველოთ, იგი მნათობნი   ნუთუ მიეცნენ შვებასა;
Verse: c       ვინცა სცნობს, კაცი ყველაი   ჩვენსა დაიწყებს ქებასა,
Verse: d    და   ნუთუ კვლა მიჰხვდენ მიჯნურნი   ერთმანერთისა ხლებასა.






Strophe: S1267/K1267 
Verse: a       მომგვარე, ქაჯეთს გავგზავნოთ   იგივე მონა გრძნეული,
Verse: b       ქალსა ვაცნობოთ ყველაი,   ამბავი ჩვენგან ცნეული;
Verse: c       მანცა გვაცნობოს მართალი,   ვქმნათ მისი გამორჩეული,
Verse: d    და   ღმერთმან ქმნას, ქაჯთა სამეფო   მოგესმას ჩვენგან ძლეული!"






Strophe: S1268/K1268 
Verse: a       ფატმან თქვა: "ღმერთსა დიდება,   საქმენი მომხვდეს, მო-, რანი,
Verse: b       დღეს რომე მესმნეს ამბავნი,   უკვდავებისა სწორანი!"
Verse: c       მოჰგვარა მონა გრძნეული,   შავი მართ ვითა ყორანი;
Verse: d    და   უბრძანა: " ქაჯეთს გაგგზავნი,   წა, გზანი გისხენ შორანი!






Strophe: S1269/K1269 
Verse: a       აწ გამოჩნდების სახმრობა   ჩემთვის შენისა გრძნებისა,
Verse: b       ფიცხლავ დამივსე სახმილი   შენ ჩემთა ცეცხლთა გზნებისა,
Verse: c       მას მზესა ჰკადრე მიზეზი   მისისა განკურნებისა".
Verse: d    და   მან უთხრა: "ხვალე მოგართვა   ყოვლი ამბავი ნებისა".




Next part



This text is part of the TITUS edition of Rustaveli, Vepxistqaosani.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 21.4.2021. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.