Strophe: S1270/K1270 | ||
Verse: a | ფატმან სწერს: "აჰა, მნათობო, | სოფლისა მზეო ზენაო, |
Verse: b | შენთა შორს-მყოფთა ყოველთა | დამწველო, ამაზრზენაო, |
Verse: c | სიტყვა-მჭევრო და წყლიანო, | ტურფაო, ლამაზ-ენაო, |
Verse: d და | ბროლო და ლალო - ოროვე | კვლა ერთგან შენათხზენაო! |
Strophe: S1271/K1271 | ||
Verse: a | თუცა თუ შენი ამბავი | შენ არა მომასმენიე, |
Verse: b | მე ეგრეცა ვცან მართალი, | მით გულსა მოვალხენიე; |
Verse: c | შენთვის ხელ-ქმნილსა ტარიელს | ამბვითა, მო, ალხენიე, |
Verse: d და | ორნივე მიჰხვდეთ წადილსა, | იგი ვარდობდეს, შენ იე. |
Strophe: S1272/K1272 | ||
Verse: a | მოსრულა შენად საძებრად | მისი ძმად-შეფიცებული, |
Verse: b | ავთანდილ, მოყმე არაბი, | არაბეთს შიგან ქებული, |
Verse: c | სპასპეტი როსტან მეფისა, | ვერვისგან დაწუნებული; |
Verse: d და | შენ სწერდი შენსა ამბავსა, | ლაღი, ბრძნად გაგონებული. |
Strophe: S1273/K1273 | ||
Verse: a | ჩვენ ამისთვის ესე მონა | გამოვგზავნეთ თქვენსა წინა, |
Verse: b | ვცნათ ამბავი ქაჯეთისა, | მოსრულანცა* ქაჯნი შინა? |
Verse: c | მანდაურთა მეომართა | ანგარიში წვრილად გვინა: |
Verse: d და | ვინ არიან მცველნი შენნი, | ან თავადი მათი ვინ-ა? |
Strophe: S1274/K1274 | ||
Verse: a | რაცა იცი მანდაური, | მოგვიწერე, გაამჟღავნე; |
Verse: b | მერმე შენსა საყვარელსა | ნიშანი რა გაუგზავნე! |
Verse: c | შენი ყველა აქანამდის | ჭირი ლხინსა გაათავნე, |
Verse: d და | ღმერთსა უნდეს, მოყვარენი | შესაფერნი შეგაზავნე!" |
Strophe: S1275/K1275 | ||
Verse: a | წადი, უსტარო, ისწრაფე, | თუ მუხლი გქონდეს მალები; |
Verse: b | დაგნატრი, მიხვალ, დაგხვდების | ბროლი, სათი და ლალები; |
Verse: c | ბედად შენ მჯობხარ, უსტარო, | გნახვენ დამწველის თვალები, |
Verse: d და | შენს უკან ჩემი სიცოცხლე, | თუ გესმის, არ გებრალები?" |
Strophe: S1276/K1276 | ||
Verse: a | ფატმან მისცა დაწერილი* | მას გრძნეულსა ხელოვანსა: |
Verse: b | "ესე წიგნი მიართვიო | ქალსა, მზისა დასაგვანსა!" |
Verse: c | მან გრძნეულმან მოლი რამე | წამოისხა * ზედა ტანსა, |
Verse: d და | მასვე წამსა დაიკარგა, | გარდაფრინდა ბანის-ბანსა*. |
Strophe: S1277/K1277 | ||
Verse: a | წავიდა ვითა ისარი | კაცისა მშვილდ-ფიცხელისა. |
Verse: b | რა ქაჯეთს შეხდა, ქმნილ იყო | ოდენ ბინდ-ბანდი ბნელისა. |
Verse: c | უჩინოდ შევლო სიმრავლე | მოყმისა, კართა მცველისა, |
Verse: d და | მას მზესა ჰკადრა ამბავი | მისისა სასურველისა. |
Strophe: S1278/K1278 | ||
Verse: a | ციხისა კარნი დახშულნი | შევლნა მართ ვითა ღიანი, |
Verse: b | შევიდა ზანგი პირ-შავი, | თმა-გრძელი, ტან-ნაბდიანი; |
Verse: c | იგი მზე დაჰკრთა, ეგონა | სამისო რამე ზიანი, |
Verse: d და | შეცვალა ვარდი ზაფრანად, | ლაჟვარდის-ფერად - იანი. |
Strophe: S1279/K1279 | ||
Verse: a | ზანგმან უთხრა: "ვინ გგონივარ, | ანუ აგრე რად დაჰბნდები? |
Verse: b | მე ვარ მონა ფატმანისი, | თქვენს წინაშე ნამგზავრები; |
Verse: c | ამა წიგნმან გამამართლოს, | არ ტყუილად გეუბნები, |
Verse: d და | მზისა შუქნი მოიცადენ, | ვარდო, ადრე ნუ დასჭნები!" |
Strophe: S1280/K1280 | ||
Verse: a | პირ-მზე გაჰკვირდა ფატმანის | ამბვითა საკვირველითა, |
Verse: b | ნუშნი გააპნა, შეიძრნეს | სათნი გიშრისა წნელითა. |
Verse: c | მას იგი წიგნი მონამან | მისცა თავისა ხელითა; |
Verse: d და | იკითხავს, სულთქვამს*, უსტარსა | ალტობს ცრემლითა ცხელითა. |
Strophe: S1281/K1281 | ||
Verse: a | მონასა ჰკითხა: "მიამბე, | ვინ არის ჩემი მძებნელი? |
Verse: b | ანუ ვინ მიცის ცოცხალი, | მიწასა ზედა მტკებნელი?" |
Verse: c | მან მოახსენა: "ვიკადრებ, | რასცა ოდენ ვარ მცნებელი, |
Verse: d და | რა წამოსრულ ხარ, მას აქათ | შენგან ჩვენია მზე ბნელი. |
Strophe: S1282/K1282 | ||
Verse: a | ფატმანის გული მას აქათ | ლახვართა შენახევია; |
Verse: b | მას რომე ცრემლი სდენია*, | ზღვათაცა შენართევია; |
Verse: c | მე ერთხელ შენი ამბავი | მისთვის კვლა მიმირთმევია, |
Verse: d და | ღმერთსა ვიმოწმებ, მას აქათ | ტირილი არ დაჰლევია. |
Strophe: S1283/K1283 | ||
Verse: a | აწ ვინმე მოყმე მოვიდა | შვენიერითა პირითა, |
Verse: b | მან უთხრა წვრილად ყველაი, | თქვენ ხართ რითაცა* ჭირითა. |
Verse: c | იგია შენი მძებნელი | მკლავითა ვითა გმირითა; |
Verse: d და | მე გამოგზავნეს, დამვედრეს | სწრაფა სწრაფითა ხშირითა". |
Strophe: S1284/K1284 | ||
Verse: a | ქალმან უთხრა: "მემართლების, | ყმაო, შენი ნაუბარი! |
Verse: b | ფატმან ჩემი არ იცოდა, | ვიყავ ვისი წანაგვარი? |
Verse: c | უღონიოდ არის სადმე | ჩემი ცეცხლთა მომდებარი, |
Verse: d და | მე მივუწერ, შენცა ჰკადრე, | ვარ ვითამცა* გულ-მდუღარი". |