TITUS
Rustaveli, Vepxistqaosani
Part No. 50
Previous part

Chapter: 50 
წიგნი ნესტან-დარეჯანისა ფატმანს თანა







Strophe: S1285/K1285 
Verse: a       პირ-მზე სწერს*: "აჰა, ხათუნო,   დედისა მჯობო დედაო!
Verse: b       მისგან ტყვე-ქმნილსა სოფელმან   რა მიყო, ამას ჰხედაო?
Verse: c       მე, გლახ, მათ ჩემთა პატიჟთა   სხვაცა დამერთო ზედაო,
Verse: d    და   აწ ვნახე შენი უსტარი,   მე დიდად მეიმედაო.






Strophe: S1286/K1286 
Verse: a       შენ ორთა დამხსენ გრძნეულთა,   გამიადვილე ჭირები,
Verse: b       აწ აქა სრულთა ქაჯთაგან   ვარ ასრე დანამჭირები:
Verse: c       ერთსა მცავს ერთი სამეფო,   ბევრჯერ ათასი გმირები,
Verse: d    და   ავად მომიხდა თათბირი   და ჩემი დანაპირები!






Strophe: S1287/K1287 
Verse: a       სხვად ამბავი აქაური   მეტი რა-მცა მოგიწერე:
Verse: b       ქაჯთა მეფე არ მოსრულა,   არცა მოვლენ ქაჯნი ჯერე,
Verse: c       მაგრა სპანი უთვალავნი   მცვენ და მათი სიალფე-რე,
Verse: d    და   რასა ჰქვიან ძებნა ჩემი?   არ ეგების, დაიჯერე!






Strophe: S1288/K1288 
Verse: a       ვინცაღა ჩემი მძებნელი   მოსრულა, ცუდ-მაშვრალია,
Verse: b       იჭირვის, იწვის, ენთების,   ჩემი სწვავს ცეცხლებრ ალია,
Verse: c       მაგრა მას ვჰნატრი, უნახავს   მზე, ამად არ-დამზრალია,
Verse: d    და   უმისოდ ჩემი სიცოცხლე,   ვამე*, რა დიდი ბრალია!






Strophe: S1289/K1289 
Verse: a       შენ ამბავი არ გიამბე,   მაშინ ამად დაგიმალე,
Verse: b       ვერ იტყოდა ენა ჩემი,   თავი ჭირთა გავაკრძალე;
Verse: c       გეაჯები*, საყვარელსა   შემახვეწე, შემიბრალე,
Verse: d    და   ნუ წამოვა ძებნად ჩემად,   მიუწერე, შე-ცა-სთვალე.






Strophe: S1290/K1290 
Verse: a       მე რომ მჭირს, კმარის, ნუ მომკლავს   ამისითავე სწორითა:
Verse: b       მას მკვდარსა ვნასავ, მოვკვდები   მე სიკვდილითა ორითა.
Verse: c       ვერას ვინ მარგებს, დასტურად   ვიცი, არ რამე ჭორითა,
Verse: d    და   არ დაგმორჩილდეს, დამქოლე   შავისა ქვისა ყორითა.






Strophe: S1291/K1291 
Verse: a       გეთქვა ნიშნისა გაგზავნა,   აწ ესე განამჟღავნია,
Verse: b       მისეულთავე რიდეთა   ნაკვეთი გამიგზავნია;
Verse: c       ესენი ჩემთვის მის გამო   ტურფანი სანახავნია,
Verse: d    და   თუცა თუ ფერად ბედისა   ჩემისა მსგავსად შავნია".




Next part



This text is part of the TITUS edition of Rustaveli, Vepxistqaosani.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 21.4.2021. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.