Strophe: S1402/K1402 | ||
Verse: a | ტარიელ უთხრა: "მე თქვენი | ვცან გმირთა მეტი გმირობა, |
Verse: b | თქვენსა ძალ-გულსა თქვენივე | ჰგავს თათბირობა, პირობა; |
Verse: c | ვიცი, გწადს ომი ფიცხელი, | არ ცუდი ხრმალთა ღირობა, |
Verse: d და | კაცი-მცა მაშინ თქვენ გახლავს, | რა ომმან ქმნას გაჭირობა. |
Strophe: S1403/K1403 | ||
Verse: a | მაგრა იყვენით ჩემთვისცა | საქმისა რასმე რჩევითა: |
Verse: b | ხმა ესმას ჩემსა ხელ-მქმნელსა, | ზედა გარდმოდგეს მზე ვითა, |
Verse: c | თქვენ გქონდეს ოყი ფიცხელი, | უომრად მნახოს მე ვითა? |
Verse: d და | ესე მე დამსვრის, ნუ უბნობთ | სიტყვითა თქვენ სათნევითა. |
Strophe: S1404/K1404 | ||
Verse: a | მაგა თათბირსა ესე სჯობს, | ვქმნათ ჩემი მონახსენები: |
Verse: b | გავიყოთ კაცი ას-ასი, | რა ღამე ჩნდეს ნათენები, |
Verse: c | სამთავე სამგნით მივჰმართოთ, | ფიცხლავ დავსხლიტოთ ცხენები; |
Verse: d და | მოგვეგებვიან, ვემცრობით, | ჩვენ ხრმალთა მივსცეთ მძლე ნები. |
Strophe: S1405/K1405 | ||
Verse: a | ფიცხლავ შევებნეთ, შევსჯარნეთ, | ვერ მოგვასწრებენ კარებსა, |
Verse: b | სამთაგან ერთი შევუვალთ, | სხვა გარეთ ვსცემდეთ გარებსა, |
Verse: c | მან ერთმან შიგნით შიგანნი | მივსცნეთ სისხლისა ღვარებსა, |
Verse: d და | ხელი კვლა ვჰხადოთ აბჯარსა, | მას ჩვენგან მძლედ ნახმარებსა" |
Strophe: S1406/K1406 | ||
Verse: a | ფრიდონ უთხრა: "შემიგნია, | გამიგია, ვიცი მე რა: |
Verse: b | მაგა ცხენსა ჩემეულსა | წამოასწრობს კართა ვერა; |
Verse: c | ოდეს გიძღვენ, არ ვიცოდი, | ქაჯეთს გვინდა ქაჯთა მზერა, |
Verse: d და | თვარა ყოლა არ გიძღვნიდი, | ჩემი გითხრა სიძუნწე რა". |
Strophe: S1407/K1407 | ||
Verse: a | ფრიდონ ლაღი ამხნაგობს | საუბართა* ესოდენთა. |
Verse: b | ამას ზედა გაიცინნეს | მათ წყლიანთა, სიტყვა-ბრძენთა, |
Verse: c | ერთმანერთსა ელაღობნეს | ლაღობათა მათთა მშვენთა, |
Verse: d და | გარდახდეს და დაეკაზმნეს, | უკეთესთა შესხდეს ცხენთა. |
Strophe: S1408/K1408 | ||
Verse: a | კვლა ერთმანერთსა მიუგეს | სიტყვები არ პირ-მკვახები, |
Verse: b | დაასკვნეს იგი თათბირი, | ტარიას განაზრახები: |
Verse: c | გაიყვეს კაცი ას-ასი, | ყველაი გმირთა სახები, |
Verse: d და | ცხენებსა შესხდეს, აიღეს | მათ მათი ჩაბალახები. |
Strophe: S1409/K1409 | ||
Verse: a | იგი ჭაბუკნი შუქითა | ვნახენ მზისაცა მეტითა; |
Verse: b | მათ სამთა შვიდნი მნათობნი | ჰფარვენ ნათლისა სვეტითა; |
Verse: c | ტარიელ შავსა ზედა ზის | ტანითა მით წერწეტითა; |
Verse: d და | დალივნეს მტერნი ომითა, | ვითა მჭვრეტელნი ჭვრეტითა. |
Strophe: S1410/K1410 | ||
Verse: a | ჩემი აწ ესე ნათქვამი | მათი სახე და დარია: |
Verse: b | რა ზედა წვიმდენ ღრუბელნი | და მთათა აღტყდეს ღვარია, |
Verse: c | მოვა და ხევთა მოგრაგნის, | ისმის ზათქი და ზარია, |
Verse: d და | მაგრა რა ზღვასა შეერთვის, | მაშინ ეგრეცა წყნარია. |
Strophe: S1411/K1411 | ||
Verse: a | თუცა ფრიდონ და ავთანდილ | სიკეთე-მიუწვთომნია, |
Verse: b | მაგრა ტარიას შებმანი | არვისგან მოსანდომნია, |
Verse: c | მზე მნათობთაცა დაჰფარავს, | არცაღა ნათლად ხომნია. |
Verse: d და | აწ იყურებდით, მსმენელნო, | გესმნენ ფიცხელნი ომნია! |
Strophe: S1412/K1412 | ||
Verse: a | სამთავე სამად გაიყვეს - | თვითომან თვითო - კარები; |
Verse: b | თანა ჰყვა კაცი სამასი, | ყველაი გმირთა დარები. |
Verse: c | მას ღამით უქმნეს სადარნო, | უცთურო*, არ ნაჩქარები, |
Verse: d და | გათენდა, გაჩნდეს, მიჰმართეს, | თავის-თავ ჰქონდა ფარები. |
Strophe: S1413/K1413 | ||
Verse: a | პირველ ამოდ მიდიოდეს | მგზავრთა რათმე მაგიერად, |
Verse: b | მათ შიგანთა ვერა უგრძნეს, | ვერცა დაჰხვდეს გულ-ხმიერად; |
Verse: c | გულსა შიში არა ჰქონდა, | ამოდ დგეს და ნებიერად, |
Verse: d და | მიდგეს გარეთ, მუზარადნი | დაიხურნეს ჟამიერად. |
Strophe: S1414/K1414 | ||
Verse: a | ანაზდად ცხენი გაქუსლეს, | მათრახმან შექმნა წრიალი. |
Verse: b | რა ნახნეს, კარნი გაახვნეს, | ქალაქით გახდა ზრიალი. |
Verse: c | სამთავე სამგნით მიჰმართეს, | თავსა მით უყვეს რიალი, |
Verse: d და | იკრეს ნობსა და დაბდაბსა, | შეიქმნა ბუკთა ტკრციალი. |
Strophe: S1415/K1415 | ||
Verse: a | მაშინ ქაჯეთს მოიწია | უსაზომო რისხვა ღმრთისა: |
Verse: b | კრონოს, წყრომით შეხედულმან, | მოიშორვა სიტკბო მზისა, |
Verse: c | მათვე რისხვით გარდუბრუნდა | ბორბალი და სიმგრგვლე ცისა, |
Verse: d და | ველნი მკვდართა ვერ იტევდეს, | გადიადდა ჯარი მკვდრისა. |
Strophe: S1416/K1416 | ||
Verse: a | კაცსა უკრავად დაბნედდის | ხმა ტარიელის ხაფისა, |
Verse: b | აბჯარსა ფრეწდის, გაცუდდა | სიმაგრე ჯავშან-ქაფისა. |
Verse: c | სამგნითვე კართა შესჯარნეს, | ჭირი არ ნახნეს კაფისა, |
Verse: d და | რა ქალაქს შეხდეს, შეიქმნა | სიხარკე* ციხეს სწრაფისა. |
Strophe: S1417/K1417 | ||
Verse: a | ავთანდილ და ლომი ფრიდონ | შიგნით ერთგან შეიყარნეს, |
Verse: b | მტერნი სრულად აეწყვიდნეს, | სისხლნი მათნი მოეღვარნეს, |
Verse: c | უყივლეს და ერთმანერთი | ნახეს, დიდად გაეხარნეს, |
Verse: d და | თქვეს: " ტარიელ რა იქმნაო?" | მისად ჭვრეტად თვალნი არნეს. |
Strophe: S1418/K1418 | ||
Verse: a | ერთმანცა არა იცოდა | ვერა ცნეს ტარიერისა. |
Verse: b | ციხისა კარსა მიჰმართეს, | რიდი არ ჰქონდა მტერისა; |
Verse: c | მუნ ნახეს რიყე აბჯრისა, | ნალეწი ხრმალთა წვერისა, |
Verse: d და | ათი ათასი ნობათი, | უსულო, მსგავსი მტვერისა. |
Strophe: S1419/K1419 | ||
Verse: a | ციხისა მცველი ყველაი | იდვა მართ ვითა სნეული, |
Verse: b | თავით ფერხამდის დაჭრილი, | აბჯარი მუნ დახეული, |
Verse: c | ციხისა კარნი განხმულნი, | კართა ნალეწი - სრეული, |
Verse: d და | ცნეს ნაქმრად ტარიელისად, | თქვეს: "საქმე არს მისეული". |
Strophe: S1420/K1420 | ||
Verse: a | გზანი დაჰხვდეს შეკაფულნი, | შევიდეს და გაძვრეს ხვრელსა, |
Verse: b | ნახეს, მზისა შესაყრელად | გამოეშვა მთვარე გველსა, |
Verse: c | მუზარადი მოეხადა, | ჰშვენის აკრვა თმასა ლელსა, |
Verse: d და | მკერდი მკერდსა შეეწება, | გარდაეჭდო ყელი ყელსა. |
Strophe: S1421/K1421 | ||
Verse: a | ეხვეოდეს ერთმანერთსა, | აკოცეს* და ცრემლნი ღვარნეს*; |
Verse: b | ამას ჰგვანდეს, ოდეს ერთგან | მუშთარ, ზუალ შეიყარნეს*. |
Verse: c | მზე რა ვარდთა შემოადგეს, | დაშვენდეს* და შუქნი არნეს*, |
Verse: d და | აქანამდის ჭირ-ნახულთა | ამას იქით გაიხარნეს*. |
Strophe: S1422/K1422 | ||
Verse: a | მათ ერთმანერთსა აკოცეს, | დგანან ყელ-გარდაჭდობილნი. |
Verse: b | კვლა შეეწებნეს ხშირ-ხშირად | ვარდნი ბაგეთათ* პობილნი. |
Verse: c | აწ ესენიცა გავიდეს, | შეკრბეს სამნივე ძმობილნი, |
Verse: d და | მას მზესა მისცეს სალამი, | წადგეს მართ ვითა ხმობილნი. |
Strophe: S1423/K1423 | ||
Verse: a | მზე მოეგება პირითა | ტურფითა, მოცინარითა, |
Verse: b | აკოცა მისთა მეშველთა | ლაღმან ცნობითა წყნარითა, |
Verse: c | მათ მდაბლად მადლი უბრძანა | სიტყვითა მით ნარნარითა, |
Verse: d და | ორნივე ერთგან უბნობდეს | ტურფითა საუბარითა*. |
Strophe: S1424/K1424 | ||
Verse: a | ტარიელსცა უსალამეს, | მას ალვისა მორჩსა ვით ხეს, |
Verse: b | მიულოცეს გამარჯვება, | ერთმანერთი მოიკითხეს. |
Verse: c | არა სჭირდა, არ ინანეს, | რომ აბჯარი არ გაითხეს, |
Verse: d და | თავნი მათნი გაალომნეს, | მათნი მბრძოლნი* იშვლეს*, ითხეს. |
Strophe: S1425/K1425 | ||
Verse: a | სამასისა კაცისაგან | ას-სამოცი შეჰყოლოდა; |
Verse: b | ფრიდონს უმძიმს სპათა მისთა, | მაგრა ერთ-კერძ უხაროდა; |
Verse: c | მონახეს და არ აცოცხლეს, | რაცა მბრძოლი დაჰრჩომოდა, |
Verse: d და | რომე პოვნეს საჭურჭლენი, | აწმცა თვალვით ვით ითქმოდა! |
Strophe: S1426/K1426 | ||
Verse: a | მოკრიფეს ჯორი, აქლემი, | რაცა ვით პოვეს მალები; |
Verse: b | სამიათასსა აჰკიდეს | მარგალიტი და თვალები, |
Verse: c | თვალი ყველაი დათლილი, | იაგუნდი და ლალები, |
Verse: d და | იგი მზე შესვეს კუბოსა, | არს მათგან განაკრძალები. |
Strophe: S1427/K1427 | ||
Verse: a | სამოცი კაცი დააგდეს | ქაჯეთს ციხისა მცველია, |
Verse: b | წამოიყვანეს იგი მზე, | მათიღა წაგვრა ძნელია; |
Verse: c | ზღვათა ქალაქსა დაჰმართეს, | თუცა გზა მუნით გრძელია, |
Verse: d და | თქვეს: " ფატმან ვნახოთ, მუქაფა | გვაც მისი გარდუხდელია". |