TITUS
Rustaveli, Vepxistqaosani
Part No. 58
Previous part

Chapter: 58 
ტარიელისგან ზღვათა მეფისას მისლვა







Strophe: S1428/K1428 
Verse: a       ზღვათა მეფისა წინაშე   გაგზავნა მახარობელი,
Verse: b       შესთვალა: "მოვალ ტარიელ,   მტერთა მძლე, მოსრვით მსპობელი;
Verse: c       ქაჯეთით მოყავს ჩემი მზე,   ჩემი ლახვართა მსობელი;
Verse: d    და   მწადიან, გნახნე პატივით,   ვითა მამა და მშობელი.






Strophe: S1429/K1429 
Verse: a       აწ მე მაქვს ქაჯთა ქვეყანა   და მათი დანადებია;
Verse: b       მეფეო, კარგი ყველაი   მე თქვენგან წამკიდებია;
Verse: c       ფატმანს უხსნია ჩემი მზე,   სდედებია და სდებია,
Verse: d    და   ამისად მუქფად რა გიძღვნა?   მძულს ცუდი ნაქადებია.






Strophe: S1430/K1430 
Verse: a       მოდი, გვნახენ, გავიარდეთ   ქვეყანასა შენსა ვირე,
Verse: b       სრულად ქაჯთა სამეფოსა   გიძღვნი, ჩემგან შეიწირე,
Verse: c       კაცნი შენნი შეაყენენ,   ციხე მაგრად დაიჭირე,
Verse: d    და   მე ვისწრაფი, ვერა გნახავ,   შენ წამოდი, ჩემ კერძ ირე.






Strophe: S1431/K1431 
Verse: a       თქვენ უბრძანეთ ჩემ მაგიერ   უსენს, ქმარსა ფატმანისსა,
Verse: b       გამოგზავნოს, ეამების   ნახვა მისი ხსნილსა მისსა;
Verse: c       მისგან კიდე ინატრიდა   ჭვრეტასა-მცა სხვადღა ვისსა,
Verse: d    და   ვინ მზესაცა უნათლეა,   ასრე ვითა ბროლი ფისსა!"






Strophe: S1432/K1432 
Verse: a       რა კაცი ტარიელისი   ესტუმრა ზღვათა მფლობელსა, -
Verse: b       წესია, გული გაჰკრთების   ამბავსა გასაკთობელსა, -
Verse: c       მისცა მადლი და დიდება   ღმერთსა, მართლისა მბრჭობელსა,
Verse: d    და   მაშინვე შეჯდა, არ უნდა   მისლვა სხვასაღა მხმობელსა.






Strophe: S1433/K1433 
Verse: a       ბარგი აჰკიდა, გააგო   ქმნა ქოწილისა მათისა,
Verse: b       მას მიაქვს რიცხვი ტურფათა,   არ-სიდიადე სათისა;
Verse: c       ფატმან ჰყავს თანა, იარა   სავალი დღისა ათისა;
Verse: d    და   უხარის ნახვა ლომისა   და მზისა, ხმელთა მნათისა.






Strophe: S1434/K1434 
Verse: a       შორს გაეგებნეს სამნივე   დიდსა მეფესა ზღვათასა,
Verse: b       გარდახდეს, მდაბლად აკოცეს,   გა-რე-სწყდეს ჯარსა სპათასა;
Verse: c       შეასხეს ქება ტარიელს,   მან მადლი გაუათასა,
Verse: d    და   ქალი რა ნახეს*, სტრფიალობს   შუქსა მას ბროლ-ბაკმათასა.






Strophe: S1435/K1435 
Verse: a       ფატმან ხათუნს, მისსა მჭვრეტსა,   ედებოდა ცეცხლი ნელი,
Verse: b       მოეხვია, გარდუკოცნა   ხელი, ფერხი, პირი, ყელი;
Verse: c       იტყვის: "ღმერთო, რა გმსახურო,   გამინათლდა რათგან ბნელი!
Verse: d    და   ვცან სიმოკლე ბოროტისა,   კეთილია მისი გრძელი".






Strophe: S1436/K1436 
Verse: a       ქალი ფატმანს ეხვეოდა,   ტკბილად იტყვის, არ გამწყრალი:
Verse: b       "ღმერთმან გული გამინათლა   გახეთქილი, გა-ცა-მწკრალი,
Verse: c       აწ აგრე ვარ გავსებული,   წინას ვიყავ ვითა მცხრალი,
Verse: d    და   მზემან შუქნი შემომადგნა,   ვარდი მით ვჩან არ-დამზრალი".






Strophe: S1437/K1437 
Verse: a       ზღვათა მეფე გარდაიხდის   მუნ ქორწილსა მეტად დიდსა.
Verse: b       ქაჯეთიცა დაუმადლა,   არ გაუშვა დღესა შვიდსა;
Verse: c       უხვად გასცემს საბოძვარსა,   საჭურჭლესა ანაკიდსა,
Verse: d    და   პერპერასა დაფანტულსა   ზედა სცვეთენ ვითა ხიდსა.






Strophe: S1438/K1438 
Verse: a       მუნ იდვის გორი ლარისა,   სტავრისა და ატლასისა;
Verse: b       ტარიელს უძღვნა გვირგვინი,   ვერ-დანადები ფასისა,
Verse: c       იაგუნდისა მრთელისა,   ყვითლისა, მეტად ხასისა,
Verse: d    და   კვლა ერთი ტახტი ოქროსა,   წითლისა მართ ხალასისა.






Strophe: S1439/K1439 
Verse: a       ნესტან-დარეჯანს ყაბაჩა   უძღვნა, შემკული თვალითა,
Verse: b       იაგუნდითა წითლითა,   ბადახშითა და ლალითა.
Verse: c       დასხდეს ორნივე ქალ-ყმანი   პირითა ელვა-მკრთალითა,
Verse: d    და   მათნი მჭვრეტელნი დაიწვნეს   ცეცხლითა მართ ახალითა.






Strophe: S1440/K1440 
Verse: a       ავთანდილს და ფრიდონს უძღვნა   უსაზომო დიდი ძღვენი:
Verse: b       ძვირფასისა უნაგირი,   უკეთესი თვითო ცხენი,
Verse: c       თვითო კაბა თვალიანი,   უცხო ფერთა შუქთა მფენი,
Verse: d    და   მოახსენეს: "მადლი რა ვთქვათ,   სვიანმცა-ა დავლა თქვენი!"






Strophe: S1441/K1441 
Verse: a       ტარიელ მადლსა გარდიხდის   ტურფა სიტყვითა ენითა:
Verse: b       "დიდად ვიამე, მეფეო,   პირველ, ნახვითა თქვენითა,
Verse: c       მერმე, აგვავსენ მრავლითა   ტურფა ფერითა ძღვენითა,
Verse: d    და   ვიცი, შორი-შორ არ-ჩავლა   ჩვენ თქვენი კარგა ვქმენითა".






Strophe: S1442/K1442 
Verse: a       ზღვათა მეფე მოახსენებს:   "ხელმწიფეო, ლომო, ქველო,
Verse: b       მოახლეთა სიცოცხლეო,   ვერა-მჭვრეტთა შორით მკლველო,
Verse: c       მსგავსი თქვენი რა-მცა მეძღვნა,   შვენიერო სანახველო!
Verse: d    და   რა მოგშორდე, რა მერგების,   საჭვრეტელად სასურველო?!"






Strophe: S1443/K1443 
Verse: a       ტარიელ ფატმანს უბრძანა:   "მე თავი შენი მიდია;
Verse: b       დავ, ვალი შენი ჩემზედა   გარდაუხდელი, დიდია;
Verse: c       აწ რაცა ქაჯთა საჭურჭლე   ქაჯეთით ამიკიდია,
Verse: d    და   მომიცემია, წაიღე,   არ კიდე მომიყიდია".






Strophe: S1444/K1444 
Verse: a       ფატმან ხათუნ თაყვანის-სცა,   ჰკადრებს მადლსა მეტის-მეტსა:
Verse: b       "მე მეფეო ნახვა შენი   მიდებს ცეცხლსა დაუშრეტსა;
Verse: c       რა მოგშორდე, რა ვიქმნები?   მე დამაგდებ ვითა რეტსა.
Verse: d    და   ახ, ნეტარძი მოახლეთა!   ვაგლახ თქვენსა ვერა-მჭვრეტსა!"






Strophe: S1445/K1445 
Verse: a       ზღვათა მეფესა ეტყვიან   სამნივე შუქთა მაფენი*,
Verse: b       კბილნი ბროლნი და ბაგენი   სადაფთა მოსადაფენი:
Verse: c       "უთქვენოდ მყოფთა არ გვინდან   ნიშატნი, საჩანგდაფენი,
Verse: d    და   მაგრა გაგვიშვენ, ჟამია,   წავიდეთ, ვართ მოსწრაფენი.






Strophe: S1446/K1446 
Verse: a       შენ იყავ ჩვენი მშობელი,   ჩვენგან ღმრთად საესავიო,
Verse: b       მაგრა ამასცა ვიაჯით,   გვიბოძო ერთი ნავიო".
Verse: c       მეფემან ბრძანა: "არა მშურს   სამიწოდ თქვენად თავიო,
Verse: d    და   რათგან ისწრაფი, რა გკადრო?   წა, გიწინამძღვრდეს მკლავიო!"






Strophe: S1447/K1447 
Verse: a       მეფემან ნავი-ხომალდი*   მოჰკაზმა ზღვისა კიდესა.
Verse: b       გამოემართა ტარიელ,   გამყრელნი ცრემლსა ღვრიდესა,
Verse: c       თავსა იცემდეს, იგლეჯდეს,   თმა-წვერსა გაიყრიდესა,
Verse: d    და   ფატმანის ცრემლთა შედენით   თვით ზღვაცა გაადიდესა.






Strophe: S1448/K1448 
Verse: a       გამოვლნეს ზღვანი სამთავე,   ერთგან ძმად შენაფიცართა,
Verse: b       კვლა ამტკიცებდეს სიტყვათა,   მათ პირველ დანამტკიცართა;
Verse: c       ჰშვენის მღერა და სიცილი   მათ, მისთა არ-უვიცართა*,
Verse: d    და   ბაგეთათ* შუქი შეადგის   ზედა ბროლისა ფიცართა.






Strophe: S1449/K1449 
Verse: a       მუნით კაცი ასმათს თანა   მათ გაგზავნეს მახარობლად,
Verse: b       კვლა ფრიდონის თავადთასა -   ნაომართა მათთა მთხრობლად:
Verse: c       "მანდა მოვა, მოიმაღლებს   მზე მნათობთა მამაგრობლად,
Verse: d    და   ჩვენ, დამზრალნი, აქანამდის,   აწ გავხედით დაუზრობლად".






Strophe: S1450/K1450 
Verse: a       იგი მზე შესვეს კუბოსა,   იარეს გზა ზღვის პირისა,
Verse: b       მიყმაწვილობდეს, უხარის   მათ გარდახდომა ჭირისა;
Verse: c       მივიდეს, სადა ქვეყანა   იყო ნურადინ გმირისა,
Verse: d    და   მოეგებნიან, ისმოდის   ხმა სიმღერისა ხშირისა.






Strophe: S1451/K1451 
Verse: a       მუნ მიეგება ყოველი   ფრიდონის დიდებულები.
Verse: b       ასმათი, სავსე ლხინითა,   ვის აღარ აჩნდა წყლულები,
Verse: c       ნესტან-დარეჯანს მოეჭდო*,   რომ ვეღარ* გაჰხსნის ცულები,
Verse: d    და   აწ გაუსრულა ყოველი   მან მისი ნაერთგულები.






Strophe: S1452/K1452 
Verse: a       ნესტან-დარეჯან ეხვევის,   პირსა აკოცებს პირითა;
Verse: b       უბრძანა: "ჩემო, ვაგლახ მე,   შენცა აგავსე ჭირითა,
Verse: c       აწ ღმერთმან მოგვცა წყალობა,   ვცან, მისი არ-სიძვირით-ა;
Verse: d    და   მე გულსა შენსა ეზომსა,   არ ვიცი, გარდვიხდი რითა!"






Strophe: S1453/K1453 
Verse: a       ასმათ ჰკადრა: "მადლი ღმერთსა,   ვარდნი ვნახენ არ-დაზრულნი,
Verse: b       ბოლოდ ასრე გააცხადნა   გონებამან დაფარულნი,
Verse: c       სიკვდილიცა სიცოცხლედ მიჩს,   ოდენ გნახენ* მხიარულნი".
Verse: d    და   სჯობან ყოვლთა მოყვარულთა   პატრონ-ყმანი მოყვარულნი.






Strophe: S1454/K1454 
Verse: a       დიდებულთა თაყვანის-სცეს,   მოახსენეს დიდი ქება:
Verse: b       "რომე ღმერთმან გაგვახარნა,   კურთხეულ-ა მისი ღმრთება!
Verse: c       ჩვენ გვიჩვენა პირი თქვენი,   აღარა გვწვავს ცეცხლთა დება,
Verse: d    და   წყლულსა, მისგან დაკოდილსა,   მასვე ძალ-უც განკურნება".






Strophe: S1455/K1455 
Verse: a       მოვიდეს და პირი ხელსა   დასდვეს, აგრე გარდაჰკოცნეს.
Verse: b       მეფე ეტყვის: "ძმათა თქვენთა   თავნი ჩვენთვის დაიხოცნეს,
Verse: c       იგი შვება საუკუნოს*   ცხადად პოვეს, არ იოცნეს,
Verse: d    და   ერთსა მიჰხვდეს საზიაროდ -   დიდებანი იასოცნეს.






Strophe: S1456/K1456 
Verse: a       თუცა მე მათი დახოცა   მტკივის და სატკივარია,
Verse: b       მაგრა მათ მიჰხვდა უკვდავი   მუნ დიდი საჩუქარია".
Verse: c       ესე თქვა, ნელად ატირდა   და წვიმა თოვლსა არია,
Verse: d    და   ნარგისთათ* იძრვის ბორიო,   ვარდსა ზრავს, იანვარია.






Strophe: S1457/K1457 
Verse: a       მუნ ატირდეს ყველაკანი,   რა ტირილად იგი ნახეს,
Verse: b       რაცა ვისცა დაჰკლებოდა,   მათ ტირილით, სულთქვმით ახეს;
Verse: c       დადუმდეს და მოახსენეს:   "რათგან ბრძენთა მზეებრ გსახეს,
Verse: d    და   თქვენთა მჭვრეტთა მღერა ჰმართებს,   რასათვის-მცა ივაგლახეს!"






Strophe: S1458/K1458 
Verse: a       ვინ ღირს-ა თქვენსა ეგზომსა   ტირილსა, შეჭირვებასა!
Verse: b       თქვენთვის სიკვდილი დია სჯობს   მიწათა ზედა რებასა".
Verse: c       კვლა ფრიდონ ჰკადრა მეფესა:   "ნურათ* იქმთ გამწარებასა,
Verse: d    და   ღმერთი-მცა მუქფად მოგიზღავს   ათასსა გახარებასა!"






Strophe: S1459/K1459 
Verse: a       ავთანდილცა მიუმტკივნა,   იტყვის დიდსა სიმძიმილსა;
Verse: b       მათ შეასხეს ქება, უთხრეს:   "თავნი მივსცნეთ აწ ღიმილსა,
Verse: c       რათგან მიჰხვდა დაკარგული   ლომი მზესა წახდომილსა,
Verse: d    და   აღარა ვსტირთ სატირალსა,   აღარ დავსდებთ თვალთა მილსა".






Strophe: S1460/K1460 
Verse: a       მივიდეს, სადა ქალაქი   დიდი მულღაზანზარია;
Verse: b       სცემდეს ბუკსა და ტაბლაკსა,   გახდა ზათქი და ზარია,
Verse: c       დაბდაბისა და ქოსისა   ხმა ტურფად შენათხზარია,
Verse: d    და   მოიტყდეს მოქალაქენი,   დააგდეს მუნ ბაზარია.






Strophe: S1461/K1461 
Verse: a       შუკათათ* მოდგეს ვაჭარნი,   ყოვლგნით მჭვრეტელთა ჯარია;
Verse: b       შორს უარებდეს სარანგნი,   ხელთა აქვს მათ აბჯარია;
Verse: c       მოიჯრებოდეს ჯალაბნი,   სარანგთა დამსაჯარია,
Verse: d    და   მათად საჭვრეტლად მიშვება   მუნ მათგან ნააჯარია.






Strophe: S1462/K1462 
Verse: a       გარდახდეს ფრიდონისასა*,   სრა ნახეს მოსაწონები.
Verse: b       გამოეგება მრავალი   ოქრო* სარტყლითა მონები,
Verse: c       ფერხთა საფენლად ოქსინო   მართ მათგან არს ნაქონები,
Verse: d    და   თავსა აყრიდეს ოქროსა,   ხვეტს ჯარი მუნ ნარონები.




Next part



This text is part of the TITUS edition of Rustaveli, Vepxistqaosani.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 21.4.2021. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.