TITUS
Tetraevangelium (redactio mcxetica defectiva)
Part No. 64
Previous part

Chapter: 21 
Verse: 1  Link to ntkpl   და მიჰხედა და იხილა, რომელნი-იგი დასდებდეს შესაწირავსა ფასისსაცავსა მას მდიდარნი.

Verse: 2  Link to ntkpl   
და იხილა ვინმე ქურივი გლახაკი, რომელმან დადვა ორი მწულილი.

Verse: 3  Link to ntkpl   
და თქუა: ჭეშმარიტად გეტყჳ თქუენ, რამეთუ ქურივმან ამან გლახაკმან უმეტეს ყოველთასა შეწირა,

Verse: 4  Link to ntkpl   
რამეთუ ამათ ყოველთა ნამეტნავისაგან მათისა დადვეს შესაწირავსა მას ღმრთისასა, ხოლო ამან ნაკლულევანებისაგან თჳსისა, ყოველი, რაცა აქუნდა საცხორებელი, შეწირა.

Verse: 5  Link to ntkpl   
და რომელნიმე იტყოდეს ტაძრისათჳს, ვითარმედ: ქვითა კეთილითა და პატიოსნითა შენებულ არს; და თქუა იესო:

Verse: 6  Link to ntkpl   
ხედავთ ამას? მოვლენან დღენი, რომელთა შინა არა დაშთეს ქვა ქვასა ზედა, რომელი არა დაირღვეს.

Verse: 7  Link to ntkpl   
ჰკითხეს მას მოწაფეთა: მოძღუარ, ოდეს უკუე იყოს ესე, და რა არს სასწაული, რაჟამს ესე ყოფად არს?

Verse: 8  Link to ntkpl   
ხოლო თავადმან თქუა: იხილეთ, ნუუკუე სცთეთ, რამეთუ მრავალნი მოვიდოდიან სახელითა ჩემითა და იტყოდიან, ვითარმედ მე ვარ. და ჟამი მოწევნულ არს. არამედ ნუ მიხვალთ შედგომად მათდა.

Verse: 9  Link to ntkpl   
და ოდეს გესმოდიან ბრძოლანი და შფოთნი, ნუ შესძრწუნდებით, რამეთუ ჯერ-არს ესე პირველად ყოფად, და არღა მეყსეულად იყოს აღსასრული.

Verse: 10  Link to ntkpl   
მაშინ ეტყოდა მათ: აღდგეს ნათესავი ნათესავსა ზედა და მეუფება მეუფებასა ზედა.

Verse: 11  Link to ntkpl   
და იყვნენ ძრვანი დიდ-დიდნი ადგილ-ადგილ, სიყმილნი და სრვანი; საშინელებანი ზეცით და სასწაულნი დიდ-დიდნი იყვნენ.

Verse: 12  Link to ntkpl   
ხოლო ამათ ყოველთა წინა დაგასხნენ თქუენ ზედა ჴელნი მათნი და გდევნიდენ და მიგცნენ თქუენ შესაკრებელთა და საპყრობილეთა და მეფეთა წინაშე და მთავართა მიგიყვანენ სახელისა ჩემისათჳს.

Verse: 13  Link to ntkpl   
და გექმნეს თქუენ ესე საწამებელ.

Verse: 14  Link to ntkpl   
დაისხენით ესე გულთა თქუენთა, რაჲთა არა წინაწარ იწურთიდეთ, რაჲ სიტყვა მიუგოთ.

Verse: 15  Link to ntkpl   
რამეთუ მე მოგცე თქუენ პირი და სიბრძნე, რომელსა ვერ უძლონ წინააღმდგომად და სიტყჳს გებად ყოველთა წინააღმდგომთა თქუენთა.

Verse: 16  Link to ntkpl   
რამეთუ მიეცნეთ თქუენ მამა-დედათაგან და ძმათა და მეგობართა და ნათესავთა, და მოჰკლვიდენ თქუენგანთა.

Verse: 17  Link to ntkpl   
და იყვნეთ თქუენ მოძულებულ ყოველთაგან სახელისა ჩემისაათჳს.

Verse: 18  Link to ntkpl   
და თმა თავისა თქუენისა არა წარწყმდეს.

Verse: 19  Link to ntkpl   
და მოთმინებითა თქუენითა მოიპოვნეთ სულნი თქუენნი.

Verse: 20  Link to ntkpl   
რაჟამს იხილოთ იერუსალჱმსა გარემოდგომილი ერი მჴედრებისა მაშინ გულისხმა-ყავთ, რამეთუ მოახლებულ არს მოოჴრება მისი.

Verse: 21  Link to ntkpl   
მაშინ რომელნი იყვნენ ჰურიასტანს, ივლტოდენ მთად; და რომელნი იყვნენ შორის მისა, განივლტოდენ; და რომელნი ველსა იყვნენ, ნუ შევლენედ მუნ.

Verse: 22  Link to ntkpl   
რამეთუ დღენი შურისგებისანი ესე არიან, რაჲთა აღესრულნენ ყოველნი წერილნი.

Verse: 23  Link to ntkpl   
ხოლო ვაჲ მუცელ-ქმნულთა და რომელნი აწოებდენ მათ დღეთა შინა, რამეთუ იყოს მაშინ ჭირი დიდი ქუეყანასა ზედა და რისხვა ერსა ამას ზედა

Verse: 24  Link to ntkpl   
და დაეცნენ პირითა მახჳლისათა და წარიტყუენენ ყოველთა მიერ წარმართთა; და იერუსალიმი დათრგუნვილ იყოს წარმართთაგან, ვიდრემდე აღესრულნენ ჟამნი წარმართთანი.

Verse: 25  Link to ntkpl   
და იყოს სასწაული მზესა შინა და მთოვარესა და ვარსკულავთა, და ქუეყანასა ზედა შეკრება თესლებისა განკჳრვებითა ოხრისათა ზღჳსაგან და ძრვისა.

Verse: 26  Link to ntkpl   
სულითა კაცთათა შიშისაგან და მოლოდებისა მომავალისა ზედა სოფელსა ამას, რამეთუ ძალნი ცათანი შეიძრნენ.

Verse: 27  Link to ntkpl   
და მაშინ იხილონ ძე კაცისა, მომავალი ღრუბელთა ძალითა და დიდებითა მრავლითა.

Verse: 28  Link to ntkpl   
და ვითარცა იწყოს ამან ყოველმან ყოფად, აღიხილენით თუალნი და აღიპყრენით თავნი თქუენნი, რამეთუ მოწევნულ არს გამოჴსნა თქუენი.

Verse: 29  Link to ntkpl   
და ეტყოდა მათ იგავსა: იხილეთ ლეღჳ და ყოველნი ხენი.

Verse: 30  Link to ntkpl   
რაჟამს გამოვალნ ფურცელი, თჳთ უწყოდით, რამეთუ ახლოს არს ზაფხული.

Verse: 31  Link to ntkpl   
ეგრეცა თქუენ, რაჟამს იხილოთ ესე ყოველი ყოფილი, უწყოდეთ, რამეთუ ახლოს არს სასუფეველი ღმრთისა.

Verse: 32  Link to ntkpl   
მაშინ გეტყჳ თქუენ, რამეთუ არა წარჴდეს ნათესავი ესე, ვიდრემდე ესე ყოველი იყოს.

Verse: 33  Link to ntkpl   
ცანი და ქუეყანა წარჴდენ, ხოლო სიტყუანი ჩემნი არა წარჴდენ.

Verse: 34  Link to ntkpl   
ეკრძალენით თავთა თქუენთა, ნუუკუე დამძიმდენ გულნი თქუენნი შუებითა და მთრვალობითა და ზრუნვითა ამის სოფლისათა, და მეყსეულად მოიწიოს თქუენ ზედა დღე იგი.

Verse: 35  Link to ntkpl   
რამეთუ ვითარცა საბრჴე მოუჴდეს მსხდომარეთა ზედა პირსა ყოვლისა ქუეყანისასა.

Verse: 36  Link to ntkpl   
იღჳძებდით უკუე ყოველსა ჟამსა და ევედრებოდეთ, რაჲთა ღირს იქმნეთ განრინებად ამის ყოვლისაგან, რომელი ყოფად არს და დადგრომად წინაშე ძისა კაცისა.

Verse: 37  Link to ntkpl   
და იყოფვოდა თავადი ტაძარსა მას შინა დღისი და ასწავებდა; ხოლო ღამე განვიდის და იქცევინ მთასა მას, რომელსა ჰრქჳან ზეთისხილთა.

Verse: 38  Link to ntkpl   
და ყოველმან ერმან აღიმსთჳს მისა ტაძარსა მას შინა სმენად სიტყუათა მისთა.

Next part



This text is part of the TITUS edition of Tetraevangelium (redactio mcxetica defectiva).

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 20.11.2023. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.