TITUS
Tetraevangelium (redactio mcxetica defectiva)
Part No. 25
Previous part

Chapter: 25 
Verse: 1  Link to ntkpl   მაშინ ემსგავსოს სასუფეველი ცათა ათთა ქალწულთა, რომელთა აღიხუნეს ლამპარნი თჳსნი და განვიდეს მიგებებად სიძისა.

Verse: 2  Link to ntkpl   
ხოლო ხუთნი მათგანნი იყვნეს ბრძენნი და ხუთნი -- სულელნი.

Verse: 3  Link to ntkpl   
მიიხუნეს სულელთა მათ ლამპარნი მათნი და არა მიიღეს მათ თანა ზეთი.

Verse: 4  Link to ntkpl   
ხოლო ბრძენთა მათ მიიღეს მათ თანა ზეთი ჭურჭელთა მათთა ლამპართა მათთა თანა.

Verse: 5  Link to ntkpl   
და დაყოვნებასა მას სიძისასა მიერულა ყოველთა და დაიძინეს.

Verse: 6  Link to ntkpl   
ხოლო შუაღამესა ოდენ ღაღადება იყო, ვითარმედ: აჰა, ესერა, სიძე მოვალს, გამოვედით მიგებებად მისა!

Verse: 7  Link to ntkpl   
მაშინ აღდგეს ყოველნი იგი ქალწულნი და აღიგნეს ლამპარნი მათნი.

Verse: 8  Link to ntkpl   
ხოლო სულელნი იგი ეტყოდეს ბრძენთა მათ: მეცით ჩუენ ზეთისაგან თქუენისა, რამეთუ ლამპარნი ჩუენნი დაშრტებიან.

Verse: 9  Link to ntkpl   
მიუგეს ბრძენთა მათ და ჰრქუეს: ნუუკუე ვერ კმა-გუეყოს ჩუენ და თქუენ, არამედ უფროსღა წარვედით სავაჭროდ და იყიდეთ თავისა თქუენისა.

Verse: 10  Link to ntkpl   
და ვითარცა წარვიდეს იგინი სყიდად, მოვიდა სიძე იგი, და განმზადებულნი იგი შევიდეს სიძისა თანა ქორწილსა მას, და დაეჴშა კარი.

Verse: 11  Link to ntkpl   
შემდგომად მათსა მოვიდეს სხუანიცა იგი ქალწულნი და იტყოდეს: უფალო, უფალო, განგჳღე ჩუენ!

Verse: 12  Link to ntkpl   
ხოლო მან მიუგო და ჰრქუა მათ: ამინ გეტყჳ თქუენ: არა გიცნი თქუენ.

Verse: 13  Link to ntkpl   
იღჳძებდით უკუე, რამეთუ არა იცით დღე იგი, არცა ჟამი, რომელსა შინა ძე კაცისა მოვიდეს.

Verse: 14  Link to ntkpl   
ვითარცა-იგი რაჟამს წარვალნ კაცი და მოუწესის მონათა თჳსთა და მისცის მათ მონაგები თჳსი;

Verse: 15  Link to ntkpl   
და რომელსამე მისცა ხუთი ქანქარი, და რომელსამე -- ორი ქანქარი, და რომელსამე -- ერთი, კაცად-კაცადსა მსგავსად ძალისა თჳსისა, და მეყსეულად წარვიდა.

Verse: 16  Link to ntkpl   
ხოლო წარვიდა, რომელმან-იგი ხუთი ქანქარი მიიღო, აქმნია მას ზედა და შესძინა სხუაღა ხუთი ტალანტი.

Verse: 17  Link to ntkpl   
ეგრეთვე, რომელმან იგი ორი მიიღო, შესძინა სხუაჲ ორი.

Verse: 18  Link to ntkpl   
ხოლო რომელმან-იგი ერთი მიიღო, წარვიდა და მოთხარა და დაჰფლა ქუეყანასა ვეცხლი იგი უფლისა თჳსისა.

Verse: 19  Link to ntkpl   
შემდგომად მრავლისა ჟამისა მოვიდა უფალი იგი მათ მონათა და სიტყუა ყო მონათა მათ თანა.

Verse: 20  Link to ntkpl   
და წარმოდგა, რომელმან-იგი ხუთი ქანქარი მიიღო, და მოართვა მას სხუაღა ხუთი ქანქარი და ჰრქუა: უფალო, ხუთი ქანქარი მომეც მე, აჰა, ესერა, სხუაღა ხუთი ქანქარი შევსძინე.

Verse: 21  Link to ntkpl   
ჰრქუა მას უფალმან მისმან: კეთილ, მონაო სახეირო და სარწმუნოო! მცირედსა ზედა სარწმუნო იქმენ, მრავალსა ზედა დაგადგინო შენ; შევედ სიხარულსა უფლისა შენისასა.

Verse: 22  Link to ntkpl   
მოვიდა იგიცა, რომელსა ორი ქანქარი მიეღო, და ჰრქუა: უფალო, ორი ქანქარი მომეც მე, აჰა, სხუა ორი ტალანტი შევსძინე.

Verse: 23  Link to ntkpl   
ჰრქუა მას უფალმან მისმან: კეთილ, მონაო სახეირო და სარწმუნოო! მცირედსა ზედა სარწმუნო იქმენ, მრავალსა ზედა დაგადგინო შენ; შევედ სიხარულსა უფლისა შენისასა!

Verse: 24  Link to ntkpl   
მოვიდა იგიცა, რომელსა ერთი ქანქარი მიეღო, და ჰრქუა: უფალო, უწყოდე, რამეთუ ფიცხელი კაცი ხარ შენ: მოიმკი, სადა არა დასთესი და შეიკრიბი, სადა არა განგიბნევიედ.

Verse: 25  Link to ntkpl   
და შემეშინა, წარვედ და დავმალე ქანქარი იგი შენი ქუეყანასა. აჰა, ესერა, შენი შენ თანა არს.

Verse: 26  Link to ntkpl   
მიუგო უფალმან მისმან და ჰრქუა მას: ბოროტო მონაო და მედგარო! უწყოდე, რამეთუ მოვიმკი, სადა არა დავსთესი, და შევიკრიბი, სადა არა განმიბნევიედ.

Verse: 27  Link to ntkpl   
ჯერ-იყო შენდა დადებად ვეცხლი ჩემი სავაჭროსა და მო-მცა-ვედ და მოვიღე ჩემი იგი აღნადგინებითურთ.

Verse: 28  Link to ntkpl   
მოუღეთ მაგას ქანქარი ეგე და მიეცით მას, რომელსა აქუს ათი ქანქარი.

Verse: 29  Link to ntkpl   
რამეთუ ყოველსა, რომელსა აქუნდეს, მიეცეს და მიემატოს; და რომელსა არა აქუნდეს და რომელღა-იგი აქუნდეს, მო-ვე-ეღოს მისგან. ამას რაჲ იტყოდა, ჴმა-ყო: რომელსა ასხენ ყურნი სმენად, ისმინენ!

Verse: 30  Link to ntkpl   
და უჴმარი ეგე მონა განჴადეთ ბნელსა მას გარესკნელსა. მუნ იყოს ტირილი და ღრჭენა კბილთა.

Verse: 31  Link to ntkpl   
ხოლო რაჟამს მოვიდეს ძე კაცისა დიდებითა თჳსითა, და ყოველნი ანგელოზნი მისნი მის თანა, მაშინ დაჯდეს საყდართა დიდებისა თჳსისათა.

Verse: 32  Link to ntkpl   
და შეკრბენ წინაშე მისა ყოველნი ნათესავნი, და განარჩინეს იგინი ურთიერთას, ვითარცა-იგი მწყემსმან რა განარჩინის ცხოვარნი თიკანთაგან.

Verse: 33  Link to ntkpl   
და დაადგინნეს ცხოვარნი მარჯუენით მისა და თიკანნი -- მარცხენით.

Verse: 34  Link to ntkpl   
მაშინ ჰრქუას მეუფემან მარჯვენითთა მათ მისთა: მოვედით, კურთხეულნო მამისა ჩემისანო, და დაიმკჳდრეთ განმზადებული თქუენთჳს სასუფეველი დასაბამითგან სოფლისათ.

Verse: 35  Link to ntkpl   
რამეთუ მშიოდა, და მეცით მე ჭამადი; მწყუროდა, და მასუთ მე; უცხო ვიყავ, და შემიწყნარეთ მე;

Verse: 36  Link to ntkpl   
შიშუელ ვიყავ, და შემმოსეთ მე; სნეულ ვიყავ, და მომხედეთ მე; საპყრობილესა ვიყავ, და მოხუედით ჩემდა.

Verse: 37  Link to ntkpl   
მაშინ მიუგონ მას მართალთა მათ და ჰრქუან: უფალო, ოდეს გიხილეთ შენ მშიერი და გამოგზარდეთ? ანუ წყურიელი და გასუთ შენ?

Verse: 38  Link to ntkpl   
ოდეს გიხილეთ შენ უცხოდ და შეგიწყნარეთ? ანუ შიშუელი და შეგმოსეთ შენ?

Verse: 39  Link to ntkpl   
ოდეს გიხილეთ შენ უძლური, ანუ საპყრობილესა და მოვედით შენდა?

Verse: 40  Link to ntkpl   
და მიუგოს მეუფემან მან და ჰრქუას მათ: ამიმ გეტყჳ თქუენ: რავდენი უყავთ ერთსა ამას მცირეთაგანსა ძმათა ჩემთასა, იგი მე მიყავთ.

Verse: 41  Link to ntkpl   
მაშინ ჰრქუას მარცხენითთა მათცა: წარვედით ჩემგან, წყეულნო, ცეცხლსა მას საუკუნესა, რომელი განმზადებულ არს ეშმაკისათჳს და ანგელოზთა მისთათჳს,

Verse: 42  Link to ntkpl   
რამეთუ მშიოდა, და არა მეცით მე ჭამადი; მწყუროდა, და არა მასუთ მე;

Verse: 43  Link to ntkpl   
უცხო ვიყავ, და არა შემიწყნარეთ მე: შიშუელ ვიყავ, და არა შემმოსეთ მე; უძლურ ვიყავ და საპყრობილესა, და არა მოხუედით ჩემდა.

Verse: 44  Link to ntkpl   
მაშინ მიუგონ მათცა და ჰრქუან: უფალო, ოდეს გიხილეთ შენ მშიერი, ანუ წყურიელი, ანუ უცხოებასა, ანუ შიშულოებასა, ანუ უძლურებასა, ანუ საპყრობილესა და არა გმსახურეთ შენ?

Verse: 45  Link to ntkpl   
მაშინ მიუგოს მან და ჰრქუას მათ: ამინ გეტყჳ თქუენ: რავდენი არა უყავთ ერთსა ამას მცირეთაგანსა, მე არა მიყავთ.

Verse: 46  Link to ntkpl   
და წარვიდენ ესენი სატანჯველსა საუკუნესა, ხოლო მართალნი ცხორებასა საუკუნესა.

Next part



This text is part of the TITUS edition of Tetraevangelium (redactio mcxetica defectiva).

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 20.11.2023. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.