TITUS
Vetus testamentum iberice: Biblia Bakarii
Part No. 6
Previous part

Chapter: 6 
6


Verse: 1  Link to oskijerLink to mcatLink to igavnigLink to sept   ძმისწული ჩემი შთავიდა მტილსა შინა თჳსსა და ადგილსა შინა საკმეველთასა მწყსად მტილთა შორის და კრებად შროშანთა.

Verse: 2  Link to oskijerLink to mcatLink to igavnigLink to sept   
მე ძმისწულისა ჩემისა და ძმისწული ჩემი ჩემდა, რომელი ჰმწყსი შროშანთა თანა.

Verse: 3  Link to oskijerLink to mcatLink to igavnigLink to sept   
კეთილ ხარ, მახლობელო ჩემო, ვითარცა სათნოება, შუენიერ, ვითარცა იერუსალჱმი, საკჳრველ, ვითარცა დაწესებულნი.

Verse: 4  Link to oskijerLink to mcatLink to igavnigLink to sept   
მოაქციენ თუალნი შენნი ჩემგან, რამეთუ მათ ფრთოვან-მყვეს მე. თმა შენი, ვითარცა სამწყსო თხათა, რომელნი გამოჩნდეს გალადისაგან;

Verse: 5  Link to oskijerLink to mcatLink to igavnigLink to sept   
კბილნი შენნი, ვითარცა არვე მორისულთა, რომელნი აღმოჰჴდეს საბანელისაგან, ყოველნი მარჩბივმსხმელ და ბერწი არა არს მათ შორის;

Verse: 6  Link to oskijerLink to mcatLink to igavnigLink to sept   
ვითარცა საბელი ძოწეული ბაგენი შენნი და ზრახვანი შენნი შუენიერ, ვითარცა ნაქურცენი ვარდისა - ვაშლნი შენნი, თჳნიერ დუმილისა შენისა.

Verse: 7  Link to oskijerLink to mcatLink to igavnigLink to sept   
სამეოც არიან დედოფალნი და ოთხმეოც ხარჭნი, და ქალწულნი, რომელთაჲ არა არს რიცხვ.

Verse: 8  Link to oskijerLink to mcatLink to igavnigLink to sept   
ერთ არს ტრედი ჩემი, სძალი ჩემი, ერთ არს დედისა მისისა, რჩეულ არს მშობელისა იგი. იხილეს იგი ასულთა და ნატრიან მას, დედოფალთა და ხარჭთა აქეს იგი.

Verse: 9  Link to oskijerLink to mcatLink to igavnigLink to sept   
ვინ არს ესე, რომელი აღმოიჭჳრვების, ვითარცა ცისკარი, კეთილ, ვითარცა მთოვარე, რჩეულ, ვითარცა მზე, საკჳრველი, ვითარცა განწესებული?

Verse: 10  Link to oskijerLink to mcatLink to igavnigLink to sept   
მიხილა შინა ნიგუზოვანთასა, შთავედ ხილვად ნაყოფთა ღვარისა, ხილვად, უკუეთუ აღყვავნა ვენაჴი და აღორძინდეს ვარდნი. მუნ მიგცე ძუძუნი ჩემნი შენ.

Verse: 11  Link to oskijerLink to mcatLink to igavnigLink to sept   
ვერ ცნა სულმან ჩემმან, დამდევ მე ეტლსა ზედა ამინადაბისასა.


Verse: 3V    
შუჱნიერ B.
Verse: 6V    
შუჱნიერ B; ნაქურცვენი B.
Verse: 11V    
სცნეს B.




Next part



This text is part of the TITUS edition of Vetus testamentum iberice: Biblia Bakarii.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 28.10.2007. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.