TITUS
Vetus testamentum iberice, redactio Gelatica
Part No. 242
Previous part

Chapter: 44  
თავი : 44


Verse: 1   Link to oskijer Link to mcat Link to sept   და მომაქცია მე გზისა მიმართ ბჭისა წმიდათაჲსა გარეშისა, რომელი ჰხედავს აღმოსავალთა მიმართ, და იგი იყო დაჴშულ.

Verse: 2   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და თქუა ჩემდამო უფალმან: ბჭე ესე დაჭმულ იყოს, არა განეღოს და არცა ერთი ვინ არა განვიდეს მის მიერ, რამეთუ უფალი ღმერთი ისრაჱლისაჲ შევიდეს მის მიერ და იყოს დაჴშულ

Verse: 3   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
წინამძღურისა, მით რამეთუ თჳთ წინამძღუარი დაჯდეს მას შინა ჭამად პურისა წინაშე უფლისა; გზისაგან ელამისა ბჭისა შევიდეს და მისვე გზისაგან გამოვიდეს.

Verse: 4   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და შემიყვანა მე გზისა მიერ გზისა მიმართ, ჩრდილოდ მიმართისა, წინაშე სახლისა; და ვიხილე და აჰა სავსე დიდებითა უფლისაჲთა სახლი უფლისაჲ და დავვარდი პირსა ზედა ჩემსა.

Verse: 5   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და თქუა უფალმან ჩემდამო: ძეო კაცისაო, დააწესე გულსა შენსა და იხილე თუალითა შენითა და ყურითა შენითა ისმინენ ყოველნი, რაოდენთამე მე ვიტყჳ შენ თანა, ყოველთაებრ სამართალთა სახლისა უფლისათა და ყოველთა შჯულვილთა მისთა. და დააწესო გული შენი გზასა ზედა სახლისასა, ყოველთაებრ გამოსავალთა მისთა, შორის ყოველთა წმიდათა.

Verse: 6   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და სთქუა სახლისა მიმართ განმამწარებელისა, სახლისა მიმართ ისრაჱლისა: ამათ იტყჳს უფალი ღმერთი: კმა არს თქუენდა ყოველთა მიერ უშჯულოებათა თქუენთა, სახლო ისრაჱლისაო,

Verse: 7   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
შეყვანებად თქუენდა ძეთა უცხო ნათესავთასა და წინადაუცუეთელთა გულითა და წინადაუცუეთელთა ჴორცითა ქუეყანად, წმიდათა შორის ჩემთა, რაჲთა შეაგინებდენ სახლთა ჩემთა ესენი, ვითარ მორთუმასა შინა თქუენგან პურთა ჩემთასა, ჴორცთა, ცმელსა და სისხლსა. და გარდაჰჴდებით აღთქუმასა ჩემსა ყოველთა მიერ უშჯულოებათა თქუენთა.

Verse: 8   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და არ დაიცევ\ით Page of ed. 1709: 210b  დაცვაჲ წმიდათა ჩემთაჲ და განაწესენით თქუენ ცმად მცველნი წმიდათა შორის ჩემთა.

Verse: 9   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
ამისთჳს ამათ იტყჳს ადონაი უფალი: ყოველი ძე უცხო ნათესავი, წინადაუცუეთელი გულითა და წინადაუცუეთელი ჴორცითა, არა შევიდეს წმიდათა მიმართ ჩემთა, ყოველთა შორის ძეთა უცხო ნათესავთასა, საშუალ სახლისა ისრაჱლისსა.

Verse: 10   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
არამედ ლევიტელთა, განშორებულთა ჩემგან ცთომასა შინა ძეთა ისრაჱლისათა, ცთომილთასა ჩემგან უკუანა გულის ზრახვათა მათთაისა, მიიღონ შეურაცხებაჲ მათი.

Verse: 11   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და იყვნეს სიწმიდესა შინა ჩემსა მსახურნი, მეკარენი ბჭეთა ზედა სახლისათა, და მსახურნი სახლისათანი, ესენი დაჰკლვიდეს ყოვლად დასაწუელსა და მსხუერპლსა ერისასა და ესენი დგეს წინაშე მისსა მსახურებად მისსა,

Verse: 12   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
მის წილ, რომელ ჰმსახურებდეს იგინი წინაშე კერპებისა მათისა; და იქმნეს სახლისა ისრაჱლისა ტანჯვა სიცრუვის, ამისთჳს აღვიღე ჴელი ჩემი მათ ზედა, -- იტყჳს ადონაი უფალი, და მიიღონ უშჯულოებაჲ მათი;

Verse: 13   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და არ მომეახლებიან ჩემდამო მღდელობად ჩემდა, არცა შეეხნენ ყოველთა წმიდათა ძეთა ისრაჱლისათასა, არცა ყოველთა წმიდათაწმიდათა ჩემთასა, და მიიღონ შეურაცხებაჲ თავთა მათთაჲ და საძაგელებანი თავთა მათთანი ცთომასა შინა, რომელსა ცთეს.

Verse: 14   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
დააწესნენ იგინი ცმად საცავთა სახლისა ჩემისათა, ყოველსა კუთნვასა მისსა და ყოველთა მიმართ ქმნადთა მას შინა.

Verse: 15   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
ხოლო მღდელნი ლევიტელნი, ძენი სადუკისნი, რომელთა დაიცვნეს საცავნი წმიდათა ჩემთანი, ოდეს შეცთეს ძენი ისრაჱლისანი ჩემგან, იგინი მომეახლნენ ჩემდამო მსახურებად ჩემდა და დადგენ წინაშე პირსა ჩემსა შეწირვად ჩემდა მსხუერპლსა, ცმელსა და სისხლსა, -- იტყჳს ადონაი უფალი.

Verse: 16   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
იგინი შემოვიდოდინ სიწმიდედ ჩემდა, და Page of ed. 1709: 211a  იგინი მოუჴდებოდინ ტრაპეზისა მიმართ ჩემისა მსახურებად ჩემდა, დაცვად საცავთა ჩემთა.

Verse: 17   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და იყოს შემოსლვასა მათსა ბჭეთა ეზოჲსა შინაგანისასა სამოსელთა სელისათა შეიმოსდენ და არ შეიმოსდენ მატყლიერთა მსახურებასა შინა მათსა ბჭითგან უშინაგანესისა ეზოჲსაჲთა.

Verse: 18   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
კიდარნი სელისანი აქუნდენ-ყე თავთა ზედა მათთა და წჳვისგარემონი სელისანი აქუნდენ წელთა ზედა მათთა და არ მოირტყმიდენ მჭირსიედ.

Verse: 19   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და გა-რაჲ-ვიდოდინ იგინი გარეშედ ეზოდ ერისა მიმართ, განიძარცუვიდენ შესამოსელთა მათთა, რომელთა მიერ ჰმსახურებენ მათ მიერ, და დასხმიდენ მათ საყდრებისა შორის წმიდათაჲსა და შეიმოსდენ სამოსელთა სხუათა და არაწმიდა ვყო ერი შესამოსელთა მათთა მიერ.

Verse: 20   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და თავთა მათთა არა იპარსვიდენ და გარჯითა მათთა არ აღიმცირებდენ, დამბურველნი დაიბურვიდენ თავთა მათთა.

Verse: 21   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და ღჳნოსა ნუ სუამნ ყოველი მღდელი შესლვასა შინა მათსა უშინაგანესად ეზოდ.

Verse: 22   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და ქურივი და განტევებული არ მიიყვანონ თავისა მათისა ცოლად, არამედ ქალწული თესლისაგან სახლისა ისრაჱლისა და ქურივი, უკუეთუ იყოს მღდელისაგან, მიიყვანებდენ.

Verse: 23   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და ერსა ჩემსა ასწავებდენ შორის წმიდისა და ხენეშისა და შორის უბიწოჲსა და ბიწიანისა.

Verse: 24   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და აუწყებდედ მათ და სასჯელსა შინა სისხლისასა ესენი დადგენ განშჯად; სამართალთა ჩემთა განამართლებდენ და საშჯელთა ჩემთა შჯიდენ და შჯულთა ჩემთა და ბრძანებათა ჩემთა, ყოველთა შინა დღესასწაულთა ჩემთა დაიცვიდენ და შაბათთა ჩემთა წმიდა

Verse: 25   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
ჰყოფდენ და მძორსა ზედა კაცისასა არა შევიდენ შემწიკულებად, არამედ მამასა ზედა და დედასა და ძესა ზედა და ასულსა და ძმასა ზედა და დასა მისსა, რომელი Page of ed. 1709: 211b  არა ქმნილ იყოს ქმრისად, შეიმწიკულეს.

Verse: 26   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და შემდგომად განწმედისა მისისა შჳდნი დღენი აღურიცხუნეს თავსა თჳსსა

Verse: 27   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და დღესა, რომელსაცა შევიდოდეს წმიდად მიმართ უშინაგანესად ეზოდ მსახურებად წმიდასა შინა, მოიღონ სალხინებელი, -- იტყვს ადონაი უფალი.

Verse: 28   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და იყოს მათდა სამკჳდრებელად, მე -- სამკჳდრებელ მათდა, და დასაპყრობელი მათი არა მიეცეს ძეთა შორის ისრაჱლისათა, რამეთუ მე ვარ დასაპყრობელ მათდა.

Verse: 29   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და მსხუერპლთა და ცოდვისა ძლითთა და უმეცრებისა ძლითთა იგინი ჭამდენ და ყოველი განნაჩინები ისრაჱლისა შორის მათდა იყოს.

Verse: 30   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და დასაბამნი ყოველნი და პირმშონი ყოველნი და მოღებულნი ყოველნი ყოველთაგან დასაბამთა თქუენთა მღდელთად იყვნენ; და პირველი ნაშრომი თქუენი მიეცით მღდელსა დადებად კურთხევანი სახლთა ზედა თქუენთა.

Verse: 31   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და ყოველი მძორი და ნამჴეცავი მფრინველთაგან და საცხოვართაგან არა ჭამონ მღდელთა.




Next part



This text is part of the TITUS edition of Vetus testamentum iberice, redactio Gelatica.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 19.11.2023. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.