TITUS
Vetus testamentum iberice, redactio Gelatica
Part No. 196
Previous part

Chapter: 50  
თავი 50



Verse: 1   Link to oskijer Link to mcat Link to sept   Page of ms. Ga: 242r   სიტყუაჲ, რომელი თქუა უფალმან ბაბილონსა Page of ed. 1709: 128a  ზედა, ქუეყანასა ზედა ხალდეველთასა ჴელითა იერემია წინაჲსწარმეტყუელისაჲთა.

Verse: 2   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
მიუთხრენით წარმართთა შორის და სასმენელ-ყვენით და აღიღეთ სასწაული, ასმინეთ და ნუ დაჰმალავთ, არქუთ; აღოჴრდა ბაბილონი, სირცხჳლეულ იქმნა ბილ, შუებული მიეცა მეოდახ, ჰრცხუენა კერპთა მისთა,

Verse: 3   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
რამეთუ აღმოვიდა მის ზედა ნათესავი ჩრდილოჲთ. მან დადვას ქუეყანაჲ მისი მოსაოჴრებელად, და არა იყოს დამკჳდრებული მის შორის კაცითგან მისაცხოვართამდე, შეირყინეს, წარჴდეს.

Verse: 4   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
მათ დღეთა შინა, იტყჳს უფალი, და მას ჟამსა შინა მოვიდენ ძენი ისრაილისანი, იგინი და ძენი იუდაჲსნი ერთბამად მოარულნი და მტირალნი, წავიდენ მეძიებელნი უფლისა ღმრთისა მათისანი.

Verse: 5   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
ვიდრემდის სიონს იკითხონ გზაჲ, რამეთუ აქა მისცენ პირი მათი და მოვიდენ და შეივლტოდიან უფლისა მიმართ ღმრთისა მათისა, რამეთუ აღთქუმაჲ არა მოაკლდეს.

Verse: 6   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
ცხოვარებ წყმედულებ იქმნა ერი ჩემი; მწყემსთა მათთა განჴადნეს იგინი, მთათა ზედა შეაცთუნნეს იგინი, მთათაგან ბორცუთა ზედა ვიდოდეს, დაავიწყდა სადგური მათი.

Verse: 7   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
ყოველნი მპოვნელნი მათნი განჰლევდეს მათ. მტერთა მათთა თქუეს: არა ულხინოთ მათ მის წილ, რომელ შესცოდეს უფალსა შჯული სიმართლისაჲ, შემკრებელი მამათა მათთაჲ უფლისა.

Verse: 8   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
უცხო იქმნენით ბაბილონისაგან და ქუეყანისაგან ხალდეველთაჲსა, ვითარცა ვეშაპნი წინაშე პირსა ცხოვართასა.

Verse: 9   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
Page of ms. Ga: 242v   რამეთუ აჰა მე აღვადგენ და აღმომიყვანებ ბაბილონსა ზედა შესაკრებელსა ნათესავსა დიდთასა ქუეყანისაგან ჩრდილოჲსა, და წყობა-ყონ მის შორის, მუნით მოესრულოს, ვითარცა სატყორცი მბრძოლისა გულისხუმიერისაჲ, ისარი მი\სნი Page of ed. 1709: 128b  არა მოიქცენ ცუდად.

Verse: 10   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და იყოს ხალდეაჲ საიავროდ; ყოველნი მეიავრენი მისნი განძღენ, იტყჳს უფალი.

Verse: 11   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
რამეთუ იშუებთ და იქადით დამტაცებელნი სამკჳდრებელისა ჩემისანი [11] და მით რამეთუ სტრიობდით, ვითარცა ზროხანი მწუანესა შორის და ურქენდით, ვითარცა კურონი.

Verse: 12   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
სირცხჳლეულ იქმნა დედაჲ თქუენი ფრიად, მოიქცა მშობელი თქუენი დედაჲ კეთილთა მომართ, აჰა უკუანაჲსკნელი წარმართთაჲ ოჴე[რ] და ურწყულ და უვალ.

Verse: 13   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
რისხვისაგან უფლისა არა დამკჳდრებულ იქმნეს, და იყოს განსარყუნელად ყოვლად, და ყოველი წარმვლელი ბაბილონით დაწუხნეს, დაისტჳნოს ყოველსა ზედა წყლულსა მისსა.

Verse: 14   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
წყობა-ყავთ ბაბილონსა ზედა გარემოჲს ყოველთა მომრთხმელთა მშჳლდისათა მშჳლდვა-ყავთ მის ზედა, ნუ ჰრიდებთ მშჳლდვასა ზედა თქუენსა, რამეთუ უფალსა შესცოდა.

Verse: 15   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და დაიპყართ მის ზედა გარემოჲს. და იჴსნნეს ჴელნი მისნი, დაეცნეს და[რ]ეფანნი მისნი, დაირღუა ზღუდე მისი, რამეთუ შურის-გებაჲ ღმრთისა მიერ არს; შური იძიეთ მის ზედა, ვითარაც ყო, უყავთ მას.

Verse: 16   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
მოსპეთ თესლი ბაბილონისაგან, მპყრობელი მანგლისაჲ ჟამსა მკისასა, პირისაგან მახჳლისა ელლინებრისა; კაცადი ერისა მიმართ თჳსისა მიიქცენ, და კაცადი ქუეყანად თჳსსა მიივლტოდინ.

Verse: 17   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
ცხოვარი ცთომილი ისრაილი, ლომთა განაგარეეს იგი, პირველად შეჭამა იგი მეფემან ასსურისამან, და ესრეთ უკანაჲსკნელ მეფემან ბაბილონისამან, ნაბუხოდონოსორ, ძუალნი მისნი დაჭამნა.

Verse: 18   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
ამისთჳს ამათ იტყჳს უფალი ძალთაჲ, ღმერთი ისრაილისაჲ: აჰა მე შურის-ძიებასა ვჰყოფ მეფისა ზედა ბაბილონისასა და ქუეყანასა ზედა მისსა, ვითარცა შური ვიძიე მეფისა ზედა ასურისსა.

Verse: 19   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და კუალად-ვაგო ისრაილი საძოვრისა მიმართ მისისა, და ძოვდეს შორის კარმილსა და შორის ბასანსა და Page of ed. 1709: 129a  შორის მთასა ეფრემისსა და შორის გალაადისა, და აღივსენ სულნი მათნი.

Verse: 20   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
მათ დღეთა შინა და მას ჟამსა შინა, იტყჳს უფალი, ეძიებდენ უსამართლოებასა ისრაილისასა, და არა იყოს, და ცოდვათა იუდაჲსთა, და არა იპოოს, რამეთუ Page of ms. Ga: 245r   მლხინებელ ვეყო დაშთომილთა ქუეყანასა ზედა, იტყჳს უფალი.

Verse: 21   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
ქუეყანასა ზედა განმამწარებელთასა მიიწიე მას ზედა მწარედ და დამკჳდრებულთა მისთა ზედა შური იძიე, მახჳლო, და უჩინო ყავ, იტყჳს უფალი, უკუანათგან მათსა ძჳრნი, და ჰყოფდ ყოველთაებრ, რავდენთა გამცნებ შენ.

Verse: 22   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
ჴმაჲ ბრძოლისაჲ და შემუსრვაჲ დიდი ქუეყანასა შინა ხალდეველთასა.

Verse: 23   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
ვითარ შეიმუსრა და შეიფქვა უროჲ ყოვლისა ქუეყანისაჲ! ვითარ იქმნა განსარყუნელ ბაბილონი წარმართთა შორის!

Verse: 24   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
წინა-განგეწყვე შენ და ზედადაგესხნენ შენ, და წარჰჴდე, ბაბილონ, და ვერ სცნა. იპოვე და შეპყრობილ იქმენ, რამეთუ უფალსა უჴდებოდე.

Verse: 25   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
განაღო უფალმან საფასე თჳსი და გამოიხუნა ჭურნი რისხვისა მისისანი, რამეთუ საქმე არს უფლისა ღმრთისა ძალთაჲსა შორის ქუეყანისა ხალდეველთაჲსა.

Verse: 26   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
რამეთუ მოიწინეს ჟამნი მისნი. განახუენით დასაკრებელნი მისნი, გამოიკულიეთ იგი, ვითარცა ქუაბი, და მოასრულეთ იგი, ნუ იყოფინ მისსა დანეშტებული.

Verse: 27   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
აღაჴმენით ყოველნი ნაყოფნი მისნი, და შთავიდოდედ კლვად. ვაჲ მათდა, რამეთუ მოიწია დღე მათი და ჟამი შურისგებისა მათისაჲ.

Verse: 28   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
ჴმაჲ მეოტთაჲ და განრინებულთაჲ ქუეყანისაგან ბაბილონისა მითხრობად შორის სიონსა შურის-ძიებაჲ უფლისა მიერ ღმრთისა ჩუენისაჲ, შურისძიებაჲ ტაძრისა მისისაჲ.

Verse: 29   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
დამოწმება-ყავთ ბაბილონსა ზედა მრავალთა, ყოვლით კერძო გარდამცუმელთა მშჳლდისათა მოადეგით მას ზედა გარემოჲს, ნუ იყოფინ, მისსა განრინებული, მიაგეთ მას საქმეთაებრ მისთა, ყოველთაებრ, Page of ed. 1709: 129b  რავდენნი ყვნა, უყავთ მას, რამეთუ უფლისა მიმართ წინა-განეწყო წმიდისა ისრაილისა.

Verse: 30   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
ამისთჳს დაეცნენ ჭაბუკნი მისნი უბანთა მისთა ზედა, და ყოველნი მამაკაცნი მბრძოლნი მისნი განერნენ, თქუა უფალმან.

Verse: 31   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
აჰა მე შენ ზედა, იტყჳს უფალი ძალთაჲ, მაგინებელო, რამეთუ მოიწია დღე დაცემისა შენისაჲ და ჟამი შურისგებისა შენისაჲ.

Verse: 32   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და მოუძლურდეს გინებაჲ შენი და დაეცეს, და არა იყოს აღმმართებელი მისი; და აღვაგზნა ცეცხლი მაღნარსა მისსა შორის და შეჭამნეს ყოველნი გარემოჲსნი მისნი.

Verse: 33   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
ამათ იტყჳს უფალი ძალთაჲ: მომძლავრებულ არ\იან, Page of ms. Ga: 245v   ძენი ისრაილისანი და ძენი იუდაჲსნი, ერთბამად ყოველნი წარმტყუენველნი მათნი ემძლავრნეს მათ, რომელთა არა ინებეს გამოვლინებაჲ მათი.

Verse: 34   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და მჴსნელი მათი ძლიერ, უფალი ძალთაჲ, ყოვლისა-მპყრობელ სახელი მისი. საშჯელი საჯოს წინამოსაჯულეთა მისთა მიმართ, რაჲთა მოსპოს ქუეყანაჲ იგი და განურისხნეს მკჳდრთა ბაბილონისათა.

Verse: 35   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
მახჳლი ხალდეველთა ზედა, თქუა უფალმან, და დამკჳდრებულთა ზედა ბაბილონისათა და დიდებულთა ზედა მისთა და გულის-ხუმის-მყოფელთა-ზედა მისთა, და მოისპნენ.

Verse: 36   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
მახჳლი მისანთა ზედა მისთა, და დაშურენ, მახჳლი მბრძოლთა ზედა მისთა, და დაიჴსნნენ;

Verse: 37   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
მახჳლი ცხენებსა ზედა მისსა და ეტლებსა ზედა მისსა, მახჳლი მჴედართა ზედა მისთა და შერთულთა ზედა შორის მისსა, და იყვნენ ვითარცა დედანი; მახჳლი საუნჯეთა ზედა მისთა, და დაიტაცნენ;

Verse: 38   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
მახჳლი წყალსა ზედა მისსა, რომლისამი ესვიდა, და განჴმეს და სირცხჳლეულ იქმნეს, რამეთუ ქუეყანაჲ ქანდაკებულთაჲ არს ჭალაკთა შენთა შორის, და ექადოდინ.

Verse: 39   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
ამისთჳს დაემკჳდრნენ ურჩხულნი ჭალაკთა შინა, და დაემკჳდრნენ მას შინა ასულნი სირინოსთანი, და არა აღეშენოს Page of ed. 1709: 130a  მერმე უკუნისამდე და არა დამკჳდრებულ იქმნეს მერმე ნათესავითი ნათესავად.

Verse: 40   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
ვითარცა დააქცინა უფალმან სოდომაჲ და ღომორრაჲ და მოზღვრენი მათნი, თქუა უფალმან, არა დაეშენოს მუნ კაცი და არა იმსხემოს ძემან კაცისამან.

Verse: 41   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
აჰა ერი მოვალს ჩრდილოჲთ, და ნათესავი დიდი და მეფენი მრავალნი აღდგენ დასასრულით ქუეყანისაჲთ;

Verse: 42   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
მშჳლდი და მაზრაკი აქუნდესყე, უგბილ არიან და არა შეიწყალებენ. ჴმაჲ მათი, ვითარცა ზღუაჲ, მღელვარე; ცხენთა ზედა ცხენოსნობდენ, განმზადებულნი ვითარცა ცეცხლი მბრძოლობად შენ ზედა, ასულო ბაბილონისაო.

Verse: 43   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
ესმა მეფესა ბაბილონისასა სასმენელი მათი, დაიჴსნნეს ჴელნი მისნი, ჭირმან შეიპყრა იგი სალმობათა, ვითარცა მშობისათა.

Verse: 44   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
აჰა ვითარცა ლომი გამოვიდეს მაღნართაგან იორდანისათა ადგილსა ეთამისთა Page of ms. Ga: 244r  , სამკჳდრებელსა შორის დასაბამისასა, რამეთუ მალიად განვდევნნე იგინი მისგან და ყოველი ჭაბუკი მას ზედა დავადგინო; რამეთუ ვინ, ვითარ მე? და ვინ წინა-აღმიდგეს მე? დავინ ესრეთ მწყემსი, რომელ დადგეს წინაშე პირსა ჩემსა?

Verse: 45   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
ამისთჳს ისმინეთ განზრახვაჲ უფლისაჲ, რომელსა განიზრახავს ბაბილონსა ზედა, და გულის-სიტყუანი მისნი, რომელნი სიტყუნა ყოველთა ზედა დამკჳდრებულთა ხალდეაჲსათა, არა თუ განხრწნეთ კრავნი ცხოვართა მისთანი, არა თუ განქარდეს მათგან საძოარი.

Verse: 46   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
მით რამეთუ ჴმისაგან მოსრვისა ბაბილონისა შეიძრას ქუეყანაჲ და ღაღადებაჲ მისი ისმეს ნათესავთა შორის.



Next part



This text is part of the TITUS edition of Vetus testamentum iberice, redactio Gelatica.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 19.11.2023. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.