TITUS
Biblia Mcxetica
Part No. 62
Previous part

Chapter: 12 

Section: (a) 
Verse: 1   Link to oskijerLink to exakLink to sept   სიტყუად იწყო უფალმან მოსესა და აჰრონისა ქუეყანასა მას ეგჳპტელთასა და ჰრქუა:

Verse: 2   Link to oskijerLink to exakLink to sept   
თთუე ესე იყავნ თქუენდა თავად თთუეთა, თთუე პირველი - თთუეთა მათ შინა წელიწადისათა. აწ მივედ შენ

Verse: 3   Link to oskijerLink to exakLink to sept   
და ეტყოდე ყოველსა მას კრებულსა ძეთა ისრაჱლთასა: ათსა მის თთჳსასა მოიღედ თჳთეულად კრავი ერთი თესლად-თესლად და ტომად-ტომად, განიყონ კრავი, სახიდ გამოიღონ.

Verse: 4   Link to oskijerLink to exakLink to sept   
უკუეთუ უმცირეს იყვნენ სახლსა მის და ვერ შემძლებელ იყუნენ კრავისა მის, შეიყონ მეზობელი და მოყუასი სახლად მსგავსად რიცხჳსა მის კაცთასა, მიიღედ თითოეულად, ვითარ ეყოფოდის კრავი იგი, განითუალონ კრავი.

Verse: 5   Link to oskijerLink to exakLink to sept   
ვერძი მოზუერი იყავნ სრულად თქუენდა, საცხოვარისა მისგან ცხოვართასა და თხათასა მოიღოთ.

Verse: 6   Link to oskijerLink to exakLink to sept   
და იყოს იგი თქუენდა დამარხულ კრძალვით ვიდრე მეათოთხმეტედმდე თთჳსა მის, და დაკლას იგი ყოველმან ერმან, კრებულმან ძეთა ისრაჱლისათამან მიმწუხრი.

Verse: 7   Link to oskijerLink to exakLink to sept   
და მოიღონ სისხლისა მისგან და გამონიშნონ ორთავე მათგან წყირთლთა მათ ზედა კართასა და ზღურბლთა მათ ზედა სახლებისა მათისათა, რომელთა შინა შეჭამონ იგი მათ.

Verse: 8   Link to oskijerLink to exakLink to sept   
და შეჭამონ კრავი იგი მასვე ღამესა მწუარი ცეცხლითა, და უფუველი პური და ველისყრდელი ჭამონ, ხოლო შეჭამონ კრავი იგი ესრე სახედ.

Verse: 9   Link to oskijerLink to exakLink to sept   
ნუ უმწუარი ჭამონ, ნუცა წყლითა მგბარი ჭამონ, არამედ მწუარი ცეცხლითა ტფილად ჭამონ, და ადრე შეჭამონ თავფერჴი იგი, ნაწლევითურთ შეჭამონ.

Verse: 10   Link to oskijerLink to exakLink to sept   
ნეშტსა ნუ სადა უტევებედ განთიად, ნუ განაწევებდ, ძუალსა ნუ განსტეხედ, რომელი ნეშტად დაშთეს განთიადმდე, მისგანი იგი ცეცხლითა შეწუედ.

Verse: 11   Link to oskijerLink to exakLink to sept   
და ჭამდენ ესრე სახედ: კუერთხები ჴელთა, სარტყელი - წელთა, ჴამლი - ფერჴთა, მალიად-მალიად მსწრაფლ შეჭამონ, რამეთუ ზატიკი არს უფლისა.

Verse: 12   Link to oskijerLink to exakLink to sept   
და განვლო მე ქუეყანაჲ ეგჳპტელთა მას ღამესა და ვგუემო ყოველი პირმშოჲ კაცითგან მიპირუტყუადმდე და ზედა ყოველსა მას ქუეყანასა ეგჳპტელთასა აღვადგინო შური შურისძიებათა, რამეთუ მე ვარ უფალი.

Verse: 13   Link to oskijerLink to exakLink to sept   
და იყოს სისხლი იგი თქუენდა აღსანიშნველად ზედა სახლებსა მას, რომელსა შინა იყვნეს ძენი ისრაჱლისანი, რომელთა შინა დაშენებულ იყვნეთ, მუნ ვიხილო მე სისხლი იგი აღნიშნული ზეღა ბჭეთა მათ და დაგიფარნე თქუენ დაცვად თქუენდა გუემისა მისგან რისხვისა, რაჟამს გარდამოსრულ ვიყო და მოვსრვიდე პირმშოსა მას ეგჳპტისასა.

Verse: 14   Link to oskijerLink to exakLink to sept   
და იყოს სისხლი იგი თქუენდა საჴსენებელად დღესასწაულად ზატიკობისა უფლისა თესლთა მიმართ ყოველთა შჯული სიხარულისა უკუნისამდე თავი დღესასწაულთა მათ წელიწდეულთა.

Verse: 15   Link to oskijerLink to exakLink to sept   
შჳდ დღე უფუველი ჭამეთ და პირველით დღითგანვე ბალარჯობათა მათ განაქარვეთ ყოველივე ცომი სახლებისაგან თქუენისა და ყოველმან, რომელმან ჭამოს თბისაგან მფუვილისა, მოსპოლვით მოისპოს იგი კაცი ისრაჱლისაგან პირველით დღითგან დღედმდე, მეშჳდედ.

Verse: 16   Link to oskijerLink to exakLink to sept   
რამეთუ დღე იგი პირველი წოდებულ არს წმიდა. და დღე იგი უფლისაჲ წოდებულ არს წმიდა უფლისა, ყოველივე საქმე ხარკით მსახურებისა მათ დღეთა შინა ნუ იქთ, გარნა ერთი იგი საქმე, რომლისა გარეშე არა რაჲ განეგების ყოველსა კაცსა, საქმე ესე ხოლო იქმნებოდენ თქუენდა.

Verse: 17   Link to oskijerLink to exakLink to sept   
ეკრძალენით მცნებასა ამას, რამეთუ დღესა ამას გამოგიყუანებ თქუენ ქუეყანისა ამისგან ეგჳპტელთასა, და გეპყრან თქუენ დღე იგი თესლითი თესლადმდე თქუენდა შჯულად საუკუნოდ.

Verse: 18   Link to oskijerLink to exakLink to sept   
* იწყეთ თქუენ ათოთხმეტითგან დღით მის თთჳსა პირველსათ, ჭამად უფუველისა მწუხირითგან ვიდრე დღედმდე მეოცედ მძღუარად თთჳსა მის მიმწუხრადმდე

Verse: 19   Link to oskijerLink to exakLink to sept   
შჳდ დღე ნუ იპოებინ ცომი სახლებსა თქუენსა, ყოველმან, რომელმან ჭამოს ცომოვანი, მოისპოს იგი კაცი ერისა მისგან ძეთა ისრაჱლისათა გარეშე მოსრულთა მათ მწირთა და შიშუელთა ბუნაკთა მათ მონათაგან სოფლისა მის თქუენისათა რაჲთურთით.

Verse: 20   Link to oskijerLink to exakLink to sept   
მფუვესა ნუ ვინ ჭამნ ყოველთა შინა სამკჳდრებელთა თქუენთა, არამედ უფუველი ჭამეთ!

Verse: 21   Link to oskijerLink to exakLink to sept   
მოუწოდა მოსე მოხუცებულთა ძეთა ისრაჱლისათა და ჰრქუა მათ: გუალეთ, მოიღეთ თქუენდა თჳთო კრავი ტომად-ტომადმან თქუენმან და დაკალთ იგი ზატიკად უფლისა!

Verse: 22   Link to oskijerLink to exakLink to sept   
* და მოიღეთ თქუენ უსუპი კონაჲ ერთი საპკურებელი და დააწეთ სისხლსა მას კრავისასა და აღნიშნეთ თქუენ ზედა წყირთლთა მათ ბჭეთასა და ზღურბლსა მას, ხოლო თქუენ ნუ გამოხუალთ კართა მათ სახლისა თქუენისათა მიგანთიადმდე რომელსა ჟამსა

Verse: 23   Link to oskijerLink to exakLink to sept   
გარდამოვიდეს უფალი მოსპოლვად ეგჳპტელთა მათ, იხილოს სისხლი იგი სამსავე მას კერძოსა ბჭეთასა და თანა-წარჴდეს ბჭეთა მათ თქუენთა და არა აუფლოს მომსრველსა სიკუდილისა მტარვალსა შესლვად სახლებსა მას თქუენსა და მოსრვად პირმშოჲსა მის თქუენისა.

Verse: 24   Link to oskijerLink to exakLink to sept   
ეკრძალენით და დაიცევით სიტყუაჲ ესე წესად შჯულიერად თქუენდა და ნაშობთა თქუენთა მიუკუნისამდე!

Verse: 25   Link to oskijerLink to exakLink to sept   
უკუეთუ შეხჳდეთ თქუენ ქუეყანასა მას, რომელსა მოგცემს თქუენ უფალი, ვითარცა გიბრძანა, დაიმარხეთ სიტყუაჲ ესე.

Verse: 26   Link to oskijerLink to exakLink to sept   
და იყოს, გკითხვიდენ თუ ძენი იგი თქუენნი: რაჲ არს მსახურებაჲ ესე?

Verse: 27   Link to oskijerLink to exakLink to sept   
ჰრქუათ თქუენ: ესე მსხუერპლი შეწირვისა ზატიკისა უფლისა, რამეთუ დაიცვა სახლები ძეთა მათ ისრაჱლისათა ქუეყანასა მას ეგჳპტისასა, რაჟამს-იგი ჰგუემდა ეგჳპტელთა მათ გუემითა მით განუგებელითა და სახლები იგი ჩუენი განარინა. დადრკა ყოველი იგი ერი ძეთა ისრაჱლისათა პირსა ზედა თჳსსა და დამხედ თაყუანის სცეს.

Verse: 28   Link to oskijerLink to exakLink to sept   
და სწრაფით წარვიდოდეს აღსრულებად ქუეყანისა მის ბრძანებულისა, რომელ-იგი ამცნეს მოსე და აჰრონ სიტყჳთა უფლისათა.

Verse: 29   Link to oskijerLink to exakLink to sept   
და იყო განზოგებასა ოდენ ღამისასა, გარდამოჴდა უფალი ქუეყანასა მას, ეგჳპტელთასა მოსპოლვად ყოვლისა მის პირმშოებისა ეგჳპტისა კაცითგან მიპირუტყუამდე პირმშოჲთგან ფარაოსით, რომელ-იგი ჯდა სასთულთა მათ საერკულოთა, ** მიპირმშოდმდე ტყჳსა მის, რომელი გამოეკრა ფქჳლთა მათ.

Verse: 30   Link to oskijerLink to exakLink to sept   
აღდგა სწრაფით ფარაო ღამე და ყოველნივე იგი მთავარნი მისნი და ყოველი ერი ქუეყანისა მის ეგჳპტისაჲ. და იყო გოდებაჲ და ღაღადება დიდ ყოველსა მას ქუეყანასა ეგჳპტისასა. რამეთუ არა იყო სახლი, რომელსა შინა არა იდვა მკუდარი.

Verse: 31   Link to oskijerLink to exakLink to sept   
უწოდა მუნთქუესვე ფარაო მოსეს და აჰრონს ღამე და ჰრქუა: აღდგით და წარვედით აწვე ერისაგან ჩემისა თქუენ და ძენი იგი ისრაჱლისანი, გუალეთ და ჰმსახურეთ უფალსა ღმერთსა თქუენსა,

Verse: 32   Link to oskijerLink to exakLink to sept   
ვითარცა-იგი სთქუთ, კაცით, საცხოვარით და ყოვლით აგებულებითურთ თქუენით, გარნა მე ხოლო მაკურთხევდით.

Verse: 33   Link to oskijerLink to exakLink to sept   
მაშინ იწყეს წუევად და იძულებად ეგჳპტელთა მათ, ერისა მის ისრაელისა ურვით, წყევით განსლვად ქუეყანისა მისგან ეგჳპტელთასა, რამეთუ ესრეთ გულსა დაიდვეს, ვითარმედ წუთღა თუ დაიგჳანონ, ერთბამად მოისპოს, ყოველივე იგი ერი ეგჳპტისაჲ.

Verse: 34   Link to oskijerLink to exakLink to sept   
და აღიღო ერმან მან თბე იგი აღსუარული მჩურითა განუყოფელი და გარდაიკიდეს მჴართა მათთა და განვიდეს.

Verse: 35   Link to oskijerLink to exakLink to sept   
და ყვეს ეგრე ძეთა მათ ისრაჱლისათა, * ვითარცა-იგი უბრძანა მათ მოსე და მოითხოვეს სამოსელი იგი შესხმად მამაკაცმან მოყუსისაგან თჳსისა და დედაკაცმან მეზობლისაგან თჳსისა, ჭურჭელი ოქროჲსა და ვერცხლისაჲ და სამოსელი პატიოსანი.

Verse: 36   Link to oskijerLink to exakLink to sept   
და უფალმან მოსცა მადლი ერსა თჳსსა წინაშე ეგჳპტელთა მათ, რამეთუ განუჴსნნა გულნი მათნი და მისცეს, ვითარცა იგინი სთხოვდეს, და მოიღეს და შეუკრიბეს ყოველივე ძეთა მათ ისრაჱლისათა. და ესრეთ განძარცული და განშიშულებული დაუტევეს ქუეყანა იგი ეგჳპტელთა მათ.

Verse: 37   Link to oskijerLink to exakLink to sept   
ხოლო აღიტრნეს ძენი ისრაჱლისანი რამესით სოქოთდ ექუსასი ათასი მკჳრცხლი მამაკაცი, თჳნიერ ყრმა - დედებისა და ნართაული მრავალი თანააღვიდა მათ თანა და ცხოვარი და ზროხაჲ და პირუტყჳ მრავალი ფრიად.

Verse: 39   Link to oskijerLink to exakLink to sept   
და შექმნეს იფქლი იგი, რომელი გამოიტანეს ეგჳპტით ყუერბეულებად უცომოდ, რამეთუ არა შეზელილ იყო. და გამოჴადნეს იგინი მეგჳპტელთა და ვერ შემძლებელ იქმნნეს დათმენად, არცა საგზაული უქნეს, თავთა თჳსთა გზისათჳს.

Verse: 40   Link to oskijerLink to exakLink to sept   
ხოლო მსხემობაჲ ძეთა ისრაჱლისათა, რაოდენი იმსხემეს ქუეყანასა ეგჳპტისასა და ქუეყანასა ქანანისასა, მათ და მამათა მათთა წელნი - ოთხას ოცდაათ. და იყო შემდგომად ოთხასოცდაათისა წლისა,

Verse: 41   Link to oskijerLink to exakLink to sept   
გამოვიდა ყოველი ძალი უფლისაჲ ქუეყანით ეგჳპტით.

Verse: 42   Link to oskijerLink to exakLink to sept   
ღამე წინა საჴუმილავი არს უფლისაჲ გამოყვანებისა მათისა ქუეყანით ეგჳპტით. ღამე იგი ესე წინა საჴუმილავი არს უფლისა, ვინაცა ყოველთა ძეთა ისრაჱლისათად იყოს ესე ნათესავსა შინა მათსა.

Verse: 43   Link to oskijerLink to exakLink to sept   
და თქუა უფალმან მოსეს და აჰრონის მიმართ: ესე შჯული არს პასექისაჲ, ყოველმან უცხონათესავმან არა ჭამოს მისგანი. და ყოველსა მონასა ვისსამე და ვეცხლით ფრდილსა წინა-დასცჳთო მას, და მაშინ ჭამოს მისგან.

Verse: 44   Link to oskijerLink to exakLink to sept   
მსხემმან და მოსასყიდელმან არა ჭამოს მისგანი.

Verse: 45   Link to oskijerLink to exakLink to sept   
სახლსა შინა ერთსა იჭამოს, და არა დაუტეოთ ჴორცთაგანი განთიადმდე, და აჰა განიღოთ ჴორცთაგანი გარე, და ძუალი არა შეჰმუსროთ მისი.

Verse: 46   Link to oskijerLink to exakLink to sept   
ყოველმან შესაკრებელმან ძეთა ისრაჱლისათამან ყოს იგი.

Verse: 47   Link to oskijerLink to exakLink to sept   
ხოლო უკუეთუ ვინმე მოვიდეს თქუენდა მწირი და იქმოდის პასექსა უფლისასა, წინა-დასცჳთო მას, ყოველსა წულსა. და მაშინ მოვიდეს ქმნად მისსა და იყოს ვითარცა მკჳდრი ქუეყანისაჲ. ყოველმან წინა-დაუცვეთელმან არა ჭამოს მისგან.

Verse: 48   Link to oskijerLink to exakLink to sept   
შჯული ერთი იყოს მსოფლელისაჲ და მწირისაჲ, მოსრულისა თქუენ თანა.

Verse: 49   Link to oskijerLink to exakLink to sept   
და ქმნეს ძეთა ისრაჱლისათა, ვითარცა ამცნო უფალმან მოსეს და აჰრონს მათდა მიმართ, ეგრეთ ყვეს.

Verse: 50   Link to oskijerLink to exakLink to sept   
და იყო, მას დღესა შინა განიყვანნა უფალმან ძენი ისრაჱლისანი ქუეყანით ეგჳპტით ძალისა თანა მათისა.

Section:  
Next part



This text is part of the TITUS edition of Biblia Mcxetica.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 22.3.2021. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.