TITUS
Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem
Part No. 51
Previous part

Chapter: 12  
Verse: 1   Link to exakLink to mcatLink to sept   და ეტყოდა უფალი მოსეს და აჰრონს ქუეყანასა ეგჳპტისასა და ჰრქუა მათ:

Verse: 2   Link to exakLink to mcatLink to sept   
ესე თუე არს თქუენდა დასაბამად თუეთა, პირველი არს ესე თქუენდა თუეთა შინა წელიწდისათა.

Verse: 3   Link to exakLink to mcatLink to sept   
ეტყოდე შენ ყოველსა კრებულსა ძეთა ისრაჱლისათა და არქუ: ათსა ამის თჳსასა მოიბნ კაცად-კაცადმან ცხოვარი სახლად-სახლად ტომებისა მათისამან, თითოეულმან ცხოვარი სახლად-სახლად.

Verse: 4   Link to exakLink to mcatLink to sept   
უკუეთუ მცირედ იყვნენ სახლსა შინა და ვერ უძლებდენ ცხოვარსა შეჭმად, თანა-შეირთენ მოძმჱ მოყუასი თჳსი რიცხჳსაებრ თავადისა, კაცად-კაცადმან აღირაცხენ, რავდენნი ეყვნენ ცხოვარსა მას.

Verse: 5   Link to exakLink to mcatLink to sept   
Page of ms. O: 88r  ცხოვარი სრული ვერძი წელიწდეული იყოს თქუენდა. კრავთაგან და თიკანთაგან მოიბათ.

Verse: 6   Link to exakLink to mcatLink to sept   
და იყოს თქუენდა დამარხულ ვიდრე მეათხუთმეტედ დღედმდე თუესა ამას და დაკალნ იგი ყოველმან სიმრავლემან კრებულისა ძეთა ისრაჱლისათამან მიმწუხრი.

Verse: 7   Link to exakLink to mcatLink to sept   
და მოიღოს სისხლისა მისისაგანი და სცხოს ორთავე წყირთლთა და ზღურბლსა კარისასა სახლსა შინა, რომელსა-იგი ჭამდენ მუნ.

Verse: 8   Link to exakLink to mcatLink to sept   
და ჭამონ ჴორცი იგი მწუარი ცეცხლითა და უცომოჲ ველის ყრდელისა თანა ჭამედ.

Verse: 9   Link to exakLink to mcatLink to sept   
არა შჭამოთ მისგანი უგბოლველი, არცა მგბარი წყლითა, არამედ მწუარი ცეცხლითა თავი ფერჴითურთ და ნაწლევით.

Verse: 10   Link to exakLink to mcatLink to sept   
არა დაუტეოთ მისგანი განთიადმდე და ძუალი არა შეჰმუსროთ, და მისგანი რომელი დაშთეს განთიადმდე. ცეცხლითა დაწჳთ.

Verse: 11   Link to exakLink to mcatLink to sept   
და ესრე ჭამდით მას: წელნი თქუენნი მორტყმულ იყვნენ და ჴამლნი თქუენნი ფერჴთა თქუენთა... და ჭამეთ იგი სწრაფით, რამეთუ ზატიკი არს უფლისაჲ.

Verse: 12   Link to exakLink to mcatLink to sept   
და განვლო მე ქუეყანაჲ ეგჳპტისაჲ მას ღამესა და მოუვწყჳდო ყოველი პირმშოჲ ქუეყანასა ეგჳპტისასა კაცითგან მიპირუტყუამდე და ყოველთა ზედა ღმერთთა ეგჳპტისათა ვყო შურისგებაჲ მე უფალმან.

Verse: 13   Link to exakLink to mcatLink to sept   
და სისხლი იგი იყოს თქუენდა საწამებელად: [სახლთა და] რომელსა იყვნეთ თქუენ, მუნ ვიხილო მე სისხლი იგი Page of ms. O: 88v  და დაგიფარნე თქუენ და არა იყოს თქუენდა გუემაჲ იგი შესამუსრველი, რაჟამს დავსცე მე ქუეყანასა ეგჳპტისასა.

Verse: 14   Link to exakLink to mcatLink to sept   
და იყოს თქუენდა დღჱ ესე საჴსენებელად და დღესასწაულობდით მას...

Verse: 15   Link to exakLink to mcatLink to sept   
შჳდ დღე უცომოსა ჭამდით, ხოლო პირველით დღითგანვე განაქარვეთ ცომი სახლთა თქუენთა. ყოველმან რომელმან ჭამოს ცომი, მოისპოს სული იგი ისრაჱლისაგან პირველით დღითგან, ვიდრე მეშჳდედ დღედმდე.

Verse: 16   Link to exakLink to mcatLink to sept   
და პირველსა მას დღესა ეწოდოს [წმიდა და დღჱ იგი მეშჳდჱ] წმიდა წოდებულ იყოს თქუენდა. ყოველი საქმჱ სამსახურებელი არა ჰქმნეთ მას დღესა შინა, გარნა რომელი იქმნების ყოვლისათჳს სულისა, ესე ხოლო ჰქმნეთ თქუენ.

Verse: 17   Link to exakLink to mcatLink to sept   
და დაიმარხეთ მცნებაჲ ესე, რამეთუ ამას დღესა განვიყვანო ძალი თქუენი ქუეყანით ეგჳპტით და ჰყოფდით დღესა მას ნათესავთა შოვრის თქუენთა შჯულად საუკუნოდ.

Verse: 18   Link to exakLink to mcatLink to sept   
დასაბამსა მეათოთხმეტესა დღესა თჳსა მის პირველისასა მწუხრითგან ჭამეთ უცომოჲ ვიდრე დღედმდე ოც და მეერთედ მის თჳსა ვიდრე მწუხრადმდე.

Verse: 19   Link to exakLink to mcatLink to sept   
შჳდ დღე ცომი არა იპოვოს სახლთა თქუენთა. ყოველმან რომელმან ჭამოს ცომოვანი, აღიჴოცოს სული იგი კრებულისაგან ისრაჱლისა ქუეყანის მოქმედთაგან ვიდრე ქუეყანის მთავართამდე.

Verse: 20   Link to exakLink to mcatLink to sept   
ყოველივე ცომოანი არა შჭამოთ, ყოველსავე სამკჳდრებელსა თქუენსა Page of ms. O: 89r  შჭამდეთ უცომოსა.

Verse: 21   Link to exakLink to mcatLink to sept   
მოუწოდა მოსე ყოველთა მათ მოხუცებულთა ძეთა ისრაჱლისათა და ჰრქუა მათ: წარვედით და მოიბთ თქუენ თავისა თქუენისა ცხოვარი ნათესავად-ნათესავადმან თქუენმან და დაკალთ ზატიკად.

Verse: 22   Link to exakLink to mcatLink to sept   
და მოიღეთ კონაჲ უსუპი და დააწეთ სისხლსა მას და სცხეთ წინაშე კარსა და ზღურბლსა და ორკერძოვე წყირთლთა სისხლისა მისგან, რომელ-იგი არს კარისაჲ, ხოლო თქუენ არა გამოხჳდეთ კაცად-კაცადი კართა სახლისა თჳსისათა განთიადმდე

Verse: 23   Link to exakLink to mcatLink to sept   
და გარდამოვიდეს უფალი მოწყუედად ეგჳპტელთა მათ და იხილოს სისხლი იგი ზღურბლთა მათ და წყირთლთა და თანა-წარჰჴდეს უფალი კარსა მას და არა უტეოს მომსრველი იგი შესლვად სახლსა მას თქუენსა მისრვად.

Verse: 24   Link to exakLink to mcatLink to sept   
დაიმარხეთ სიტყუაჲ ესე შჯულად საუკუნოდ და შვილთა თქუენთა უკუნისადმდე

Verse: 25   Link to exakLink to mcatLink to sept   
უკუეთუ შეხჳდეთ ქუეყანასა მას, რომელი მოგცა თქუენ უფალმან ღმერთმან, ვითარცა-იგი გეტყოდა თქუენ დამარხვად თქუენდა მსახურებაჲ ესე,

Verse: 26   Link to exakLink to mcatLink to sept   
იყოს, რაჟამს გრქუან თქუენ შვილთა თქუენთა: რაჲ არს მსახურებაჲ ესე?

Verse: 27   Link to exakLink to mcatLink to sept   
და ჰრქუათ მათ: მსხუერპლი არს ესე უფლისაჲ, რომელმან დაიფარნა სახლნი ძეთა ისრაჱლისათანი ეგჳპტეს შინა, რაჟამს მოსწყუედდა ეგჳპტესა, ხოლო სახლნი ჩუენნი იჴსნნა.

Verse: 28   Link to exakLink to mcatLink to sept   
Page of ms. O: 89v  მოდრკა ერი იგი და თაყუანისსცეს უფალსა და წარვიდეს და ყვეს ძეთა ისრაჱლისათა, ვითარცა ამცნო მათ მოსე და აჰრონ, ეგრეცა ყვეს.

Verse: 29   Link to exakLink to mcatLink to sept   
და იყო შუვაღამეს ოდენ, და უფალმან მოწყჳდა ყოველი პირმშოჲ ქუეყანასა ეგჳპტისასა პირმშოჲთგან ფარაოჲსით, [რომელი ჯდა საყდართა ზედა] ვიდრე პირმშოდმდე ტყჳსა, რომელი ჯდა ჯურღმულსა შიდა და ვიდრე პირმშოდმდე ყოვლისა პირუტყჳსა.

Verse: 30   Link to exakLink to mcatLink to sept   
აღდგა ფარაო ღამე და ყოველნი მსახურნი მისნი და ყოველნი ეგჳპტელნი და იყო ღაღადებაჲ დიდი ყოველსა ეგჳპტესა, რამეთუ არა იყო სახლი, რომელსამცა შინა არა იყო მკუდარი.

Verse: 31   Link to exakLink to mcatLink to sept   
მოუწოდა ფარაო მოსეს და აჰრონს და ჰრქუა მათ ღამე: აღდეგით და განვედით ერისაგან ჩემისა თქუენ და ძენი ისრაჱლისანი და ჰმსახურეთ უფალსა ღმერთსა თქუენსა, ვითარცა-ეგე იტყჳთ.

Verse: 32   Link to exakLink to mcatLink to sept   
ცხოვარი და ზროხაჲ თქუენი განასხთ და ვიდოდეთ, ვითარცა-ეგე სთქუთ, არამედ მაკურთხეთ მეცა.

Verse: 33   Link to exakLink to mcatLink to sept   
აიძულებდეს მეეგჳპტელნი იგი ძეთა ისრაჱლისათა მწრაფლ განსლვად ქუეყანით ეგჳპტით, რამეთუ თქუეს, ვითარმედ: ჩუენ ყოველნი მოვწყდით.

Verse: 34   Link to exakLink to mcatLink to sept   
აღიღო ერმან მან ცმელი იგი ვიდრე შესუარვადმდე თბისა მათისა, შეყოფილი სამოსლითა მათითა და აღიკიდეს ზურგსა მათსა.

Verse: 35   Link to exakLink to mcatLink to sept   
ხოლო ძეთა ისრაჱლისათა ეგრე ყვეს, ვითარცა უბრძანა მათ მოსე. ითხოვეს ჭურჭერი ოქროჲსაჲ და ვეც/ხლისაჲ Page of ms. O: 90r  და სამოსელი.

Verse: 36   Link to exakLink to mcatLink to sept   
და უფალმან მოსცა მადლი ერსა თჳსსა წინაშე ეგჳპტელთა მათ და ათხოვეს მათ. და გამოტყუენნეს ეგჳპტელნი იგი.

Verse: 37   Link to exakLink to mcatLink to sept   
წარმოვიდეს ძენი ისრაჱლისანი რამესით სოქოთად ექუს[ას] ათასი მამაკაცი მკჳრცხლი გარეშე ჭურჭლისა მათისა.

Verse: 38   Link to exakLink to sept   
და მწირი გამოჰყვა მათ მრავალი, ცხოვარი და ზროხაჲ და კარაული ფრიად.

Verse: 39   Link to exakLink to mcatLink to sept   
და შეიცვალეს ცმელოვანი იგი, რომელ გამოიღეს ეგჳპტით, ყურბეულად უცომოდ, რამეთუ ვერ შესუარეს, და გამოასხნეს იგინი ეგჳპტელთა მათ, რამეთუ ვერ უძლებდეს დათმენად, ვერცა-ღა საზრდელი იქმნეს საგზლად.

Verse: 40   Link to exakLink to mcatLink to sept   
ხოლო მწირობაჲ ძეთა ისრაჱლისათაჲ, რავდენ მწირობდეს იგინი და მამანი მათნი ქუეყანასა ეგჳპტისასა და ქუეყანასა ქანაანისასა, ოთხ ას ოც და ათ წელ.

Verse: 41   Link to exakLink to mcatLink to sept   
და იყო შემდგომად ოთხ ას ოც და ათისა წლისა. გამოვიდა ყოველი ერი უფლისაჲ ქუეყანით ეგჳპტით.

Verse: 42   Link to exakLink to mcatLink to sept   
პირველი საჴუმილავი არს ესე გამოყვანებაჲ მათი ქუეყანით ეგჳპტით. იგი ღამე არს და ესე პირველი საცავი არს უფლისაჲ და ყოველთა შოვრის ძეთა ისრაჱლისათა იყოს ესე და ნათესავსა მათსა.

Verse: 43   Link to exakLink to mcatLink to sept   
ეტყოდა უფალი მოსეს და აჰრონს და ჰრქუა: ესე შჯული იყავნ ზატიკისაჲ: ყოველმან უცხო თესლმან არა ჭამოს მისგანი.

Verse: 44   Link to exakLink to mcatLink to sept   
და ყოველმან მონამან ვისმანვე და ვეცხლით სყიდულმან წინა/-დაიცჳთოს Page of ms. O: 90v  და ეგრე ჭამოს მისგანი.

Verse: 45   Link to exakLink to mcatLink to sept   
მწირმან და სასყიდლით დადბინებულმან არა ჭამოს მისგანი.

Verse: 46   Link to exakLink to mcatLink to sept   
ერთსა სახლსა შინა შჭამდეთ, არა დაუტეოთ ჴორცისა მისგანი განთიადმდე და არა განიღო ჴორცისა მისგანი გარე, ძუალი არა შეჰმუსრო მისგანი.

Verse: 47   Link to exakLink to mcatLink to sept   
ყოველმან კრებულმან ძეთა ისრაჱლისათამან ყოს ესე.

Verse: 48   Link to exakLink to mcatLink to sept   
უკუეთუ ვინმე მწირი მოგიჴდეს თქუენ ყოფად ზატიკისა ამის უფლისა, წინა-დასცჳთო ყოველსავე წულსა მისსა და მაშინ-ღა მოვიდეს და იყოს იგი ვითარცა მკჳდრი ქუეყანისაჲ. ყოველმან წინა-დაუცუეთელმან არა ჭამოს მისგან.

Verse: 49   Link to exakLink to mcatLink to sept   
შჯული ერთი იყოს მსოფლიოჲსაჲ და მწირისაჲ, რომელი მოსრულ იყოს თქუენ შოვრის.

Verse: 50   Link to exakLink to mcatLink to sept   
და ყვეს ძეთა ისრაჱლისათა, ვითარცა უბრძანა და ამცნო უფალმან მოსეს და აჰრონს მათა მიმართ ეგრეცა ყვეს.

Verse: 51   Link to exakLink to mcatLink to sept   
და იყო მას დღესა შინა გამოიყვანნა ძენი ისრაჱლისანი ეგჳპტით ძალითურთ მათით.

Next part



This text is part of the TITUS edition of Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 18.11.2023. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.