TITUS
Biblia Mcxetica
Part No. 761
Previous part

Chapter: 29 
Verse: 1  Link to oskijer Link to sept   ვაჲ ქალაქსა არიილსა, რომელსა დავით ებრძოლა, შეკრიბენით ხუარბალნი წელიწდისანი წელიწადსა ზედა, რამეთუ შჭამოთ მოაბსა თანა,

Verse: 2  Link to oskijer Link to sept   
რამეთუ ვაჭირვო არიილსა. და იყოს ძალი მისი და სიმდიდრე ჩემდა.

Verse: 3  Link to oskijer Link to sept   
და მოვადგე შენ ზედა, ვითარცა დავით, და განვაწყო შენთჳს პატნეზი. და დავადგინე შენთჳს გოდოლნი.

Verse: 4  Link to oskijer Link to sept   
და დამდაბლდენ სიტყუანი შენნი ქუეყანად და დაჴდენ სიტყუანი შენნი ქუეყანად მიმართ, და იყოს, ვითარცა მჴმობელნი ქვეყანით გამო, ჴმა შენი და იატაკისა მიმართ ჴმა შენი მოუძლურდეს.

Verse: 5  Link to oskijer Link to sept   
და იყოს, ვითარცა მტუერი ურმისთვალისაგან, სიმდიდრე უთნოთა და ვითარცა ბრე მიმოღებული.

Verse: 6  Link to oskijer Link to sept   
და იყოს, ვითარცა წერტილი, მეყსა შინა უფლისა მიერ საბაოთისა, რამეთუ ზედმოხედვა იყოს ქუხილისა თანა და ძრვის, და ჴმისა დიდისა ნიავქარი მომავალი და ალი ცეცხლისა შემჭამელი.

Verse: 7  Link to oskijer Link to sept   
და იყოს, ვითარცა ზმანებული ძილსა შინა, სიმდიდრე ყოველთა წარმართთა, რავდენთა ილაშქრეს იერუსალიმსა ზედა და ყოველთა გალაშქრებულთა ისრაილსა ზედა, და ყოველნი შეკრებულნი მის ზედა და მაჭირვებელნი მისნი.

Verse: 8  Link to oskijer Link to sept   
და იყვნენ, ვითარცა ძილსა შინა მსუმელნი და მჭამელნი, და აღ-რადგიან, ამაო იყვის სიზმარი მათი და ვითარსახედ იზმანებს წყურიელი ვითარცა მსუმელი, და აღ-რა-დგის, მერმე სწყურინვე, ხოლო სული მისი ცალიერად ესვიდა, ეგრეთ იყოს სიმდიდრე ყოველთა წარმართთა, რავდენთა განილაშქრეს იერუსალიმსა ზედა და მთასა სიონსა.

Verse: 9  Link to oskijer Link to sept   
დაიჴსნენით და განჰკერთით და მებრუე იქმნენით არა თაფლუჭისაგან, არცა ღჳნისაგან,

Verse: 10  Link to oskijer Link to sept   
რამეთუ გუასვა ჩუენ უფალმან სული ლმობიერებისა. და დაუწუხნეს თვალნი მათნი და წინაწარმეტყუელთა მათთანი და მთავართა მათთანი, რომელნი ხედვენ ფარულთა.

Verse: 11  Link to oskijer Link to sept   
და იყვნენ თქვენდა ყოველნი ესე სიტყუანი, ეითარცა სიტყუანი წიგნისა ამის დაბეჭდულისანი, რომელნი-იგი მისციან კაცსა ზედმიწევნულსა წერილთასა და ჰრქუან: აღმოიკითხე ესე! და ჰქვის: ვერ ძალ-მიც აღმოკითხვად, რამეთუ დაბეჭდულ არს.

Verse: 12  Link to oskijer Link to sept   
და მიეცეს წიგნი ესე ჴელთა კაცისა არ ზედმიწევნულისა წერილთასასა და ჰრქვან მას: წარიკითხე ესე! და თქუას: არ ზედმიწევნულ ვარ წერილთა.

Verse: 13  Link to oskijer Link to sept   
და თქუა უფალმან: მახს მე ერი ესე, გაგებითა პატივ-მცემენ მე, ხოლო გული მათი შორს განყენებულ არს ჩემგან, და ამაოდ თნობენ ჩემდამო მასწავლელნი ნამცნებთა კაცთასა და მოძღუარებათა.

Verse: 14  Link to oskijer Link to sept   
ამისთჳს, აჰა, მე შევსძინო გარდაცვალვბა ერისა ამის და გარდავცვალნე იგინი, და წარვწყმიდო სიბრძნე ბრძენთა და გულისჴმის-ყოფა გულისჴმიერთა დავფარო.

Verse: 15  Link to oskijer Link to sept   
ვაჲ, რომელნი ღრმასა განზრახვასა ჰყოფენ და არა უფლისა მიერ. ვაჲ, რომელნი ფარულსა განზრახვასა ჰყოფენ და არიან ბნელსა შინა საქმენი მათნი, და იტყჳან: ვინ გჳლხინა ჩვენ? და ვინ გჳცნნეს ჩვენ, ანუ რომელთა ჩვენ ვჰყოფთ?

Verse: 16  Link to oskijer Link to sept   
არა ვითარცა თიჴა მეკეცისა შეირაცხოსა? ნუ ჰრქვასა აღზელილმან აღმზელელსა: არა შენ აღმზილე მე? ანუ შექმნულმან შემოქმედსა: არა გულისჴმიერად შემქმენ მე.

Verse: 17  Link to oskijer Link to sept   
არღა მერმე მცირედ ჟამისა, და გარდაიცვალოს ლიბანი, ვითარცა მთა ქერმელი, და მთა ქერმელი მაღნარად შეირაცხოს.

Verse: 18  Link to oskijer Link to sept   
და ისმენდენ მას დღესა შინა ყურნი სიტყვათა წიგნისათა და ბნელისშინანი და ნისლისშინანი თვალნი ბრმათანი ხედვიდენ.

Verse: 19  Link to oskijer Link to sept   
და იშუებდენ გლახაკნი უფლისა მიერ მხიარულებით, და განწირულნი კაცთაგანნი სიხარულით.

Verse: 20  Link to sept   
მოაკლდა უშჯულოჲ და წარწყმდა ამპარტავანი და მოისრნეს, რომელნი უშჯულოებდეს უკეთურებასა ზედა,

Verse: 21  Link to oskijer Link to sept   
და რომელნი მცოდველ-ჰყოფენ კაცთა სიტყვისა მიერ, ხოლო ყოველთა მამხილებელთა ბჭეთა ზედა საბრჴესა დაუდებენ, და გუერდქცეულყვეს უსამართლოთა მიერ მართალი.

Verse: 22  Link to oskijer Link to sept   
ამისთჳს ამათ იტყჳს უფალი სახლსა ზედა იაკობისსა, რომელი განისაზღვრა აბრაჰამისგან: არსირცხჳლეულ იქმნეს აწ იაკობი, არცა პირი გარდაცვალოს აწ ისრაჱლმან,

Verse: 23  Link to oskijer Link to sept   
არამედ ოდეს იხილნენ შვილთა მათთა საქმენი ჩემნი ჩემთჳს, წმიდაყონ სახელი ჩემი, და წმიდა-ყონ წმიდაჲ იგი იაკობისი, და ღმერთსა ისრაელისასა ეშიშვოდიან.

Verse: 24  Link to oskijer Link to sept   
და ცნან სულითა ცთომილთა გულისხმის-ყოფა, ხოლო მდრტჳნავთა ისწაონ მორჩილება და ენათა ბრგვნილთა ისწავონ თქუმად მშჳდობა.

Next part



This text is part of the TITUS edition of Biblia Mcxetica.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 22.3.2021. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.