TITUS
Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem
Part No. 278
Previous part

Chapter: 29  
Verse: 1   Link to mcat Link to sept   ვაჲ შენდა არიელ ქალაქსა, რომელსა დავით გბრძოდა. შეკრიბეთ ნაყოფი წელიწადითი წელიწადად, რამეთუ შჭამდეთ მოაბისა თანა.

Verse: 2   Link to mcat Link to sept   
ვაჭირო არიელსა, და იყოს ძალი და სიმდიდრჱ მისი ჩემდა,

Verse: 3   Link to mcat Link to sept   
და გარე-მგადგე შენ ვითარცა დავით, და გარე-მოგადგა შენ ლაშქარი, და გარე-მოგაშჱნო შენ გოდლები.

Verse: 4   Link to mcat Link to sept   
და დამდაბლდენ ქუეყანად სიტყუანი შენნი ვიდრე ქუესკნელადმდე, და დაჰმდაბლდე ქუეყანად: იტყოდი და სიტყუანი შენნი შთაჴდენ ქუეყანად, და იყოს ვითარცა რომელნი ქუეყანით ჴმობედ ჴმაჲ შენი, და იატაკადმდე ქუეყანისა ჴმაჲ შენი მოუძლურდეს.

Verse: 5   Link to mcat Link to sept   
და იყოს, ვითარცა მტუერი კედლისაჲ, სიმდიდრჱ იგი ყოველთა მათ უღმრთოთაჲ, და ვითარცა მიწაჲ რომელი მოაქუნ ქარსა, და იყოს ვითარცა თუალისა წამსა მეყსეულად

Verse: 6   Link to mcat Link to sept   
უფლისა მიერ ყოვლისა-მპყრობელისა, რამეთუ მოხედვა ყოს მისა, ქუხილითა და ძრვითა და ჴმითა დიდითა, და ნიავქარითა მოწევნულითა, და ალითა ცეცხლისა შემწუველისაჲთა,

Verse: 7   Link to mcat Link to sept   
და იყოს ვითარცა სიზმარი ძილსა შინა ღამჱ, სიმდიდრჱ იგი ყოველთა მათ წარმართთაჲ, რომელნი იგი განეწყვნეს იჱრუსალემსა ზედა, და ყოველნი რომელნი აღდგომილ იყვნეს ისრაჱლსა ზედა და ყოველნი რომელნი შეკრებულ იყვნეს იჱრუსალემსა ზედა, და რომელნი აჭირვებდეს მას,

Verse: 8   Link to mcat Link to sept   
და იყვნედ ვითარცა რომელნი ძილსა შინა ჭამედ და სუმედ, და აღ-რაჲ-დგიან ცუდ არნ ჩუენებაჲ იგი მათი: და ვითარცა რომელსა ძილსა შინა სწყურინ, და სუამნ, და აღ-რაჲ-დგის მერმე სწყურინვე, ხოლო სული Page of ms. J: A60r  მისი/ ცუდად ესვიდა: ესრე იყოს სიმდიდრე იგი ყოველთა წარმართთაჲ რომელნი იგი განეწყვნეს იჱრუსალემსა ზედა და მთასა სიონსა,

Verse: 9   Link to mcat Link to sept   
გიკჳრდინ და განკერთით, და დაითრვენით ნუ ღჳნისაგან და შესულებით ნუ თაფლუჭისაგან, ნუცა ღჳნითა აღიძრვით,

Verse: 10   Link to mcat Link to sept   
რამეთუ მასუა ჩუენ უფალმან სული მწუხარებისაჲ, და გიწუხნეს თუალნი თქუენნი და მთავართა თქუენთანი და წინაწარმეტყუელთა თქუენთანი, რომელნი ხედვენ დაფარულსა.

Verse: 11   Link to mcat Link to sept   
და იყვნენ ყოველნი ესე სიტყუანი, ვითარცა სიტყუანი წიგნისა დაბეჭდულისანი, რომელი იგი მისციან კაცსა მეცნიერსა წიგნისასა, და ჰრქჳან, აღმოიკითხე ესე, და ჰრქჳს, ვერ ძალ-მიც აღმოკითხვად, რამეთუ დაბეჭდულ არს.

Verse: 12   Link to mcat Link to sept   
და მიეცეს წიგნი ესე ჴელსა კაცისასა, რომელ არა იცის წიგნი, და ჰრქჳან მას, აღმოიკითხე ესე, და ჰრქჳს, არა ვიცი წიგნი.

Verse: 13   Link to mcat Link to sept   
და თქუა უფალმან, მახლობელ არს ჩემდა ერი ესე პირითა მათითა, და ბაგითა მათითა მადიდებენ მე: ხოლო გულნი მათნი შორად განყენებულ არიან ჩემგან. ცუდად მსახურებენ მე, აწავებენ მცნებასა კაცთასა და მო<ძ>ღურებასა.

Verse: 14   Link to mcat Link to sept   
ამისთჳს ესერა შევსძინო გარდაცვალებად ერისა ამის, და გარდავცვალნე იგინი, და მოუღო სიბრძნე ბრძენთა, და გულის-ჴმის-ყოფაჲ იგი გულის-ჴმის-მყოფელთაჲ დაუფარო.

Verse: 15   Link to mcat Link to sept   
ვაჲ მათდა რომელნი ღრმად ჰყოფენ ზრახვასა და არა უფლისა მიერ, რომელნი იდუმალ ზრახვა<სა> ჰყოფენ, და იყვნენ ბნელსა შინა საქმენი მათნი. და თქუან: ვინ მხედავს ჩუენ და ვინ მიცნას, რომელსა ესე ჩუენ ვიქმთ.

Verse: 16   Link to mcat Link to sept   
ანუ არა ვითარცა თიჴაჲ მეკეცისაჲ შერაცხილ ხართ თქუენ, ნუ ჰრქჳს სადა მე ქმნულმან მოქ<მ>ედსა თჳსსა, არა შემქმენ. ანუ დაბადებულმან დამბადებელსა: Page of ms. J: A60v  არა მეცნიერად შემქმენ მე./

Verse: 17   Link to mcat Link to sept   
არა მცირედისა ჟამისა შემდგომად და გარდაიცვალოს ლიბანჱ, ვითარცა მთაჲ ქერმელისაჲ, და ქერმელი მაღნარად შეირაცხოს.

Verse: 18   Link to mcat Link to sept   
და ესმოდის მას დღესა შინა ყრუთა სიტყუანი მის წიგნისანი, და რომელნი ბნელსა შინა იყვნენ, და ნისლსა თუალნი ბრმათანი ხედვიდენ.

Verse: 19   Link to mcat Link to sept   
და იხარებდენ გლახაკნი უფლისა მიმართ სიხარულით. და განწირულნი კაცთაგანნი აღივსნენ მხიარულებითა. <. . .>

Verse: 21   Link to mcat Link to sept   
<. . .> და ყოველთა მამხილებელთა ბჭეთა ზედა დასაბრკოლებელი დაუდვან.

Verse: 22   Link to mcat Link to sept   
ამისთჳს ამას იტყჳს უფალი, სახლსა ზედა იაკობისსა, რომელი გამოირჩია აბრაჰამისგან, არა აწ ჰრცხუენოდის იაკობსა, არცა აწ პირი მისი გარე-მიიქციოს.

Verse: 23   Link to mcat Link to sept   
არამედ რაჟამს იხილნენ შვილთა მათთა საქმენი ჩემნი, ჩემთჳს წმიდა ყონ სახელი ჩემი, და წმიდა ყონ წმიდაჲ იგი იაკობისი: და ღმრთისათჳს ისრაჱლისა ეშინოდის,

Verse: 24   Link to mcat Link to sept   
და ცნან შეცთომილთა სულითა გულის-ჴმის-ყოფაჲ, და რომელნი დრტჳნვიდენ ისწაონ სმენად, და ენათა ბრგუნვილთა ისწავონ სითყუად მშჳდობისა.

Next part



This text is part of the TITUS edition of Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 18.11.2023. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.