TITUS
Biblia Mcxetica
Part No. 783
Previous part

Chapter: 51 
Verse: 1  Link to oskijer Link to sept   ისმინეთ ჩემი, რომელნი სდევთ სამართალსა და ეძიებთ უფალსა. მიხედენით მყარისა მიმართ კლდისა, რომელი გამოჰკუეთეთ და მთხრებლად მღჳმესა, რომელი აღმოჰჴნარცუეთ.

Verse: 2  Link to oskijer Link to sept   
მიხედენით აბრაჰამის მიმართ, მამისა თქუენისა, და სარრა მლმობელისა თქუენისა, რამეთუ ერთი იყო და უწოდე მას, და ვაკურთხე იგი, და შევიყვარე იგი და განვამრავლე იგი.

Verse: 3  Link to oskijer Link to sept   
და შენცა აწ ნუგეშინის-გცე, სიონ, და ნუგეშინის-ვსცე ყოველთა ოჴერთა მისთა და დავსხნე ოჴერნი მისნი, ვითარცა სამოთხე შუებისა, და დასავალითკერძონი მისნი, ვითარცა სამოთხე უფლისაჲ. შუებაჲ და მხიარულებაჲ ჰპოონ მას შინა, აღსაარება და ჴმაჲ ქებისა.

Verse: 4  Link to oskijer Link to sept   
ისმინეთ ჩემი ერმან ჩემმან და მეფეთა ჩემდამო ყურად-იღეთ, რამეთუ შჯული ჩემ მიერ გამოვიდეს და სასჯელი ჩემი ნათლად წარმართთა.

Verse: 5  Link to oskijer Link to sept   
მოახლებულ არს ადრე სიმართლე ჩემი და გამოვიდეს ნათლად მაცხოვარებაჲ ჩემი, და მკლავისა მიმართ ჩემისა წარმართნი ესვენ. მე ჭალაკნი მელიან და მკლავისა მიმართ ჩემისა ესვენ.

Verse: 6  Link to oskijer Link to sept   
აღიხუენით ცად მიმართ თვალნი თქუენნი და დაჰხედენით ქუეყანად თქვენ ქუე, რამეთუ ცაჲ, ვითარცა კუამლი, დაემყარა, ხოლო ქვეყანაჲ, ვითარცა სამოსელი, დაძუელდეს. ხოლო დამკჳდრებულნი მისნი, ვითარცა იგინი, მოკუდებიან. ხოლო მაცხოვარებაჲ ჩემი უკუნისამდე იყოს და სიმართლე ჩემი არა მოაკლდეს.

Verse: 7  Link to oskijer Link to sept   
ისმინეთ, რომელთა იცით შჯაჲ, ერო ჩემო, რომლისა შჯული ჩემი გულსა შინა არს თქუენსა! ნუ ეშიშვით ყუედრებასა კაცთასა და გიობასა მათსა ნუ იძლევით,

Verse: 8  Link to oskijer Link to sept   
რამეთუ ვითარცა სამოსელი შეიჭამოს ჟამისაგან და ვითარცა მატყლი შეიჭამოს მღილისა მიერ, ხოლო სიმართლე ჩემი უკუნისამდე იყოს და მაცხოვარება ჩემი ნათესავებსა ნათესავთასა.

Verse: 9  Link to oskijer Link to sept   
აღდეგ, აღდეგ, იერუსალიმ, და შეიმოსე ძალი მკლავისა შენისა, აღდეგ ვითარცა დასაბამისშორისსა დღესა, ვითარცა ნათესავი საუკუნე, არა შენ ხარა უამპარტავნო იგი, რომელმან მოსწყალ ვეშაპი?

Verse: 10  Link to oskijer Link to sept   
არა შენ ხარა, რომელმან მოაოჴრე ზღუაჲ. წყალი სიმრავლე უფსკრულისა? რომელმან დასდევ სიღრმე ზღჳსა გზად წიაღსავალად გამოჴსნილთა და განრინებულთა,

Verse: 11  Link to oskijer Link to sept   
რამეთუ უფლისა მიერ მოიქცენ და მოვიდენ სიონდ შუებითა და მხიარულებითა საუკუნოჲთა, რამეთუ თავსა მათსა ზედა შუებაჲ და მხიარულებაჲ ეწიოს მათ. წარჴდა სალმობაჲ, მწუხარებაჲ, და სულთქმაჲ.

Verse: 12  Link to oskijer Link to sept   
მე ვარ, მე ვარ ნუგეშინისმცემელი შენი; ცან, ვითარად მყოფი შიშნეულ იქმენ კაცისაგან მოკუდავისა და ძისაგან კაცისა, რომელნი ვითარცა თივანი განჴმეს.

Verse: 13  Link to oskijer Link to sept   
და დაივიწყე ღმერთი შემოქმედი შენი და შემოქმედი ცისა და ქუეყანისა და ეშიშოდე ყოველთა დღეთა პირსა გულისწყრომისა მაჭირვებელისა შენისასა, ვითარსახედ განიზრახა აღებაჲ შენი და აწ სადა არს გულისწყრომაჲ მაჭირვებელისა შენისა?

Verse: 14  Link to oskijer Link to sept   
რამეთუ ცხოვნებასა შინა შენსა არა დადგეს, არცა დაიყოვნოს. არ მოაკუდინოს განსახრწნელად და არა მოაკლოს პური მისი,

Verse: 15  Link to oskijer Link to sept   
რამეთუ მე ვარ უფალი ღმერთი შენი, რომელი შევძრავ ზღუასა და ვაოჴრებ ღელვათა მისთა - უფალი, უფალი საბაოთ, - სახელი ჩემი.

Verse: 16  Link to oskijer Link to sept   
დავსხნე სიტყუანი ჩემნი პირსა შინა შენსა და საგრილსა ქუეშე ჴელისა ჩემისასა დაგფარო შენ, რომლისა მიერ დავამტკიცე ცაჲ და დავაფუძნე ქუეყანაჲ და ვარქუ სიონსა: ერი ჩემი ხარ.

Verse: 17  Link to oskijer Link to sept   
აღდეგ, აღდეგ, აღემართე იერუსალიმ! მსმელო ჴელისაგან უფლისა სასუმელსა გულისწყრომისა მისისასა, რამეთუ სასუმელი დაცემისა, ბარძიმი გულისწყრომისა ჩემისა, შესვი და წარმოაცალიერე.

Verse: 18  Link to oskijer Link to sept   
და არა იყო ნუგეშინისმცემელი შენი ყოველთაგან შვილთა შენთა, რომელნი ჰშვენ. და არა იყო შემწე ჴელისა შენისა, არცა ყოველთაგან ძეთა შენთა, რომელნი აღამაღლენ.

Verse: 19  Link to oskijer Link to sept   
ორნი ესე მჴდომ შენდა, ვინ შეწუხნეს შენ თანა? დაცემაჲ და შემუსრვაჲ, სიყმილი და მახჳლი, ვინ ნუგეშინის-გცეს შენ?

Verse: 20  Link to oskijer Link to sept   
ძენი შენნი წარწირულნი, მძინარენი კიდესა ზედა ყოვლისა გამოსავალისასა, ვითარ ჭაკუნტელი კერძომგბარი, რომელნი სავსე არიან გულისწყრომითა უფლისაჲთა, დაჴსნილნი უფლისა მიერ ღმრთისა.

Verse: 21  Link to oskijer Link to sept   
ამისთჳს ისმინე დამდაბლებულმან და მთრვალმან არღვინისგან.

Verse: 22  Link to oskijer Link to sept   
ესრეთ იტყჳს უფალი ღმერთი, განმკითხუველი ერისა მისისა: აჰა, მოვიღე ჴელისაგან შენისა სასუმელი დაკუეთებისა, ბარძიმი გულისწყრომისა ჩემისა, და არა შესძინო სუმად მისსა.

Verse: 23  Link to oskijer Link to sept   
მერმე მივსცე იგი ჴელებსა მიმმძლავრებელთა შენთასა და დამამდაბლებელთა შენთასა, რომელთა ჰრქუეს სულსა შენსა: მოდერკ, რაჲთა წარჰვლოთ და დაჰსხენ სწორად ქუეყანისა საშუალნი შენნი გარეშე თანწარმავალთათჳს.

Next part



This text is part of the TITUS edition of Biblia Mcxetica.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 22.3.2021. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.