TITUS
Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem
Part No. 300
Previous part

Chapter: 51  
Verse: 1   Link to mcat Link to sept   ისმინეთ ჩემი რომელნი სდევთ სამართალსა, და ეძიებთ უფალსა: მიხედეთ მყარსა მას კლდესა, რომლისაგან გამოიკოდენით, და ღრმასა მას ჯურღმულსა, რომლისაგან აღმოითხარენით.

Verse: 2   Link to mcat Link to sept   
მიხედეთ აბრაჰამს მამასა თქუენსა, Page of ms. J: A85r  და სარრას მშობელსა თქუენსა, რამეთუ ერთი იყო,/ და უწოდე მას, და ვაკურთხე იგი, და შევიყუარე იგი, და განვამრავლე იგი.

Verse: 3   Link to mcat Link to sept   
და შენ აწ ნუგეშინის-გცე სიონ, და ნუგეშინის-ვსცე ყოველთავე ოჴერთა შენთა, და დავსხნე ყოველნი უდაბნონი შენნი, ვითარცა სამოთხე საშუებელისაჲ, და მზის-დასავალით მისით, ვითარცა სამოთხე ღმრთისაჲ, სიხარული და მხიარულებაჲ პოონ მას შინა, აღსაარებაჲ, და ჴმაჲ ქებისაჲ.

Verse: 4   Link to mcat Link to sept   
ისმინეთ ჩემი, ისმინეთ ჩემი, და მეფეთა ყურად-იღეთ ჩემი, რამეთუ შჯული ჩემი მიერ გამოვიდეს, და საშჯელი ჩემი ნათლად წარმართთა.

Verse: 5   Link to mcat Link to sept   
მოახლებულ არს ადრე სიმართლჱ ჩემი, და გამოვიდეს ვითარცა ნათელი მაცხოვარებაჲ ჩემი, და მკლავსა ჩემსა წარმართნი ესვიდენ. მე ჭალაკნი მელიან, და მკლავსა ჩემსა ესვენ.

Verse: 6   Link to mcat Link to sept   
აღიხილენ<ი>თ ზეცად თუალნი თქუენნი, და მიხედეთ ქუეყანასა, რამეთუ ცაჲ ვითარცა კუამლი დამყარებულ არს, და ქუეყანაჲ ვითარცა სამოსელი დაძუელდეს. ხოლო დამკჳდრებულნი მისნი, ვითარცა იგინივე წარწყმდენ, და მაცხოვარებაჲ ჩემი უკუნისამდე იყოს, და სიმართლე ჩემი არა მოაკლდეს.

Verse: 7   Link to mcat Link to sept   
ისმინეთ ჩემი, რომელთა იცით სამართალი, ერო ჩემო, შჯული ჩემი გულთა შინა თქუენთა არს, ნუ გეშინინ ყუედრებისაგან კაცთაჲსა: შეურაცხებასა მათსა ნუ მოუძლუ<რ>დებით.

Verse: 8   Link to mcat Link to sept   
რამეთუ ვითარცა სამოსელნი მრავალ-ჟამისანი დაძუელდენ, და ვითარცა მატყლნი მღილთაგან შეიჭამნენ, ხოლო სიმართლე ჩემი უკუნისამდე ეგოს, და მაცხოვარებაჲ ჩემი თეს<ლ>ითი თესლამდე.

Verse: 9   Link to mcat Link to sept   
აღდეგ-აღდეგ, იჱრუსალემ, და შეიმოსე ძალი მკლავისა შენისაჲ: აღდეგ ვითარცა დასაბამსა მას დღეთასა, ანუ არა შენ ხარ.

Verse: 10   Link to mcat Link to sept   
რომელმან მოაოჴრე ზღუაჲ და წყალნი უფსკრულისანი მრავალნი. რომელმან დასდევ სიღრმე ზღჳსაჲ გზად წიაღ-სავალად განრინებულთა,

Verse: 11   Link to mcat Link to sept   
და ჴსნილთა. რამეთუ უფლისა მიერ მოიქცენ, და მოვიდენ სიონდ/ Page of ms. J: A85v  სიხარულითა და მხიარულებითა საუკუნოჲთა, რამეთუ თავსა ზედა მათსა იყოს ქებაჲ, და მხიარულებაჲ ეწიოს მათ. წარვიდა სალმობაჲ, მწუხარებაჲ, და სულთქუმაჲ.

Verse: 12   Link to mcat Link to sept   
მე ვარ რომელი ნუგეშინის-გცემ შენ მე თავადი. ცან რაჲ იგი იყავ. და შეგეშინა კაცისაგან მოკუდავისა, და ძისაგან კაცისა უცხოთესლისა, რომელნი იგი ვითარცა თივაჲ განჴმენ.

Verse: 13   Link to mcat Link to sept   
და დაივიწყე ღმერთი შემოქმედი შენი, რომელმან ქმნა ცაჲ და დააფუძნა ქუეყანაჲ: და გეშინოდენ შენ მარადის ყოველთა დღეთა, პირისაგან გულის-წყრომისა მაჭირვებელისა შენისა<ჲსა>, ვითარცა იგი ზრახა აღებად შენდა. და აწ სადა არს ღმერთი იგი მაჭირვებელისა მის შენისაჲ,

Verse: 14   Link to mcat Link to sept   
რამეთუ ცხორებასა მას შენსა ვერ დადგეს იგი, არცაღა დაყოვნოს.

Verse: 15   Link to mcat Link to sept   
რამეთუ მე ვარ უფალი ღმერთი შენი, რომელმან შევძრი ზღუაჲ, და ოხრიედ ღელვანი მისნი. უფალ ყოვლისა-მპყრობელ არს სახელი ჩემი,

Verse: 16   Link to mcat Link to sept   
და დავსხნე სიტყუანი ჩემნი პირსა შენსა, და საგრილსა ქუეშე ჴელისა ჩემისასა დაგიფარო შენ, რომლითა აღვჰმართენ ცანი, და დავაფუძნე ქუეყანაჲ, და ვარქუ სიონსა, ვითარმედ ერი ჩემი ხარი შენ.

Verse: 17   Link to mcat Link to sept   
განიღჳძე, განიღჳძე, აღდეგ იჱრუსალემ, რომელმან შეჰსუ ჴელისაგან უფლისა სასუმელი გულის-წყრომისა მისისაჲ, რამეთუ სასუმელი დაცემისაჲ, და ბარძიმი გულის-წყრომისა ჩემისაჲ შეჰსუ და წარმოაცალიერე.

Verse: 18   Link to mcat Link to sept   
და არა ვინ იყო ნუგეშინის-მცემელ შენდა ყოველთაგან შვილთა შენთა, რომელნი ჰშვენ, და არა არს რომელმანმცა აღგიპყრა ჴელი შენი ყოველთაგან ძეთა შენთა, რომელნი აღამაღლენ.

Verse: 19   Link to mcat Link to sept   
ორნი ესე არიან მჴდომ შენდა. ვინ მე შეწუხნეს შენ თანა, დაცემაჲ და შემუსრვაჲ, Page of ms. J: A86r  სიყმილი და მახჳლი, ვინ მე ნუგე/შინის-გცეს შენ.

Verse: 20   Link to mcat Link to sept   
ძეთა მათ შენთა, რომელნი იგი თავადნი ჴუებულ არიან, რომელთა ეძინა მებოძირთა ზედა ყოვლისა გზისათა. ვითარცა იგი ჭაკუნტელი ზოგს მგბარი, რომელი სავსე არს გულის-წყრომითა უფლისაჲთა, დაჴსნილ უფლისა მიერ ღმრთისა შენისა.

Verse: 21   Link to mcat Link to sept   
ამისთჳს ისმინე, დამდაბლებულო, რომელსა გთრავს, და არა ღჳნითა.

Verse: 22   Link to mcat Link to sept   
ესრე იტყჳს უფალი ღმერთი შენი, რომელი შჯის ერსა თჳსსა. აჰა ესერა მოგიღე ჴელისაგან შენისა სასუმელი დაცემისაჲ, ბარძიმი იგი გულის-წყრომისა ჩემისაჲ, და არღა შესძინო მერმე სუმად იგი.

Verse: 23   Link to mcat Link to sept   
და მივსცე იგი ჴელთა მავნებელთა შენთასა, და დამდაბლებელთა შენთასა, რომელთა ჰრქჳან სულსა შენსა მოდერკ, რაჲთა ზედა გარდაგჴდეთ შენ, და დასდევ ვითარცა მიწაჲ საშოვალი შენი წინაშე ყოველთა თანა-წარმავალთა.

Next part



This text is part of the TITUS edition of Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 18.11.2023. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.