TITUS
Biblia Mcxetica
Part No. 789
Previous part

Chapter: 57 
Verse: 1  Link to oskijer Link to sept   იხილეთ, ვითარ წარწყმდა მართალი, და არა ვინ მოელის გულითა და კაცნი მართალნი აღიხუმიან, და არა ვინ გულისხმა-ჰყოფს, რამეთუ პირისაგან სიცრუისასა აღებულ არს მართალი.

Verse: 2  Link to oskijer Link to sept   
იყოს მშჳდობით დაფლვაჲ მისი, აღღებულ არს შორისისაგან.

Verse: 3  Link to oskijer Link to sept   
ხოლო თქუენ, მოიყვანეთ აქა, ძენო უსჯულონო! თესლნო მემრუშისა და მეძვისანო!

Verse: 4  Link to oskijer Link to sept   
ვისსა შორის იშუებდით და ვისსა შორის აღაღეთ პირი თქუენი? და ვისსა ზედა განსძართ ენაჲ თქუენი? არა თქუენ ხართა შვილნი წარწყმედისანი, ნათესავნი უსჯულონი,

Verse: 5  Link to oskijer Link to sept   
რომელნი ევედრებოდეს კერპთა ხეთა ქუეშე ვარჯოვანთა, დამფლველნი შვილთა თქუენთანი ჴევთა შინა და შორის უვალ კლდეთასა,

Verse: 6  Link to oskijer Link to sept   
ადგილსა ლეღოვანსა? იგი შენდა ნაწილ, ესე შენდა სამკჳდრებელ. მათ განუფენდ მსხუერპლებსა, და მათ მიართუემდ საკლველებსა. ამათ ზედა უკუე არ განვრისხნეა? - იტყჳს უფალი, _

Verse: 7  Link to oskijer Link to sept   
მთასა ზედა მაღალსა და განსაცხრომელსა, მუნ საწოლი შენი და მუნ აღიხუენ მსხუერპლნი შენნი.

Verse: 8  Link to oskijer Link to sept   
და უკანა წყირთლთა კარისა შენისათა დაჰსხენ საჴსენებელნი შენნი მგონებელმან, ვითარმედ, უკეთუ განსდგე ჩემგან, უმეტესი რაჲმე გაქუს. შეიყუარენ მძინარნი შენ თანა და განამრავლე სიძვაჲ შენი მათ თანა.

Verse: 9  Link to oskijer Link to sept   
და მრავალნი ჰყუენ მრუშებად შორიელნი შენგან. მიავლინენ მოციქულნი მიერ კერძო საზღუართა შენთა და გარემიიქეც და დაჰმდაბლდი ვიდრე ჯოჯოხეთამდე.

Verse: 10  Link to oskijer Link to sept   
მრავალგზობათა შენთა დაჰშუერ და არა სთქუ: დავსცხრე. განძლიერებული იქმოდე ამათ, ამისთჳს არმემოქენე მე.

Verse: 11  Link to oskijer Link to sept   
შენ ვისგან წიწნეულსა შეგეშინა? და მეცრუე მე, და არ მომიჴსენე მე, არცა მომიღე მე გაგონებისა შორის შენისა, არცა გულისა შორის შენისა, და მე, მხილველი შენი, უგულებელს-გყოფ და ჩემგან არ შეიშინე.

Verse: 12  Link to oskijer Link to sept   
და მე მიუთხრობ სიმართლესა ჩემსა და ძჳრთა შენთა, რომელთა არარაჲ გარგონ შენ.

Verse: 13  Link to oskijer Link to sept   
ოდეს ჴმა-ჰყო, განგარინედ შენ ჭირსა შინა შენსა, რამეთუ ესე ყოველნი ქარმან მიიხუნეს და არარა-ყუნეს იგინი ნიავქარმან, ხოლო შემოდგომილთა ჩემთა მოიგონ ქუეყანაჲ და დაიმკჳდრონ მთა წმიდაჲ ჩემი.

Verse: 14  Link to oskijer Link to sept   
და თქუენ განწმიდენით პირისაგან მისისა გზანი და აღიღეთ საბრჴე გზისაგან ერისა ჩემისა.

Verse: 15  Link to oskijer Link to sept   
ამათ იტყჳს უფალი მაღალი, მაღალთა შინა დამკჳდრებული, საუკუნე წმიდაჲ წმიდათა შორის, სახელი მისი უფალი მაღალი, წმიდათა შორის განსუენებული და სულმოკლეთა მიმცემელი სულგრძელებისა და მიმცემელი ცხორებისა შემუსრვილთა გულითა.

Verse: 16  Link to oskijer Link to sept   
არა საუკუნომდე შურ-ვიგო თქუენგან, არცა მიმდემად განგარისხნე თქუენ, რამეთუ სული ჩემგან გამოვიდეს და მშჳნვაჲ ყოველი მე შევქმენ.

Verse: 17  Link to oskijer Link to sept   
ცოდვისათჳს მცირისა შევაწუხე იგი და დავეც იგი, და მივიქციე პირი ჩემი მისგან, და შეწუხნა და ვიდოდა მჭმუნვარე წინაშე ჩემსა, გზათა შორის გულისა მისისათა.

Verse: 18  Link to oskijer Link to sept   
გზანი მისნი ვიხილენ, და განვკურნე იგი და ნუგეშინის-ვეც მას. და მივეც მას ნუგეშინის-ცემა ჭეშმარიტი მგლოვარეთა მათ.

Verse: 19  Link to oskijer Link to sept   
დავბადე ნაყოფი მშჳდობაჲ მშჳდობასა ზედა, რომელნი ახლოს და რომელნი შორს არიან. და თქუა უფალმან: განვკურნნე იგინი.

Verse: 20  Link to oskijer Link to sept   
ხოლო ცრუნი, ვითარცა ზღუაჲ აღდუღებული, ეგრეთ იღელვებოდიან და განსუენებად ვერ შემძლებელ იყუნენ.

Verse: 21  Link to oskijer Link to sept   
არა არს სიხარული უთნოთა, - იტყჳს უფალი ღმერთი.

Next part



This text is part of the TITUS edition of Biblia Mcxetica.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 22.3.2021. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.