TITUS
Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem
Part No. 306
Previous part

Chapter: 57  
Verse: 1   Link to mcat Link to sept   იხილეთ ვითარ წარწყმდა მართალი იგი, და არა ვინ მოელის გულითა. Page of ms. J: A89v  და კაცნი მარ/თალნი აღიღებიან და არა ვინ განიცდის, რამეთუ პირისაგან სიცრუისა აღებულ არს მართალი.

Verse: 2   Link to mcat Link to sept   
და იყოს მშჳდობით საფლავი მისი. აღებულ არს შორის.

Verse: 3   Link to mcat Link to sept   
ხოლო თქუენ მოიყვანეთ აქა, ძენო უშჯულონო, ნათესავნო <მე>მრუშეთანო, და მეძვისანო,

Verse: 4   Link to mcat Link to sept   
რომელითა იგი იშუებდით, და ვის ზედა აღაღეთ პირი თქუენი, და ვის ზედა განსძართ ენაჲ თქუენი. ანუ არა თქუენ ხართ შვილნი წარწყმედისანი, ნათესავნი უშჯულონი,

Verse: 5   Link to mcat Link to sept   
რომელნი ევედრებით კერპთა ხეთა ქუეშჱ სერტყოვანთა, და დაუკლევდით შვილთა თქუენთა ჴევთა შინა და შორის კლდეთა და ადგილთა ღელეთასა.

Verse: 6   Link to mcat Link to sept   
იგი არს ნაწილი შენი, და ესე არს სამკჳდრებელი შენი, და მათა შესწირენ შესაწირავნი შენნი, და მათ მიართუენ მსხუერპლნი შენნი. აწ ამათ ზედა არა მე განარისხნეა, იტყჳს უფალი.

Verse: 7   Link to mcat Link to sept   
მთასა ზედა მაღალსა და განსაცხრომელსა, მუნ არს საწოლი შენი. მუნ მიიხუენ მსხუერპლნი შენნი ზურგით კერძო.

Verse: 8   Link to mcat Link to sept   
და წირთხლთა თანა კარისა შენისათა დასდევ საჴსენებელი შენი. უკუეთუ ჩემგან განსდგი, უფროჲს რაჲ მე გევნოს, რამეთუ შეიყუარენ მწოლნი იგი შენ თანა.

Verse: 9   Link to mcat Link to sept   
და განამრავლენ სიძვანი შენნი მათ თანა, და მრავალნი ჰყვნენ შორს შენგან, და მიავლინენ მოციქულნი მიერ კერძო საზღვართა შენთა, დაჰმდაბლდი ვიდრე ჯოჯოხეთადმდე.

Verse: 10   Link to mcat Link to sept   
მრავალთა გზათა შენთა დაჰშუერ, და არა სთქუ ვითარმედ დავაცადო, რამეთუ განსძლიერდი, და ჰქმენ ესე. ამისთჳსცა არა მევედრე მე.

Verse: 11   Link to mcat Link to sept   
ვისა ჰზრუნევდ, და შეგეშინა, და მეცრუვე მე და არა მომიჴსენა მე, და არა განიზრახე გონებითა შენითა, და არა დამიდევ გულსა შენსა, და მე ხილვით გიხილე, და უგულებელს-გყავ შენ, და ჩემდა არა შეიშინა შენ.

Verse: 12   Link to mcat Link to sept   
და მე Page of ms. J: A90r  გითხრა სიმართლჱ ჩემი, და უკეთურებაჲ შენი,/ რომელმან არაჲ გარგოს შენ.

Verse: 13   Link to mcat Link to sept   
რაჟამს ჰღაღადებდე შენ მათა მიმართ, განგარინად შენ ჭირისაგან შენისა, რამეთუ ესე ყოველნი ქარმან წარიხუნეს, და ნიავქარმან განაბნინეს, ხოლო რომელნი მე მესვენ, დაემტკიცნენ ქუეყანასა ზედა, და დაიმკჳდრონ მთასა წმიდასა ჩემსა,

Verse: 14   Link to mcat Link to sept   
და თქუან: განწმიდენით პირისა მისისაგან გზანი, და აღიღეთ დასაბრკოლებელი გზისაგან ერისა ჩემისა.

Verse: 15   Link to mcat Link to sept   
ამას იტყჳს მაღალი იგი, რომელი მაღალთა შინა დამკჳდრებულ არს საუკუნეთა: წმიდაჲ წმიდათა შორის სახელი მისი, უფალ და მაღალ წმიდათა შინა განსუენებულ, და სულ-მოკლეთა მოსცის სულ-გრძელებაჲ, და მოსცის <ცხორებაჲ> დამდაბლებულთა გულითა.

Verse: 16   Link to mcat Link to sept   
და არა უკუნისამდე მანკიერ ვექმნე შურის-გებად, და არცა მარადის განგირისხნე თქუენ. რამეთუ სული ჩემ მიერ გამოვიდეს, და ცხორებაჲ ყოველი მე შევქმენ.

Verse: 17   Link to mcat Link to sept   
ცოდვისათჳს მცირედ რაჲ მე შევაწუხე იგი, და ვტანჯე იგი, და გარე-მივიქც<ი>ე პირი ჩემი მისგან, და შეწუხნა და ვიდოდა მწუხარე გზათა მისთა.

Verse: 18   Link to mcat Link to sept   
და გზანი მისნი ვიხილენ, და განვკურნე იგი. გულ-დებულ ვყავ იგი, და მივეც მას ნუგეშინის-ცემაჲ ჭეშმარიტი.

Verse: 19   Link to mcat Link to sept   
მშჳდობაჲ მშჳდობასა ზედა შორიელთა, და რომელნი მახლობელ არიან. და თქუა უფალმან, ულხინო მათ,

Verse: 20   Link to mcat Link to sept   
ხოლო ცრუნი იგი ვითარცა ზღუაჲ აღდუღებულნი, ეგრე ღელვიდენ და ვერ უძლონ განსუენებად, რამეთუ წარწყმდენ წყალნი მათნი თიჴასა და დასათრგუნველსა.

Verse: 21   Link to mcat Link to sept   
არა არს სიხარული უღმრთოთაჲ, იტყჳს უფალი.

Next part



This text is part of the TITUS edition of Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 18.11.2023. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.