TITUS
Biblia Mcxetica
Part No. 91
Book: Lev.
წიგნი
მესამე
ლევიტელთა
Text
edited
by
Jost
Gippert
in
cooperation
with
Sopiko
Sarjveladze
and
Darejan
Tvaltvadze
, 2005
Chapter: 1
Verse: 1
და
უწოდდა
ღმერთი
მოსეს
.
და
ეტყოდა
მას
უფალი
კარვისა
მისგან
საწამებელისა
და
ჰრქუა
:
ეტყოდე
შენ
ძეთა
ისრაჱლისათა
და
არქუ
მათ
:
Verse: 2
კაცი
თქუენგანი
უკეთუ
შემოსწირვიდეს
შესაწირავსა
მსხუერპლად
ღმრთისა
,
საცხოვართაგან
და
ზროხათაგან
და
ცხოვართაგან
შეწირეთ
მსხუერპლი
თქუენი
.
Verse: 3
უკუეთუ
მრგულიად
მწუარი
იყოს
მსხუერპლი
იგი
მისი
:
ჴარი
ჴბოჲ
უბიწოჲ
ზროხათაგან
,
მოიბას
იგი
კართა
თანა
კარვისა
მის
საწამებელისათა
და
შეწიროს
იგი
სათნოდ
წინაშე
უფლისა
.
Verse: 4
და
დასდვას
ჴელი
მისი
თავსა
ზედა
მის
შესაწირავისასა
სათნოდ
მისა
და
სალხინებელად
მისთჳს
.
Verse: 5
და
დაკლან
ჴბოჲ
იგი
წინაშე
უფლისა
.
და
შეწირონ
ძეთა
აჰრონისთა
მღდელთა
სისხლი
იგი
მისი
და
მოაპკურონ
სისხლი
იგი
მისი
გარემოს
საკურთხეველსა
მას
,
რომელ-იგი
არს
კართა
მათ
თანა
კარვისა
საწამებელისათა
.
Verse: 6
და
განჰჴადოს
მრგულიად
შესაწირავი
იგი
,
და
განაგონ
იგი
ასოდ-ასოდ
.
Verse: 7
და
დადგან
ძეთა
აჰრონისთა
მღდელთა
ცეცხლი
საკურთხეველსა
მას
ზედა
და
დაასხან
შეშაჲ
ცეცხლსა
მას
ზედა
.
Verse: 8
და
დააგონ
ძეთა
აჰრონისთა
მღდელთა
დრონეული
იგი
,
და
თავი
და
ცმელი
შეშასა
მას
ზედა
,
რომელი
იყო
საკურთხეველსა
მას
ზედა
.
Verse: 9
ხოლო
ნაწლევნი
და
ფერჴნი
განჰრცხნე
წყლითა
და
დააგოს
მღდელმან
მან
ყოველი
ესე
საკურთხეველსა
ზედა
,
ნაყოფი
არს
ესე
შესაწირავი
სული
სულნელებისაჲ
უფლისა
.
Verse: 10
უკუეთუ
ცხოვართაგანი
იყოს
შესაწირავი
იგი
მისი
ღმრთისა
კრავთაგან
და
თიკანთაგან
მრგულიად
მწუარად
,
ვერძი
უბიწოჲ
მოიბას
იგი
.
Verse: 11
და
დასდვან
ჴელი
მისი
თავსა
მისსა
ზედა
და
დაკლან
იგი
გუერდით
საკურთხეველსა
მას
,
ბღუარით
კერძო
წინაშე
უფლისა
და
მოაპკურონ
მღდელთა
,
ძეთა
აჰრონისთა
,
სისხლი
მისი
გარემო
საკურთხეველსა
მას
.
Verse: 12
და
განყონ
იგი
ასოდ-ასოდ
,
თავი
და
ცმელი
დააგონ
მღდელთა
მათ
შეშასა
მას
ზედა
.
Verse: 13
ხოლო
ნაწლევნი
და
ფერჴნი
განრცხნეს
წყლითა
,
შეწიროს
მღდელმან
მან
ყოველი
ესე
და
დადგას
საკურთხეველსა
მას
ზედა
,
ნაყოფი
არს
შესაწირავი
სული
სულნელებისა
უფლისა
.
Verse: 14
უკუეთუ
მფრინველთაგან
ნაყოფი
მსხუერპლად
შეწიროს
ღმრთისა
,
და
შეწიროს
გურიტთაგან
,
ანუ
მართუეთაგან
ტრედთაჲსა
შესაწირავი
მისი
.
Verse: 15
და
მოიღოს
მღდელმან
მან
საკურთხეველსა
თანა
და
წარჰკუეთოს
მღდელმან
მან
თავი
და
დადვას
საკურთხვველსა
ზედა
და
დასწრიდოს
სისხლი
მისი
ხარისხსა
მას
საკურთხეველისასა
.
Verse: 16
და
წარჰკუეთნეს
შეწებულად
ფრთითურთ
და
გამოიხუნეს
იგი
საკურთხეველისაგან
აღმოსავალად
ადგილსა
მსხუერპლისასა
.
Verse: 17
და
მოსტეხნეს
იგი
ფრთეთა
მათგან
,
და
არა
განყოს
და
დასდვას
იგი
მღდელმან
მან
საკურთხეველსა
მას
ზედა
შეშასა
მას
და
ცეცხლსა
.
ნაყოფი
არს
შესაწირავი
სული
სულნელებისა
ღმრთისა
.
This text is part of the
TITUS
edition of
Biblia Mcxetica
.
Copyright
TITUS Project
, Frankfurt a/M, 22.3.2021. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.