TITUS
Biblia Mcxetica
Part No. 959
Chapter: 5
Verse: 1
აწ
შეიზღუდოს
ასული
ეფრემისი
ზღუდისა
მიერ
;
შეწყუდევაჲ
განაწესა
თქუენ
ზედა
,
კუერთხითა
სცემდენ
ღაწუთა
ზედა
ტომთა
ისრაჱლისათა
.
Verse: 2
და
შენ
,
ბეთლემ
,
სახლი
ეფრათასი
,
მცირე
ხარ
ყოფად
ათასეულთა
შორის
იუდასთა
,
რამეთუ
შენგან
გამოვიდეს
ჩემდად
ყოფადი
,
მთავრად
ისრაჱლსა
ზედა
და
გამოსავალნი
მისნი
დასაბამით
დღეთაგან
საუკუნოჲსათა
Verse: 3
ამისთჳს
მისცეს
მათ
,
ვიდრე
ჟამადმდე
შობისა
შუეს
.
და
ნეშტნი
ძმათა
მისთანი
მოიქცენ
ძეთა
მომართ
ისრაჱლისათა
Verse: 4
და
დადგეს
და
იხილოს
და
მწყსიდეს
სამწყსოსა
მისსა
ძლიერებით
უფალი
და
დიდებისა
მიერ
სახელისა
უფლისა
ღმრთისა
მათისა
იყუნენ
მით
,
რამეთუ
განდიდნენ
აწ
ვიდრე
კიდეთამდე
,
ქუეყანისათა
Verse: 5
და
იყოს
ესე
მშჳდობაჲ
,
ოდეს
ასურასტანელი
მოვიდეს
ქუეყანასა
ზედა
თქუენსა
და
აღდგენ
მის
ზედა
შჳდნი
მწყემსნი
და
რვანი
წყლულებანი
კაცთანი
Verse: 6
და
მწყსიდენ
ასსურსა
მახჳლისა
მიერ
და
ქუეყანასა
ნავროდისსა
საზღუარსა
შინა
მისა
,
და
გიჴსნას
შენ
ასსურისაგან
,
ოდეს
მოჴდეს
ქუეყანასა
ზედა
თქუენსა
და
ოდეს
ზედაღჴდეს
საზღუართა
ზედა
თქუენთა
.
Verse: 7
და
ყოს
დაშთომილი
იაკობისი
საშუალ
ერთა
მრავალთა
,
ვითარცა
ცუარი
დავრდომილი
უფლისა
მიერ
და
ვითარცა
წუეთი
კლერტსა
ზედა
,
რათა
არ
შეკრბეს
არცა
ერთი
,
არცა
შემტკიცნეს
შორის
ძეთა
კაცთასა
.
Verse: 8
და
იყოს
დაშთომილი
იაკობისი
წარმართთა
შორის
საშუალ
ერთა
მრავალთა
,
ვითარცა
ლომი
საცხოვართა
შორის
მაღნარსა
შინა
და
ვათრცა
ლეკჳ
სამწყსოსა
შორის
ცხოვართასა
,
ვითარსახედ
ოდეს
განვლოს
და
განმმთესველმან
მიიტაცოს
,
და
არა
იყოს
განმარინებელი
.
Verse: 9
ამაღლდეს
ჴელი
შენი
მაჭირვებელთა
ზედა
შენთა
და
ყოველნი
მტერნი
შენნი
მოისრნენ
.
Verse: 10
და
იყოს
მას
დღესა
შინა
, -
იტყჳს
უფალი
, -
და
მოვსრნნე
ჰუნენი
შენნი
შორის
შენსა
და
წარვწყმიდნე
ეტლნი
შენნი
Verse: 11
და
მოვსპნე
ქალაქნი
ქუეყანისა
შენისანი
და
აღვიხუნე
ყოველნი
სიმაგრენი
შენნი
.
და
აღვიხუნე
ყოველნი
გრძნებანი
შენნი
ჴელთაგან
შენთა
და
აღმომჴმობელნი
არა
იყუნენ
შენდა
Verse: 12
და
მოვსპნე
ქანდაკებულნი
შენნი
და
ძეგლნი
შენნი
შორის
შენსა
.
და
არღა
მერმე
ართაყუანის-სცე
ქმნულებსა
ჴელთა
შენთასა
.
Verse: 13
და
აღმოვსჭრნე
სერტყებნი
საშუალისაგან
შენისა
და
ვაუჩინოვნე
ქალაქნი
შენნი
Verse: 14
და
ვყო
რისხვისა
მიერ
და
გულისწყრომისა
მის
შურის-ძიებაჲ
ნათესავთა
შორის
მათ
წილ
,
რომელ
არა
მერჩდეს
მე
.
This text is part of the
TITUS
edition of
Biblia Mcxetica
.
Copyright
TITUS Project
, Frankfurt a/M, 22.3.2021. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.