TITUS
Biblia Mcxetica
Part No. 311
Previous part

Chapter: 19 
Verse: 1  Link to sept   და უთხრა აქაბ იეზაბელს, ცოლსა თჳსსა, ყოველი იგი, რაცა ყო ელია და ვითარ მოსწყჳდნა ყოველნი იგი წინაწარმეტყუეელნი მახჳლითა.

Verse: 2  Link to sept   
და წარავლინა იეზაბელ ელიასა მოციქულნი და ჰრქუა: უკუეთუ შენ ელია ხარ და მე იეზაბელ, ესე და ესე მიყავნ მე ღმერთთა და ესე შემძინენ, უკუეთუ არა, ხვალე ამასვე ჟამსა დავდვა თავი შენი, ვითარცა თავი ერთისა მათგანისა.

Verse: 3  Link to sept   
და შეეშინა ელიას, აღდგა და წარვიდა გულისსიტყჳთა და მივიდა ბერსაბედ ქუეყანასა მას იუდასსა და დაუტევა მუნ ყრმა იგი თჳსი.

Verse: 4  Link to sept   
და იგი წარვიდა დღისა ერთისა სავალსა უდაბნოდ, მივიდა და დაჯდა ბელეკუნსა ვრთსა ქუეშე და ითხოვა სიკუდილი თავისა თჳსისა და თქუა: კმა არს აწ, უფალო, მიიღე სული ჩემი ჩემგან, რამეთუ არა უმჯობეს ვარ მამათა ჩემთა.

Verse: 5  Link to sept   
დაწვა და დაიძინა ნერგსა ერთსა ქუეშე და, აჰა, შე-ვინმე-ახო მას და ჰრქუა: აღდეგ და ჭამე.

Verse: 6  Link to sept   
და აღიხილნა ელია და, აჰა, სათუელით მისით ჴუეზა ერთი ასლისა და წყალი სტამნითა და აღდგა, ჭამა და სვა და მიიძინა მუნვე.

Verse: 7  Link to sept   
და მიეახლა კუალად ანგელოზი უფლისა და ჰრქუა: აღდეგ და ჭამე. რამეთუ გრძელ არს შენდა გზა იგი.

Verse: 8  Link to sept   
და აღდგა, ჭამა და სვა და წარვიდა ძალითა მით ჭამადისათა ორმეოც დღე და ორმეოც ღამე ვიდრე მიწევნადმდე მთასა მას ღმრთისასა ქორებად.

Verse: 9  Link to sept   
და შევიდა მუნ ქვაბსა მას და დაადგრა და, აჰა, სიტყუაჲ უფლისა იყო მისა და ჰრქუა: რაჲსა ხარ შენ აქა, ელია?

Verse: 10  Link to sept   
და ჰრქუა ელია: შემშურდა შური უფლისა ღმრთისა ყოვლისა მპყრობელისა, * რამეთუ დაგიტევეს შენ ძეთა მათ ისრაჱლისათა, საკურთხეველნი შენნი დაამჴუნეს და წინაწარმეტყუელნი შენნი მოსწყჳდნეს მახჳლითა და მე მარტო დაშთომილ ვარ და ეძიებენ სულსაცა ჩემსა მიღებად.

Verse: 11  Link to sept   
და ჰრქუა: გამოხჳდე შენ ხვალე და დასდგე მთასა მაგას წინაშე უფლისა და, აჰა, უფალი წარვიდოდის და ქარი დიდი ძლიერი, რომელი დაარღუევდეს მთათა და შემუსრვიდეს კლდეთა წინაშე უფლისა, და არა ქარსა მას უფალი, და შემდგომად ქარისა მის ძრვა, და არა ძრვასა მას უფალი.

Verse: 12  Link to sept   
და შემდგომად ძრვისა მის ცეცხლი, და არა ცეცხლსა მას უფალი, და შემდგომად ცეცხლისა მის ჴმაჲ წულილისა ნიავისა.

Verse: 13  Link to sept   
და მას შინა უფალი, და იყო, ვითარცა ესმა ელიას, დაიფარა პირი თჳსი ხალენითა მით და გამოვიდა და დადგა ქვაბსა მას თანა და, აჰა, იყო ჴმაჲ მისა და ჰრქუა: რასა ხარ შენ აქა, ელია?

Verse: 14  Link to sept   
და თქუა ელია: შემშურდა შური უფლისა ყოვლისა მპყრობელისა, რამეთუ დაუტევეს აღთქმა შენი ძეთა ისრაჱლისათა, საკურთხევვლნი შენნი დაარღჳნეს და წინაწარმეტყუელნი შენნი მოსწყჳდნეს მახჳლითა და მე მარტო დაშთომილ ვარ და ეძიებენ სულსაცა ჩემსა მიღებად.

Verse: 15  Link to sept   
და ჰრქუა მას უფალმან: წარვედ და მიიქეც გზასა შენსა და მივედ გზასა უდაბნოსასა დამასკეთ კერძო და სცხო აზაელს მეფედ ასურასტანსა ზედა.

Verse: 16  Link to sept   
და ეუს, ძესა ამესისასა, მეფედ ისრაჱლსა ზედა და ელისეს, ძესა საფატისსა, აბელმაულელსა უცხო წინაწარმეტყუელად შენ წილ.

Verse: 17  Link to sept   
* და იყოს, რომელი განერეს მახჳლსა აზაელისასა, მოკლას იგი ეუ. რომელი განერეს მახჳლსა ეუსასა, მოკლას იგი ელისე.

Verse: 18  Link to sept   
** და დაუტეო ჩემდა ისრაჱლისაგან შჳდ ათასი მამაკაცი ყოველთავე მათ, რომელთა არა შეუდრკიან მუჴლნი მათნი ბაალისა და ყოველი პირი, რომელმან არა თაყუანი-სცეს მას.

Verse: 19  Link to sept   
და წარვიდა მიერ ელია და პოვა ელისე, ძე საფატისი, და იგი ჴნვიდა ათორმეტითა დაუღლვილითა და შეუდგა იგი ათორმეტთა მათ ჴართა და მიიწია ელია მისა და დააგდო ხალენი იგი მისი მის ზედა.

Verse: 20  Link to sept   
და დაუტევნა ელისე ჴარნი იგი და მიისწრაფა ელიასა და ჰრქუა: ამბორს-უყო მამასა ჩემსა და დედასა ჩემსა და შეგიდგე შენ. და ჰრქუა მას: მიიქეც მუნვე, რა გიყავნ შენ?

Verse: 21  Link to sept   
და უკუნიქცა მისგან და მოიბა სწორ-სწორი ზოგი ჴართა მათ და დაწყჳდნა საქრმითა მით ჴართათა და მოამზადა, და მისცა ერსა მას და ჭამეს და აღდგა ელისე და შეუდგა და მსახურებდა მას.

Section:  
Next part



This text is part of the TITUS edition of Biblia Mcxetica.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 22.3.2021. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.