TITUS
Biblia Mcxetica
Part No. 313
Previous part

Chapter: 21 
Verse: 1  Link to sept   და იყო, შემდგომად ამათ სიტყუათა იყო ვენაჴი ერთი ნაბუთესი იეზრაიტელისა მახლობელად კალოსა მას აქაბისსა, მეფისა მის სამარიტელთასა.

Verse: 2  Link to sept   
და ეტყოდა მეფე ნაბუთეს და ჰრქუა: მომეც მე ვენაჴი შენი, რათა იყოს მტილად ჩემდა სამხლედ, რამეთუ მახლობელიცა არს ჩემდა სახლსა და მიგცე შენ სხუაჲ ვენაჴი უმჯობესი მაგისსა, უკუეთუ კულა გნებავს, შენ მიგცე ვეცხლი სასყიდელად მაგისსა (და იყოს მტილად ჩემდა სამხლედ).

Verse: 3  Link to sept   
და ჰრქუა ნაბუთე მეფესა: ნუ იყოფინ ჩემდა უფლისაგან ჩემისა, ვითარცა მიგცე შენ სამკჳდრებელი მამათა ჩემთა?

Verse: 4  Link to sept   
და შევიდა აქაბ მწუხარე და გულმწყრალ სიტყუათა მათთჳს ნაბოთესთა იზრაიტელისა, რამეთუ ჰრქუა მას: არა მიგცე შენ სამკჳდრებელი მამათა ჩემთა. და მიწვა იგი ცხედარსა თჳსსა და დაიხურა პირი თჳსი და არა ჭამა პური.

Verse: 5  Link to sept   
და შევიდა მისა იეზაბელ, ცოლი თჳსი, ეტყოდა მას და ჰრქუა: რაჲსა მწუხარე არს სული შენი და არა სჭამ პურსა?

Verse: 6  Link to sept   
და თქუა: ამისთჳს, რამეთუ ვეტყოდე ნაბოთეს იზრაიტელსა, ვითარმედ, მომეც ვენაჴი შენი ვეცხლად სასყიდლად და, უკუეთუ გნებავს, მოგცე შენ სხუაჲ ვენაჴი მაგისა წილ. და თქვა: არა მიგცე შენ სამკჳდრებელი მამათა ჩემთა.

Verse: 7  Link to sept   
და ჰრქუა მას იეზაბელ, ცოლმან მისმან: აწ ეგრეთ ჰყოა შენ მეფობა ეგე შენი ისრაჱლსა ზედა? აწ აღდეგ და ჭამე პური და განიფრთხუე და მე მიგცე შენ ვენაჴი იგი ნაბოთესი იეზრაიტელისა.

Verse: 8  Link to sept   
და მიწერა როარდაგი სახელად აქაბისა და დაბეჭდა ბეჭდითა მისითა და მიუძღვნა მოხუცებულთა მათ და აზნაურთა მის ქალაქისათა, რომელნი დამკჳდრებულ იყუნეს ნაბუთეს თანა.

Verse: 9  Link to sept   
და დაწერილ იყო ჰროარდაგსა მას ესრეთ: იმარხეთ მარხვა და დასუთ ნაბუთე მთავრად ერსა მაგას.

Verse: 10  Link to sept   
და დასხენით ორნი კაცნი, ძენი უსჯულოებისანი, პირისპირ მისა და შესწამონ მას და ჰრქუან, ვითარმედ: აკურთხე, ნაბოთე, ღმერთი და მეფე და განიყვანეთ იგი, დაკრიბეთ ქვა და მოკუედინ.

Verse: 11  Link to sept   
და ყვეს მოხუცებულთა მის ქალაქისათა და აზნაურთა, რომელნი სხდეს ქალაქსა მას შინა, ვითარცა მიევლინა მათა იეზაბელს, და ვითარცა წერილ იყო ჰროარდაგსა მას.

Verse: 12  Link to sept   
და განუწესეს მარხვა და დასვეს ნაბუთე მთავრად ერსა მას.

Verse: 13  Link to sept   
და მივიდეს ორნი კაცნი, ძენი უსჯულოებისანი, და დასხდეს პირისპირ მისა და შესწამეს კაცთა მათ განდგომილთა ნაბუთეს წინაშე ყოვლისა ამის ერისა და ჰრქუეს: აკურთხე, ნაბუთე, ღმერთი და მეფე. და განიყვანეს იგი გარეშე ქალაქსა მას და დაკრიბეს მას ქვა და მოკუდა.

Verse: 14  Link to sept   
და წარავლინეს იეზაბელისა და ჰრქუეს: დაიქოლა ნაბუთე ქვითა და მოკუდა.

Verse: 15  Link to sept   
და იყო, ვითარცა ესმა იეზაბელს, რამეთუ ქვადაკრებულ იქმნა ნაბოთე და მოკუდა, ჰრქუა იეზაბელ აქაბს: აღდეგ და დაიმკჳდრე ვენაჴი იგი ნაბუთესი იეზრაიტელისა, რომელი არა მოგცა შენ ვეცხლად, რამეთუ არა არს ნაბუთე ცოცხალ, არამედ მოკუდა.

Verse: 16  Link to sept   
და იყო, ვითარცა ესმა აქაბს, ვითარმედ მოკუდა ნაბოთე იეზრაიტელი დაიპო სამოსელი თჳსი და შთაიცვა ძაძა, და იყო შემდგომად ამისა და აღდგა აქაბ და შთაჴდა ვენაჴსა მას ნაბუთეს იეზრაიტელისასა დაპყრობად მას.

Verse: 17  Link to sept   
და ეტყოდა უფალი ელიას თეზაბიტელსა და ჰრქუა:

Verse: 18  Link to sept   
აღვედ, შთავედ და მიეგებოდე აქაბს, მეფესა ისრაჱლისასა, რომელ არს სამარიასა, რამეთუ შთასრულ არს იგი ვენაჴსა მას ნაბოთესასა დაპყრობად მისა.

Verse: 19  Link to sept   
და ეტყოდე მას და არქუ: ესრეთ იტყჳს უფალი, ვითარმედ: მოჰკალ და დაიმკჳდრე, ამისთჳს ესრე იტყჳს უფალი: * ადგილსა, რომელსა აღწბეს ძაღლთა და ღორთა სისხლი ნაბოთესი, მუნ აღწბან სისხლი შენი ძაღლთა და როსპიკნი იბანნენ სისხლითა შენითა.

Verse: 20  Link to sept   
და მოვიდა ელია აქაბისა და ეტყოდა მსგავსად სიტყჳსა მის და ჰრქუა აქაბ ელიას: მპოე მეა, მტერო ჩემო? და ჰრქუა ელია: გპოვე, რამეთუ ცუდად აღილაღე და ქმენ ბოროტი წინაშე უფლისა განრისხებად მისა.

Verse: 21  Link to sept   
* აჰა, მე მოვავლინო შენ ზედა ძჳრი და აღატყდეს შემდგომად შენსა, და მოვსპო აქაბისი და არა დაუტეო, რომელი აფსმიდეს კედელსა და ჭირვეული იგი და დაცემული ისრაჱლისა.

Verse: 22  Link to sept   
და მივსცე სახლი შენი, ვითარცა ** სახლი იერობუამისი, ძისა ტაბატისა, და ვითარცა სახლი *** ბაასისი, ძისა აქიასი, განრისხებათა მაგათთჳს, რომელ განმარისხე მე და აცთუნე ისრაჱლი.

Verse: 23  Link to sept   
**** და იეზაბელისთჳს იტყჳს უფალი: ნაცულად ნაბოთესა ძაღლთა შეჭამონ იგი ზღუდესა მას თანა იეზრაიტელისასა.

Verse: 24  Link to sept   
მომკუდარნი აქაბისნი ქალაქსა შინა შეჭამნენ ძაღლთა და მომკუდარნი მისნი ველსა შეჭამნენ ფრინველთა ცისათა.

Verse: 25  Link to sept   
რამეთუ ცუდად აჰყვა აქაბ ყოფად ბოროტისა წინაშე უფლისა, რამეთუ შესულიბა იგი იეზაბელ, ცოლმან თჳსმან.

Verse: 26  Link to sept   
და მოიძაგა ფრიად შედგომად კვალსა მას საძაგელთასა მსგავსად ყოვლისა მის, რაჲცა ქმნა ამორეველმან, რომელნი მოსპნა უფალმან პირისაგან ძეთა მათ ისრაჱლისათა.

Verse: 27  Link to sept   
და სიტყჳსა მისთჳს, რომელ შეიკდიმა მეფემან პირისაგან უფლისა, და მივიდოდა ტირილით და დაიპო სამოსელი თჳსი და შთაიცვა ძაძა ჴორცთა მისთა და დაიმარხა დღესა მას, რომელსა მოკუდა ნაბუთე იეზრაიტელი და ძე მისი მივიდოდა მღუნარედ.

Verse: 28  Link to sept   
და იყო სიტყუაჲ უფლისა ელიასა აქაბისთჳს და ჰრქუა უფალმან:

Verse: 29  Link to sept   
იხილე, ვითარ შეიკდიმა აქაბ პირისაგან ჩემისა და შეინანა და თქუა უფალმან: არა მოვავლინო ძჳრი დღეთა მაგისთა, არამედ ***** დღეთა ძისა მაგისისათა მოვავლინო ძჳრი ზედა სახლსა მაგისსა.

Section:  
Next part



This text is part of the TITUS edition of Biblia Mcxetica.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 22.3.2021. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.