TITUS
Biblia Mcxetica
Part No. 327
Previous part

Chapter: 13 
Verse: 1  Link to sept   წელსა ოცდამესამესა იოასისასა, ძისა ოქოზიასსა, მეფისა იუდაისასა, მეფობდა იოაქაზ, ძე იუასი, ზედა ისრაჱლსა სამარიას ათჩჳდმეტ წელ.

Verse: 2  Link to sept   
და ქმნა ბოროტი წინაშე უფლისა და შეუდგა ცოდვასა მას იორობოამისასა, ძისა ნაბატისასა, რომელმან-იგი აცთუნა ისრაჱლი, და არა განეშორა მათგან.

Verse: 3  Link to sept   
და განრისხნა გულისწყრომით უფალი ისრაჱლსა ზედა და მისცნა იგინი ჴელთა აზაელ, მეფისა ასურთასა, და ჴელთა ძისა ადერისთა, ძისა აზაელისასა, ყოველთა დღეთა.

Verse: 4  Link to sept   
და ევედრა იოაქაზ პირსა უფლისასა და ისმინა მისი უფალმან და იხილა ურვა იგი ისრაჱლისა, რასა აჭირვებდა მათ მეფე იგი ასურთა.

Verse: 5  Link to sept   
და მისცა უფალმან მჴსნელი ისრაჱლსა და განერნეს ჴელთაგან ასურთასა და დაემკჳდრნეს ძენი იგი ისრაჱლისანი საყოფელთა თჳსთა, ვითარცა გუშინ და ძოღან.

Verse: 6  Link to sept   
ხოლო არავე განეშორნეს ცოდვათა მათ იორობოამისთა, ძისა ნაბატისთა, რომელმან-იგი აცთუნა ისრაჱლი, არამედ მათ შინავე ვიდოდეს და მაღნართა და მთათა მიმართ სამარიასთა.

Verse: 7  Link to sept   
და არა დაშთა იოაქაზისა ერი, არამედ მჴედარი ვითარ ერგასის ოდენ და ეტლნი ათნი და ათი ათასი მკჳრცხლი, რამეთუ წარწყმიდნა იგინი მეფემან ასურასტანისამან, დასხნა იგინი, ვითარცა მიწა დასატკეპნელად.

Verse: 8  Link to sept   
და ნეშტნი სიტყუათა იოაქაზისთანი ყოველი, რა ქმნა და ძალი მისი არა, აჰა, ესერა, წერილ არიან წიგნთა სიტყუათა დღეთა მეუფეთა ისრაჱლისათა?

Verse: 9  Link to sept   
და დაიძინა იოაქაზ მამათა თჳსთა თანა და დაფლეს იგი მამათა თჳსთა თანა სამარიას. და მეფობდა ძე მისი მის წილ.

Verse: 10  Link to sept   
წელსა ოცდამეათჩჳდმეტესა სუფევასა იოასისა, მეფისა იუდასისა, მეფობდა იოას, ძე იოაქაზისი, ზედა ისრაჱლსა სამარიას ათორმეტ წელ.

Verse: 11  Link to sept   
და ქმნა ბოროტი წინაშე უფლისა და არა განეშორა ყოველსა მას ცოდვასა იორობოამისსა, ძისა ნაბატისა, რომელმან-იგი აცთუნა ისრაჱლი, არამედ მასვე შინა ვიდოდა.

Verse: 12  Link to sept   
და ნეშტნი სიტყვათა იოასისთანი და ყოველი, რაჲ ქმნა, და ყოველნი ძლიერებანი მისნი და, რა-იგი უყო მეფესა იუდაჲსსა, არა, აჰა, ესერა წერილ არიანა წიგნთა სიტყუათა მეუფეთა ისრაჱლისათა?

Verse: 13  Link to sept   
და დაიძინა იოას მამათა თჳსთა თანა და იორობოამ დაჯდა საყდარსა მისსა. და დაეფლა იოას სამარიას მეფეთა მათ თანა ისრაჱლისათა.

Verse: 14  Link to sept   
და ელისე დასნეულდა სნეულებითა, რომლითა მო-ცა-კუდა და მივიდა იოას, მეფე ისრაჱლისა, და ტიროდა პირსა მისსა ზედა და თქუა: მამაო, მამაო, ეტლო ისრაჱლისაო და მჴედარო მისო.

Verse: 15  Link to sept   
და ჰრქუა მას ელისე: მოიღე მშჳლდი შენი და ისარნი შენნი. და მოიღო მშჳლდი და ისარნი.

Verse: 16  Link to sept   
და ჰრქუა ელისე მეფესა მას ისრაჱლისასა: მოირთხ მშჳლდი შენი ჴელთა შენთა! მოირთხა მშჳლდი იგი ჴელითა თჳსითა და დასდვა ელისე ჴელი თჳსი ზედა ჴელთა მეფისათა.

Verse: 17  Link to sept   
და თქუა: განუხვენით სარკმელნი ეგე, რომელ არიან მზისა აღმოსავალით კერძო. განახუნეს და ჰრქუა ელისე: სტყორცე. და სტყორცა და თქუა ელისე: ისარი ჴსნისა უფლისა მიერ და ისარი ჴსნისა წინაშე პირსა ასურთასა, დასცნე ასურნი აფეკს და მოასრულნე.

Verse: 18  Link to sept   
და ჰრქუა მას ელისე: მოიხვენ ისარნი! და მოიხუნა და ჰრქუა მეფესა მას ისრაჱლისასა: სტყორცე ქუეყანასა! და სტყორცა მეფემან სამგზის და დააცადა.

Verse: 19  Link to sept   
და დაწუხნა მას ზედა კაცი იგი ღმრთისა და თქუა: უკუეთუმცა ეც ხუთგზის, ანუ თუ ექუსგზის, მაშინმცა დასცნე ასურნი და მოასრულნე, ხოლო აწ სამგზის დასცნე ასურნი.

Verse: 20  Link to sept   
და მოკუდა ელისე და დაფლეს. მტევებარნი მოაბისანი გამოვიდეს ქუეყანასა მას დასრულებასა ოდენ მის წელიწდისასა.

Verse: 21  Link to sept   
და იყო, ოდენ და-ვინმე-ჰფლვიდეს კაცსა ერთსა მკუდარსა, და, აჰა, იხილნეს მტევებარნი * იგი და დააგდეს მკუდარი იგი სამარესა მას ელისესასა, ძვალთა მათ თანა ელისესთა მიწევნით, განცოცხლდა და აღემართა ზედა ფერჴთა თჳსთა.

Verse: 22  Link to sept   
და აზაელ, მეფე ასურთა, აჭირვებდა ისრაჱლსა ყოველთა დღეთა იოაქაზისთა.

Verse: 23  Link to sept   
და შეეწყალნეს იგინი უფალსა და წყალობა-ყო მათთჳს, და მოიხილა მათ ზედა აღთქმისა მისთჳს, რომელ აღუთქვა აბრამს, ისაკს და იაკობს, და არა უნდა უფალსა განრყუნა მათი და არა განსთხივნა იგინი პირისაგან თჳსისა.

Verse: 24  Link to sept   
და მოკუდა აზაელ, მეფე იგი ასურთა, და მეფობდა ადერ, ძე მისი, მის წილ.

Verse: 25  Link to sept   
და მივიდა იოას, ძე იოაქაზისი, და უკუმოიპყრნა ქალაქნი იგი ჴელთაგან ადერისთა, ძისა აზაელისთა, რომელ მიუღო ჴელთაგან იოაქაზისთა, მამისა მისისათა. ბრძოლასა მას შინა სამგზის დასცა იოას ადერი მსგავსად სიტყჳსა მის უფლისა და მიაქცივნა ქალაქნი იგი ისრაჱლისანი და ყოველი, რაცა მიეღო.

Section:  
Next part



This text is part of the TITUS edition of Biblia Mcxetica.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 22.3.2021. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.