TITUS
Biblia Mcxetica
Part No. 986
Previous part

Chapter: 14 
Verse: 1  Link to oskijer Link to sept   აჰა, დღენი მთვლენ უფლისანი, და განიბნინენ ნატყუენავნი შენნი შენ შორის.

Verse: 2  Link to oskijer Link to sept   
და შევკრიბნე ყოველნი წარმართნი იერუსალჱმსა ზედა ბრძოლად და წარიტყუენოს ქალაქი, და განიბძარნენ სახლნი, და დედანი შეიბილწნენ, და განვიდეს ნახევარი ქალაქისაჲ ტყუეობად, და ნეშტი ერისა ჩემისა არა მოისრნენ ქალაქისა მისგან.

Verse: 3  Link to oskijer Link to sept   
და გამოვიდეს უფალი და განეწყოს ნათესავთა მათ მიმართ, ვითარცა დღესა წყობისა მისისასა, დღესა შინა ბრძოლისასა.

Verse: 4  Link to oskijer Link to sept   
და დადგენ ფერჴნი მისნი მას დღესა შინა მთასა ზედა ზეთისხეთასა პირისპირ იერუსალჱმსა აღმოსავალით კერძო; და განიპოს მთაჲ ზეთისხეთაჲ კერძოჲ მისი აღმოსავალად მიმართ და კერძოჲ მისი ზღუად მიმართ, დანახეთქად დიდად ფრიად და მიდრკეს ნახევარი მთისა ჩრდილოდ მიმართ, და ნახევარი მისი სამხრად მიმართ.

Verse: 5  Link to oskijer Link to sept   
და აღმოიგნენ ღელენი მთათა ჩემთანი და შებრძჳლდეს ჴევი მთათა ჩემთაჲ ვიდრე ასაილამდე. ვითარ-იგი აღმოიგო დღეთა შინა ძრვისათა და დღეთა შინა ოზიაჲ მეფისა იუდასთასა და მოვიდეს უფალი ღმერთი ჩემი და ყოველნი წმიდანი მის თანა.

Verse: 6  Link to oskijer Link to sept   
და იყოს მას დღესა შინა, არა იყოს ნათელი და ნეფხუაჲ და ყინელი.

Verse: 7  Link to oskijer Link to sept   
იყოს ერთსა დღესა, და დღე იგი ეცნობოს უფალსა: და არა დღე, და არა ღამე. და სამწუხროდ იყოს ნათელი.

Verse: 8  Link to oskijer Link to sept   
და მას დღესა შინა გამოვიდეს წყალი მცოცხლი იერუსალჱმით, ნახევარი მისი ზღუასა ზედა პირველსა და ნახევარი ზღუასა ზედა უკანასკნელსა; ზაფხულსა შორის და არესა შორის იყოს ესრეთ.

Verse: 9  Link to oskijer Link to sept   
და იყოს უფალი მეფედ ყოველსა ზედა ქუეყანასა. მას დღესა შინა იყოს უფალი ერთ, და სახელი უფლისაჲ - ერთ,

Verse: 10  Link to oskijer Link to sept   
მომცველი ყოველსა ქუეყანასა და უდაბნოსა ღაველითგან ვიდრე რემონამდე, სამხრით კერძო იერუსალიმისა, ხოლო რამაჲ ადგილსა ზედა ეგოს ბჭითგან ბენიამენისით ვიდრე ბჭედმდე პირველად, ვიდრე ბჭისამდე მებოძირთაჲსა და ვიდრე გოდლამდე ანამეილისსა, ვიდრე საწნეხლის წედთამდე მეფისათა.

Verse: 11  Link to oskijer Link to sept   
დაემკჳდრნენ მის შორის და არა იყოს შენაჩუენები მერმე და დაემკჳდროს იერუსალჱმი სასოებით.

Verse: 12  Link to oskijer Link to sept   
და ესე არს დაცემაჲ, რომლითა მოჰკუეთს უფალი ყოველთა ერთა, რაოდენთა განილაშქრეს იერუსალჱმს ზედა. და დადგნენ ჴორცნი მათნი დგომასაღა მათსა ფერჴთა ზედა მათთა, და თუალნი მათნი აღმოსცჳვენ ბუდეთაგან მათთა, და ენაჲ მათი დადნეს პირსა შინა მათსა.

Verse: 13  Link to oskijer Link to sept   
და იყოს მას დღესა შინა განკრთომაჲ უფლისაჲ დიდი მათ ზედა, და მოეკიდოს თითოეული ჴელსა მოყუსისა თჳსისასა, და თანშეათხზნას ჴელი მისი ჴელისა მათ მოყუსისა მისისაჲსა.

Verse: 14  Link to oskijer Link to sept   
და იუდა წყობა-ყოს იერუსალიმს შინა, და თანააქუნდეს ძალი ყოველთა გარეშემოთა ერთაჲ: ოქროჲ და ვეცხლი და შესამოსელი სიმრავლედ ფრიად.

Verse: 15  Link to oskijer Link to sept   
და ესე იყოს დაცემაჲ: ცხენთა და კერძოვირთა, და აქლემთა, და ვირთა, და ყოველთა საცხოვართა, მყოფთა ბანაკთა მათ შინა დაცემისა ამისებრ.

Verse: 16  Link to oskijer Link to sept   
და იყოს: რაოდენნიცა დაშთენ ყოველთაგან წარმართთა მოსრულთა იერუსალჱმსა ზედა და აღმოვიდოდიან წლითი წლად თაყუანის-ცემად მეფესა, უფალსა, ყოვლისა მპყრობელსა, და დღესასწაულებად დღესასწაული კარვის-დგმისა.

Verse: 17  Link to oskijer Link to sept   
და იყოს: რაოდენნიცა არა აღვიდენ ყოველთაგან ტომთა ქუეყანისათა იერუსალჱმდ თაყუანის-ცემად მეფესა, უფალსა, ყოვლისა მპყრობელსა, და არა იყოს მათ ზედა წჳმაჲ და იგინიცა მათვე თანა შეეძინნენ.

Verse: 18  Link to oskijer Link to sept   
ხოლო უკუეთუ ტომი ეგჳპტისა არა აღვიდეს, არცა მივიდეს მუნ, მათ ზედაცა იყოს დაცემაჲ, რომელი შეამთხჳოს უფალმან, ყოვლისა მპყრობელმან, ნათესავთა, რაოდენნიცა არა აღვიდენ დღესასწაულებად კარვის-დგმისა დღესასწაულსა.

Verse: 19  Link to oskijer Link to sept   
ესე არს ცოდვაჲ ეგჳპტისაჲ და ცოდვაჲ ყოველთა ნათესავთაჲ, რაოდენიცა არა აღვიდენ დღესასწაულებად და დღესასწაულსა კარვის-დგმისასა.

Verse: 20  Link to oskijer Link to sept   
მას დღესა შინა იყოს აღჳრსა შორის ცხენისასა: წმიდაჲ უფლისაჲ, და იყუნენ სიავნი სახლსა შინა უფლისასა, ვითარცა ფიალი წინაშე პირსა მსხუერპლისსაცავისასა.

Verse: 21  Link to oskijer Link to sept   
და იყოს ყოველი სიავი იერუსალიმს შინა და იუდაჲსა შორის წმიდაჲ უფლისა, ყოვლისა მპყრობელისა, და მივიდოდიან ყოველნი მსხუერპლველნი და მიიხუმიდენ მათგან და აგბობდენ თავთა მათთად, და არა იყოს ქანანელი მერმე სახლსა შინა უფლისა ძალთაჲსასა მას დღესა შინა.




Next part



This text is part of the TITUS edition of Biblia Mcxetica.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 22.3.2021. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.